საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა რუსეთთან გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩის წინ მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრეს.

"გუნდში საბრძოლო განწყობაა. ვფიქრობთ, რომ მსოფლიოში არ არსებობს გუნდი, რომლის წინააღმდეგ ღირსეულად თამაში არ შეგვიძლია. რუსეთის ნაკრები არა მხოლოდ ჩვენი ჯგუფის ფავორიტი, არამედ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია.

სამწუხაროდ, შეხვედრა მსოფლიოში არსებული ვითარების გამო მაყურებლის გარეშე გაიმართება და გულშემატკივრების ემოცია ნამდვილად დაგვაკლდება. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ საინტერესო მატჩს ვიხილავთ", - განაცხადა ზვიად კუპატაძემ.

"რუსეთის წინააღმდეგ რთული თამაში გველის, თუმცა ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ყველა გუნდს აქვს მინუსები და ჩვენ სწორედ ისინი უნდა ვიპოვოთ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის თამაშში. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ საკუთარ მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ.

სამწუხაროდ, საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში ვერ დაგვეხმარება სიმი საიოტი, რომელიც ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და მძიმე ტრავმის გამო გამოგვაკლდა. ვეცდებით, რომ სიმი ღირსეულად შევცვალოთ", - აღნიშნა ავთანდილ ასათიანმა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუსეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)

წინა ხაზი: ირაკლი თოდუა (აელი, ლიმასოლი, კვიპროსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ფ.კ.პეტროვი, ლატვია), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია (რეალ ბეტისი, სევილია, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი), თეიმურაზ ექიზაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი ), რონინიო (ხერსონი, უკრაინა).

საქართველოსა და რუსეთის ფუტსალის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 2 თებერვალს, 18:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ. პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარი:

2 თებერვალი

საქართველო - რუსეთი

5 მარტი

საქართველო - სომხეთი

10 მარტი

სომხეთი - საქართველო

9 აპრილი

საქართველო - საფრანგეთი

12 აპრილი

რუსეთი - საქართველო

ევრო 2022-ის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული და ექვსი საუკეთესო მეორე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს. კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ რეიტინგის ბოლო ორ ნაკრებს შორის პლეი-ოფის სისტემით გაირკვევა. ფუტსალში ევრო 2022-ს ნიდერლანდები უმასპინძლებს. აღნიშნული ქვეყნის ნაკრებმა ევროსაგზური საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე, მასპინძლის სტატუსით უკვე მოიპოვა.

წყარო: GFF.ge

niko
ეს ბრაზილიის ნაკრებია თუ საქართველოსი?:)
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
სლოვაკეთი - საქართველო | გადამწყვეტი მატჩი ბრატისლავაში
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
ავთანდილ ასათიანთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
რუსეთის წინააღმდეგ რევანშის მოლოდინში!
ავთანდილ ასათიანი: წინ ბევრი თამაშია და მთავარია ეს მუხტი შევინარჩუნოთ
[VIDEO] ფუტსალი. მძიმე მატჩი ბრატისლავაში - საქართველოს ნაკრებმა ევრო 2026-ის საგზური მოიპოვა
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის საპასუხო მატჩისთვის ემზადება
ევრო 2022. ავთანდილ ასათიანი: რუსეთის ნაკრები შევისწავლეთ და ზედმეტი წნეხიც მოხსნილია
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდი გამარჯვებით დაიწყო
ავთანდილ ასათიანი: მიყვარს ჩემი გუნდი - რუსეთთან შედეგი, ალბათ, კანონზომიერია, მაგრამ...
ზვიად კუპატაძე: ისტორია მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გადავწეროთ
ზვიად კუპატაძე: ესპანეთთანაც მოსაგებად გავალთ
ავთანდილ ასათიანი: აუცილებლად პირველი ადგილით უნდა გავიდეთ ჯგუფიდან
საქართველოს ნაკრების მეკარე: მეც რუსეთში ვთამაშობ და პატრიოტიზმზე მოლაპარაკეებს ნეტავ ჩემსავით უყვარდეთ საქართველო
ავთანდილ ასათიანი საქართველოს ფუტსალის ნაკრებს 2024 წლამდე უხელმძღვანელებს
მატჩის დღე! ავთანდილ ასათიანი: ბოსნიასთან მატჩისთვის გუნდი ძალიან კარგ მდგომარეობაშია