მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირის, ერთა თასის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მონტევიდეოში ურუგვაი 41:34 დაამარცხა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელის პოსტზე პიერ-ანრი ბრონკანის დებიუტი წარმატებული გამოდგა. მეტოქეებმა ხუთ-ხუთი ლელო დადეს, ქართველმა მორაგბეებმა კი უკეთესად შესრულებული გარდასახვების და საჯარიმოების ხარჯზე გაიმარჯვეს.

ლელოები მატკავამ, სუთიძემ, ჯალაღონიამ და ალანიამ გაიტანეს. ერთი საჯარიმო ლელო იყო. მატკავამ 4 გარდასახვა და 2 ჯარიმა გამოიყენა.

"ბორჯღალოსნები" 11 ივლისს ვინა დელ მარიში სამოას, 18 ივლისს კი სანტიაგოში ჩილეს შეხვდებიან.

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 12. გიორგი კვესელაძე, 11. რომა მახათაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ნიკოლოზ სუთიძე, 3. ალექსანდრე ქუნთელია, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა შვანგირაძე, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. ლუკა პეტრიაშვილი, 17. ნიკა აბულაძე, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. გიორგი ჯავახია, 21. ილია სპანდერაშვილი; 22. მიხეილ ალანია, 23. თორნიკე კახოიძე.

გიორგი
რაგბის კავშირის ტროლი
Paata87
Gasawylebuli gundi namdvilad araa urugvai msoflioshi 15 poziciazea da shven 13 meteze magram arc ragac saswauli gundia da visac gagixardat amgundtan mogebao da ovaciebit shexvdito rower ratom arunda gagvxareboda da arshevxvedriliyavit ovaciebit movuget msoflioshi ertert karg gunds da ara rogorc wer vigac sawyal da farshak nakrebs kimartalia bevr ragacashi momateba gvchirdeba da shetamasheba da stabiluriba aris sachiro magram jer pirveli tamashi iyo axali mwvrtnelistvis da moigo asea tu isea rac kargi dasawyisia moigo nakrebma da mainc ukmayofiloxart da zlivs mouges vigac farshak nakrebso mtavaria moviget da mogeba shagvewera aktivahi axla gunds ro shetamasheba da ragac ragac aspeqtebshi mosamatebeliaq yvelam icis da jer yvelaferi winaa aseti ragacis daweras piriqit rogaamxneo nakrebi ragac kargi dawero da miuloco imas wer ro zlivs mougen vigac shalikoebso aq komentarebshi yvela magaria da profesionali gonia tavi da yvelafris mcidne ragac dawere shekai adamiano miuloce gaamxneve nakrebi da isic dawere ro iyo shecdomebi da amaspeqtebshi mosamatebeligvaq magram gvjera tqveni da gamoasworebt amyvelafers shemdeg tamashebshitqva
პაატა
იმედია ბრონკანიც მაისაშვილის ჭკუაზე აღარ ივლის და სწორი სელექციის დანერგვით როგორმე შეაჩერებეს ამ განგრძობით რეგრესს. ვინც ასეთ უმნიშვნელო გუნდებთან ასეთ გასაწყლებულ მოგებებს ოვაციით ხვდება, ან თანამედროვე რაგბი საერთოდ არ ესმის, ანდაც უბრალოდ ფედერაციის პიარია!!!!

იმით დავიწყებ,რომ როგორც იქნა ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქმიანობას შეუდგა და პირველივე შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა.ვულოცავ ნაკრებსაც და მწვრთნელსაც ახალ ტურნირზე წარმატებულ სტარტს,თუმცა უამრავი ნაკლი რომ გვაქვს,ამას ჩემი და თქვენი ლაპარაკი არ სჭირდება,თვითონაც კარგად ხედავენ.ახალი მწვრთნელი ახალი ექსპერიმენტებით მოვიდა და თამაშში ნახაზის შეცვლას, შეცდომები ყოველთვის მოჰყვება.ჩვენ რეიტინგში,მე-13 ადგილზე ვართ,ურუგვაი მე-15 ადგილზეა და არც ისე ბევრით ვუსწრებთ რეიტინგის ქულებით,რომ დიდი უპირატესობის იმედი გვქონოდა სამხრეთ ნახევარსფეროს და 12 სასაათო სარტყელით დაშორებულ ქვეყანასთან,მათ მოედანზე,თანაც ხელოვნურ საფარიანზე თამაშში.ეს ნაკრები,როგორღაც სხვანაირად თამაშობდა,ბრონკანის ასისტენტის ხელმძღვანელობით რომ ვთამაშობდით,იმასთან შედარებით და შეცდომებიც განსხვავებული გვქონდა.ნინიაშვილის ღერძში დაყენებაც საკმაოდ მოულოდნელი იყო და არ მიკვირს,ძველებურად შესამჩნევი რომ არ იყო,მოედანზე,თუმცა ძლიერი დარტყმის შემდეგ,ტვინის შერყევაზე შემოწმებაც გაიარა და კი დაბრუნდა,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ ძალიან კარგად იყო და სრული სიმძლავრით შეძლებდა თამაშს.საკითხავი ის არის,რაში დასჭირდა მისი ღერძში დაყენება?!მომდევნო თამაშში,ნაკრები უკეთესად იქნება შეთამაშებული და მწვრთნელსაც უკეთესად ეცოდინება ვის რა შეუძლია.სამოაც განსხვავებული სტილის ნაკრებია და მათთან თამაშიც საინტერესო იქნება.ფაქტია,ბრონკანს რაღაცა თავისი მოსაზრებები აქვს და მას ახორციელებს,რაღაცების შეცვლას ცდილობს და ესე იგი თავისი მოსაზრებებიც აქვს.ვნახოთ რა სურს და საითკენ მიჰყავს ნაკრები.პირველო მატჩის შემდეგ,თანაც მოგებულის,უარყოფითი დასკვნების გაკეთება სწორად არ მიმაჩნია.შევხედოთ,საითკენ მიდის ნაკრები,რა მიმართულებით ახორციელებს თამაშში ცვლილებებს და ამისგან რა გამოვა.ეს ტურნირი,მსოფლიოს ჩემპიონატისათვის მზადების პროცესში უნდა განვიხილოთ.ახალი მორაგბეები დაიმატა,მიქაუტაძე შემოარიგა ნაკრებს,მთელ რეზერვებს ათვალიერებს და თან თუ ამ ტურნირზეც წარმატებით გამოვალთ,ამ ეტაპზე ცუდი არ უნდა იყოს.ეს ორი დღე,ჩვენი 7 კაცა ნაკრების გამოსვლებსაც ვუყურებ და იქაც კი აშკარად ჩანს სხვაობა,ჩვენსა და სხვა ნაკრების მორაგბეებს შოროს ბურთის ამოგდების ტექნიკაში,ძალიან თვალში მოსახვედრია.თუ ეს ტექნიკა,ბავშვობიდანვე არ ვასწავლეთ,დიდობაში წესიერად ვერ ისწავლიან და ამ პრობლემას თავს ვერ დავაღწევთ.რაც ახლა ტურნირი დაიწყო,ამ ტურნირის გამარჯვებული,მხოლოდ 2030 წელს მიიღებს უფლებას, უძლიერეს 12 გუნდში გადასასვლელად შეხვდეს იმ ჯგუფის აუტსაიდერს და იმ დროისათვის უნდა იყოს ჩვენი ნაკრები მზად,რათა მისი დამარცხება შეძლოს.მანამდე მსოფლიოს თასზე გამოსვლა გვიწევს და იქაც წარმატებული გამოსვლა გვჭირდება.შესაძლოა ოსპრისი დაიშალოს და 2028 წლიდან მისი ადგილი გათავისუფლდეს.თუ შავი ლომი როგორმე იქ შევიყვანეთ,პროგრესის მეტი საშუალება გვექნება,თუ არა და დაგვრჩება ჭაობში ჭყუმპალაობა და ჩაკეტილ წრეზე სიარული.მე ის უფრო მაშინებს,რომ პორტუგალია და ესპანეთი სწრაფი ტემპით ვითარდებიან,სწრაფ რაგბს თამაშობენ და 6 ერის გაფართოებაზე თუ წავიდა ლაპარაკი,შესაძლოა ისედაც გადაგვასწრონ,რადგან მათი რაგბი გაცილებით შემოქმედებითია და შესაძლოა ხელოვნურადაც დაგვწიონ უკან.ჩვენი ხსნა,ბავშვთა რაგბიში ცვლილებებია.ბავშვებიდან უნდა დავიწყოთ რაგბის ხელის ტექნიკის განვითარებაზე მუშაობა.მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტები,რომლებიც ჩვენებსაც შეასწავლიან მის საიდუმლოებებს.სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს.ერთბაშად ვერაფერს შევცვლით,მხოლოდ თანდათანობით შეგვიძლია შედეგის დადება,თუმცა ამაზე ყოველდღიურად უნდა ვიზრუნოთ და მოთმინება არ დავკარგოთ.
თოკო
ავსტრალიის ნაკრებში ედი ჯონსის ასისტენტად მუშაობდა ასე რომ საერთაშორისო გამოცდილება აქვს ბრონკანს. მანამდე კასრის მთავარი მწვრთნელი იყო და 21/22 წლის სეზონში პირველ ადგილზე გაიყვანა გუნდი რეგულარულ სეზონში. ერთი დრო ტულუზის დაცვის მწვრთნელიც იყო. ამასთან ერთად ეს კაცი არის ძალიან მაგარი სელექციონერი, ძალიან ბევრ თამაშებს უყურებს და მორაგბეებს ეძებს. გოდერძი შველიძე, რომელიც მის შტაბში მუშაობდა ბრივში იმასაც იძახდა რომ ბრონკანი არა თუ დიდი 10-ის არამედ საქართველოს პირველი ლიგის თამაშებსაც კი უყურებს. დასტურად აგერ წელს რეხვიაშვილი ათამაშა ნაკრებში პირველი ლიგიდან. რაც შეეხება კარგ მორაგბეობას - კარგი მორაგბე არ ნიშნავს კარგ მწვრთნელს, ყველა გუნდურ სპორტში ეგრეა. აგერ ქოქრილი მშვენიერი წარმატებული კვაჭი იყო ნაკრებში რამდენი თამაში ქონდა ინგლისის მაგრამ მწვრთნელად არ ივარგა, მისგან განსხვავებით ბრონკანი აზარტშია და თვითონ რასაც ფიქრობს იმას აკეყებს. რასაც დარწმუნებული ვარ ქოქრილი არ აკეთებდა და ინერციით ატარებდა სელექციასაც. ჩემი აზრით ბრონკანი ბუნებით ისეთი მწვრთნელია, რომელიც ნაკრებს ჭირდება. იმედია ხარისხი ეყოფა, რომ შედეგიც დადოს.
სირბილის სწავლების ცენტრი
გილოცავთ!
ნინი
გილოცავთ გამარჯვებას, ეს ერთი და სხვა მრავალი! ეს ერთა თასი აუცილებლად უნდა მოვიგოთ! თუმცა აქ დამწუხრებულ მოკაკუნეებს რომ ვუყურებ, ცოტა დავიბენი, მოვიგეთ თუ წავაგეთ და უნდა მოიხაროდეს თუ მათსავით უნდა ვტიროდე?:))))
Dima
ანუ რაც გუშინ ვნახე ისიც ჩვენი ბრალი გამოდის? საოცრებაა პირდაპირ. არ ვვარგივართ ხალხად და რა ქნას ამ რაგბის და ფეხბურთის ბურთს რომ ვერ არჩევს ისეთმა ფედერაციის პრეზიდენტმა (პრარაბი იყო მგონი წინა ცხოვრებაში)?
A
დუდი დრო აღარაა იქამდე როცა ნებისმიერ გუნდს ექნება ჩვენთან შანსი და აღარავისთან აღარ ვიქნებით ფავორიტები
kkkk
ra ganvitareba ukusvla tabucatze ras aketebs saertod?
S.K.K.
ესაა ჩვენი ნიშა. ზუსტად მიგვიჩინეს ადგილი (სამწუხაროდ)
giga
ალბათ სამოასთან უფრო გამოჩნდება, შეცდომების გასწორების თავი თუ გვაქვს. ისე, მე არ ვიცი ეს ჩვენი ახალი მწვრთნელი ან ვინაა, ან რატომ ავარჩიეთ, უბრალოდ სანამა ვარკვევდი ეს ახალი ფორმატი რა არის, გაირკვა, რომ ინგლისურ ვიკიპედიაში ამ ადამიანზე სტატია არ არსებობს. ანუ არც მოთამაშე ყოფილა მეტ-ნაკლებად ცნობილი, ანც-მწვრთნელი და სულ რომ ანგელოზი იყოს, მსგავსი (როგორც მინიმუმ საერთაშორისო არენაზე) გამოუცდელი ადამიანის დანიშვნა რამდენად ნორმალურია მალე ვნახავთ თქვენც, მეც და ის ჩვენი ჟესტიანშიკი თუ მლესავი ფედერაციის პრეზიდენტიც ....

რომელ რაგბზე და გულშემატკივრობაზეა საუბარი,როცა საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და სტადიონები ცარიელია?!
თოკო
დავიწყოთ იქიდან, რომ ყველაზე მაღალრეიტინგიანი აქ ჩვენ ვართ, შესაბამისად არავისთან მოგება აქ გასაოცარი არ არის, მითუმეტეს როცა 34 ქულას უშვებ. ასეთ უუნარო რაგბის ვთამაშობთ და ერთადერთი ის მაფიქრებს, ეს ხალხი რაგბს ალბათ საერთოდ არ უყურებთ და მხოლოდ ნაკრებს ადევნებთ თვალს. ჩვენ კრიტიკული გულშემატკივრები მაშინ ვიქნებით კმაყოფილნი, როდესაც ნაკრები დაიწყებს გამართული რაგბის თამაშს, როდესაც შეტევები იქნება სტრუქტუირებული, როდესაც ცენტრები დატაკებაზე არ ითამაშებენ და მერწმუნე, თუნდაც წავაგოთ და ესე ვითამაშოთ, უეჭველად კმაყოფილები და ამაყები ვიქნებით. მსოფლიო ჩემპიონატი არის ერთ წელში! ეს თამაშები არის მოსამზადებელი მსოფლიოსთვის, აქ ბრონკანმს უნდა დანერგოს თავისი სისტემა და შექმნას გუნდი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ჯგუფის მოწინააღმდეგეებთან - ამ თამაშით იტალია გადაგვირბენს. რატომ არ შეიძლება რაც გვაქვს იმ ჯანით და ჟილკით შევუზავოთ ფანტაზიურ რაგბის მე არ მესმის. ჭიდაობის ყურება თუ მოგწონთ და ჰიმნზე გულის ფანცავალი, ტატამი გვაქვს და უამრავი ოქროცაა და უამრავჯერ ჟღერდება ჩვენი ჰიმნი. არავისზე ნაკლებად გული კრიტიკულ გულშემატკივარს არ სტკივა, კი არ ვკაიფობთ კრიტიკით... იმედია მიხვდებით ამას.
ვაჟა
გილოცავთ მოგებას, სამწუხაროდ ძალიან სუსტად ითამაშა ჩვენმა ნაკრებმა, ასეთი თამაშით სამწუხაროდ სამოას ნაკრები მოგვიგებს
თოკო
ნინიაშვილი გამქრალი იყო
ნიკო
20 ათასი კილომეტრით და 12 საათიანი მოშორებით, გასვლაზე, მსოფლიო ერთა თასზე (ასე ჰქვია ჩვენს ლიგას) ყველაზე მაღალრეიტინგიან მეტოქეს ახალი მწვრთნელით ისტორიაში პირველი თამაში მოვიგეთ ბონუს ქულით და აქ მხოლოდ ერეთი უარყოფითი კომენტარია და არაერთი მოწონება მგლოვიარე კომენტარს:)))) მე ვულოცავ ჩვენს გუნდს, მწვრთნელსა და ყველა გულშემატკივარს! ვისაც სიღრმეში სულ გული გეთუთქებათ ჩვენი ნაკრები რომ იგებს (მაინც რეგრესიაო გაიუძახით), იმათ დამიწერეთ ძირს დაშვებული ცერები, გამოჩნდება რამდენი ხართ:)))))
Bs
კი მოვიგეთ მარა... რა ვიცი, რა ვიცი
რეზო
განვითარების არაფერი გვეტყობა სამწუხაროდ
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
"ლივერპულმა" "სანდერლენდს" 4:2 მოუგო - მამარდაშვილის თამაში ინგლისურმა გამოცემებმა შეაფასეს
7-კაცა | საფრანგეთს მეორედ ვეღარ ვაჯობეთ
საქართველოს ნაკრები ჩინეთთან დამარცხდა, თუმცა მასპინძლებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია
ვოზინია მალე "კოლო-კოლოსთან" გააფორმებს კონტრაქტს
"იმ მომენტიდან მივიღე გადაწყვეტილება, რომ მწვრთნელი ვიქნებოდი" - მოურინიოს ემოციური განცხადება
უარი პსჟ-ს, "მანჩესტერ იუნაიტედს" და "ჩელსის" - სამერვილი კარიერას "ალ-ჰილალში" გააგრძელებს
გამარჯვებით დაწყებული ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს U18 ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა
7-კაცა | სამი წლის შემდეგ - პორტუგალია და საფრანგეთი დამარცხებულია!
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს პირლო ჩაუდგება სათავეში
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა
საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთში მონტენეგრო დაამარცხა
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ოფიციალურად - ლომინაძე "ტორპედოს" ფეხბურთელია
"ამ სამუშაოს ჩემთვის კი არა, თქვენთვის დავთანხმდი. თუ ჩემს ოჯახს მიწასთან გაასწორებთ..." - კლოპმა გერმანიის ნაკრები ჩაიბარა
"ხვიჩას ასლია, შთამბეჭდავია და დიდ სენსაციას იწვევს" - ცნობილი გამოცემები თორნიკე კვარაცხელიას თამაშს ეხმაურებიან
საქართველოს 18-წლამდელ ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
"ისეთი რაღაცები მესმოდა, კინაღამ გავგიჟდი" - ლეანდრო პარედესი
"ამაზე აქამდე არასდროს მისაუბრია" - მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგანმა რთული პერიოდი გაიხსენა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
გიორგი ნემსაძე: ჩვენ უნდა წავიყვანოთ თამაში, ჩვენ უნდა ვუკარნახოთ პირობები
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
მსოფლიო თასი. D ჯგუფი: ავსტრალიამ ურუგვაის 7 ლელო დაუდო
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი - ერთი დებიუტანტით და ვეტერანით
"ბორჯღალოსნების" მეოთხე მეტოქე მსოფლიოს თასის ჯგუფში ცნობილია