ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

საქართველოს ნაკრები "ავივაზე" ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

საქართველოს ნაკრები "ავივაზე" ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

"რვა ერის" მესამე ტურში საქართველოს ნაკრები დუბლინის "ავივას" სტადიონზე ირლანდიასთან 10:23 დამარცხდა.

დებიუტი თითქმის ისეთივე იყო, როგორც ინგლისთან და უელსთან. ბურთი მთლიანად მეტოქეს ჰქონდა და თავგამოდებით ვიცავდით თავს, მაგრამ ლელო მაინც მივიღეთ, რასაც მალე ჯარიმა მიაყოლეს აირიშებმა. ჯარიმებს რაც შეეხება, ამ მხრივ სამწუხარო შეცდომებს ვუშვებდით. მე-15 წუთზე როგორც იქნა პირველი იერიში მოვახერხეთ, რასაც სულ მალე კვესელაძემ დიდებული რეიდი მიაყოლა და ამ ტურნირის პირველი ლელოც დაიდო.

ირლანდიელები გაბრაზდნენ და მთელი ძალით შემოგვიტიეს, მაგრამ თავდაცვას მაინც ვახერხებდით. მოლებში მეტოქეს უპირატესობა არ ჰქონდა, აი, შერკინებასა და დერეფანში აშკარად გვჯობდნენ და ჯერ ჯარიმა გაგვიტანეს, შემდეგ კარგი კომბინაციის შემდეგ ლელოც დაგვიდეს. პირველი ტაიმის ბოლო წუთებში მასპინძელთა გააფთრებული იერიშები ქართველებმა ქულამიუღებლად მოიგერიეს და ანგარიში 20:7 დაფიქსირდა.

შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნები" ბევრად თავისუფლად ათამაშდნენ, აბჟანდაძემ ჯარიმიდან სხვაობა შეამცირა. ირლანდიელები მიხვდნენ, რომ მოწინააღმდეგისაგან წნეხში მოექცნენ და უფრო მობილიზებულად დაიწყეს მოქმედება, განსაკუთრებით დაცვაში. 58-ე წუთზე ირლანდიელებმა ჯარიმიდან ისევ 13-ქულიანი სხვაობა აღადგინეს. აქედან ცოტა ხანში ტრავმა მიიღო ჩვენს გუნდში ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ ბექა გორგაძემ, რაც სერიოზული დანაკლისი გახლდათ.

მიუხედავად ამისა, ჩვენმა ბიჭებმა დარჩენილ დროში არაფერი დაუთმეს მეტოქეს, უკვე ტოლ-სწორად ეთამაშნენ და ასე ვთქვათ ღირსეულად დამარცხდნენ, მაგრამ ჩვენ მეტი გვინდა, რადგან ამ გუნდს საამისო პოტენციალი აქვს.

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ბექა საღინაძე, 7. თორნიკე ჯალაღონია, 8. ბექა გორგაძე;

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. ლექსო ყაულაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე; 21. მიხეილ ალანია, 22. დემურ თაფლაძე, 23. დავით ნინიაშვილი.

1 ლელო: კვესელაძე

1 გარდასახვა: აბჟანდაძე

1 ჯარიმა: აბჟანდაძე

• სოსო

აბა ჩვენს შემადგენლობას გადახედეთ,უკვე ნახევარი მაინც,20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატებზეა ნათამაშები და მათ აქტივში,ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატებში გამარჯვებებიც არის,6 ერის ნაკრებებთან.ასე რომ მათ,შედარებით ნაკლები კომპლექსები აქვთ,6 ერის ნაკრებებთან თამაშისას.აგერ ნინიაშვილიც,18 წლისაა და მშვენივრად ჩაერთო თამაშში.სიმაღლეც მშვენიერი აქვს,არც შეტაკებებს მოერიდა და არავის არაფრით ჩამორჩა.ორ სამ წელიწადში წონასაც აკრეფს,ჯანიც მოემატება,ისეთივე გაბარიტებისა გახდება,როგორებიც,ჩვენი მეტოქეები არიან და უკანა ხაზში ევროპული სტანდარტების უკანახაზელი გვეყოლება.არ დავმალავ,მისი არც თამაში მენახა და არც თვითონ,ფიზიკურად როგორი იყო...მეშინოდა,რომ მეტოქეები ძალიან დაგვიჩაგრავდნენ,მაგრამ შენც არ მომიკვდე.თითქოს იქით ეუბნება,ცოტა დამაცადეთ და ვინ ვის შეაშინებს,გამოჩნდებაო.ალანიამ ცოტა ითამაშა და ბევრი არაფერი გამოჩენილა,მაგრამ სხვა დროს მინახია და ვიცი,რომ მართლაც ძალიან პერსპექტიული ბიჭია.ასე რომ თანდათან პერსპექტივები სულ უფრო მეტი გვიჩნდება და თუ სადმე ძლიერ ტურნირში, სისტემატური თამაშები გვექნება,ძალიან მალე,ერთი ხელის გაწვდენაზე დავუახლოვდებით 6 ერის გუნდებს.უელსის გაახალგაზრდავებულ გუნდზე უფრო ახალგაზრდული არ იყო ჩვენი ნაკრები?მათი ახალბედები კი,უძლიერეს ლიგებში თამაშობენ და სრულფასოვანი პრაქტიკა აქვთ.ამჟამად რა თქმა უნდა ჩამოვრჩებით,მაგრამ ხომ ვხედავთ რამხელა ნაბიჯებით ვუმატებთ ყოველ ტურში.თუ ხელშეწყობა და თამაშები მოგვცეს,6 ერის სულ ცოტა ორ გუნდთან მაინც,2 წელიწადში,მოგების შანსებით ვითამაშებთ

• გიორგი

მე მგონია, რომ ახალი, მაგრამ მაღალი დონის მწვრთნელი აუცილებელია. პირველ რიგში ახალი მწვრთნელი თავიდან შეარჩევს ძირითად მოთამაშეებს. ანუ, შანსია რომ დაბრუნდნენ ჩილაჩავა, ჟვანია და დაემატონ სხვებიც. მეორე ისაა, რომ ახალ მწვრთნელს დრო დასჭირდება და სჯობს მალევე შეუდგეს საქმეს.

• გიო

პროგრესიდან გამომდინარე ვფიქრობ მაისაშვილს ცოტა ვადროვოთ იმ მნიშვნელოვან საქმეში რასაც ნაკრების მწვრთნელობა ჰქვია

• 55555

"რასაც მალე ჯარიმა მიაყოლეს აირიშებმა"- რა ჯანდაბაა ეს. მეც რაღაც გამიგიოა?! გოიმობას საზღვარი არ აქვს.

• აგლაგლა

ყველაზე ცუდი ის იყო წინა თამაშებში რომ მოლში და შერკინებაში გვჯობდნენ, ამ თამაშში გამოვასწორედ, თორე ამ დოის გუნდებთან ამ მომენტში ვერ მოვიგებთ, მარაა ვიზრდებით და მალე მოვიგებთ, ამ თამაშით იტალიას მოვუგებდით

• გლახუნა

გამაგიჟებთ რა - ფაქტიურად ეროვნული ჩემპიონატი ა რ ა გვაქვს, მიზერულად ფინანსდებიან, სახელმწიფო ერთ-ერთი ყველაზე კი არა-ყ ვ ე ლ ა ზ ე ღატაკი და უპერსპექტივო გვაქვს ევროზონის სახელმწიფოებს შორის, რომ ეკო-კა ა ვ ა ღ ო რ ძ ი ნ ო თ და მოქალაქეს 10-20 ევრო ა რ ენანებოდეს თავისი კლუბის თამაშის სანახავად, რომ კლუბებმა შემოსავალი ასე-ც გაიზარდონ ( ჩათვალე 10 000 მაყურებელი -10 ევროდ- ყოველ ტურში,ეს 100 000 ევროა ე რ თ ტურში, თვეში ა ს ე ფაქტიურად ნახევარ მილიონი არის კლუბისათვის) ...და მაინც -ე ლ ი ტ ა ს კონკურენციაში შევდივართ და კიდევ პრეტენზიები ?! -და კიდევ -არანაირი ახალი მწვრთნელი ა რ არის საჭირო ჯერ-ჯერობით, საკმაოდ ჩამოყალიბებულია მაისაშვილი, დიდი გამოცდილება მიიღო მილტონთან-აც მუშაობით, მსოფლიოში ყველაზე გამოცდილი-კვალიფიციურ მწვრთნელზე გაცილებით უ კ ე თ იცის -რ ა ჭირდება დღეს ქართულ რაგბს ; შერკინებაში ისევ სიმძლავრის და უძლეველობის დაბრუნება, მოლების როგორც თავდასხმაში, ისე დაცვაში დამუშავება, დაცვაში ფიზიკურად მ ყ ა რ ა დ, ანუ მძლავრად დადგომა, უკანა ხაზის -სწრაფი კომბინაციების დამუშავება , შეტევაში თ ა ვ ი -მაღლა, ე.წ. მე-2-ე სართულით თამაში + ტიერ და ოკეანეთის ნაკრებებთან მუდმივი თამაშები- წელიწადში (3-5 მაინც )! - უბრალოდ გაუგებარია -ნაკრებში რატომ არ არის ჩილაჩავა, ასეიშვილი, ჟვანია...- ჯერ-ჯერობით არ არიან ჩამოსაწერები!

• me

რაგბში ასეულ მილიონს არავინ იხდის მაგ ფულით 5 გუნდს შექმნი კარგს, 3 თამაში ჩავატარეთ და შედეგი იყო ის, რომ დავინახეთ სისუსტეები ვცადეთ გამოსწორება და ზოგ რამეში მივიღეთ შედეგი ზოგში ვერა ამისთვის არის საჭირო დიდი ტურნირი ძლიერ გუნდთან 3 თამაშში იმდენი შევძელით, რომ საკმარისზე მეტია

• ტუღა

კაი კუტიე მართალი ხარ

• zurabi

ორი ფანტასტიკური მომენტი გამორჩა ყველას რასაც მხოლოდ დიდი გუნდები აკეთებენ ეს იყო ორჯერ ლელოში შული ირლანდიელის ხელში ბურთის გაჭედვა და ლელოს ვერ დადება ესაა ზუსტად რასაც ამ გუნდებთან დახვეწ. ლელო იყო კვესელაძის ისეთ ნებისმიერი ვარსვკვლავი რო მოაწერდა ხელს ლელო ჩვენ ზელანდიისთვისაც დაგვიდია მარა ასეთი არა სართო ჯამში ყოჩაღ ბიჭებს და თუ ამ გუნდებტან მომავალ წელსაც ვითამაშებთ და ასე გაგრზელდება 3 წელში პირობას ვდებ ერთ თამაშს მოვიგებთ გადახედეთ იტალიის მაჩვენებლებს და მიხვდებით რატო ვამბობ ამას.

• Giorgi

არცერთ მორაგბეს და მწვრთლეს, არცერთ ქვეყანაში არ უხდიან მილიონს.

• აგული

კაი ჩემო ძმაო

• კახა

წინ პასი იყო , ხელიდანვე წინ წავიდა , გაზონის მუქი ზოლიდან გასცა პასი და მიმღებმა 5 მეტრიანიდან ერთ ნაბიჯში მიიღო . გუკას ტრავმის მომენტიც გაატარა . მაღალი დონის მსაჯია და თუ შეგნებულად დახუჭა თვალები , ე.ი. საფრთხე დაინახა და სახელიან გუნდს მიემხრო . სეწორი მიმართულებით მიდის ნაკრები და გინესის პრო-14 ლიგაში დაგვხატავდა ერთი გუნდი . თან უნდა გამოინახოს სახსრები ევროთასებზე გუნდების მონაწილეობისთვის .

• me

ცოტა ზედმეტად ხომ არ გეჩვენებათ თქვენი ოპტიმიზმი? უელსის ახალგაზრდულ გუნთან წაგების შემდეგაც ასე წერდით,ფაქტი კი... ბოლო ოთხი თამაში ექვსი ერის გუნდებთან უშანსოდ წავაგეთ,შეიძლება სპეციალისტები ხედავენ, მაგრამ ფანტასტიკური თამაში სად ნახეს მათ ან კომენტატორებმა მართლა მაინტერესებს,იბრძოლეს რა თქმა უნდა, რაც შეეძლოთ,მაგრამ რაგბი მარტო ბრძოლა არ არის, საჭიროა კლასი,სათამაშო ინტელექტი და რაც მთავარია მოთამაშეებისა და მწრთნელების კვალიფიკაცია.თორემ 100-ულ მილიონებს კი არ გადაიხდიდნენ ტოპ დონის მოთამაშეებსა და მწრთნელებში,ხოლო ბავშვური ჭირვეულობით ექვსი ერის კომერციულ ტურნირზე მონაწილეობის მოთხოვნა, გავიზრდებით და 10-15 წლის შემდეგ თქვენს დონეზე ვითამაშებთო არასერიოზულუ მგონია.

• გიორგი

ხო, პოტენცია კი გვაქვს, იცოცხლე :))

• tngh

ამ თამაშში ნათლად გამოჩნდა პროგრესი, მიღებული წინა 2 თამაშიდან...

• მთ

ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ თითეული ბოჭვის შემდეგ , ირლანდიელები 2-3 მეტრიან უპირატესობას აკეთებდნენ

• გურო

ბიჭებს მადლობა თავგანწირვისთვის და რაც შეეხება ლევანს არაა შესაცვლელი ვინც უყურებს ნაკრების თამაშს მიხვდება რომ პროგრესი არის და ჯერ ავიდეთ იმ დონემდე სადამდეც შეუძლია რომ ლევანს აგვიყვანოს და მერე ვილაპარაკოდ შეცვლაზე. და კიდევ უცხო მწვრთნელი კარიერაზე ფიქრობ. ლევანს კარიერასთან ერთად სამშობლოს სიყვარული აქვს და უფრო მონდომებული იმუშავებს დამიჯერეთ.

• niko

აუტები არის სამუშაო ბავრად უფრო მეტად. ამგდებს აქვს უმეტესედ პრობლემა. აგდებს ბურტს მაგრამ სად თვითონ არ იცის და დანარჩენი როგორ მიხვდება? 5 მეტრიანში სად შეაგდო. სხვას მოვცემდი მაგის მაგივრად შანსს. პირველ ხაზი ბევრჯერ დაჯარიმდა კიდევ და ჯერ ვერ დადგნენ სათანადოდ. მეორე ხაზმა უკეთ იმუშავა და მესამემაც. ძალიან ბევრი პირველ ხაზელი თამაშობს საფრანგეთში. ბურთი ხაზზე უნდა გავიდეს, და ფაზები აეწყოს . სხვანაერად ამ გუნდებთან სულ ასე წავაგებთ> ამისათვის ყველამ 7კაცა უნდა ივარჯიშოს შრკინების ჩათვლით. ვარჯიშზე მინიმუმ პირველი ნახევარი გასახურებლად 7კაცა უნდა ითამაშონ ერთI საათი. უკეთეს სარაგბოო ქვეყნებში ბავშვები 7კაციდან იწყებენ და სკილის დამთავრებამდე თითქმის ყველ შაბათ კვირა 7კაცას ტურნირებია. Aმიტომ არის რომ ხელით ყველა ჩვენზე კარგად თამაშობს, სისწრაფეში იღებენ ბურთს, დაცავაშიც ჩQარა ეწყობიან და ფლანგები მოშიშვლებული არ რჩებათ, ამას გარდა შერკინების მოთამაშეებიც კარგად ბურთობენ. ასე რომ ბევრი რამ გადასახედია ბავშვთა რაგბის დონიდან. იმათ 22-ში აბჟანდაძემ ფეხი რატომ დაარტყა ფლანგზე? როდესაც ზედმეტნი იყვნენ შეტევაში და ჯარიმაზეც არ ჰქონდა ხელი გაშვერილი მსაჯს, აი იასეთი შეცდომები არ შეიძლება. რაქები გამოასწორეს მაგრამ 3-4 ჯარიმა მაინც მიიღეს მეორე კაცზე ჩასვლაზე. გეგიას ხელები უდგანან ამათ და დიდ გუნდებს პირველ ხაზში ჩვენ კიდევ 176 სანტიმეტრიანები საშუალოდ. ეგ 80-იანი წლებში არაუშავდა მაგ სიმაღლეებს. მაგრამ დღეს უფრო ბევრად მასიურები არიან. Mოკლედ შერჩევა, ბავშვების რაგბიდან უნდა იწყებოდეს და სწორი მიდგომა ბურთთან; კიდევ მეტ ახალგაზრდას უნდა მისცენ შანსი. იაშაღაშვილი ზალინ მაგარი ბიჭია და გორგაძის ადგილას უნდ ამისცენ თამაშის შანსი თუ ის დროზე ვერ დაბრუნდა. მე მიკვირს რატომ არ წაიყვანა აქ. ყველაფერს სწორად აკეთებს ეგ ბიჭი. 20იანებიდან ბევრია კიდევ რომელთათვის შანსი უნდა მიეცათ. იმედია ნინიაშვილს ცოტა მეტ დროს დაუთმობს. მოკლედ უკეთესი თამაში იყო მაგრამ ისევ უმეტესად დაცვაში ვიდექით და მართო დაცვით თამაშის მოგება არ შეიძლება.

• niko

ჯვარედინი აქვს დაზიანებულიო მაგრამ ზუსტად. არ იციან რა დონეზე

• გიორგი

ამ თამაშში რაც ერთ-ერთი გამორჩეული იყო: რაქებში მაგარი ბრძოლა, ბოჭვების ძალიან მაღალი ეფექტურობა (მგონი სულ ევსი გავაცუდეთ დაახლოებით 200 დან) და დაცვის ხაზის ძალიან სწრაფი ასვლა, როცა იმათ 9 ნომერს რაქიდან ბურთი გამოჰქონდა. თამაში " მოვუკალით" და სისწრაფე დავაკარგინეთ... ფიჯისთან რევანში გვაქვს ასაღები!

• iolasha

ძაან კმაყოფილი ვარ დღევანდელი მართლა კარგი თამაშით, აუტები 4-ჯერ დავთმეთ და ეს რო არა ვფიქრობ უფრო მეტი ქულა გვექნებოდა. ბექას რა სახის ტრამვა აქვს იქნებ დაწეროთ, უდაოდ ჩვენი ნაკრების ლიდერია და ძაან დაიტანჯა ამ ტრამვებით. დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია ერთი ფრანჩიზა გავაკეთოთ შემდეგი სეზონისთვის იდეალური იქნება. პ.ს. მეორე ლელოზე წინ პასი იყო მგონი, მჭედლიძეც ანიშნებდა და გამეორებები თითქოს სპეციალურად იმ რაკურსში ატრიალეს,სადაც არ ჩანდა პასის მიცემის და მიღების მომენტი გვერდიდან, მაგრამ რაც ჩანს , თუ დააკვირდებით პასი გადის არ ვიცი იმ პერპენდიკულარულ ხაზს:)) რა ქვია, იმის დაწყებამდე და პასს იღებს იმ ხაზის თითქმის ბოლოსკენ, მგონი 5 მეტრიანისთვის განკუთვნილი ხაზია:)) იქნებ პროფესიონალებმა ახსნათ, რატო არ იყო ეს წინ პასი თუ ის მეორე შემთხვევა იყო, რომელიც მინიმუმ ამაზე 1-2 მეტრით ნაკლები წინ პასი იყო ...?

• iolasha

გეთანხმები მეორე ლელოზე წინ პასი იყო მგონი, მჭედლიძეც ანიშნებდა და გამეორებები თითქოს სპეციალურად იმ რაკურსში ატრიალეს,სადაც არ ჩანდა პასის მიცემის და მიღების მომენტი გვერდიდან, მაგრამ რაც ჩანს , თუ დააკვირდებით პასი გადის არ ვიცი იმ პერპენდიკულარულ ხაზს:)) რა ქვია, იმის დაწყებამდე და პასს იღებს იმ ხაზის თითქმის ბოლოსკენ, მგონი 5 მეტრიანისთვის განკუთვნილი ხაზია:)) იქნებ პროფესიონალებმა ახსნათ, რატო არ იყო ეს წინ პასი თუ ის მეორე შემთხვევა იყო ...?

• ოოო!!!

მოდით ვაღიაროთ, რომ ბევრს, მათ შორის მეც, არ გვჯეროდა, რომ საქართველო იყო 6 ერის ღირსი, თუმცა ამ სამმა თამაშმა ანახა ჩვენი ნაკრების პოტენციალი, არ დაგვავიწყდეს, რომ უმრავლესობას რაგბისთვის ახალგაზრდა ასაკი აქვს, სულ სამი თამაში გახდა საჭირო იმისათვის, რომ ვთქვათ, ჩვენ ვართ 6 ერში თამაშის ღირსი, თუნდაც გვათამაშონ ყოველ წელიწადს გადასათამაშებელი მატჩები იტალიასთან, თუ წავაგებთ, კი ბატონო, ჩვენ 10 წლის განმავლობაში ერთ თამაშსაც ვერ მოვიგებდით?! ეს წარმოუდგენელია. ამ გუნდს აქვს აშკარად დიდი პოტენიალი, ოღონდ უნდა გვეთამაშონ, ისე არაფერი გამოვა.

• Ლუკა

თან მაგარი წინ პასით. გვერდითა ხედიდან კარგად ჩანს გაზონის "მუქი ზოლიდან" გადაცემულ ბურთს "ღია ზოლში"(ლელოსთან უფრო ახლოში) ღებულობს კინანი, ისევე როგორც შემდეგი არ ჩათვლილი ლელოს შემთხვევაში დაახლოებით მეტრით-ორით წინ წავიდა ბურთი.

• თბილისიდან დუბლინელს

ეგრე მარტივად გეთქვა რა! მე ისე გავიგე, მეთქი მათ რომ ვერ გააგრძელეს თამაში, მაგას აკნინებდი. კი, ფეხბურთშიც მსგავსი რამ ხდება რასაც შენ ამბობ, მაგრამ აქ მგონი უფრო გამოუცდელობის ბრალია ვიდრე თავდადების ნაკლებობის. აქ სულ სხვა სისწრაფეა, რთულია დაადანაშაულო საქართველოს ნახევრადპროფესიონალურ ლიგაში მოთამაშე ამ ტემპის ვერ აყოლაში. თავიანთი დონის გუნდებთან და უფრო სუსტებთან მსგავსი არასდროს არაფერი ხდება. დღეს თავის კლასთან შედარებით ყველამ მაქსიმუმი გააკეთა, რაც უფრო სწრაფია თამაში და რაც უფრო მეტი ხანი ხარ დაცვაში მით უფრო მეტია შეცდომები, ამის აღმოფხვრას გამოცდილება სჭირდება, უბრალოდ ლოგიკურია ყველაფერი რაც ხდება. ამ ეტაპზე არ ვიმსახურებთ ირლანდიის დამარცხებას, მხოლოდ კლასის ხარჯზე. დანარჩენი მშვენიერი იყო, მგონი დამეთანხმები

• სოსო

მაღალი კლასის გუნდების შეხვედრაში,ხშირად ვხედავ,როცა ბურთი ჩათვლის მოედანზე შეაქვთ,მაგრამ მეტოქის მცველები,ქვეშიდან უწვებიან,ან ხელებს უკავებენ,ან კიდევ ხელს უყოფენ ბურთის ქვეშიდან და ბურთის დამიწების საშუალებას, არ აძლევენ.ეს ქართველების შესრულებით,ძალიან იშვიათად თუ მინახავს,ამ თამაშში კი,ორჯერ გადავირჩინეთ თავი ლელოსაგან ამ გზით.მე მგონი, ესეც აღსანიშნავი მოვლენაა.

• რიგითი

100% მართალი ხარ

• გლახუნა

უდიდესი პოტენცია გვაქვს - მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი ნაკრები რომ გვყავდეს ამ ვაჟკაცურ სპორტის სახეობაში და რაგბი ეროვნულ სახეობად განმტკიცდეს, ახალგაზრდობისათვის დასაქმების ერთ-ერთი ძირითადი საშუალება იქცეს ( ძალისმიერი,ყველა გუნდური სპორტის სახეობა, ჯართან ერთად), მისთვის საჭიროა ძლიერი -კონკურენტირებული-დიდი ფინანსებით ე რ ო ვ ნ უ ლ ი ჩემპიონატი (ეროვნული ჩემპიონატები), რომ მ უ დ მ ი ვ წნეხში ითამაშონ ბიჭებმა და ასე ,,გამოიჭედონ,, განმტკიცდნენ -განვითარდნენ... დიდი ფინანსებისათვის - სახელმწიფოში ძლიერი ეკო-კაა საჭირო, ძლიერი ეკო-კისათვის -ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს განვითარება - განმტკიცება + სტრატეგიული ეკო-ური პროექტები...- არ უნდა იყოს რთული გასაგები! - პ.ს. ფაქტია - ,,რაღაც ძალები,, ქართულ სპორტულ მედიაშიც ყველა შემთხვევაში ცდილობენ რაგბის დისკრედირტირებას- რუსეთ, რუმინეთის დონეზე დარჩენისათვისსხვა,სხვა სპორტის სახეობებთან-აც უ ა დ გ ი ლ ო- ულოგიკო შედარებებს უაზროდ, მაგრამ მიზანმიმართულად აკეთებენ, რაც ყურადსაღებია.

• გლახუნა

უდიდესი პოტენცია გვაქვს - მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი ნაკრები რომ გვყავდეს ამ ვაჟკაცურ სპორტის სახეობაში და რაგბი ეროვნულ სახეობად განმტკიცდეს, ახალგაზრდობისათვის დასაქმების ერთ-ერთი ძირითადი საშუალება იქცეს ( ძალისმიერი,ყველა გუნდური სპორტის სახეობა, ჯართან ერთად), მისთვის საჭიროა ძლიერი -კონკურენტირებული-დიდი ფინანსებით ე რ ო ვ ნ უ ლ ი ჩემპიონატი (ეროვნული ჩემპიონატები), რომ მ უ დ მ ი ვ წნეხში ითამაშონ ბიჭებმა და ასე ,,გამოიჭედონ,, განმტკიცდნენ -განვითარდნენ... დიდი ფინანსებისათვის - სახელმწიფოში ძლიერი ეკო-კაა საჭირო, ძლიერი ეკო-კისათვის -ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს განვითარება - განმტკიცება + სტრატეგიული ეკო-ური პროექტები...- არ უნდა იყოს რთული გასაგები! - პ.ს. ფაქტია - ,,რაღაც ძალები,, ქართულ სპორტულ მედიაშიც ყველა შემთხვევაში ცდილობენ რაგბის დისკრედირტირებას- რუსეთი. რუმინეთის დონეზე დარჩენისათვისსხვა, სპორტის სახეობებთან-აც უ ა დ გ ი ლ ო- ულოგიკო შედარებებს უაზროდ, მაგრამ მიზანმიმართულად აკეთებენ, რაც ყურადსაღებია.

• Dato

https://sportall.ge/ragbi/erovnuli-nakrebi/144513-irlandiasthan-travmirebuli-gorgadze-thavs-uketh-grdznobs.html

• გიორგი

ამ გუდებთან 2-3 წელი გადაბმული თამაში გვჭირდება და შემდეგ მოვუგებთ.

• დუბლინიდან დაწერილის ვერწამკითხველ თბილისელს

სწორედაც შარიქაძე, გორგაძე და მამუკაშვილი დარდება ომებში შეწირულ უძლიერესებს და არა უკუ.თუ თბილისში კითხულობენ ,რისი წაკითხვაც სურთ ,იმგვარად .სირცხვილი კი ეროვნულ ნაკრებში მიწვეულისათვის , "ომშეუდარებლობად"აღქმაა , ყოველი ოფიციალური თამაშისა ეროვნულ "ჯარში", მისი მონაწილეობით

• Ლუკა

თქვეს და ასრულებენ, ტურნირის მიმდინარეობაში აშკარად უკეთესად გამოიყურებიან.

• გიორგი

ახალი, მაღალი დონის მწვრთნელის მოძიებით უნდა დავიწყოთ.

• გიორგი

8 ერზე ერთი თამაში დაგვრჩა. ამის შემდეგ სულ ცოტა ერთი წელი ვეღარ შევხვდებუთ გრანდებს. ჰოდა, სწორედ ახლაა მოსაძებნი ახალი მწვრთნელი, რომელსაც ტიერ-1 გამოცდილება ექნება. მაისაშვილი ამ დონეს ნამდვილად ვერ გაქაჩავს.

• ჯეკო

რა ვიდეოებს დებთ, დღეს მეორედ გწერთ მეორე სტატიაზე მართლა რა სამარცხვინოები ხართ

• კახა

აშკარა პროგრესი გვეტყობა თამაშიდან თამაშამდე და ამაზე თვალნათლივ ვერ გავაგებინებდით . ერთი თვეც არ გასულა და უკვე მოუმატეს დაგრძნობლად . P.S. რატომღაც მგონია მეორე ლელოც წინ პასით გაგვიტანეს

• სოსო

ეს მეოთხე თამაშია,ელიტის გუნდებთან და ამ თამაშში,უკვე გამოჩნდა,რომ მეტ ნაკლებად,უკვე კონკურენციასაც ვუწევთ.აუტებში ასე რომ არ დავჩაგრულიყავით,ალბათ პირველ ქულასაც მოვიპოვებდით ტურნირზე.არ ვიცი,ვითამაშებთ თუ არა ბოლო მატჩს,მაგრამ უკვე აშკარად გამოჩნდა,რამხელა პროგრესის საშუალებას გვაძლევს, ასეთი დონის გუნდებთან თამაშები.ეს უკვე თამაში იყო, პირველიდან ბოლო წუთამდე რომ ვეძებდით ჩვენს შანსს და მიუხედავად წაგებისა,მიუხედავად მრავალი შეცდომისა,მაინც მადლიერი ვარ მთელი გუნდის და სამწვრთნელო შტაბის.ვფიქრობ ვერც რაგბის მსოფლიო ფედერაციის მამები დახუჭავენ თვალს და უფრო მეტ ტესტებს მოგვცემენ,ელიტის გუნდებთან სათამაშოდ.წესით,არც ფრანჩაიზზე უნდა გვითხრან უარი და 6 ერზე არაფერს ვიტყვი,მაგრამ მგონი მათთანაც, უკვე ამოგვეღება ხმა.რაც შეეხება მატჩს,მთელმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და თავი არ დაიზოგა,მაგრამ განსაკუთრებით გამახარა ვასკა ლობჟანიძის და სოსო მათიაშვილის თამაშმა,რომლებთანაც,საკმაოდ დიდი პრეტენზიები გვქონდა ბოლო ხანებში.ამ თამაშში მათ თავი უკეთესი მხრიდან წარმოაჩინეს და გვიჩვენეს,რომ გაცილებით მეტი შეუძლიათ.ახალბედებმაც ძალიან კარგად ითამაშეს და მათი გამოსვლით,ნაკრებს,არაფერი დაჰკლებია.მეორე და რეგიონალ ლიგიდან წამოსული ბიჭისათვის,ირლანდიასთან თამაში,ლომის ხახაში თავის ჩაყოფის ტოლფასი იყო,მაგრამ მანაც და სხვა ახალგაზრდებმაც დაამტკიცეს,რომ ესტაფეტა,ღირსეულ ხელში გადავა და ნაკრებს, საიმედო ზურგი ეზრდება.ამ ნაკრებს,ნამდვილად კარგი მომავალი აქვს.

• იბერიელი68

ბოლო ორმატში მოწინააღმდეგემ კიარ მოგვიგო არამედ ჩვენი შეცდომებით წავაგეთ აი ესარი კლასი და გამოცდილება რაც ესეთ თამაშებში მოვა ბრძოლისუნარიანობა შემართება სულ ქონდათ ჩვენს ნაკრებს რისგამოც გაფასებთ ზრდა არი ცალკე აღებული მორაგბე არაფრით ჩამოუვარდება მოწინააღმდეგეს გუნდი კი ეხლა ყალიბდება იქნება ესეთი თამაშები და საკლუბო რაგბს მიეცემა მეტი საერთაშორისო თამაშები ორსამ წელიწადში სულ სხვა ძალა ვიქნებით მოკლეთ მადლობა ბიჭებო

• სოსო

ესეთ გუნდებთან თამაშები ხშირად რომ გვქონდეს წინსვლა მალე გვექნებოდა. შერკინების მწვრთნელები ქართველები როცა გვყავდა არცერთ პირველი დონის გუნდებს არ ჩამოუვარდებოდნენ ჩვენები (უფრო მეტად ჯობდნენ კიდეც). ასე მგონია უცხოელებმა კარგად ,,შეგვისწავლეს" თავიანთ სამშობლოშიც აუწყეს

• mirosan

პირველ თამაშს იქეტ კვირაში მოვიგებთ ფიჯი თუ გვეთამაშა!

• gurulo

ქოაჩი არა იხვი,მწვრთნელი სიტყვა არ მოგწონს?

• თბილისიდან

პირველ რიგში ეს ომი არ არის, სპორტია. მერე და მამუკაშვილი სისხლდენის გამო გავიდა მოედნიდან, რაც ყველა მოთამაშეს ეხება და სანამ სისხლდენა არ შეწყდება იქამდე არ აქვს მოედანზე დაბრუნების უფლება. ეტყობა რაგბი არასდროს გითამაშია, ერთ ერთი ყველაზე ტრავმატული სპორტია და არცერთი მორაგბის ჯანმრთელობის განადგურებად არ ღირს ტრავმიანი თამაში. რა გინდოდა ახლა გორგაძეს, რომელსაც აქამდე მთელი ერთი სეზონი გაუცდა მუხლის გამო რამდენიმე წლის წინ, ამდგარიყო და კოჭლად ეთამაშა?! ეგ არის გუნდის ღალატი ტრავმიანი თამაში, როცა იცი რომ შესაბამის ფიზიკურ მდგომარეობაში აღარ ხარ სათამაშოდ, რამდენადაც მაგარი მორაგბე არ უნდა იყო. მგონი ფეხბურთშიც იგივეა და ნებისმიერ სპორტში. ტრავმიანი არც გორგაძე უნდა არავის მოედანზე და არც გორგოძე. ეს თამაში ჩატარდა და ისტორიას დარჩა. მორაგბეც ადამიანია და მომავალში ასეთი კიდევ უფრო მეტი ექნება სათამაშო. სირცხვილია უბრალოდ როგორ აღიქვავთ ყველფერს.

• vova

ყოჩაღ ბიჭებს დარწმუნებული ვარ თუ ჩვენ რეგურალურად მოგვეცემა ეს შამნსი და არა მარტო წელს უახლოეს ორ წელში ერთ თამაშს მოვიგებთ ექვს ერზე თუ მეტს არა აქ ისეთი რაღაცეები ჩანს რაც რუსებთან და თუნდაც ესპანეთთან ვერ დაიხვეწება ის ყველაფერი ტიერ ერთის გუნდებთან თამაშით უნდა დაიხვეწოს თუნდაც დრევანდელი ფანტასტიკური ლელო კვესელაძის ირწმუნა დრიბლინგი და შევიდა ლელოში რწმენა რწმენა და შრომა შერკინებასიც დავჩაგრეთ მადლობა ბიჭებს .

• ყოჩაღი ოლეგი

გორგაძის ამბავი მოიკითხეთ თუ შეიძლება. ეხლაც ყურებში ჩამესმის მისი ხმა

• leonardo

დღეს ნამდვილად უკეთ ვითამაშეთ - საღოლ ბიჭებს, ეხლა ეოფორიას რომ არ ავყვეთ მაინც მინდა რომ შექკინებქში უკეთ ვითამაშოთ - ეს მაინც ვიცოდით!!! აუტებზე ტრადიციულად ვერ ვთამაშობთ, ჩვენსას ხშირად ვაგებთ და მათ აუტზე არც კი ვხტებით და რატომ?! ძალიან ხშირად იწყინარ სიტუაციაში ვჯარიმდებოთ და ბურთს ვკარგავთ! ანუ ეს მგონი უფრო განოცდილების და სერიოზული თამაშების ნაკლებობით აიხსნება და ამიტო მგონია ერთადერთი შანსი ჩვენი განვითარებისა არის ფრანჩაიზი, ქართული კლუბი საფრანგეთის ან ინგლისის ჩემპიონატზე - თუკი შესაძლებელი არის ასეთი რამ...

• dubliniidan

ბაბუა ჩემი ამბობდა,ომში ყველაზე ძლიერები, თავდადებულები იღუპებიანო,სიფრთხილის ზღვრის მიღმა იბრძვიანო,მიტომო. მწყობრიდან ვინ გამოვიდა? შარიქაძე,გორგაძე, მამუკაშვილი...... იგივე სენი გვჭირს ფეხბურთშიც.....და ბევრ სხვა .... საქმეშიც .ერთად ჰკა მაგას, ვერ გამოგვდის, რატომღაც ვერაფერში ,ვერას დროს.ვეღარ ვდიდგორობთ,თუ მართლა გვიდიდგორია....რაც შეგიძლია, დაიხარჯე, უეშმაკოდ,ალლად, სიფრთხილის ზღვარზე მაინც,მეტს ვერც შეძლებ და არც არავინ გაძალებს....ერთეულების ხვედრია შეუძლებელი ,სტაბილურად, მთელი გეიმის, განმავლობაში, ნებისმიერის ენდამდე.

• giorgi 3

ყველაფერს ფიჯისთან თამაში გვიჩვენებს. რა დონეზე ვართ

• გიორგი

გეთანხმები, რომ კარგად ითამაშეს, მაგრამ ახალი მწვრთნელი აუცილებლად გვჭირდება.

• გიორგი

საუკეთესო თამაში გვქონდა 8 ერზე, ბარაქალა ბიჭებს! 14 კაცით ვეთამაშეთ ირლანდიას, რადგან მათიაშვილს კვლავ ეშინია შესაბოჭად მისვლაც კი. არადა, 15 ნომერია. იმედია მალე ნინიაშვილი გვეყოლება ძირითად ფულბექად.

• ATP 16

სულ მაინტერესებდა , რას უნდა გრძნობდე ადამიანი , რა შინაგანი ტრავმა უნდა გქონდეს , რომ საკუთარი ქვეყნის ნაკრებზე , კრიტიკით კი არა ირონიით საუბრობდე : " აი , ვითხოვდით ექვს ერს და ვხედავთ რა დღეშიც გვაგდებენო " . ვინც , დოტლანდიიდან დაწყებული ყველა თამაშს უყურა , მტერი უნდა იყო , მხოლოდ საკუთარი ქვეყნის , რომ პროგრსი ვერ დაინახო . დღეს იყო , ერთ-ერთი საუკეთესო თამაში თავგანწირვით დაცვაში და შეტევაში მეტი დისწიპლინით , უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა . მთავარია აქ სხვა რამეა , თვითონვე აღიატებენ ამ ტურის მერე , რომ უნდა გაგვიღონ კარები , სხვა გზა არ არის განვითარების , მაშინ გვექნება სერიოზული რეგრესი . მასე იყო არგენტინაც თავიდან , სულ ბონუსებით აგებდა , რამდენიმე ათეული წელი დაჭირდა იმისათვის რომ , მოეგო ტიერ-1 გუნდებისათვის , სხვანაირად ზრდა არ გამოვა , ეგ კი არა , თუ ისევ ქვედა დივიზიონში მოგვიწევს მხოლოდ თამაში , შეხედეთ ესპანეთს , როგორი მოტივაციით თამაშობს , რამდენიმე წელში სერიოზულ კონკურენციას გაგვიწევენ , თუ ჩვენ არ განვითარდით . ამიტომაც ,დამწყდა გული უელსთან , ლელოც უნდა დაგვედო და მერე რა მოხდებოდა კაცმა არ იცის . წარმატებები ბიჭებს , ეს ორი დღეა მტკიცდებ , რომ დებიუტანტების ნდობა ამართლებს , ფეხბურთსაც იქნება გადაედოს ეგ მუხტი .

• როკო

კარგად ითამაშეს. ყოველ თამაშში წინსვლა იგრძნობა, რაც მოწმობს იმას რომ მაისაშვილი კარგი მწვრთნელია. ამ ეტაპზე უცხოელის მოყვანა არ იქნებოდა სწორი, აცალონ მწვრთნელებს მუშაობა (გავიხსენოთ ფეხბურთელთა ნაკრებიდან ცხადაძის გაშვებით რა მივიღეთ). კრიტიკოსების გასაგონად: ნუ გვავიწყდება რა დონის გუნდებს ვეთამაშებით საქართველოს ჩემპიონატზე მოთამაშეებით, ამათთან თამაშში უნდა გაიზარდოს გუნდი-არარეალურ მოთხოვნებს ამ ეტაპზე ნუ აყენებთ. დღეისათვის ხელით თამაში ყველაზე დიდი პრობლემაა პლუს უნდა ვისწავლოთ სიღრმიდან სიჩქარეზე წამოსულზე ბურთის მიწოდება და არა სტატიკაში მყოფზე, რომელსაც შემდეგ გარღვევაზე გასვლა უჭირს

• zviads

კარგი იყო! 2023-ში კარგი გუნდი გვეყოლება!!

• Me

მარცხის მიუცედავად კმაყოფილი ვარ, მოლი გამოსწორდა, კვესო ისევ ათამაშდა სოსოს მოუხდა სკამი მეტი მოინდომოს თორე 15ზე შეცვლა მოვიდაააა

• Sebastien Chabal

კომენტატორები შესაცვლელებია ერთმანეთს არ აცლიან კომენტარს ფანტასტიურად ქაქანებენ კისკისში ეჯიბრებიან ეთერში ერთმანეთს .სადაა ფანტასტიური თამაში გუნდი მესამე თამაშს აგებს/საჩქაროდ საჭიროა უცხოელი ქოაჩი ახალზელანდიელზე არანაკლები დონისა /ეხლა. და არა მაის ივნისებში რაც გვქონდა, შერკინება,იმასაც ვკარგავთ,აუტებში და სისწრაფეში ხომ ვერ ვართ,რითი გვჯობიან ირლანდიელები ან სხვანი ფიჯიელები თუ.... ოც ოცი წელია ვერ ვეწევით,ჭკუით ? თუ გვარიშვილობა ვაჟკაცობით?ვფიქრობ სამშობლოს სიყვარულით. საქმით არა სიტყვებით და პროფესიონალიზმით თავთავის საქმეში. მსოფლიოს მოწინავეთა დონეზე, ასეა მგონი ჩვენი საქმენი Yველაფერში მიფუჩეჩებულნი,ჩვენსავე მიერ......

• რიგითი

თანამედროვე რაგბის ყველაზე დიდი პრობლემა და უფრო დიდი სირცხვილი მსაჯობაა..

• შენი კეთილის მსურველი

წინა თამაშებთან შედარებით კარგად ითამაშეს, მაგრამ დისწიპლინა ძალიან დაბალ დონეზეა, ბურთი სველი არ იყო ცხელი ხომ არ იყო იმდენჯერ დაუვარდათ.

• iექსპერტი

კარგია ბიჭებო ასე გააგრძელეთ! გვემაყებით!!

• ლომი

საამაყოდ და უკეთესად ითამაშეს ბიჭებმა. კარგია ეს ახალგაზრდა მოთამაშეების ჩართვა. ბოლოს და ბოლოს ცოტა კომბინაციები შეიმუშავეს. ერთ ორ წელში მაგარი გუნდი გვეყოლება და უელსაც და ირლანდიასაც მოვუგებთ. ლევანი არის კარდი დონის მწვრთნელი და ისიც მაღალ დონეზე ავა. მადლობა ბიჭებს და ცოტა მოთმინება გამოვიჩინოთ. 2021 წელი კარგი წელი იქნება. ღმერთმა დაგიცვათ ყველა.

"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

ირლანდიასთან ტრავმირებული გორგაძე თავს უკეთ გრძნობს

რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო

შარიქაძე: თავში დარტყმა მივიღე და მეტოქე ყვითელ ბარათს იმსახურებდა

მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]

მაისაშვილი: ახლა თვისობრივად სხვა გუნდი ვართ - წაგებით კმაყოფილი ვერ ვიქნები

ირლანდიური გამოხმაურება "ბორჯღალოსნების" დიდ პროგრესზე

მსოფლიო თასი: ახალმა ზელანდიამ ირლანდია დიდი ანგარიშით დაამარცხა

რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის

რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია

"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]

"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"