რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ნიკოლაი ნერუშმა Rugger.info-სთან "ბორჯღალოსნების" ევროპის ელიტარულ გუნდებთან თამაშის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა.

"ქართველები მრავალი წელია ჩვენს დონეზე "იხარშებიან", უკვე კარგა ხანია გადაიზარდნენ. ამან უკანასკნელ ხანს მათი დაღუპვა დაიწყო. გარღვევისათვის უძლიერეს მეტოქეებთან თამაშია საჭირო. საქართველოს ჩემპიონატის დონე ახლა არ იძლევა ისეთი ნაკრების ჩამოყალიბების საშუალებას, რომელიც ელიტის წარმომადგენლებს ტოლ-სწორად ეთამაშება. მათთან თამაშის გამოცდილებაა აუცილებელი. თვითონ ქართველთა "შემოდგომის ერთა თასზე" მონაწილეობა დიდი საქმეა, ყვეყანაში რაგბის განვითარებისაკენ დიდი ნაბიჯია.

ქართველების ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებას, ალბათ, არ უნდა ველოდოთ. ყოველ მატჩში თავიანთი ამოცანის გადაწყვეტა მართებთ: არ დამარცხდნენ დიდი ანგარიშით, რაც შეიძლება მეტი ქულები მოაგროვონ, მოიგონ მოედანზე მიკროდუელები. ეს კარგი გამოცდილება იქნება. თუ ჯგუფურ ეტაპზე ინგლისთან, უელსთან და ირლანდიასთან მოახერხებენ, რომ შერკინებაში არ დაიჯაბნონ და მოწინააღმდეგეს დაცვაში ღრმა გარღვევების საშუალება არ მისცენ, ამის ხარჯზე კლასის ამაღლებას მიაღწევენ. სავარაუდოდ, ვინმეს ვერ მოუგებენ, თუმცა მაინც ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო ასეთ კომპანიაში აღმოჩნდა".

ტურნირზე საქართველოს ნაკრები პირველ მატჩში, 14 ნოემბერს, ინგლისს უნდა შეხვდეს.

სოსო
წუხელ პოსტი გამოვუშვი,მაგრამ ღამით დაწერილი,არც ახლა გამოგიქვეყნებიათ.ეს კაცი რუსია.რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი და ფორმალურად საქართველოს მტერი(ზოგიერთისათვის,თორემ ჩემთვის ყველა რუსი,ვერანაირად ვერ იქნება მტერი),მაგრამ მისი წერილი,გაცილებით უფრო დიდი გულშემატკივრისაა,ვიდრე უამრავი ქართველი ვაიგულშემატკივარის ბოღმით და შეურაცხყოფით სავსე პოსტებია.ეს ჩემთვის სულაც არ არის საკვირველი,რადგან რაგბის სული თუ არ იცი,ან ვერ შეიგრძენი,სჯობია ამ თამაშს ახლოს არ გაეკარო.ვინც არ იცის,შევახსენებ,რომ 2008 წელს ომის და ომის შემდგომ უმძიმეს დღეებში,რუსეთის რაგბის ფედერაციამ და თვითონ ნაკრებმა,ჩვენ ფედერაციასა და თვითონ მორაგბეებს,ნებისმიერი სახის დახმარება შესთავაზეს,რაც კი შესაძლებელი იყო.ეს რაგბია.სადაც მოედანზე მიდის დაუნდობელი ბრძოლა,ხოლო თამაშის დამთავრებისთანავე, მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ,ყველა წყენას თუ ტკივილს,მოედანზე სტოვებენ და მატჩის შემდგომ,მეგობრულად,თითო ბოკალ ლუდსაც გადაჰკრავენ.რაგბის ოჯახში,ყველა თანასწორია და მეგობარი.ყოველ შემთხვევაში,სწორედ ეს არის რაგბის მთავარი იდეა.რაგბი ხომ გვაერთიანებს.
darabi
რუსს თუ როდესმე რამეში დავეთანხმებოდი არ მეგონა მარა ამ კაცმა ორივე ხელები ამაწევინა.
ემიგრანტი ქაქუცა
ის კაცი მანახა, ვინც დისლაიქი გააკეთა ამ კომენტარზე...არსებობენ ნორმალურად მოაზროვნე რუსებიც, სამწუხაროდ ცოტა, მაგრამ არიან
აბდალი გურული
აი ეგრე რა რუსებო, ცოტა ჯანსაღი მსჯელობა გამოიყენეთ ხოლმე. არ გინდათ ეს ბულინგი, ჩაგვრა და დამცირება...
თბილისელი
100%
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასისთვის 40 მოთამაშე შეირჩა
"საქართველოს და რუსეთის ნაკრებები სხვადასხვა პოლუსზე იმყოფებიან" - აცხადებს რუსი მწვრთნელი
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი - ერთი დებიუტანტით და ვეტერანით
საქართველოს ნაკრებმა "რვა ერზე" თავგანწირულად იბრძოლა - ამბობს რუსეთის ნაკრების ექსმწვრთნელი