ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. ხახალეიშვილი 49 წლის იყო.

"ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 49 წლის ასაკში გარდაიცვალა", - ნათქვამია ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

2020 წლის ოქტომბერში ხახალეიშვილს დაუდგინდა გულის მძიმე დაავადება - დილატაციური კარდიომიოპათია რთული ფორმით. წლის ბოლოს, დეკემბერში კი მინსკში გულის გადანერგვის ოპერაცია გაუკეთეს, რომელმაც კარგად ჩაიარა და როგორც ბელარუსი ექიმები აცხადებდნენ, მდგომარეობა ყოველმხრივ სტაბილური იყო, ორგანიზმმა ახალი გულიც მიიღო.

ხახალეიშვილი მინსკის კლინიკაში 27 ნოემბერს მოათავსეს და ოპერაცია თითქოს იმავე დღეს უნდა გაკეთებულიყო. მოძიებული იყო დონორიც, მაგრამ 3 დეკემბრამდე გადაიდო, რადგან ექიმები პაციენტზე დაკვირვებას აგრძელებდნენ. 27 ნოემბრის შემდეგ, ოპერაცია 2 დეკემბერსაც დაინიშნა, მაგრამ ექიმებმა არჩიეს, ერთი დღე კიდევ დაეცადათ - ამჯერად დონორის გულზე დასაკვირვებლად. საბოლოოდ ოპერაცია 3 დეკემბერს, ღამით დაიწყო და 11 საათი გაგრძელდა.

დავით ხახალეიშვილი 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ასევე მსოფლიოს 2-გზის ვერცხლის (1991, 1993) და 2-გზის ბრინჯაოსპრიზიორი (1993, 1995), ევროპის ჩემპიონი (1993, 1996) და ბრინჯაოსპრიზიორი გახლდათ.

ის იყო ასევე სსრკ ხალხთა X სპარტაკიადის (1991), საბჭოთა კავშირისა (1991) და დსთ-ის ჩემპიონი (1992) ძიუდოში. მონაწილეობდა 1996 წლის ატლანტის ოლიმპიურ თამაშებშიც, თუმცა აწონვაზე დააგვიანა და ტურნირიდან მოიხსნა.

მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი 2018 წელს. ასევე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი 2003 წელს.

გულშემატკივარი
დიდი სპორტსმენი, ბუმბერაზი ადამიანი...
romandro
უფალს ებარებოდეს...ეს ლეგენდა ქართველი ფალავანი...
jordan beli
ძალიან სამწუხაროა.არადა სუყველა გულისფანცქალით ველოდებოდით მის გამოჯანმრთელებას. ვერასოდეს წარმოვიდგენდი ამ ბუმბერაზ ადამიანს თუ ვინმე და რამე დაამარცხებდა.იქ სადაც ხახალეიშვილი ჭიდაობდა დანარჩენი სპორტსმენები მხოლოდ ვერცხლზე ოცნებობდნენ იმიტომ,ოქრო მხოლოდ ხახალეიშვილის უნდა ყოფილიყო. კიდევ ერთმა ლეგენდამ დაგვტოვა ,ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული. მადლობა მას იმ სიხარულისთვის და სიამაყისთვის რაც მას მოუნიჭებია ჩვენთვის. ვუსამძიმრებ ოჯახს,ნათესავებს,მეგობრებს...
ბადრი ფირცხელიანი
აცხონოს, ღმერთმა ამ ლეგენდა კაცის სული. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.
ვახო...
აცხონოს უფალმა!
buba
ღმერთმა გაანათლოს მისი სული....
"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
გულშემატკივარს ვინისიუსისთვის ბანანის ქერქის სროლა 5 ათასი დაუჯდება
ევრიკა - "ბარსელონამ" სამუშაოზე ძილის სპეციალისტი აიყვანა
დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად იყრის კენჭს
გავერთიანდეთ დავით ხახალეიშვილის გადასარჩენად
ძიუდოში ოლიმპიურ ჩემპიონ დავით ხახალეიშვილს მძიმე დაავადება დაუდგინეს
დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად ახალი ოთხწლიანი ვადით აირჩიეს
ლეგენდარული ძიუდოისტი საქართველოში ჩამოასვენეს...