საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა და ტაშკენტის "ლოკომოტივის" კაპიტანმა კახი მახარაძემ ქართულ სპორტულ საიტ Popsport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და სხვა თემებთან ერთად, უზბეკეთში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

"თბილისის "ლოკომოტივიდან" ტაშკენტურ "ლოკომოტივში" მოვხვდი. თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად აეწყო. 2009 წელს გუნდის საუკეთესო ფეხბურთელადაც კი დამასახელეს, მაგრამ შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა დაგვტოვა, რომელიც ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. დაინგრა მთელი სისტემა და "ლოკომოტივი" უმაღლესი ლიგიდან გავარდა. ჩემ იქ დარჩენას აზრი არ ჰქონდა და როგორც კი "ფახთაქორიდან" მოწვევა მივიღე, არც კი დავფიქრებულვარ.

აუცილებლად უნდა ვთქვა: მაშინ უზბეკეთის ჩემპიონატში ძალიან დიდი კონკურენცია იყო. ეს ახლაა, "ფახთაქორი" ყველაფერს რომ იგებს, თორემ იმ პერიოდში, როდესაც მე ვთამაშობდი, ჩემპიონობისთვის რამდენიმე კლუბი იბრძოდა. დღევანდელი "ფახთაქორის" სუპერკლუბად ჩამოყალიბება კი შოთა არველაძის დამსახურებაა. სწორედ შოთამ და მასთან ერთად მომუშავე ადამიანებმა შეძლეს, დაემსგავსებინათ "ფახთაქორი" თანამედროვე ევროპული კლუბისთვის.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი მეშვეობით, შოთას ყველა ის ტიტული მივულოცო, რომელიც ტაშკენტში მოიგო. როგორც ვთქვი, ჩემი "ფახთაქორში" თამაშის პერიოდში ჩემპიონატი უფრო დაძაბული იყო. ასე რომ, ის ოთხი ტიტული, რომელიც ამ გუნდის რიგებში მოვიგე, უფრო რთულ ბრძოლაშია მოპოვებული. უზბეკეთის სამგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი ვარ. ეს უკანასკნელი გამარჯვება ირაკლი კლიმიაშვილთან ერთად ვიზეიმე, რომელიც მაშინ "ფახთაქორში" თამაშობდა", - აღნიშნა მახარაძემ.

წყარო: popsport.com

სოსო
გუჯა კახაძე გვთავაზობს თავის მეთოდს.ვიდეოებიც აქვს დადებული და ფეისბუკზეც შეძლებთ მასთან დაკავშირებას.ნახეთ ვიდეოები,მოუსმინეთ და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ.თუ რასაც გვპირდება სიმართლეა,ძალიან გამოგადგებათ მისი მეთოდი და არა მარტო თქვენ.ზოგიერთის საყურადღებოდ კი,ამას ვიტყვი:სწავლა არასოდეს არის გვიან და არასწორი სირბილი,ზედმეტ დაღლილობას და ტრავმებს იწვევს.სწორედ ამის გამო იმტვრევიან ძირითადში,ჩვენი ბიჭები.ამ ზაფხულს,მოსკოვის დინამოსთან ლოკომოტივის გამარჯვების შემდეგ,სწორედ მაგის გამო გიჟდებოდნენ რუსები,სწორი სირბილიც კი არ შეუძლიათ და ამათ როგორ გვაჯობესო.ლევან ყენია,ამომავალი ვარსკვლავი იყო და მადრიდის ატლეტიკოში სტაჟირებაზე რომ წაიყვანეს,მასაც ეს უთხრეს,არასწორად დარბიხარ,ქუსლებზე არ შეიძლება სირბილი,მთელ საყრდენ მამოძრავებელ სისტემას დაინგრევო.შედეგი იცით,მიიღო მძიმე ტრავმები და მიუხედავად რამდენიმე ოპერაციისა,ბოლომდე გამოჯანმრთელება,ვერ შესძლო.
დეცუს
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ვერ უძლებენ 2 ტაიმს და 18 წლის ბიჭი მიხვდა რომ მოსამატებელი აქვს და შენგან ასეთი კომენტარი რამდენად ადექვატურად მიგაჩნია?
bacho
guja kaxadze
Levani
Avto beridze cocxalia? Martla magari mwvrtnelia fizikis
დეცუ
18 წლის ბიჭი ეხლა სწავლობს სწორად სირბილს ?? ))) არა და მბაპეს მაგ ასაკში მსოფლიო ჯიბეში ედო ! დევისი ჯერ არცაა 18 წლის და ლიგა გაჯიბა)) ამან კიდე სირბილი ისწავლოსო )) ვაახ რა ხალხი ვართ )) 25 რო გახდება მერე კარში დარტყმაზე ატარე
ანდრეა
ავთო ბერიძე
რეზო
ეგეთი არ გვყავს. სამაგიეროდ გვაქვს ნაღდი ადიდასები. :)
ფეხბურთი 2020
ვეძებ კარგ ფიზმომზადების მწვრთნელს თბილისში 18 წლის ფეხბურთელს სწორად სირბილი რომ ასწავლოს უცხოეთში სინჯებზე რომ გამოადგება ისეთი და ვის მირჩევთ?
"უნივერსიტატეამ" მექვაბიშვილის MLS-ში ტრანსფერი დაბლოკა
"სენტ-ეტიენი" დავითაშვილის იტალიურ კლუბში გადასვლას აბრკოლებს - Geo Team-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჩაკვეტაძეს ნაკრებში მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
20-წლამდელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატი მონტენეგროსთან მარცხით დაიწყო
"შიში მესისთან დაკავშირებით სასაცილოა, არგენტინა როგორ აპირებს მუნდიალის ნამდვილი სუპერვარსკვლავი შეაჩეროს?" - პირს მორგანი
ხორვატიის ნაკრებს კვლავ ბილიჩი ჩაიბარებს
გრინვუდი "ფენერბაჰჩეს" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება
ურუგვაის ნაკრები დიეგო ფორლანმა ჩაიბარა
"პატარა ერების დიდი ოცნებები: მუნდიალი, რომელმაც ეჭვები გააქარწყლა"
შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები: U16 გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა
"ინგლისის ნაკრები იგივეა, გონჯ ქალიშვილს რომ უთხრა - "შესანიშნავი ხარ" - ამერიკელი საფეხბურთო მიმომხილველი
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
არგენტინელთა მცველი: ტანჯვის გარეშე მოგება არ შეგვიძლია
"აფრიკული გუნდი ცუდად იქცევა - საფრანგეთში არცერთი ფრანგი არაა" - დეშამის ნაკრებს ისევ აკრიტიკებენ
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
მარადონას და ფოლკლენდის კუნძულების გამო შურისძიების დრო დადგა. "ვინც არ ხტუნავს - ინგლისელია" - არგენტინამ გამარჯვება იზეიმა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
კახი მახარაძე უზბეკური "სოგდიანას" მოთამაშე გახდა
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
ქართველი ფეხბურთელები ევროპის მიღმა: წარმატებულები უზბეკეთში
კახი მახარაძე უზბეკეთის ჩემპიონია, არველაძე მე-3 ადგილოსანი
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
ჩაკვეტაძის ნახტომი 3 მილიონზე - ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელები
კახი მახარაძე ტაშკენტურ კლუბს დაუბრუნდა
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება