<p>უეფამ საქართველოს ნაკრების ბელარუსთან ერთა ლიგის D დივიზონის ნახევარფინალური შეხვედრისთვის დამატებითი ზომები მიიღო. მატჩი, რომელიც 8 ოქტომბერს თბილისში გაიმართება, შესაძლოა, იმ შემთხვევაში გადაიდოს, თუკი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო ერთ-ერთი გუნდი განაცხადში 13 ფეხბურთელს ვერ შეიყვანს.</p><p>ასევე მნიშვნელოვანია, რომ მატჩში გუნდებს 5 ცვლილების გაკეთების უფლება ექნებათ. უეფას გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ მატჩებში გუნდებს ერთ შეხვედრაში ამ რაოდენობის ცვლილების გაკეთება ექნებათ. წესი ასევე ერთა ლიგის სხვა მატჩებში, ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში გასამართ შეხვედრებში ამოქმედდება. ეს გადაწყვეტილება უეფამ კორონავირუსის პაუზის შედეგად ფეხბურთელების დატვირთული გრაფიკის გამო მიიღო, რითიც ცდილობს ტრავმების მიღების რისკები შემცირდეს.</p><p>5 ცვლილების წესი ეროვნული ჩემპიონატების მხოლოდ ნაწილში მოქმედებს. მაგალითად, ინგლისის პრემიერ ლიგაში 5 ცვლილების წესზე კატეგორიული უარი განაცხადეს. მხოლოდ 3 ცვლილების უფლება აქვთ, საქართველოს ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბებსაც.</p><p>საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან D დივიზონის ნახევარფინალური ეტაპის მატჩი ჯერ კიდევ მარტში უნდა ეთამაშა, მაგრამ პანდემიის გამო შეხვედრის ჩატარების თარიღი შეიცვალა. 8 ოქტომბრის მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო ევრო 2020-ს საგზურისთვის ერთა ლიგის ფინალურ მატჩში კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნააკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.<br></p>
Biankonneri
კიმაგრამ, დასწრებაზე არაფერს არ ამბობენ?
ვანჩოპე
ფარერებთან სამარცხვინო წაგების მერე ნაკრების იმედი არ მაქვს. კაი ახალგაზრდები არიან, მაგრამ ეს ვოლოდიმერი რას მოიფიქრებს გაფიქრებაც კი მაშინებს
ქომაგს
სიის ნამეტანი გაფართოება მოუწევს ვაისს,თარგამაძე რომ მოხვდეს მაგ სიაში :-) მაგის შემდეგ ერთსაც თუ ჩაამატებს მე მიწევს უკვე :-)
:-)
შენ მაგის მშენებლობის რა გითხრა და ბიძინა აშენებს ფსიქიატრიულს და იმ მშენებლობაზე ნაღდად დაგასაქმებენ ;-)
ოზუზი
ევრიკა, ავრიკა, ოვრიკა - იდეა მაქვს მიმქარავს არქიმედე! სასწრაფოდ გავამხოლოოდ ტრიბუნებზე ადგილები, გავტიხროთ სკამები სამიმი ართულებიდან (გვერდებიდან და ზურგიდან). საჭვრიტინო დავუტოვოთ მოედნის მხარეს (ლაივში საყურებლად, ექოთი და ცოცხლად საგინებლად). იზოლირება (დისტანცირება) გარანტირებულია, უეფას არაფერი ეთქმის და ჩვენს ეპიდემიოლოგებსაც (იმ "მუშკეტერებს" მათ შორის). მართალია ცოტათი შემცირდება რეალური ადგილები, მაგრამ სულ არარაობას არ სჯობს? ხომ იგუგუნებენ ტრიბნები!!! არ მომპაროთ იდეა, ხვალ დილით გავრბივარ საქპატენტში და ვარეგისტრირებ ჩემს იდესა - ნოუ-ჰაუს! ხალხო! ჰე ახლა, რას გაჩუნებულხართ? დამიჭირეთ მხარი! ჯერ კიდევ დროა, მოესწრება! ფედერაცია, ალოოოო, გესმის
ლ.გიო
ვაისისთვის რა მნიშვნელობა აქ?თუ გინდა ათი შეცვლის უფლება მიეცი,მაინც 84 წუთზე იწყებს შეცვლებს და ორ კაცზე მეტს ცოცხალი თავით არა ცვლის
Semi
6 ბილეთი მაქ ნაყიდი, უკან არ დამიბრუნებია ამ დრომდე გევედრებით ყველაფერი გააკეთეთ რომ მაყურებელის ნაწილი მაინც დაესწროს, თუ ოჯახის წევრებს ვერ წამოვიყვან იქნებ მე მაინც დავესწრო თამაშს თუ დისტანციის გამო ყველა ადგილი არ იქნება დასაშვები.
ქომაგი
დავით თარგამაძე და გოგიტა გოგუა გაფართოებულ სიაში ყავს შეყვანილი, არ ინერვიულო :)))
მწრთვნელი
სკაფანდრებს თუ ჩაიცვამენ კი დაუშვებენ!
ანესთეზეოლოგი
ჩემი აზრით 5 ცვლილება ბელარუსებს უფრო აწყობთ ვიდრე ჩვენებს. თუ წესიერი მიდორი იქნება წესით ჩვენებს ტექნიკური არსენალითა და მოგორავე ბურთის დევნით უნდა მოეღალათ ბელორუსები. ასეთ შემთხვევაში კი მათ ენერგიის შენარჩუნების საშუალება ეძლევათ, არადა ისედაც ფიზიკურად ძლიერი გუნდია, ეგაა სულ მაგათი პლიუსი და ამ გადაწყვეტილებით კიდევ უპირატესობა მიიღეს მაგ კუთხით. იმედია მინდორი მაინც იქნება წესიერ მდგომარეობაში რომ ჩვენებმა თავიანთი უპირატესობის გამოყენება შეძლონ, სისწრაფესა და ტექნიკურ არსენალს ვგულისხმობ.
Lia panchulidze
დავით თარგამაძე დააბრუნეთ ნაკრებში. მისსავით პროფესიონალი ვინ გყამთ მანდ. სირცხვილი ვაისს!!
Giorgi kakaladze
მე და ეკო დეისაძეს გვიყვარხართ და გკოცნით. გაუმარჯოს გურამ კაშიას და მისნაირ ქართველ ვაჟკაცებს.
გოგა
ბელარუსებთან 5 ცვლილების წესი ჩვენთვის უფრო მომგებიანია, იმიტომ რომ ჩვენ მეტი ფეხბურთელების რესურსი გაგვაჩნია, თითქმის ყველა რგოლში. აი ბელარუსებს თუ გავცდით ისევ მაკედონიას ვეთამაშოთ ჯობია, მეორედ მოვუგებთ.
ოზუზი
ნამდვილად, მაგ ფილმის ("ქვევრის") არ ოყოს, რა ქნას კაცო. სამჭკუაშვილია და მერე როგორც ფილმშია
samtredia
ისეა ქართული ფეხბურთი დათარსული და დაწყევლილი ასე მგონია 8 ოქტომბრისთვის კორონა თუ არა რაღაც სხვა კატაკლიზმი უნდა მოხდეს .
ddgfdf
ყველაფერს აკეთებენ შინ და გარეთ რომ წავაგოთ.
:-)
თქვენ კობიაშვილი ქრისტე ღმერთი ხომ არ გგონიათ?! დინამომ წააგო კობის ბრალიაო,ჩაკვეტაძე დაიმტვრა კობის ბრალიაო,კორონა კობის ბრალიაო,უეფა სტადიონზე არ გვიშვებს კობის ბრალიაო, კობიზე რომ იყოს ყველაფერ ამას გააუქმებდა და პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე დაგვსვამდა.ცოტა ადექვატურად იაზროვნეთ ან გაერკვიეთ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობებში ან ბოლო-ბოლო სხვა სპორტზე გადადით. პ.ს. მწარე სიმართლე: დააყარეთ დისლაიქები
fff
კი მარა მაყურებლის დასწრებას, რო ითხოვთ თავად ჩვენი ფედერაცია არ რთავს მაყურებელს ნებას დაესწროს ეროვნულ ჩემპიონატს და უეფას რაღას სთხოვთ?
Fani
ბოლობოლო მაყურებლების რა რაოდენობა დაიშვება თამაშზე? თუ დაიშვება საერთოდ? კობიაშვილო მოიცალა საქმისთვის, რომ თქვი კარგი პირი უჩანსო, როდის უნდა გადაწყდეს ეს ამბავი, მათჩის შემდეგ?
დიახ ის
მაყურებლის შესახებ ჯერ-ჯერობით ოფიციალური ინფო არ გახმაურებულა.
იდალგო
ე.ი ნახევარი გუნდის შეცვლა შეიძლება. რაღა დარჩა? 10 დაეშვათ და ეგ აჯობებდა. არა, ბოდიში - 11, მეკარეც ხომ იგივე უფლებებით სარგებლობს, რაც სხვები. თუ არ ვცდები მწვრთელების შეცლაზეც ფიქრობენ უეფაში, ორი "შტაბის" დაშვებაზე, მეორე ტაიმის მეორე დღეს გადატანაზე, მოედანზე ერთდროულად ორი ბურთით თამაშზე და ა. შ. ან კიდევ მსაჯებმა რა დააშავეს? იყოს ორი, არა უკეთესია ან სამი და მეტი "ბრიგადა", მატჩის რამდენიმე (რანაკლებ 5) კომისარ/დელეგატი და ა.შ. მე თუ მკითხავენ დავუშვებდი მეორე (დამოუკიდებელ) მატჩს (პარალელურს), ორ გამარჯვებულს (გამსვლელს), საერთოდ დავუშვებდი მეორე უეფას (ალტერნატიულს) და ა.შ.
100%
,,ფიფნამო,, ))) ამ გუნდმა წააგო ფარერებზე და არა, ,,დინამომ,,.
siafand
ისტორიული არა კვახი. ფარერების მერე ხმა არ გვაქვს ამოსაღები.
Mdaa
ისევ უეფა თუ დაგვეხმარება და გადაგვერჩენს თორეეეემ....იმედია ახლა მაინც აღარ დაელოდება 85-ე წუთს და დროზე გააკეთებს ზამენებს ....თანაც იმდენი ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი გვყავს სასტავში ყველას ადგილი არ იყო მაინც ....ერთი პარტია 60 წუთამდის მერე კი სხვები უნდა გამოუშვას ....მე ვინღა მეკითხება მაგრამ 60 წუთს ვათამაშებდი გვილიას ოქრის და ვაკოს გამოცდილების გამო ხოლო ბოლო 30 წუთს ერთდროულად შევიყვანდი დავითაშვილს ჩაკვეტაძეს და კვარაცხელიას იმ უკვე დაღლილ ბელორუსის მცველებს ამათი სისწრაფეებით დრიბლინგებით და კარგი პასებით შეიძლება ბურთის თავზე გადახევაც....ოღონდ ღმერთოვ ყველა ეხენი ჯანმრთელნი იყოს და ასე თუ ისე ფორმაში ....ფიფნამოს მერე თქვენ მაინც გაახარეთ ეგ გამწარებული ხალხი ...ღმერთი ჩვენსკენ !!!
იდალგო
ე.ი ნახევარი გუნდის შეცვლა შეიძლება. რაღა დარჩა? 10 დაეშვათ და ეგ აჯობებდა. არა, ბოდიში - 11, მეკარეც ხომ იგივე უფლებებით სარგებლობს, რაც სხვები. თუ არ ვცდები მწვრთელების შეცლაზეც ფიქრობენ უეფაში, ორი "შტაბის" დაშვებაზე, მეორე ტაიმის მეორე დღეს გადატანაზე, მოედანზე ერთდროულად ორი ბურთით თამაშზე და ა. შ. ან კიდევ მსაჯებმა რა დააშავეს? იყოს ორი, არა უკეთესია ან სამი და მეტი "ბრიგადა", მატჩის რამდენიმე (რანაკლებ 5) კომისარ/დელეგატი და ა.შ. მე თუ მკითხავენ დავუშვებდი მეორე (დამოუკიდებელ) მატჩს (პარალელურს), ორ გამარჯვებულს (გამსვლელს), საერთოდ მეორე უეფას და ა.შ.
ggg
ჩაატარეთ რა ბოლო-ბოლო ეს თამაში და დაგვასვენეთ ერთხელ და სამუდამოთ ასე მგონია ჩვენ, რომ გვაქვს ევროპაზე მოხვედრის შანსი მაგიტომაც გაჩნდა ეს კორონა.DDD და თუ გამოვვარდებით შეიძლება ყველაფერი დასრულდეს.
ბასკი
ჯიგარი ვალოდია მაინც ორ შეცვლას გამოიყენებს - 85 და 89 წუთებზე:)
ბესო
მაყურებლებს დაუშვებენ ?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე
3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...
უკრაინა VS საქართველო - ცნობილი განაცხადი და უცვლელი შემადგენლობა
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე
უკრაინა - რთული მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის - ხასიათი, პრობლემები და ჩვენი სტატისტიკა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის [VIDEO]