სანდრო მამუკელაშვილი ამერიკის სტუდენტური ლიგის საუკეთესო 10 ფორვარდს შორის დაასახელეს. ეს მოხდა საიმისოდ, რომ გამოვლინდეს სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი (მძიმე ფორვარდი), რომელსაც ლეგენდარული კარლ მელოუნის სახელობის პრიზი გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ 20 საუკეთესო სეზონის დაწყების წინ დასახელდა. მოთამაშეები სპეციალისტებმა გამოარჩიეს და იმთავითვე ითქვა, რომ ეს სია ნელ-ნელა შემჭიდროვდებოდა და 9 აპრილს გამოვლინდებოდა პრიზის მფლობელი. დღეს 10 ფორვარდი აღნიშნულ სიას მოაკლდა, მეორე 10 კი კარლ მელოუნის პრიზის მოსაგებად ბრძოლას აგრძელებს. ესენი არიან: აამირ სმითი, მეტიუ ჰერტი, დრუ ტიმი, ტრეის ჯეკსონ-დევისი, ტრენდონ უოტფორდი, ტრე მიტჩელი, ოსკარ და სილვა, გრეგ ბრაუნი, ჯერემია რობსონ-ირლი და სანდრო მამუკელაშვილი.

კარლ მელოუნის პრიზი 2015 წელს დაწესდა და მისი პირველი გამარჯვებული მონტრეზ ჰარელი (ლუისვილი) გახდა, რომელიც ამჟამად NBA-ს ჩემპიონ "ლეიკერსში" თამაშობს. შემდეგ პრიზის მფლობელები იყვნენ: 2016 – ჟორჟ ნიანგი (აიოვა), 2017 – ჯონათან მოტლი (ბეილორი), 2018 – დეანდრე აიტონი (არიზონა), 2019 – ზაიონ უილიამსონი (დიუკი), 2020 – ობი ტოპენი (დეიტონი).

მამუკელაშვილი ამ სეზონში "სეტონ ჰოლის" ნამდვილი ლიდერია. ის კონფერენციაში ერთადერთი მოთამაშეა, ვინც ტოპ-15-ში შედის, როგორც ქულებით (17.9 – მე-4 ადგილი), ასევე მოხსნებითა (6.9 – მე-8) და პასებით (3.3 – მე-13). კოლეჯთა ლიგის საუკეთესო 6 კონფერენციაში, ეგრეთ წოდებულ Power Six-ში, იმ 5 კალათბურთელს შორისა, რომელთაც სეზონში 30 და მეტი ქულა 2 ან მეტ თამაშში ჩააგდეს.

თებერვლის ბოლოს ამ ათი კანდიდატიდან ხუთი ფანების ხმების საფუძველზე გაიცხრილება, გამარჯვებული კი 9 აპრილს გამოცხადდება (აქ გადამწყვეტი კოლეჯთა ლიგის დიდების დარბაზის კომიტეტის გადაწყვეტილებაა). იმავე დღეს გამოცხადდება სეზონის სიმბოლურის დანარჩენი 4 წევრიც. 29 იანვრიდან ფანებს სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა შეეძლებათ.

კარლ მელოუნი, “მეილმენი” NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მძიმე ფორვარდად მიიჩნევა. მან ასოციაციაში 18 სეზონი გაატარა და ორჯერ გახდა ყველაზე სასარგებლო მოთამაშე. 1984 წელს მან ლუიზიანის კოლეჯს NCAA-ს ტურნირი მოაგებინა.

GBF.GE

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ის, რაც "კვარამ" ფინალში გააკეთა, უმნიშვნელოა", - მბაპეს მამა
"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
გურულმა მედალი გაინაღდა - ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ფინეთი გერმანიას შეხვდება
"შავი ლომი" | "ბენეტონთან" ტრევიზოში
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
მამუკელაშვილმა შეიძლება NBA დატოვოს - მას ევროგრანდი იწვევს
29-წლიანი ისტორია დასრულდა - პოპოვიჩი "სან ანტონიოს" აღარ გაწვრთნის
[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
მამუკელაშვილმა სეზონი დაასრულა, ბითაძეს პლეი ოფის შანსი პლეი ინში აქვს