5 წლის წინ ჩინეთში გადაწყვიტეს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები მიეზიდათ და მათ ევროპული ბაზრისთვისაც კი მიუწვდომელ ხელფასებს სთავაზობდნენ. პირველ რიგში, აზიას სამხრეთამერიეკელმა მიაშურეს. ბევრს მიუნხენის "ბაიერნისა" და "ბარსელონას" ინტერესიც დაავიწყდა, ასაკსა და მომავალ კარიერასაც არ მიაქციეს ყურადღება და აზიაში გაიქცნენ. 15-20 მილიონი ევრო წელიწადში - ზედმეტად ტკბილი ციფრია, რათა ტიტულებსა და გულშემატკივართა აღიარებაზე იფიქრო.

ხატაეთის საფეხბურთო ამბების ერთერთი სიმბოლო ოსკარი გახდა, რომელმაც "ჩელსიში" გაიბრწყინა, 25 წლისას "სტემფორდ ბრიჯის" მომავალ ვარსკვლავად და გუნდის ლიდერად თვლიდნენ. ოსკარმა მართლაც ბრწყინვალედ დაიწყო, გაუტანა "იუვენტუსს". შემდეგ ხუან მატასთან ერთად კარგი დუეტი შექმნა, პრემიერლიგა და ევროპა ლიგა მოიგო. თუმცა, ანტონიო კონტეს "არისტოკრატებში" მისვლის შემდეგ ბრაზილიელმა სკამზე გადაინაცვლა: ის იტალიელის გეგმებში არ შედიოდა და თამაშიც თითქმის არ უწევდა.

შემდეგ კლუბს 75 მილიონი ევრო შესთავაზეს, "ჩელსიში" არც უფიქრიათ. ხოლო 20-მილიონიანმა ხელფასმა ოსკარიც ზედმეტი ფიქრებისგან გაათავისუფლა.

"არ ვთვლი, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. ჩინეთში დიდ პროექტს ქმნიან. მომავალში ჩინური ლიგა მსოფლიოს ერთერთი წამყვანი ჩემპიონატი გახდება. როცა სათამაშოდ ევროპაში მიდიხარ, ამას არა ფულისთვის, არამედ კარგი კლუბების გამო აკეთებ. იგივე ისტორია უნდა იყოს ჩინეთთან დაკავშირებითაც. ეს ლიგა მსოფლიოში ერთერთი უძლიერესი უნდა გახდეს,"- თქვა ოსკარმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

აზიაში გადაბარგების შემდეგ ოსკარი ანაზღაურების მხრივ მსოფლიოს ტოპ-15 ფეხბურთელს შორის მოხვდა. თუმცა ნაკრები დაივიწყა: ბოლოს "სალესაოში" 2015 წელს გამოიძახეს, როცა "ჩელსიში" თამაშობდა. 2018 წელს კი აღიარა, რომ არც კი ადარდებდა: ოსკარს აღარ რცხვენოდა, რომ აღმოსავლეთში ფულის საკეთებლად წავიდა.

"ჩინეთს უდიდესი ეკონომიკური ძალა აქვს. ფეხბურთელს ასეთ შეთავაზებაზე უარის თქმა არ შეუძლია. ნებისმიერი მოთამაშე და ნებისმიერი მშრომელი ფულს ახლობლების დასახმარებლად შოულობს. მე ღარიბ ბრაზილიურ ოჯახში გავიზარდე, ჩვენ არაფერი გაგვაჩნდა. ახლა რაც გვაქვს, ჩემი სამსახურის გამოა. ყველაფერი რაც მაქვს, თავად გამოვიმუშავე.

არ მადარდებს მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებ თუ არა. მე ოჯახსა და მომავალზე ვფიქრობ. არ მინდა უბედური და ღატაკი ვიყო, სიბერეში კი მუნდიალზე ნათამაშევი შეხვედრების მოგონებებით ვიცხოვრო,"- ციტირებს ბრაზილიელს La Pelotona.

ხატაეთში კი ოსკარზე გიჟდებიან. მან მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა, რათა "შანხაი სიპგს" საჩემპიონო გვირგვინი "ხუანჭო ევერგრანდისათვის" ჩამოერთმია: მაგალითად, 2018 წლის ოქროს სეზონში ოსკარი ლიგაში გოლს+პასი (12+22) საუკეთესო იყო. 2020 წლის ბოლოს კლუბთან კონტრაქტი ჰალკს დაუმთავრდა და ბრაზილიაში დაბრუნდა. ოსკარმა კი ჯერ კიდევ 2019 წელს გააგრძელა ხელშეკრულება ძველი პირობებით და ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდა. შესაძლოა, ეს სპეციალურად გააკეთეს, რადგან იქამდე რამდენიმე კვირით ადრე ხელფასის ჭერის განსაზღვრის საკითხს განხილვა დაიწყეს, რომელიც 2024 წლამდე ფეხბურთელს ვერანაირად ვერ შეეხება.

მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ ოსკარს ჩინეთში მობეზრდა. ბოლო ორი სეზონია არც ისე კარგად თამაშობს და პრესასთან უფრო და უფრო ხშირად საუბრობს "შანხაი სიპგიდან" წასვლაზე. ჯერ ამბობდა სერია A-ში მინდაო, ახლა კი "ჩელსი" წამოსცდა.

"ჯერ ჩინეთის დატოვებაზე არ ვფიქრობ. აქ ბრწყინვალე პროექტი აქვთ, თუმცა კარიერის ბოლოს "ჩელსიში" დაბრუნებას ვისურვებდი. ინგლისის პრემიერლიგაში კარგი ისტორია შევიქმენი, ისეთ ასაკში მივედი, როცა ბრაზილიელებს გულშემატკივრები დიდად არ ენდობიან. შევძელი და ეს სტერეოტიპი შევცვალე. როცა ასაკში შევალ, იგივე მინდა გავიმეორო. ჯერ კიდევ კარგად ვთამაშობ, კარგი სტატისტიკაც მაქვს, წესით, "ჩელსიში" ჩემთვის ადგილი უნდა გამოინახოს,"- განაცხადა 29 წლის ფეხბურთელმა Yellow and Green Football-თან ინტერვიუში.

უფრო და უფრო სარწმუნოა, რომ ეს სიტყვები პოპულიზმიდან საკმაოდ შორს არიან. ჩინეთში ჭანჭიკებს მოუჭირეს: სახელფასო ჭერმა აჩვენა, რომ ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების მიწვევით დაინტერესებული ისე აღარ არიან, როგორც ადრე და არც მსოფლიოს უძლიერესი ლიგის შექმნაზე ოცნებობენ.

ოსკარს, კი, როგორც ჩანს, ყელში ამოუვიდა. საკმაო ფული იშოვა და უკან უნდა დაბრუნება, იქ, სადაც ფეხბურთს ემოციებისთვის თამაშობენ და არა საბანკო გადარიცხებისთვის.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით

kaxi
ამან თუ დაინგრია, ვინღა აიშენა?))
საბა
20 მილ.წელუწადში დაახ. 60 მილ ლარი, საქ. უმაღლესი ლიგის 10 კლუბს ამდენი ერთად არ აქვთ, თავისი ხელფასებით, პრემიებით და სატრანს.ღირებულებით.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
600 ლარი და სამტრედიას გაქაჩავ? შეცდომას ვუშვებ არა? არადა თელავმაც უარი თქვა...
ლაშა
ეგრე თუ გაგრძელდა, ცოტახანში თვითონ იყიდის მაგ "ჩელსის"))
სანდრო
წელიწადში 20 მილ)) ითამაშოს და "ჩელსის" თვითონ იყიდის.ხო ნუ იქნებოდა საშ.დონის ფეხბურთელი ტოპ-ში და რა? მორჩა კინო და ვის გაახსენდება თუნდაც 4-5 წ.ში. ეგ არც მესია და არც კრუიფი. 20 ლიმონი წელიწადში ერთიი საშ.ქალაქის ბიუჯეტია. ეს ფეხბურთიც ხო სპორტის გარდა არაფერს იკარებს.)) დიდი ფულია.ისე ვერ გამიგია 10-15 ათასზე ნახ.საქართველო რუსეთში"ყომარობს" და კაცი შან-ხაიში 20 მილ.უყურებს ტეხავს?
ავლიპა
ფულის მონა...მაგარი მომავალი ქონდა ტიპს და საფეხბურთო ასაკის ზენიტში ტიპი ჩინეთში წავიდა...თფუი..ამ უბედურმა მაქსიმუმ რუსეთში გაქაჩოს ახლა,მომინდომა ჩელსი
ჯაბა
რავი ეგება და "როტორს" ჯობდეს))
მიგელ
რა კარიერა დაინგრია ფულის გამო...
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
"ჩელსის" ყოფილი ნახევარმცველი ოსკარი: ჩინეთის ნაკრების დახმარება შემიძლია
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
8 წლის შემდეგ - ოსკარმა ჩინეთი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა
ზამთრის ტოპ-ტრანსფერები: ჩინური თვე ფრანგული არომატით
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
ბრაზილიის ნაკრები: ახალი თვითმფრინავი "სელესაოს" ფერებში
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
ბრაზილიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლების გამო კარიერის დასრულება მოუწევს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
გაყიდვასაც შნო უნდა - პრემიერლიგის კლუბების სარეკორდო გასხვისებები
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა