"რვა ერის" პირველ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები "თვიქენჰემზე" ინგლისს დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი იყო, უშანსოდ დამარცხდა - 0:40.

ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა ედი ჯონსმა "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ, პრაქტიკულად, უძლიერესი შემადგენლობა გამოიყვანა და მისმა გუნდმა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა პირველივე წუთებში მოიპოვა. უნდა ითქვას, რომ პირველი მეოთხედის განმავლობაში, სტუმრებმა დაცვაში საკმაოდ ორგანიზებულად იასპარეზეს და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებს კომბინირებულად თამაშის შესაძლებლობა არ მისცეს.

მიუხედავად ამისა, "ვარდებმა" მე-14 წუთზე უილისის ლელოს შემდეგ, დომინაცია ქულებშიც ასახეს და პირველ ტაიმში ქართველები 4-ჯერ დაალელოვეს. მატჩის ბოლომდე, ინგლისელთა საფირმო "მოძრავი მოლის" შეჩერება, "ბორჯღალოსნებისთვის" გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ამ სტრატეგიის ფონზე, ჯეიმი ჯორჯმა 3 ლელო გაიფორმა.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა შეტევები წარმატებით კიდევ 2-ჯერ დაასრულეს და საბოლოო ჯამში, 40 ქულას მოუყარეს თავი. ამ გამარჯვებით ედი ჯონსის გუნდი ჯგუფში გალიდერდა.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას "ბორჯღალოსნები" 21 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ინგლისი

ხაზი: 15. დეილი, 14. ჯოზეფი, 13. ლოურენსი, 12. სლეიდი, 11. მეი, 10. ფარელი, 9. იანგსი.

შერკინება: 1. ჯენჯი, 2.ჯორჯი, 3.სტიუარტი, 4. ეველსი, 5. ლონჩბერი, 6. იტოჯე, 7. უილისი, 8. ვუნიპოლა.

მარქაფა: 16. დუნი, 17. ვუნიპოლა მ, 18. სინკლერი, 19. ერლი, 20. ქერი, 21. რობსონი, 22. მალინსი, 23. მერჩანტი.

საქართველო

ხაზი: 15. ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. კვესელაძე, 12. შარიქაძე (კაპ.), 11. სვანიძე, 10. აბჟანდაძე, 9. აფრასიძე;

შერკინება: 1. ნარიაშვილი, 2. მამუკაშვილი, 3. გიგაშვილი, 4. ჯაიანი, 5. ქერდიყოშვილი, 6. საღინაძე, 7. თხილაიშვილი, 8. გორგაძე.

მარქაფა: 16. ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ყაულაშვილი, 19. გიორგაძე, 20. ჯალაღონია, 21. ლობჟანიძე, 22. თოდუა, 23. ჯავახია.

ishviatobaa
უფრო რთული მოსამზადებელია ვიდრე შესასრულებელი. მატჩების უმრავლესობაში ნებისმიერი გუნდის არეკნები საერთოდ არ ირტყმება
გიორგი
სასიხარულო რა არის?
გიორგი
რა არის სირცხვილი, ინგლისთან დამარცხება? ეს იგივეა, ფეხბურთში რომ წავაგოთ ვქვათ იგივე ინგლისთან 6-0. ვინმეს გაუკირდება?
სოსო
ფრანგული სტილი უკვე დავამხეცეთ და ახლა ინგლისურზე უნდა გადავიდეთ,არა?.არადა ჰეიგი ზელანდიურ სტილზე გადაყვანას გვიპირებდა.ჰო,მართლა!თუ ყველა შეტევაში ბურთი დავდეთ,მსოფლიო ჩემპიონობისთვის ვყოფილვართ მზად და რომელი სტილით გვირჩევნია გაჩემპიონება?კარგი რა, გლახუნა!
იბერიელი68
წავაგეთ ეს ცუდია მშრალად ეს ძანცჯდია. მაგრამ მე ეს წაგება მირჩევნია ვიდრე იმ სუსტ გუნდებთან გამარჯვება რომლისგანაც არფერი ზრდა არ ყო. იყო უამრავი შეცდომები მაგრამ იყო ჟინი ბრძოლის სურვილი და ამიტომაც თქვენთანვართ ბიჭებო მახსენდება პირველი მერცხალი როდესაც წაგებულები მაგრამ ნაბრძოლები აბა ულითს დასჭექავენ თქვენც შემოსძახეთ ურთიერთ გაამხნევეთ და მოგებაც იქნება
ოზეკი
ხელდახელ თამაში ვერ ისწავლეს ქართველებმა ტემპში სპრიტში აბსოლურურად ყველას ჩამოვრჩებით. სანაქებო შერკინება წარსულს ჩაბარა. მეორე ხაზი,არ, არც მესამე.9-ს და 10-ს არა უშავს რა. 15 -0. თავგზააბნეული მწვრთნელი და ფედერაცია. შედეგად 000-ი.
Jordan beli
ჩვენი ლომები.გენაცვალეთ ქართულ გულში!!!მიუხედავად წაგებისა მე თქვენი ყურებისას ყოველთვის განვიცდი სიამაყეს!თქვენ გენაცვალეთ,მაგარი კაცები ხართ.
Ok.
გასაგებია ინგლისია და ძნელია მას ლელო დაუდო თუმცა არეკნი რომ დაამუშაონ ბიჭებმა ნულზე არ წავაგებთ, თან ქულას აიღებ და თან დიდი ალბათობით ბურთსაც ბრძოლაში დაიბრუნებ და ისევ მოამზადებ შეტევას
Lasha
ბიჭების გარჯის არდაფასება ვერ იქნება მართებული ჩვენგან, მაგრამ მშრალი ანგარიშით წაგებასაც ვერ ვუწოდებთ ღირსეულს. ამასთანავე, ისეთ შეცდომებს ვუშვებთ, მეორე დონის გუნდებთანაც რომ ჩანს, მაგრამ იქ გაგვდის. მაგალითად - ბურთს სტატიკურ მდგომარეობაში ვიღებთ და სიჩქარის აკრეფას ვერ ვასწრებთ, რაქში თამაშს ვაგვიანებთ, როგორც შეტევისას, ისე დაცვისას და ძლიერ გუნდებთან ბურთის დაჭერას არ ვცდილობთ. ზოგადად, ამ ფორმაციის ნაკრებით და უკანა ხაზით ვერ ვითამაშებთ ბობოლებთან ტოლ-სწორად. შეადარეთ მაგალითად შოტლანდიელების 15 ნომერი ჩვენსას. ან ჩვენი 11 და 14 ნომრები, უბრალოდ გაბარიტებით შეადარეთ ბობოლებისას და ეს იმის ფონზე, რომ სისწრაფეში თუ მეტი არა, ნაკლები ნამდვილად არაა იმათი ფლანგელები. ამ ჩვენ ნაკრებ შერკინებასაც გადაუარეს ბოლო 2 თამაშში... ღმერთმა ქნას, რომ გამოვასწოროთ. ამაზე ძლიერი მეტოქეები აღარ გვეყოლება ამ ტურნირზე და იქნებ ჩვენც ვაჩვენოთ რამე.

არც ეხლა გვიკარებდნენ, უბრალოდ იაპონიამ უარი თქვა მონაწილეობაზე და ჩვენ მოგვიწია რიგმა. შედეგს რაც შეეხება, ეგრე ძუყნიან იტალიას აგერ 20 წელია და ჩვენც იგივე გველის. უბრალოდ ჩვენ სხვა ვარიანტი არა გვაქვს, თორემ ნამდვილად უკეთესი იქნებოდა გამარჯვების გემო გაგვეგო ჩვენზე შედარებით ნაკლებად ძლიერ გუნდებთან.ამ შემთხვევაში, როცა ნაკრებში თაობათა ცვლა მიდის, გამოცდილება უნდა შევიძინოთ, სხვა ვარიანტი არ არის

როცა ადამიანს სპორტთან პოლიტიკა შემოაქვს საუბარში, უკვე გასაგებია ყველაფერი.
H
შენ ასე ყველა სპორტში და საერთოდ ყველა სფეროში ასეთი მაგარი, როგორ ხარ. ვითომ სიღრმისეულ ანალიზს, რომ უკეთებ ყველაფერს და ამ დროს მგონი არცერთის აზრზე არ ხარ. აქამდე მეგონა უბრალოდ ჩვენი მამლუქის რიგითი მადიდებელი იყავი და მგონი საერთოდ ის ხარ. მხოლოდ იმ მაღალს შეუძლია ყველაფერზე ასეთი არაკომპეტენტური და იაზრო კომენტარები აკეთოს.
გურჯი
მართლა ნაცი ხარ!!
H
შენი კომანტარის მიხედვით ან ფეხბურთელი ხარ ან ამ ნომერ პირველი სპორტის დიდი გულშემატკივარი. ძალიან კარგად მესმის შენი აღშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ ზოგმა ვაი გულშემატკივარმა ფეხბურთის საერთოდ გაუქმება მოითხოვა და ზოგმა ნაკრების წევრებს საერთოდ გადაუარა. მაგალითად კანკავას და ოქრის, რომლებიც ამ თამაშამდე ისევ მაგათთვის,რომ გეკითხათ გუნდის სული და გული იყვნენ. მაკედონიას მხოლოდ იმაში გაუმართლა, რომ ევროპის შუაგულშია და მისი ჩვენ ბიჭებზე არაფრით გამორჩეული ფეხბურთელები უფრო ადვილად ხდებიან უკეთეს ჩემპიონატებში. სხვა ობიექტური ახსნა ვერ ექნება იმას, რომ ელმასი ნაპოლიში, ხოლო კვარაცხელია რუბინში თამაშობს. ასეთ გუნდებში თამაში თავისთავად უკეთეს ფიზიკურ და ტაქტიკურ მომზადებას, უკეთეს სამედიცინო და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გულისხმობს. რაც საბოლოო ჯამში ორ უმთავრეს კომპონენტში გამოცდილებასა და მაღალ საფეხბურთო კლასში გადაიზრდება. ეხლა რაც შეეხება რაგბს აქ უკვე შენ იმეორებ ზემოთ ნახსენები გულშემატკივრების შეცდომას, როდესაც ასე ცინიკურ კომენტარს აკეთებ ნაკრების წევრებზე და მთლიანად ქართულ რაგბზე. ეს თამაში მართლაც, რომ სპეციფიურია და აქ ერარქიული სხვაობა ნაკრებებს შორის უფრო მაღალია ვიდრე ფეხბურთში. მგონია, რომ ფარერების სამოყვარულო გუნდთან უიმედოდ განადგურება მეტად მტკივნეულია ვიდრე რაგბში ინგლისთან ამ ანგარიშით დამარცხება. დამიჯერე ფეხბურთში, რომელიმე დიდ ტურნირზე ასეთ სიკვდილის ჯგუფში, რომ მოვხვდეთ იქაც სანატრელი გვექნება ერთი გოლის გატანა, როგორც აქ ლელოსი. მიუხედავად ბევრი იმედგუცრუებისა ფეხბურთი და რაგბი ჩვენი თამაშია.
სოსო
მაგათ მსოფლიოს ჩემპიონატებში,აგრეთვე ტესტ მატჩებში შეგვახვედრებენ და კიდევ უფრო ადვილად მოვუგებთ.ნეტავი მიგვიღონ.ასე უკან რომ დავიწიეთ,სწორედ იმის ბრალია,რომ ძლიერ გუნდებს იშვიათად ვხვდებით.თუ განვითარების სტიმული არა გაქვს,ზრდას წყვეტ და ეს,გარდაუვალად იწვევს უკუსვლას.ზუსტად ეს გვჭირს ახლა.ადრე ჩვენი ასაკობრივი ნაკრები,ევროპის ჩემპიონატშიც ხვდებოდა ხოლმე 6 ერის ქვეყნებს და იქ მიღებული გამოცდილების ხარჯზე ,მსოფლიოს ჩემპიონატზეც წარმატებით გამოდიოდა და ევროპის ჩემპიონატზეც თანდათან 6 ერის ნაკრებებსაც დავუწყეთ დამარცხება.ამის საპასუხოდ,6 ერის ქვეყნებმა,ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნეს თავისი ნაკრებები და განვითარების ეს საშუალება გადაგვიკეტეს.შედეგმაც არ დააყოვნა.ბოლო ჩემპიონატზე,უკვე ძლივს შევინარჩუნეთ ელიტაში ადგილი და მომდევნო პირველობაზე უკვე გამოვარდნას ველოდები.მაქსიმუმ ორი ამაში გვიწევდა ხოლმე ამ ძლიერებთან თამაში და ამის მოკლებამაც კი, ასეთი უარყოფითი გავლენა მოახდინა ახალგაზრდული ნაკრების დონეზე.შოტლანდიასთანაც და ინგლისთანაც,ბიჭების საკმაო ნაწილს,სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოუწიათ თამაში.ეგ კი არა,ყოველი თამაშის წინ,სულ ორი გუნდური ვარჯიშის ჩატარება მოესწრო და ასე მოუმზდებელს,რა საშუალებით უნდა გაეწიათ წინააღმდეგობა, მსოფლიოს მეორე ნაკრებთან?დაცვაზე უმუშავიათ,შერკინებაზე,ცხადი იყო,დერეფანზეც და მოლზეც,მაგრამ ინგლისს უძლიერესი მოლი ჰყავს და მაინც დაგვაჭარბეს.შეტევისათვის კი ფიზიკურად აღარ ექნებოდათ მომზადების დრო.შოტლანდიასტან მატჩის შემდეგ,დაბრუნებული ბიჭებისთვის,8 ერის ორგანიზატორებს,ადგილობრივ ჩემპიონატში თამაშის უფლება რომ არ წაერთმიათ,ბიჭები ცოტას მაინც აიღებდნენ სათამაშო პრაქტიკას,მაგრამ ესეც აგვიკრძალეს და გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგვაგდეს.ასე რომ,მოულოდნელი ნამდვილად არ იყო, ასე წაგება.კიდევ კარგად გადავრჩით,ან კიდევ მათაც თავები შეინახეს.ახლა უელსის წინ,მთელი კვირა გვაქვს სავარჯიშოდ და მჯერა,რაღაც კომპონენტები,აუცილებლად გაუმჯობედება,მაგრამ იმდენად, რომ უელსის საკმაოდ შესუსტებულ გუნდს, ღირსეულად ვეთამაშოთ?საკითხავი ეს არის.რუსეთთან თამაში არ უნდა გაეუქმებინათ და მაშინ მომზადების უწყვეტი ციკლი გვექნებოდა,მაგრამ ამ თამაშის გაუქმებამ,ყველაფრი დაშალა და ამ მდგომარეობაში ჩაგვაგდო.
ჭია
პასუხი "იმ ხალხისგან": იტალია რატო არ განვითარდა მაგაზე იტალიელებმა იდარდონ. ეგრე არგენტინა 8 წელია რაც ოთხ ერშია და 42 თამაშიდან სულ 5 ქონდა მოგებული, მაგრამ შარშან ზელანდიასთან 4 ქულით წააგო და წელს პირწმინდად მოუგო. მე ქართული რაგბის მომავლის მჯერა! მჯერა იმიტომ რომ ვხედავ რაგბისტების, რაგბში ჩართული ადამიანების და ნამდვილი გულშემატკივრების პროგრესის წყურვილს! მჯერა იმიტომ რომ ქართველი რაგბისტების ყოველი თაობა თავის თავზე მაღლა გადახტომას ახერხებს და წინაზე უკეთესია! მჯერა იმიტომ რომ საქართველოში საქმისადმი ყველაზე სწორ და პროფესიონალურ მიდგომას სწორედ რაგბში ვხედავ! (მიუხედავად იმისა რომ "არასწორი" ერთეულები აქაც არიან). განვითარება და წარმატება კიდე შენზე უკეთესთან ბრძოლის გარეშე არ მოდის - ამ ბრძოლას კი ხშირად მოაქვს მარცხი. ნიკზე გეტყობა კალათბურთის გულშემატკივარი ხარ, ხოდა ერთი უცნობი კალათბურთელის ციტატით დავასრულებ აზრს: "მე ავაცილე 9000-ზე მეტი სროლა კარიერაში. წავაგე თითქმის 300 თამაში. 26-ჯერ მენდო გუნდი რომ გადამწყვეტი ბურთი მესროლა და მე ავაცილე. მე ვმარცხდებოდი ცხოვრებაში ისევ და ისევ. და სწორედ ამიტომ ვაღწევ წარმატებას" - მაიკლ ჯორდანი.
ara raa
შე დალოცვილო კითხვა იცი და ანალიზის მშვენიერი უნარიც გქონია ...უბრალოდ ყურადღებით წაგეკითხა რაგბს რაც შეეხება მაქ ეწერა ის რომ ნოლზე წაგებაა ცუდი თქო თორემ თუნდაც 60:3 წაგეგოთ მეთქი ....ეს ერთი მეოერე კი თემურ ლენგი პოლიტიკოსებს ეხებოდა და არა რაგბს და ფეხბურთს ...შახა-ბასი შენი ფანტაზიის ნაყოფი არის მაგრამ ამ პოლიტიკოსებში უწყინარ ბავშვს გავს უკვე ის სხვის ქვეყნებს ანადგურებდა ესენი კი თავისას ....და ბოლოს გამახსენდა ერთი ამბავი ...ზუსტად არ მახსოვს 2003 წელი იყო თუ 2004 ჩვენი ნაკრები რაგბში პირველად თამაშობდა მსოფლიოზე და პირველი თამაში მაშინაც ინგლისთან გვქონდა უცხოეთში ვიყავი და ახლობელმა წამიყვანა ტოტალიზატორში პირველი ჩემი ვიზიტი იყო და ახლობელი მიხნიდა ლინიის ამბებს და იქ ვნახე ფორა ( როგორც ამიხსნეს და როგარც ახლა მახსოვს) საქართველოს ქონდა პლიუს 85,5 ან 86,5 კოიფიციენტი როგორც ყოველთვის იყო 1,85 ....იმდენად გავბრაზდი რომ ამხელა ფორა ქონდა პირველი სტავკა ცხოვრებაში მაშინ გავაკეთე ავიღე ის პლიუსფორა ....და როგორც ახლა მახსოვს ჩვენებმა პირველივე წუთებზე მოახერხეს ქულების აღება მგონი 6 თუ 9 ქულა აიღეს მაგრამ ინგლისმა მაინც მოიგეს დიდი ანგარიშით მეორე ტაიმში საერთოდ გადაგვიარეს ....სტავკა დაჯდა მაგრამ რომ იტყვიან ბედისწვერზეო )))) ასე რომ დიდი ანგარიშით წაგება არაა პრობლემა შენ როდესაც რაღაც ქულებს როდესაც იღებ ესე იგი მეტოქე კი ათასი თავით ძლიერია კი მან 40 კი არა 80 ქულა აიღო მაგრამ შენც ხომ აიღე ესე იგი შენც შეგიძლია რაღაც და როცა აგებ ნოლზე ( ვიმეორებ ეს ხომ ფეხბურთი არაა 0-ზე წაგება ჰოკეიში ტეხავს და რაგბში უფრო დიდი ანგარიშებია) ესე იგი დღეს შენი თამაში იყო ნოლის ტოლი ...ძაან იშვიათად მახსენდება რაგბში ეგეთი ანგარიშები ბოლოს რომელიც მახსოვს რუსებს მოვუგეთ მგონი 46:0 და ზუსტად ამას დავცინოდი რუსებს 0000000 მეთქი როგორ 0-ზე წააგეთ მეთქი ..,ასეა ნუ დასვინებ სხვასაო ))) და ეგ ახსნები რომ 5-6 წლის შემდეგ უკეთეს დონეზე შევძლებთ მაგათთან თამაშსო ეგ კი რა თქმა უნდა ოღონდ თუ გვაცალეს ეს 5-6 წელი და არ აგვახვევინეს 5-6 თამაშის შEმდეგ თუ დაგავიწყდათ რატომ აითვალწუნეს იტალია და იყო ლაპარაკი ჩვენ ჩაგვენაცვლა იტალია ?? იმიტომ რომ იტალიელები 6 ერზე აგებდნენ ყველასთან და იტალიასთან თამაშებს ინტრიგა აღარ ქონდა რამაც გამოიწვია გულშემატკივართა და სპონსორთა ინტერესის კლებამ იტალიასთან თამაშების დროს მაგრამ იტალიელები მთლად ეგრეც ნოლზე არ აგებდნენ ამიტომაც თუ ასე გაგრძელდა 6 ერს კარგ ხანს არ მიგვაკარებს არავინ ..,ეს 8 ერი კი დროებითი მოვლენაა თან ჩვენ მაქ შემთხვევით მოვხვდით ესე იგი მოგვცა ღმერთმა შანსი დაგვემტკიცებინა რომ ჩვენც რაღაც გვეხერხება ...მაგრამ ჩემი სუბიექტური სულელური და არაკომპეტენტური აზრით თუ ნოლებზე წავაგებთ შევძლებთ მხოლოდ იმის დამტკიცებას და ყველას დარწმუნებას რომ ჯერ არც რაგბში ვართ მზად ელიტისთვის ანუ 6 ერისთვის თუმცა მაგარი შანსი მოგვცეს 8 ერის სახით ...როგორც ფეხბურთში მოვახერხეთ და დავამტკიცეთ ყველა რგოლში რომ არ ვართ მზად ვიყოთ 52 ქვეყნიან ევროპაში ვიყოთ 24 საუკეთესოში თუმცა აქაც მაგარი შანსი მოგვცა ევროპამ ..,.და საერთოდ არ არის კარგი ხალხი ოონ-ში საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში რომ არ მოიგონეს რამე ტურნირი ან ჩემპიონატი " შანსების დაკარგვაში " მაგრამ რათ გინდა ბოლო მომენტში აქაც ვიღაცსთან წავაგებდით ....ნამდვილი უბედურება კი რაგბი და ფეხბურთი კი არაა..,,არამედ ის არის რომ ყოველდღე ვკარგავთ შანსს რომ ნორმალური ქვეყანა ავაშენოთ უბრალოდ სასიცილო არის რომ არ მეტირებოდეს უცხოეთში ვარ და აქ 11წლის მეზობლის ბავშვს გაუკვირდა ეგ როგორო ხალხი სტადიონზე არ შეუშვესო შენ ხომ თქვი ეპიდემიის გამო ...აბა იქ რა ხდება ამდენი ხალხი რომ არისო ( მიტინგს შეხედა ტელევიზორში ) იცით როგორ შემრცხვა რომ ნორმალური პასუხი ვერ გავეცი ან როგორ როცა ჩემი თავისთვის ვერ ამიხსნია..,.ან როგორ გამემხილა იმათ ვინებიც იქ ყვირიან უნდათ კიდევ მეტი ფული რაც აქამდის მოიპარეს ან გაუთავდათ ან არ ყოფნით და ეს ქვემოთ დანარჩენბს კი უნდათ რომ ამათმა რაც ძარცვა აწამა და დედა უტირათ ისევ გაიხსენონ უბრალოდ ახლა ვინც ძარცვავს და აწიოკებს ცოტათი უუნაროები არიან და ბოლომდის ვერ შედეს აი იმათ კი შეუძლიათ თან ისე შეუდოს რომ სული ამოხადოს ამიტომაც დგანან და უკრავენ ეგრე მქუხარებით ტაშს თქო ...ეს როგორ ამეხსნა უცხოელისთვის და თანაც ბავშვისთვის ....აბა მაგათ რომ საქართველო ნაღდად უყვარდეთ როგორი საბაბი აჩუქა ამ ჩლუნგმა მთავრობამ დასწრების აკრძალვის შემდეგ შტურმით უნდა აეღოთ სტადიონი ჩვენ ჩვენი ნაკრების და ჩვენი ქვეყნის გვერდით უნდა დავდგეთ გვკიდია კოვიდი და თქვენი აკრძალვებიო ....კარგს ბევრს ესეც არაფერს მოიტანდა გარდა იმისა რომ ეგებ ბიჭებს ეთამაშათ უკეთ სტადიონზე ვიღაცას მაინც რომ შეხედავდნენ ....

საქმე იმაშია, რომ უელსს ირლანდიამ რახან სოლიდურად მოუგო, ჩვენ სულის მოთქმის საშუალება არ გვექნება. ეგეც არ იყოს, ირლანდია ძალიან მაღალ ტემპში თამაშობს, რომელსაც ნამდვილად ვერ ავყვებით. არც უელსის დამარცხებაზე შეიძლება ფიქრი, მაგრამ მგონია, ინგლისზე უკეთესად ნამდვილად ვითამაშებთ. ეს უელსი სულ რაღაცას ცოდვილობს და ეგებ მანდ რამეს გამოვკრათ ხელი
durantula
იტალია 2000 წლიდან დღემდე თამაშობს 6 ერში და იცით რამდენი მოგება აქვს??? 12... კი ზუსტად 12 20 წელიწადში.. 20 წელში თუ იტალია ვერ გაიზარდა იმ დონემდე რო წინააღმდეგობა მაინც გაუწიოს 6ერის ტოპ გუნდებს რამდენი წელი დაჭირდება მაგისთვის საქართველოს ნაკრებს??? და თქვენ ის ხალხი ვინც ითხოვს ჩვენს 6 ერში შეყვანას მზად ხართ იმ შედეგებისთვის რა შედეგებიც გველოდება მანდ თამაშის დროს?? მოდი რა ნუ შევაზიზღებთ ამ სპორტსაც ქართველებს და მოვუგოთ ისევ რუსეთს რუმინეთს პორტუგალიას და გვეგონოს რო მაგარი ნაკრები გვყავს...
gio
ეს რა ოპტიმისტური და ეგზოტიკური, შინაურული სპორტია.მარტო რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ რომ იცის მუღამი.. მეც მომინდა აქ თამაში,40-0 აგებ და ყველა გაქებს:))აუ რა კაია,გენაცვალეთ თქვენ,რა დაბალი თამასაა."ლელო ვერ დავდეთ მაგრამ ბოჭვა ჰქონდა მგეზავს პელე","მღლეტავები გვეზრდებიან-ვაცადოთ ბიჭებს" ვახ რა ერთსულოვნებაა,როგორი ჰარმონია,რა კეთილი ზღაპარია რაგბი.სად შEვიდე,რომელ კლუბში მირჩევთ,მეც ჯიგარი ვარ ძმაკაცობა მიყვარს,მაგრამ როცა ვაგებ ხოლე ყველა მტისკავს და ეს არის ჩEმი გადარჩEნა.მინდა რა რაგბის გაწონასწორებულობა.არ მინდა ეს სიგიჟე და არა კაცობა,სულ რომ აგებ და გსაყვედურობს გულშემატკივარი.რაგბი მინდა ,სულ რომ ცავაგო მაინც სუფთა ვარ,პირველი თოვლივით.ჰო კიდე აი სადაც ცუდად აგებენ 0;1 და ვერ ხევენ მაკედონიას როცა უნდათ იმათ წავართვათ რა ფული,მოედნები და ჩვენ დავხარჯოთ,მესამე ტაიმები ვაკეთოთ.ჩვენს ეგზოტიკაში ჩავიკეტოთ,კუნთებს ვუყუროთ სხვატკამ და ვისიამტკბილოთ წაგებებით
გიორგი
უარი უნდა გვეთქვა 8 ერზე? ეს შანსი ხომ შემთხვევით გაჩნდა. უარის შემთხვევაში ნამდვილად აღარასოდეს გვაღირსებდნენ პირველი დონის გუნდებთან თამაშს.
დავით 67
ხომ ვიძახდი არ გვინდა 6 ერი მეთქი. რომელიმე გუნდის დამარცხების იმედი გააქვთ ვინმეს? ჩვენი ხალხს ოღონდ რუსი დავამარცხოთ სხვამ თუნდაც თავზე იმას გვიქნას. ასე ვართ ყველაფერში. ავადმყოფი ერი ტყუილად კი არა თქვა ასტაფიევმა ჩვენზე. რა წარმატებებზე შეიძლება ლაპარაკი როცა ნაცები და მისი მომხრეები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ამ სპორტულ საიტზე ჩუმად შემოპარულები. ისინი ხომ ხარობენ საქართველოს წარუმატებლობით. სანამ ბოროტება არ აღმოიფხვრება არაფერი არ ეშველება ქვეყანას არც ერთ სფეროში. სანამ გლახუნები იარსებებენ არც მაშინ
rugby_FAN
This was definitely George’s day, not Georgia’s. წერს გარდიანი!
ეხაა-ს
შენ რაგბის გარტყმაში არ იყკ მეტი არაა ჩემი მტერი....და მუშტის გულში ბრახუნი კიდე არ ნიშნავს რო სიმართლეს წერ!

აუ გელა დღეს ნაღდად ვერ იყო. არ მიყვარს მოთამაშის კრიტიკა, მაგრამ ეს დაბალი პასი რა გახდა ასეთი? ის პირველი ლელოც მაგის არაზუსტ პასს მოყვა
ედის
ედი ჯონსი რა დღეში იყო, რამ გადარია, რამ ანერვიულა ესე?! გეგონება ფინალს თამაშობდა :))
123
გეთანხმები. დერეფნები ძალიან დახვეწილია, სუფთად თამაში ისწავლეს ყოველ წუთში რო ჯარიმდებოდნენ და შერკინებასიც კი დავაჯარიმეტ 1-2ჯერ. მოლებს უნდა მოვუხწერხოტ რამე და ცოტა სისწრაფეზე ვიფიქროთ. შეტევაში რომ მეტი ფანტაია გამოვიჩინოთ კარგი იქნება.
გლახუნა
მიუხედავად -0-ზე დამარცხების-შოტლანდიასთან თამაშის შემდეგ ს ე რ ი ო ზ უ ლ უ ნაბიჯები არის გადადგმული (ვინც მართლა იცის რაგბი- უსიტყვოდ დამეთანხმება) -თამაშიდან დასკვნა- ს ა ჭ ი რ ო ა ფიზიკურად კიდევ უფრო გამძლავრებაზე მუშაობა, შერეკინებების დამუშავება - გამძლავრება,რომ ვერცერთმა გუნდმა ვერ დაგვჩაბნოს, ს ი ს წ რ ა ფ ი ს მომატება განსაკუთრებით რაქებში -დინამიკაში, მოლების დამუშავება (ფაზებით მარცხნივ მხარიდან- მარჯვნივ,ისევ მარჯვნივ და გარღვევა) ფლანგებიდან მოწოდებული რომ თითქმის ყველა ბურთი დავდოთ და 6 ერისათვის-მ ზ ა დ ვართ - 2-3 წელიწადში (!) რა თქმა უნდა- თავისთავად უუნდა ვიმუშავოთ ეროვნული ჩემპიონატების გამძლავრება -დიდი ფულის ჩადება - დიდი კონკურენციის გაჩენა, ეროვნულ ჩემპიონატებში სამხრეთ ნახევარსფეროებიდან მორაგბეების ( ფიჯი, სამოა, ტონგა...) მოწვევა!- და ბოლოს -უკვე დროა -ს ა ჭ ი რ ო ა ფრანგულიდან - ი ნ გ ლ ი ს უ რ რაგბზე გადავიდეთ, ოღონდ ფრანგული რაგბიდან მიღებული გამოცდილება -თამაში შევინარჩუნოთ.
სოსო
სკოლებისათვის ფიზკულტურის მასწავლებლები აღარ გვყავს და რა მასობრიობაზეა ლაპარაკი?მძლეოსნობა,როგორც სპორტული დისციპლინა, აღარ არსებობს საქართველოში და მის გარეშე,სპორტი ვერ ანვითარდება.ისაა ყველაფრის საფუძველი.
გლახუნა
მიუხედავად -0-ზე დამარცხების-შოტლანდიასთან თამაშის შემდეგ ს ე რ ი ო ზ უ ლ უ ნაბიჯები არის გადადგმული (ვინც მართლა იცის რაგბი- უსიტყვოდ დამეთანხმება) -თამაშიდან დასკვნა- ს ა ჭ ი რ ო ა ფიზიკურად კიდევ უფრო გამძლავრებაზე მუშაობა, შერეკინებების დამუშავება - გამძლავრება,რომ ვერცერთმა გუნდმა ვერ დაგვჩაბნოს, ს ი ს წ რ ა ფ ი ს მომატება განსაკუთრებით რაქებში -დინამიკაში, მოლების დამუშავება (ფაზებით მარცხნივ მხარიდან- მარჯვნივ,ისევ მარჯვნივ და გარღვევა) ფლანგებიდან მოწოდებული რომ თითქმის ყველა ბურთი დავდოთ და 6 ერისათვის-მ ზ ა დ ვართ - 2-3 წელიწადში (!) რა თქმა უნდა- თავისთავად უუნდა ვიმუშავოთ ეროვნული ჩემპიონატების გამძლავრება -დიდი ფულის ჩადება - დიდი კონკურენციის გაჩენა, ეროვნულ ჩემპიონატებში სამხრეთ ნახევარსფეროებიდან მორაგბეების ( ფიჯი, სამოა, ტონგა...) მოწვევა!- და ბოლოს -უკვე დროა -ს ა ჭ ი რ ო ა ფრანგულიდან - ი ნ გ ლ ი ს უ რ რაგბზე გადავიდეთ, ოღონდ ფრანგული რაგბიდან მიღებული გამოცდილება -თამაში შევინარჩუნოთ.
Basket
Kalatburti nomer pirvelia
სოსო
ტყეშელაანთ გიჟო,შოტლანდიასტან თამაშის წინ,სულ ორი ვარჯიშის საშუალება მოგვეცა,მერე საქართველოში დაბრუნებულ ბიჭებს,ეროვნულ ჩემპიონატში თამაში აუკრძალეს 8 ერის ორგანიზატორებმა და ისე გამოვიდა,რომ კვლავ უთამაშებლები დარჩნენ/მერე,როცა ინგლისისტვის შეიკრიბნენ,რამდენიმე დღე,კონტაქტური ვარჯიშები,აკრძალული ჰქონდათ და ისე გამოვიდა რომ საქართველოდან ისევ უთამაშებელი ბიჭები ჩავიდნენ ინგლისში და თანაც სულ 2 სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარეს.ორჯერ ნავარჯიშებ ნაკრებს,მსოფფლიოს მეორე ნომერ ნაკრებთან რომ არაფრის შანსი არ ექნებოდა,ამას რა მიხვედრა უნდა?სულ ორჯერ ნავარჯიშები კი არა მსოფლიოს საუკეთესი ნაკრებები ვერაფერს შვრებიან მის წინააღმდეგ,სრულფასოვანი მომზადების შემდეგაც კი და ან ბიჭებს,ან კიდევ მწვრთნელს რა შეეძლოთ?ამაზე დავწერე კიდეც,რომ სავარჯიშო მსხლის როლში ვჭირდებით მეთქი,მაგრამ რა შეგვიძლია?თანაც ასეთი შესაძლებლობაც კი საოცნებოა ჩვენთვის და ამის დაკარგვა, არ შეიძლებოდა.ახლა ყოველი თამაშის შემდეგ,მთელი კვირა ვარჯიშის საშუალება გვაქვს და თამაშიდან თამაშამდე,სულ უფრო უკეთ მოვემზადებით.გული არ უნდა გავიტეხოთ.დაღირებას,დარტყმა სჯობიაო.ჩვენ უკვე დაგვარტყეს და წესით,უკვე ვეღარაფერი შეგვაშინებს.ამაზე ძლიერი მეტოქე,ამ ტურნირზე,უკვე აღარ შეგვხვდება.ასე რომ მომდევნო თამაშებში,ამაზე მეტად აღარ გაგვიჭირდება და უკეთესობაზე ფიქრიც შეგვიძლია.ახლა ხომ ყოველი თამაშის შემდეგ,სულ უფრო უკეთეს ფორმაში შევალთ და სათამაშო პრაქტიკასაც შევივსებთ.უელსი,ნადვილად ვერ გამოიყურებოდა მრისხანედ და მათთან მეტნაკლებად თანაბარი ბრძოლის გამართვა,შესაძლოა შევძლოთ კიდეც.ყოველ შემთხვევაში,პროგრესი უნდა გვქონდეს.
გიორგი
გუნდურ სპორტში წარმატების მისაღწევად მთავარი არის მასობრიობა. ძალიან მარტივად აიღეთ რამდენი ადამიანია რაგბში ინგლისში, ან დაახლოებით ჩვენი ზომის ირლანდიაში, შოტლანდიასა თუ უელსში და შეადარეთ საქართველოსას. იგივეა ფეხბურთში და კალათბურთშიც. გუნდურ სპორტში თუ წარმატება გინდა მინიმუმ ორი ძალიან მაღალი კლასის სპორტსმენი უნდა გყავდეს თითოეულ პოზიციაზე. მაღალი კლასის სპორტსმენის ჩამოყალიბებას კი ბევრი ფაქტორის ერთობლიობა ჭირდება: ნიჭი, ფოზიკური მონაცემები, სწორად აღზრდა, იღბალი და ასე შემდეგ. რაც ცოტაა ასარჩევი, შესაბამისად ცოტაა გამორჩეული და გუნდი განწირული მაჩანჩალობისთვის. მაგალითად, ფეხბურთში, მთელი დამოუკიდებლობის პერიოდი, რომ ავიღოთ ერთ თერთმეტეულს ვერ დავაკომპლექტებთ თუნდაც საშუალო ევროპული დონის ფეხბურთელებით. იგივეა რაგბში. ყველაზე უკეთესად საქმე კალათბურთში გვქონდა, ალბათ იმის გამოც რომ იქ ნაკლები მოთამაშეა და ნატურალიზებულის თამაშის შესაძლებლობაცაა. ბევრი, რომ არ გავაგრძელო სათავე წარმატების არის მასობრიობა, ამას ჭირდება გააზრებული სახელმწიფო პოლიტიკა და დრო.
რაგბის ფანი
ფეხბურთის გულშემატკივრისთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვა - ეს იგივეა ბრაზილიასთან 7-4 რომ წაგვეგო.
ჭია
უფრო აგრესიულად და სწრაფად ვწევდით ხაზს დაცვაში, არ ვაფუჭებდით ბოჭვებს, კიდეებზე როცა სივრცე იქმნებოდა ვასწრებდით ჩახურვას, უკეთესი დისციპლინა გქონდა და არ ვიკიდებდით უაზრო თამაშგარე ჯარიმებს, მთელი 80 წუთი მობილიზებულები ვთამაშობდით (მაშინ როცა შოტლანდიასთან მომენტებში უბრალოდ გავჩერდით), ბურთი როცა გვქონდა კონტაქტის არეს ვიგებდით მაშინ როცა შოტლანდია ყოველ დაჯახებაზე უკან გვახევინებდა, და ა.შ. სამუშაოც ბევრია - მოლში რო გადაგვიარეს მაგას ჩემი კომენტარი არ ჭირდება, რაქის გასუფთავება და ბურთის სწრაფად გამოტანაც საჭიროა და კიდე ბევრი რამ - მაგრამ მოდი ამინდიც და მოწინააღმდეგეც გავითვალისწინოთ. გვაქვს უპრეცედენტო შანსი რო გავაგრძელოთ ერთად ვარჯიში, მინუსებზე მუშაობა და კვირიდან კვირამდე ასეთივე მაღალი დონის მოწინააღმდეგეებთან გამოვცადოთ თავი. ხოდა ვნახოთ... მე ვხედავ პროგრესს და მჯერა რო კიდევ მოვუმატებთ! მწვრთნელს რაც შეეხება შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ მე მას უფრო ტურნირის განმავლობაში პროგრესიდან (ან უპროგრესობიდან) გამომდინარე შევაფასებდი და არა ემოციურ ფონზე მსოფლიოს საუკეთესო (ჰა-ჰა მე-2) გუნდთან უშანსოდ წაგების შემდეგ.
გლახუნა
ნიუხედავად -0-ზე დამარცხების-შოტლანდიასთან თამაშის შემდეგ ს ე რ ი ო ზ უ ლ უ ნაბიჯები არის გადადგმული (ვინც მართლა იცის რაგბი- უსიტყვოდ დამეთანხმება) -თამაშიდან დასკვნა- ს ა ჭ ი რ ო ა ფიზიკურად კიდევ უფრო გამძლავრებაზე მუშაობა, შერეკინებების დამუშავება - გამძლავრება,რომ ვერცერთმა გუნდმა ვერ დაგვჩაბნოს, ს ი ს წ რ ა ფ ი ს მომატება განსაკუთრებით რაქებში -დინამიკაში, მოლების დამუშავება (ფაზებით მარცხნივ მხარიდან- მარჯვნივ,ისევ მარჯვნივ და გარღვევა) ფლანგებიდან მოწოდებული რომ თითქმის ყველა ბურთი დავდოთ და 6 ერისათვის-მ ზ ა დ ვართ - 2-3 წელიწადში (!) რა თქმა უნდა- თავისთავად უუნდა ვიმუშავოთ ეროვნული ჩემპიონატების გამძლავრება -დიდი ფულის ჩადება - დიდი კონკურენციის გაჩენა, ეროვნულ ჩემპიონატებში სამხრეთ ნახევარსფეროებიდან მორაგბეების ( ფიჯი, სამოა, ტონგა...) მოწვევა!- და ბოლოს -უკვე დროა -ს ა ჭ ი რ ო ა ფრანგულიდან - ი ნ გ ლ ი ს უ რ რაგბზე გადავიდეთ, ოღონდ ფრანგული რაგბიდან მიღებული გამოცდილება -თამაში შევინარჩუნოთ.
aleko
კარგი იყო ესე გააგრძელეთ
რაგბის ფანი
ეს ქირქილა კომენტარები სტატიის ავტორის, გიორგი მრელაშვილის სინდისზე იყოს. პატივცემულო, როცა ამ მატჩზე სტატიის წერის ამბიცია გიჩნდებათ, უნდა გაითვალისწინოთ მკითხველთა კატეგორია და გასაგებად ახსნათ დეტალები. თუ არა და ხვალ ნახავთ 6 ერის ქვეყნების მიმოხილვაში ქართველების დაცვაზე რასაც დაწერენ.
ბათუმის ფანი
მელიტონა გაუშვით წინსვლა არ გვაქვსო,ეხლა ხომ მივფრინავთ მთელი სიჩქარით წინ
ლელო
საშუალო დონის ნაკრები გვყავს და პროგრესს გამოცდილებით მივიღებთ. მთავარია ხშირად ვეთამაშოთ მაღალი დონის გუნდებს და სწორი დასკვნები გაკეთდეს. ლელოს ველოდით გეთანხმები, მარა შეფასებაში ქულებს ცოტა დავაკლებდი, განსაკუთრებით დაცვაში
რაგბის ფანი
ვინც რაგბიში ვერ ერკვევა უაზრო კომენტარებს ნუ დაწერს. 40 ქულაზე მეტი ვერ გაგვიკეთა მრისხანე ინგლისმა! მოლის გარდა, დაცვაში დაგლიჯეს ჩვენმა ლომებმა!

40 და მეტი ქულითაც წაუგია ბევრს და არ არის ეს ტრაგედია. ახალი თაობა მოდის და ნელნელა გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს. რა თემურ ლენგი და შაჰ აბასი დალოცვილო! ინგლისის ნაკრებია, მაროკოსი ხომ არა? გუნდმა ზელანდია ამოატრიალა მსოფლიოზე და მუდმივად ფავორიტია ყველგან. როგორც ჩვენ ვუგებთ პორტუგალიას, ისე მოგვიგეს და ეს ლოგიკურია. სპორტია და წაგებაც თან ახლავს ყოველთვის. რო იყო ჰოლანდიასთან ვაგებდით 50-0ს და ამიტომ არ ღირს ხელის ჩაქნება. უბრალოდ დრო უნდა განვითარებას, რომელიც 1 და 2 თვეში არ ხდება. ეს წარმატება ძალიან დიდი შრომის შედეგია და გუშინდელივით მახსოვს ესპანეთთან რომ გვიჭირდა, დღეს კი 8 ერში ვთამაშობთ
niko
არა არის ეს კაცი მწვრთნელი, შიშით თამაში არც ერთი სპორტის არ შეიძლება განსაკუთრებით რაგბის. ჩამოიყვანონ ფრანგი მწვრთნელი და უკანა ხაზის მწვრთნელიც. Eს 20-იანებიდან გადმოსული ბიჭები ნიჭიერები არიან და სწორად თამაშობდნენ 20-იანებში, სამწუხაროდ 1 ნაკრებში მწრთვნელი არ ჰყავთ რომელიც გაშლის თამაშს ათამაშებს და "მანდრაჟით" გაჰყავს მოედანზე. იმათ მოედანზე გადასულები ფეხს უბრახუნებენ. პირველი ხაზი გიგაშვილის გარდა მთლიანად გამოსაცვლელია და რადგან თუ უყურებთ ყველაზე ყოველთვის დაბლები არიან ტანად და ვერ დგებიან სწორედ. უკანა ხაზი თუ არ ცართეს თამაშშI არაფერი გამოვა. ეს რაგბი რაც დღეს ამ გუნმა აჩვენ მკვდარი კარგა ხანია და არავინ თამაშობს. მოლიც ვერ დაუყენებიათ და ვერც გაუჩერებიათ, ბურთზე ჩასვლა რაქში ერთხელ გამოუვიდათ. მოკლედ არასწორ რაგბს თამაშობენ და ვერსად ვერ წავლენ ასე. Yველა გუნდი ამოგვტენის იტალიის ცათვლით. ვენ ნახეთ არგენტინა როგორ თამაშობს? ეეეჰ
რომა
ჰაერში ახტომის და ბურთის დაჭერის რატო ეშინიათ? ჟვანია დააბრუნეთ ნაკრებში და გოგიჩაშვილს ჯერ არაფერი ეტყობა საიმისო რომ იყოს ნაკრებში. მაღალი ბურთების შიში... მიყოლა ეზარებათ.. 2კაცი ბრძოლობს სხვები უყურებენ თუარ შემოუძახე იქამდე..მერე დაგვიანებულია უმეტესად... მოლი მისახედია როგორც დაცვითი ისე შეტევითი.. შერკინებას არაუშავდა მაგრამ რეგრესი მანდაც გვაქვს.. 1ხაზელებს არაფერი დაეწუნებათ მეორე ხაზში უფრო ძლიერი ხალხი გვინდა..
Exaaa
მოკლედ ამ შემოდგომისას წიწილების დათვლა კი არა ....დედა გვეტირა ყველგან და ყველაფერში ეგრე არის როცა თევზის თავი დალპება მას ყველაფერი მიყვება ...პოლიტიკა და ვაიმთავრობა რომელიც კადრულობს არჩევნების გაყალბებას მაგრამ ამის უნარიც კი არ გააჩნია ...ოპოზიციაც კი ისეთი გვყავს რომ მტერსაც არ უსურვებ რაც დედამ შვილი დაწყევლა ყველამ ერთად მოიყარა თავი თან ისეთები კი არა რომ იტყვიან ყველაფრის მკადრები არისო ...არა ამათ უკვე ყველაფერი რომ აქვთ ნაკადრები მანიაკების და კანიბალების ხროვა ჯერ ერთმანეთს წლების განმავლობაში დედას არ უტოვებდნენ ერთმანეთს და ეს ხროვა რომ მოვიდეს და ხალხს შეესიოს თან მათი ბელადის თამადობით თემურ-ლენგი მოენატრება საქართველოს უფრო სწორად დარჩენილ თუ გადერჩენილ ქართველ ხალხს ...მედიცინაში კატასტროფა იმდენი იტრაბახეს გაზაფხულში შემოდგომაზე რეკორდს რეკორდზე ხსნიან ეპიდემიისას საწოლები არ დაგვრჩა უკვეო ....თქვენაა ისე არ ქნათ ჰოლივუდის ფილმებში რომ არის ქალაქის ნაწილს გალავანი შემოარტყათ და აქ ჩვენ ვართ მხოლოდ ჯანმრთელები და დანარჩენს სულიც გაგძრობიათო იმიდეია გეტოების კეთებას არ დაიწყებთ ...ფეხბურთში ყველაფერი გაკეთდა რომ წაგვეგო და შეასრულეს რაგბი ესაო ისაო მაგრამ 40:0 რა ამბავია კაცო ....კარგით რააა ერთი ჯარიმის აღება და მერე შესრულებაც არ შეგიძლიათ რომ 40:0-ს 60: 3 წაგეგოთ სჯობდა ეგეც ფეხბურთი ხომ არაა ნოლზე წააგო ...და თუ იმ სამი ქულის აღება თქვენთვის მიუწვდომელია ...შეეშვით ბატონო მაგათ და ვურახუნოთ ამ რუსებს ისევ მგონი ის სჯობია 2-3 საათით ხალხი მაინც გაიხარებს ....ვიღაცამ მაგრად დაგვთარსა რაა ....ღმერთო მოგვიტიე ჩვენი უგუნრობა და ცოდვები ...!!!! ჩვენ თუ არ მოგვიტევ მაშინ ერთს გთხოვთ გადაარჩინე ჩვენი შვილები და ეს ბედკრული საქართველო ...ვიცით ჩვენ რომ არ ვართ შენი და საქართველოს სათანადო შვილები მაგრამ ჩვენი შვილები და მათი მომავალი თაობები იქნებიან ღირსნი რომ იყვნენ უკეთესი საქართველოს უკეთესი შვილები ....ჩვენ კი ვეცდებით მაგრამ ხვდები თუ რატომ ვერ დაგპირდები ( ძალიან ცოტანი დავრჩით) რომ მთლად არ მოუკლათ შანსი ჩვენ შვილებს უკეთესი მომავლისა იმედია არც შენ გაწირავ და ამ ეშმაკთა ხროვას არ მისცემ საშუალებას ბოლომდის დაგლიჯონ დაანაკუწონ და გაყიდონ შენივე ნაჩუქარი ქვეყანა ...ღმერთო გვაპატიე და შეიფარე საქართველო
დინამო 72
ნე სვისტი, ტოლი არა ვჯობნით
Leonidas
მაღალი დონის მწვრთნელი გვჭირდება, რომ მოლის დაშლა გვასწავლოს პირველ რიგში. ხომ ნახეთ 4 ლელო დაგვიდეს მგონი მოლით. სხვა ბევრით ვერაფრით გვაჯობეს. ნახავთ უელსთან და ირლანდიასთან უკეთესად ვითამაშებთ. ცოტა დრო და პრაქტიკა გვჭირდება ეგეთ გუნდებთან თამაშისა და 2-3 წელიწადშიც შევძლებთ ყველასთან ტოლ სწორად თამაშს. სისწრაფეში გვაქვს მოსამატებელი და სხარტ აზროვნებაში. დიდი მადლობა ბიჭებს, ჯიგრით ითამაშეს. ესე თავდადებით თუ ითამაშებენ სომხებს გადავუვლით. წარმატებები ჩვენს ბიჭებს ფეხბურშიც და რაგბშიც!!! თედომ, გელამ და ვასიკომ იბწავლონ სწრაფად ბურთის გამოტანა.
giorgi dashniani
ამ ქვეყანაში მთავარი მხოლოდ ის არის რომ პოლიტიკოსებმა ერთმანეთი დაჭამონ, სპორტიც ამ დონეზეა, ფეხბურთელებო და მორაგბეებო თუ ძლიერს ვერ მოუგებთ შედეგი არ იქნება
არგენტინას დღეს ზელანდია დაუგდია, იაპონიამ რა ქნა მსოფლიოზე ეგეც არ დაგვავიწყდეს
Memgoni ki
Ki marto shen gagizianebs.
გიორგი
შოტლანდიასთან თამაშს სჯობდა. თანაც ინგლისი უფრო ძლიერია. ასეთ გუნდებთან თამაშით გაიზრდება გუნდი. წარმატება ბიჭებს!
gogia
ამისთვის იბრძოდით 6 ერში შესასვლელად სირცხვილით თავი სად უნდა გამოვყოთ.
Batumi90
რაგბი ჩვენი თამაშიააა, ურაააა
სოსო
შოტლანდიასთან შედარებით,უკეთესობა იგრძნობოდა,მაგრამ ინგლისელებმა ზუსტად იმდენი გაგვიტანეს,რამდენიც სჭირდებოდათ.კარგად ივარჯიშეს და ჩვენც გვავარჯიშეს, დაცვაში.აი შეტევაში კი,რა უნდა ვთქვათ?საერთოდ არ გვქონია.ფეხით თამაშშიც უკვე დიდი ხანია სულ უკან და უკან მივდივართ.ბურთის ცენტრიდან შეტანა ხომ სტანდარტული სიტუაციაა და ბოლო რამდენიმე თამაშში,საბრძოლო კი არა,უკვე მოედანზე ბურთის დაცემასაც კი ვერ ვახერხებთ,უკვე რამდენჯერ გავუშვით მოედანს გარეთ,რამდენჯერ ჯარიმა ვერ გადავიტანეთ,ერთი სიტყვით,უკვე ვფიქრობ,კვირიკაშვილის დაბრუნება ხომ არ სჯობია თქო.მის დონემდე,ვერც ერთი ვერ გაიზარდა და რეგრესირებენ კიდევ.მომდევნო თამაში უელსთან გვაქვს და დღეს,საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდნენ.ალბათ მათთან უნდა ვეცადოთ რაღაცის გამორჩენას.ირლანდიამ 32-9 მოუგო.მერე ირლანდიასთან ცოტა სულს მოვითქვავთ და ბოლო თამაშში ვინც შეგვხვდება,იქ უნდა ვეცადოთ რაც შეგვიძლია.დღეს იტალიას ვუყურე და ძალიან მომეწონა.შოტლანდიას,50 წუთი უგებდნენ და სჯობდნენ თამაშით.მხოლოდ სკამის სიმოკლემ წააგებინათ.ისე ორად ორი სრულფასოვანი ვარჯიშით,ამდენ პროგრესს რომ მივაღწიეთ შერკინებასა და დაცვაში თამაშში,ეგეც საკვირველია.შეტევის გარეშე კი,საერთოდ რაზე უმდა ვიფიქროთ,არ მესმის.მცდელობაც კი არ გვქონია,აზრიანი.ამ კვირაში ალბათ მაგაზეც და მოლებზეც იმუშავებენ.აუტს არა უშავდა.ერთი სიტყვით,უკანა ხაზის თამაში, ადრეც ხომ იყო და ახლა უფრო დიდი თავის ტკივილი გაგვიხდა.ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო.ძალიან,ძალიან ბევრი.ახლა სრული კვირა აქვთ სავარჯიშოდ და იმედი მაქვს,კარგად გამოიყენებენ ბიჭები.
Homo_Erectus
ამ ტურნირზე ლელოს თუ დავდებთ საერთოდ? ბევრად უკეთესი ნაკრები როცა გვყავდა მაშინ არ გაგვიკარეს ახლოს, და ეხლა როცა რეგრესი გვაქ და თაობების ცვლა მაშინ გამოგვიჭირეს და გვძუყნიან.
zaza
კაი მოლი ვერ გააჩერეს ვერ გააჩერეს, მაგრამ ბურთის აუტში გადატანას დიდი ძალისხმევა სჭირდება ნეტავ?..
chven vart givi
ჯოკერი ჩვენი თამაშია
თაზო
მწვრთნელი გვყავს საერთოდ?მე ვერ დავინახე...
ვვვ
კიდევ 6-ს :)
gia
კანეშნა, შენაირი ანალიტიკოსის მქონე ქვეყანა მოუგებდა ინგლისს
ალეკო
მშრალზე წაგება ტეხავს, ერთი 3 ქულა მაინც აეღოთ
კაცუნა
გეგმა შესრულებულია
უვარგისები ხართ
საერთოდ აღარ ვაპირებ თქვენს უვარგისს საიტზე შემოსვლას, წადით თქვენი .....
zviads
სააქართველოში ვინც თამაშობს იმათ გაზაფხულიდან არ უთამაშიათ, ხოლო ლეგიონერების 10–15% თუ თამაშობს ძირითადში და კიდევ კარგი შედეგია, მე 50–ს და მეტს ველოდი, თუმცა შეტევა საერთოდ არ გვქონდა ეს ძალიან ცუდია, გრაფაში ნული ტეხავს. ლევანი კი კარგი მწვრთნელია, აცალეთ მუშაობა!! დარწმუნებული ვარ კიდევ მოუმატებენ. წინა მსოფლიოს ციკლში ედი ჯონსმა 500 მილიონი ფუნტი მოთხოვა ინგლისელებს ზელანიისთვის მოსაგებად (ანუ მოსამსაზებლად) და მისცეს...
გიგი
შიშით არ უთამაშიათ მაგრამ რა უნდა ეთამაშათ არ იცოდნენ. მოგებას არც ველოდით, თუმცა ლელოს დადება წარმოუდგენლად არ გვეჩვენებოდა. გრანდებთან თამაში გამოცდილებისთვის კარგია, კარგი იქნება თუ პროფესიონალი სპეციალისტები იმუშავებენ ნაკრებთან და სწორ მითითებებს მისცემენ. მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის. 10 ბალიანი შეფასებით: ხაზი შეტევაში-0; დაცვაში-7. შერკინება-7. რაქი-4. მოლი-3. დერეფანი-5. დანარჩენი სათამაშო კომპონენტები-4. პროგრესი და წარმატებები ბიჭებს მომავალ მატჩებში.
გიო
მადლობა ძველ თაობას ბრძოლისთვის, თავდადებისთვის, შრომისთვის მაგრამ ვფიქრობ დროა ადგილი დაუთმონ ახალგაზრდებს, ალბათ ხედავთ თუ როგორ ასპარეზობენ 20 წლამდელები თავიანთ ფრანგ,ზელანდიელ და ბრიტანელ თანატოლებთან ასეთი თამაშები მათ უფრო სჭირდებათ გამოცდილებისათვის და განვითარებისათვის ნუ შევუშლით ხელს მათ წინსვლას არამედ შევუწყოთ ხელი.თანამედროვე რაგბი სხვა რამაა ბიჭებო გაშლლილი ლაღი და სწრაფია ეს ახალგახრდებს უფრო გამოზდით რა თქმა უნდა მათ გამოცდილი მწრვთნელი ჭირდებათ და არა მაისაშვილი.თქვენ ვერ მოგთხოვთ ჯერ ასეთი დონის გუნდთან გამარჯვებას განსხვავებით უთავმოყვარეო ფეხბირთელებისაგან რომლებიც ჭ კლასის გუნდებს ვერ უგებენ მადლობა და ცვლილებების დროა
mmm
კომენტარებს ნუ ბლოკავთ და გაგიჟებულ ხალხს უფრო ნუ აგიჟებთ ესე არ შეიძლება...........

თაობათა ცვლა კი არა, მწვრთნელი გვჭირდება მწვრთნელიიიიიიიიიიიიიიიიი. ყველა სპორტულმა ფედერაციამ ჩაისვარა, ზოგი ისვრის, ზოგი სპექტაკლებს დგავს, ზოგი ფულს ხაპავს, ამ ქვეყანას რაიმეში ოდნავ პატრონი ჰყავს??????????
ნოდო
კი :)
fani
მოკლე კომენტარით შემოვიფარგლები - ბიჭებს მადლობა, მაგრამ სასწრაფოდ მოსაძებნია მაღალი კვალიფიკაციის უცხოელი მწვრთნელი, რადგან მაისაშვილი არის ნული!
ტყეშელაანთ გიჟი
თუ ძმა ხარ, ერთი მითხარი სად დაინახე პროგრესი წინა მატჩთან შედარებით? რაგბი მესმის მშვენივრად, წლებია ვქომაგობ და ტყუილად არავინ დამწამოს, აქაოდა არ იციო. ვერცერთ კომპონენტში წინსვლა მე ვერ დავინახე, თუმცა ბიჭებს ნაღდად ეკუთვნით შექება (რაც შეეძლოთ, იბრძოლეს). ჩემი მოსაზრებით, ამ უძრაობის მთავარი მიზეზი მწვრთნელია რომელიც ნაკრებს ფაქტიურად არ ჰყავს
სტალინი
რაგბის მწვრთნელი ამდენი ხანი რატომ არა გვყავს. ამ ქვეყანაში ყველაფერი ნულიდან კი არა, მინუს ორასიდანაა დასაწყები. ეს ქნა ამდენმა უსაქმურმა და ფულზე გაყიდულმა ვითომ პოლიტიკოსებმა. დააყიალებენ ამ ხალხს ქუჩაში, გადავჯიშდით ყველა, ქალი ქალს არა ჰგავს და კაცი კაცს, მართლა აღარ ვიცი საშველი საით არის
სააკაძე
გვაცალონ რა ნინიას ბაღია? რამით ხომ უნდა დავაინტერესოთ? არ ვართ და კაი ხანი არ ვიქნებით იტალიის დონისაც კი! ეხლა არ დამიწყოთ მხოლოდ გრანდე თან თამაშით განვითარდება ქართული რაგბიო.
გენა
რა იყო, უქულოდ ჩაიკუკეთ? ზაზა ფაჩულიას მიმართვამ ვერ გიშველათ?

მართლა მაქსიმუმს ეცადნენ ჩვენები, თავი არ დაუზოგავთ, მაგრამ უმაღლესი კლასის გუნდთან მეტს ვერ მივაღწევდით. უბრალოდ ძალიან ცუდია, როცა საკვანძო ეპიზოდებში ვცდებით - თუნდაც პირველი ლელოს შემთხვევაში. ჩემი აზრით, 9 ნომერი მეორე ტაიმში უნდა შეგვეცვალა. ძალიან გვაკლია მოთამაშე, რომელიც ბურთს ჩაუჯდება, შერკინებაშიც იყო საკმარისი შეცდომები - ნარიაშვილის გასვლის შემდეგ სულ მიწაზე მივდიოდით. მეორე ხაზზე აუგს ვერ ვიტყვი, მაქსიმუმი გაიღეს. საბოლოო ჯამში შოტლანდიასთან შედარებით აშკარად მეტი პოზიტივი შეიმჩნეოდა. ვერ ვიტყვი, რომ უელსს მოვუგებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აშკარად ამაზე უკეთესად ვითამაშებთ.ეს ტურნირი ფასდაუდებელ გამოცდილებას შეგვძენს და ვინიცობაა, უფრო ხშირად გვეთამაშონ კიდეც
Shalva
Pexburtelebis 40 gadagvixades

მოვიკლოთ რაღაცა, მოსახლეობაც დადებს ფულს, ბიუჯეტიდან სპეციალურად ამისთვის ორი ძალიან მაგარი მწვრთნელისთვის ფეხბურთსა და რაგბიში ჩამოვიყვანოთ ხომ შეიძლება ???????????????????????????????????????????/
ზურა
რატო ღიზიანდები მერე, სპორტია ეს დედა არირებული, მოეშვით და გახალისდით თორემ ცხოვრება ისედაც მძიმეა
სოკრატე
არ არის ჩვენი ადგილი 8 ერზე. ადრეა ძალიან.2015 წლ9ს მერე რეგრესი გვაქვს. შევრცხვებით ამ ტურნირზე და მერე კიდე 20 წელი მოგვიწევს ლოდინი. შეხედეთ რახდება რაგბის ფედერაციაში.
CESKO
2014-15 ში რომ ჩატარებულიყო მსგავსი ტურნირი ბევრად უკეთესი შედეგი გვექნებოდა, ეხლა ლელოს თუ დადებენ რომელიმე თამაშშუ მიღწევა იქნება
BOSS
რაც შეეძლოთ ამ სიტუაციაში ის ითამაშეს,მადლობა ოუენსს რომ კიდე უფრო დიდი ანგარიშით არ წავაგეთ-ბევრჯერ შეეძლო გაესინბინებინა ჩვენები,მაგრამ დაგვინდო.მწვრთნელი გვინდა გამოცდილი და მაღალი დონის,მაისაშვილთან დრო იკარგება.შეტევაზე და კომბინაციურ რაგბზე ვინც გააკეთებს აქცენტს მხოლოდ ისეთი.იტალიის თამაშს ვინც უყურა შოტლანდიასთან დამეთანხმება რომ ჩვენზე ერთი თავით ძლიერები არიან.

ეხლა ვფიქრობდი, უკვე ყველა სპორტში სასაცილოები ვართ, პოლიტიკაშიც ასევე, ცხოვრების დონე ნ უ ლ ი, მეტი რაღა უნდა დაგვემართოს, გადავგვარ-გადავშენდით, საძოვარზე მიშვებული ნახირიც აღარ ვართ უკვე ...................
Sapienti Sat
თუ გვაცალეს ამათთან ჰყოფნა, ერთი ხუთი წელი, რაცხა კაი გამოგვივა. იტალიას , არგენტინას და იაპონიას, ტოლიტოლზე მაინც ვეთამაშებით, თუ მათზე უკეთესად არა.
sar
მოძრავი მოლის' შეჩერება, "ბორჯღალოსნებისთვის" გადაუჭრელ პრობლემად იქცა კარგით რა დალოცვილო რით ვერ ისწავლეთ მოლის გაჩერება
მარტო ჭამაში ვარგივართ
ფეხბურთელები გასაგებია არა გვყავს, ამდენი ხანი მწვრთნელი არ ჰყავდეს გუნდს პირველად ვნახე. 300 მილიონს რომ აძლევთ ფეხბურთის ფედერაციას იმენნა შესაჭმელად და თამაშის წასაგებად, მიეცით მეხუთედი და დანარჩენით რაგბის კარგი მწვრთნელი ჩამოვიყვანოთ ხომ შეიძლება
ჭია
მადლობა ბიჭებს!!! შედეგი გასაკვირი არ არი, მაგრამ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ყველაფერი დადეს მოედანზე ძალიან რთულ პირობებში! გამოჩნდა პროგრესი შოტლანდიის თამაშთან შედარებით და დარწმუნებული თამაშიდან თამაშამდე მომატებას გავაგრძელებთ!
rugby
კანეშნა მოუგებდა სულ ჩვენ გვაჯარიმებდნენ, პირველი ლელო აჩუქეს, ჩვენ კი საშვალება არ მოგვეცა ლელო დაგვედო

მწვრთნელი როდესმე გვეყოლება??????????????????????????????????????????????????
არდილეს
ნიაზ მამრიკაშვილის თამაშის "ღლაბუცა" წაყვანა მარტო მე მაღიზიანებს?
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"რვა ერის" გამარჯვებული ინგლისის ნაკრები გახდა [VIDEO]
მერაბ შარიქაძე: დღეს ბევრად უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე შოტლანდიასთან
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
მსოფლიო თასი: პირველი ფინალისტი ცნობილია და ეს ახალი ზელანდია არაა [VIDEO]
სამხრეთ აფრიკამ ინგლისი დაამარცხა და მსოფლიო თასის მფლობელი გახდა! [VIDEO]
მსოფლიოს თასი: პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"
მაისაშვილი ინგლისთან მატჩზე: ახალ გუნდს ვაშენებთ - თამაშიდან თამაშამდე გავიზრდებით