დღეს, 19 ნოემბერს, რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონი ქალთა ფეხბურთში "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას ერთადერთი გატანილი გოლით დაამარცხა უპირობო ფავორიტი.

გურულმა გოგონებმა თამაში მძიმედ დაიწყეს, მასპინძლებმა კი, პირიქით, აქტიურად და ხშირად უტევდნენ კიდეც, თუმცა "ლანჩხუთის" კართან ასპროცენტიანი მომენტი არ შეუქმნიათ. აღსანიშნავია, რომ ქართველთა მეკარე გაბუნია საიმედოდ თამაშობდა და რამდენიმე ბურთიც მოიგერია.

გურულმა გოგონებმა პირველივე ტაიმში მოახერხეს გოლის გატანა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ამ მომენტიდან 1 წუთში ლანჩხუთელთა ლიდერ ხატია ჭყონიას კარგი შანსი შეექმნა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

მეორე ნახევარში კი "კლუჟის" შეტევების სიმწვავემ იკლო, "ლანჩხუთის" მეკარე ისევ კარგად თამაშობდა. 68-ე წუთზე კი ჭყონიამ ხაბურძანიას გრძელი გადაცემა მიიღო, მეტოქეს გასცდა, მოწინააღმდეგის გოლკიპერთან ერთი-ერთზე გავიდა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.

გაშვებული გოლის შემდეგ რუმინელებმა უფრო აქტიურად შეუტიეს, თუმცა რეალური საგოლე მომენტი მხოლოდ ორჯერ შეექმნათ - 88-ე წუთზე მირეამ არაზუსტად დაარტყა, ხოლო ბოლო წამზე ლანჩხუთელებმა ცარიელი კარიდან გამოიტანეს ბურთი და თამაშიც დამთავრდა.

ამრიგად, "ლანჩხუთი" ისტორიის წერას განაგრძობს და ჩემპიონთა ლიგის "ნოკაუტის" სტადიაზე გავიდა.

19 ნოემბერი, "კლუჟ არენა"

კლუჟი - ლანჩხუთი 0:1

0:1 ჭყონია (68)

ლანჩხუთი: გაბუნია, ალელიშვილი, ჩხარტიშვილი, ჭყონია (წოწერია, 90+3), დანელია, დიმოპოულო (ნარსია, 78), გასვიანი, გუჯაბიძე, კალანდაძე, ხაბურძანია, თოდაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე

ზაზა, ხუმრობით იყო ნათქვამი, ნუთუ ვერ უნდა მიხვდე.
zaza
ამერიკაშიც ეგრე ეგონათ როცა მაგათი ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ და კოლეჯის 15 წლის ბიჭებს შეახვედრეს, ექსპერიმენტი ჩავარდა ქალებმა 2-5 წააგეს
azri
ვინც ამბობს კაცთა ფეხბურთი უნდა გაუქმდესო, ერთი ქალთა ეროვნული ნაკრების თამაშების შედეგები გაიხსენეთ კარგი იქნება, არ გვინდა ესეთ უკიდურსობებში გადავარდნა. დანიამ 14-0 ნოლი მოგვიგო 2019 წელს. ეს გოგოები კი ამ პირობებში რასაც აკეთებენ და რა შედეგსაც მიაღწიეს მართლა რომ მისაბაძია.
zaza
ამ გოგოებმა მართლა რომ გმირულად იბრძოლეს და გაიმარჯვეს და ეს მისალოცია! თუმცა ქალთა ფეხბურთი რაღაცით რაგბს გავს და ძალიან გვისწრებენ წინ ამ სპორტის გრანდები, იმიტომ რომ იმ ქვეყნებში წლებია მიდის ქალთა ფეხბურთის განვითარება, ჩვენთან კი მაინც მოყვარულ დონეზეაა ეს საქმე თავისი მიდგომებიდან გამომდინარე. როგორც რაგბშია აქაც ეგრე ტოპ გუნდები ძალიან დიდი ანგარიშით უგებენ სხვა გუნდებს, ძალიან დიდი უფსკრულია დონეებს შორის. თუ ქალთა ფეხბურთი არ განვითარდა ეს გამარჯვება დარჩება ერთი გამონათება, რომელიც მალე ჩაქრება!

როგორ არა,"ტვ" პირველმა, "მთავარმა არხმა" და "ფორმულამ". რეპორტაჟი კი მიყავდა, გრიგოლიას, გვარამიას და მგონი თარგამაძესაც. ერთდროულად ყველას ვერ ვუყურებდი. აქუბარდიასაც უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა, ფული არ ეყო.
ქეთინო.
ვინ მიგდია ბაია პატარაია. ამას "ლანჩხუთში" რა უნდა..
სიმართლე.
ესენი, პოლიტიკურ ტრანსლიაციებს არიან გადაყოლილი. კარგ სასიქადულო საქმეებისთვის, დრო არა აქვთ.
სიმართლე.
პატიოსნება, პატრიოტიზმი, ქვეყნის, ხალხის და ფეხბურთის სიყვარული. გაგიმარჯოთ გურულებო! თქვენ გაახარეთ, ჩვენი გულები.
გიორგი
გურულმა ქალებმა გადარია რუმინეთი, როგორც ამერიკა, გურულმა ცხენოსანმა მოჯირითეებმა. საქართველოს წლის საუკეთესო სპორცმენად ვასახელებ, "ლანჩხუთის" გუნდის თავდამსხმელს, ხატია ჭყონიას. საუკეთესო გუნდად, ქალთა საფეხბურთო გუნდს, ლანჩხუთის "ლანჩხუთს". საუკეთესო მწვრთვნელად "ლანჩხუთის" გუნდის მთავარ მწვრთვნელს. (მაპატიეთ გვარი არ ვიცი.)
ბაჩო
დისლაიქებს რომ აკეთებთ კომენტარზე ზუსტად მადათ ეხებოდა ჩემი კომენტარი,ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით რაც სინამდვილეში რამდენი ფოქრობთ ასე...
სიმართლის მოყვარული
და იდიოტი რას ნიშნავს მაგ ლოგიკით?
ბაჩო
კიდევ კარგი ჭყონი მუხას ნიშნავს მეგრულ ენაზე თორემ ზოგიერთები იმასაც იკადრებენ რომ ჭყონია მეგრული არა გურული გვარიაო
გეგი
ა ძმაო ხალხი,ხომ დაუმტკიცეს ჩვენს მუტრუკ მამაკაც ფეხბურთელებს მათზე ასი თავით მაღლა რომ დგანან ყველაფერში! თქვენ გენაცვალეთ გოგოებოო მიყვარხართ და გაფასებთ ძალიან ყველას მთელს გუნდს დიდი მადლობა! ძალიან მაგრები ხართ!!!
buba
რას ამბობ, ნაკრებს რომ ჰქონდა 68% ბურთის ფლობის ხომ დადო დიდი შედეგები?!...
თენგიზ პაჭკორია
ძალიან დიდი მადლობა ქსკ "ლანჩხუთის" წევრებს!თქვენ ძალიან გაგვახარეთ ყაზახეთში და რუმინეთში მოგებული მატჩებით!გისურვებთ გამძლეობას და ახალ წარმატებებს!
Irakli
გურულები ფეხბურთში სულ სასწაულებს ჩადიოდნენ, ჯერ ის რად ღირს, რომ საბჭოთა კავშირის დროს 15 000 ქალქის გუნდი ლანჩხუთის გურია 16 გუნდიან ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა! 30 000 კაციანი სტადიონი სულ სავსე იყო, ამ ხალხს ცოტაოდენი პირობა რომ შეუქმნა დარწმუნებული ვარ ბევრად მეტს მიაღწევენ, ვულოცავ ლანჩხუთს მა წარმატებას სულით და გულით. მეტი ხელშეწყობა გურულ ფეხბურთელებს!
11
ეს ყველაფერი კარგია და გილოცავთ. ახლა ცოტა ვრცლად თუ დაწერთ ამ ტურნირის და მისი ფორმატის შესახებ, კარგი იქნება.
ბაჯო
მოგებას გილოცავტ მაგრამ ჰვენების ტამასჰი კატასტროფა არი ბურტი საერტოტ არ უჰერტდებატ 90 ცუტი უბურტოტ ირბინეს და ერტხელ გაუმარტლატ
Sinsilo
ესენი ჩვენი ნაკრების კაცებსაც მოიგებენ:) ტესტ მატჩს ვითხოვ:)
სპორტ ფაზა
ქალთა ნაკრებს წარმატებები!!!! ახლა ერთი რამ მაინტერესებს..... ყველას რომ. აკერია პირზე ფული ფული ფული.... რამდენია აქვთ ამ გოგონებს ერთი ხელფასი, პრემია , რამდენი მილიონს უხდიან მწვრთნელს, და აშ....აა??? ეს წარმატება არის დადებული ნიჭით მონდომებით, მოტივაციით და პროფესიონალიზმით!!!! აი ეს არის მაგალითი, რომ მონდომების და მოტივაციის გარეშე მილიონებს შედეგი არ მოაქვთ!!!
გიორგი
გილოცავთ, გოგოებო. კვლავ წარმატებით გევლოთ და მრავალი გამარჯვება მოგეპოვებინოთ. თქვენ მაინც გაახარეთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები.
alexandre
ყოჩაღ გოგონებო, ყოჩაღ! მადლობელია მთელი საქართველო! გაიხარეთ თქვენ და გაგვახარეთ ჩვენც! წარმატებებს გისურვებთ!
lasha
ყოჩაღ გოგოებო, გილოცავთ. საქართველოში დადგა ის დრო რო მხოლოდ ქალთაფეხბურთში ჩაიდოს ფული. კაცების ფეხბურთი საერთოდ გავაუქმოთ
ეკა
თქვენ მაინც გვადახელეთ
ss
რაა გასაკვირი, მედეას სამშობლოდან არიან. წარმატებები გოგონებო.
იბერია
ყოჩაღ გოგოებო გენაცვალეთ. უდიდეს საქმეს აკეთებთ :) გილოცავთ
დათო
გილოცავთ და მადლობა!!! :)
Vasili
დიდი მადლობა გოგოებო!!!! მაგრები ხართ!
Guja Kakhadze
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ: სულ გამარჯვებულებს გევლოთ (იქნებ ახლა მაინც გამომიქვეყნონ )!
მარი
ახლა კოვიდის გამო ჯგუფები არ არის და პირდაპირ 1/16 ფინალში არიან ჩვენი გოგოები ანუ უკვე ჩემპიონთა ლიგაზე არიან
სოლომონი
ისევ გოგოები თუ იზავენ რამეს თორემ მთავარი ნაკრების გაგონებაც აღარ მინდა, შემაძულეს ფეხბურთი...
qeTi
გილოცააავთ გოგოებო. ხალხო მე კარგად ვერ ვერკვევი ჩემპიოთ ლიგის სისტემაში და თუ შეიძლება უფრო გასაგები რომ იყოს ჩემთვის იქნებ ამიხსნათ ვინმემ. ჩვენები საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გავიდნენ ამ მოგებით? აი მალითად როგორც კაცებში არის უკვე ამ წელს ჩემპიოთა ლიგის ჯგუფები გადანაწილებული და მიდის შეხვედრები მაგ გონეზე გავიდნენ? თუ კიდევ სჭირდებათ რამდენიმე ეტაპი მაგ დონეზე რომ ავიდნენ?
misha
მადლობა გოგოებო
ლიპო
ყოჩაღ გოგონებო წარმატებებიი
rasa
ბაია პატარაია არ ვიცი, მაგრამ მე მგონი ჯობია მართლა ქალებმა გადაიბარონ ყველაფერი ამ ქვეყანაში, რადგან კაცების მართული პოზიცია-ოპოზიციიანა პოლიტიკაც და ფეხბურთიც ისეა ხელიდან წასული და უუნარო, რომ ერთხელ ქალებმაც ცადონ კაი იქნება
GORA72
რასაც ქვია ჯიგრით ითაშეს თავიდან ბოლომდე ვუყურე.სწორი ტაქტიკით.ვულოცავ მწვრთნელებს ,გოგონებს და სრულიად საქართველოს მართლაც ისტორია დაწერეს
დავით 67
ბრავო ლანჩხუთი! გენაცვალეთ! ეს რა მაგარი გოგონები გვყოლია! ტრანსილაცია იყო ? რომელიმე არხმა თუ აჩვენა? ასეა ყოველთვის ქალები უფრო მიზანმიმართულები არიან.
beqa
ნამდვილათ ბეხბურთელები ყოჩაღ! მრავალ წარმატებისთვის მიგეღწიოთ
G
ბაია პატარაიას უხარია
Haaland
ხატია ჭყონიაც და ნათია ფანცულაიაც ძალიან მაგარი გოგოები არიან. ნათია უკრაინის სახელით გამოდის დარწმუნებული ვარ სახელმწიფოს მხრიდან ძალიან ზედმეტმა ყურადღებამ გააქცია. ვინმე ზრუნავდა ოდესმე ქალთა ფეხბურთზე? გოგოს მადრიდის ატლეტიკოში აქვს ნათამაშები და ახლა უკრაინის ჩემპიონში გაიტანა და გააქვს ძალიან ბევრი სტაბილურად. ასე ბევრი გვყავს გაქცეული უცხოეთში.დჟიკიასნაირებს არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა. ადამიანისგან რომ ითხოვთ სახელმწიფოს ემსახუროს, თვითონ სახელმწიფოს რა აქვს ადამიანისთვის გაკეთებული?...არ მინდა ცუდი კომენტარი გამომივიდეს და დასაძაბი. მადლობა გოგოებო უდიდესი, უდიდესი იმედგაცრუება თქვენ თუ შეგიძლიათ გადაფაროთ
buba
ყოჩაღ გოგოებო! ესენი, რომ ავიყანოთ, ყველა ეროვნულში, იქნებ გვეშველოს რამე!!!
dato
აფერუმ თქვენს ქალობას აი რას შვება ბრძოლის ჟინი და თავდადება სიტYვები არ მყოფნის ბრავოოო
ლუკა
წარმატებები! გურული ქალებისგან სხვას რას ველოდით:)))))
გოჩა
ა ბატონო შეგვძლებია ქართველბს ფეხბურთის თამაში,ყოჩაღ გოგონებო,ჭყონია საქართველოს ნაკრებში,ესენი დააფინანსეთ,აქ ჯერ ეტყობა ჩაწყობები არ არის,ყოჩაღ მართლა სასწაულია ისე რა იცოდნენ რუმინელებმა გურული ქალების ამბავი,მალადეც.
jjj
დააყენეთ ეს ბავშვები სადაცაა იმათ არაფერი ეშველება მაინც.DDD
DAVE
გილოცავთ, ძალიან მაგარია :) ვინც ამათ წაგებას ელოდით მერე რომ გეღლიცინათ, ეხლა არ იცით რა დაწეროთ და მილოცვის წერა კი არ შეგიძლიათ, გასკდით გულზე :)
ddgfdf
კსკში გ რომ არ ურევია?
koba
ხატია ჭყონიას ყველა თამაშში გააქვს გოლი და გადავიყვანოთ კაცების გუნდში,იქნებ გაიტანოს იქაც თორემ კაცი გამტანი არაა, თუ ჩაკვე და კვარა არ არიან
მოქალაქე
გენაცვალეთ გოგოებო! ეროვნულს ჩაუტარეთ მასტერ კლასები, ეგება ეშველოთ ვრამე!
მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა
სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
"იამალის მსგავსი ტალანტია" - დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში - "ოკლაჰომამ" "ინდიანა" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
პსჟ მზადაა ორი შემტევი "ფენერბაჰჩეს" მიჰყიდოს
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად