უელსის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა სემ უორბართონმა (უელსური რაგბის ისტორიაში ყველაზე მეტი კეპი კაპიტნის რანგში) "ბი-ბი-სის" პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ 6 ერში გავარდნისა და დაწინაურების სისტემა უნდა შეიქმნას.

ცვლილებები აუცილებელია. მხოლოდ ერთი თამაშის გამო არ ვამბობ ამას, იტალია ბოლო რამდენიმე წელია ანგარიშგასაწევი ძალა ნამდვილად არ არის. პირადად მე მიმაჩნია, რომ 6 ერში დაწინაურება-გავარდნის სისტემა უნდა ამუშავდეს.

საქართველო რომ ავიღოთ, რომელმაც მეორე დონის შეჯიბრება მოიგო. რამდენი ხანი უნდა დავაფაროთ ამ ევროპულ გუნდებს გამჭვირვალე ჭერი და როგორ უნდა გავიგოთ, რა ფორმით ვითარდება რაგბი ევროპაში?

თუ ეს სისტემა დაინერგა და იტალია ბოლო ადგილზე გავიდა, საქართველო კი თავის შეჯიბრებას მოიგებს, საქართველო იტალიაში უნდა ჩავიდეს, იტალიელებს კი შინ თამაშის უპირატესობა ისევ ექნებათ და 6 ერში დარჩენის უკეთეს შანსებსაც შეინარჩუნებენ. მიმაჩნია, რომ სატელევიზიო ტრანსლაციის მხრივაც წარმატებული იქნება, მაყურებლები აუცილებლად ეყოლება. მაგალითად, მე სიამოვნებით ვნახავდი ამ შეხვედრას.

იტალიის ნაკრები, უბრალოდ, ძალიან დაბალ დონეზე დაეცა. ადრე, როცა მაშინაც ვუგებდით, წინააღმდეგობას მაინც გვიწევდნენ, ძლიერი ბიჭები ჰყავდათ და მათთან ბრძოლა ძალიან რთული იყო. ახლა კი, ნახეთ, საფრანგეთმა მათივე კედლებში ზედმეტად იოლად მოუგო", - განაცხადა უორბართონმა.

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის უკანასკნელ ტურში რუსეთს 16:7 მოუგო, ხოლო იტალია სახლში საფრანგეთთან განადგურდა - 10:50.

ზვიო
რეგრესი იმის ბრალია რომ არასწორად იქცევა რაგბის მამები საქართველოს იგნორით და ეს ფაქტია მოქმედებს თუ ვინმეს გონია გუშინდელი რუსებთან თამაშით შეაფასოს ჩვენი ბიჭების დონე მწარედ ცდება ეს არაფრის მომცემი თამაში იგივეა ჩვენ რომ რუსებს ყინულის ხოკეიში ვეთამაშოთ რასაც ვერასდროს ვერ მოუგებთ და ხანდახან შიძლება შაიბაც გაგვატანინონ ასე რომ აუცილებელია გავარდნა აღზევების პრინციპი და მჯერა რომ იტალიას 2 წელში გავღუნავთ .
hhh
ხოდა მაგიტომაც განვიცადეთ რეგრესი, რომ არ დაგვაწინაურს,
gre
2015 წლამდე ნაკრები იმსახურებდა, ეხლა უბრალოდ არ ვიმსახურებთ
Toko
იმას ვგულისხმობ რომ იტალია დააქვეითონ და ჩვენ ლიგაში ითამაშონ
dat
2015 წლამდე ვიმსახურებდით. 2016 წლიდან რეგრესი გვაქვს. გუშინ ოკუპანტებთან თამაშის შემხედვარე აშკარად ჩანს რომ სადაც ჩვენი ადგილი ზუსტად იქ ვართ.
ნეტარ არიან მორწმუნენი
6 ერში ისე შეგვიყვანენ როგორც ევრო კავშირში და ნატოში!
არც დაიგინო
აბა სად უნდა ვიყოთ?:დ
irakli81
უფრო ლოგიკურუ ის ექნება 6 ერი 8 ერად გადაკეთდეს და ფიჯი და საქართველო დაამატონ როგორც შემოდგომაზე ჩატადა,არც იტალია გავარდება,ფიჯის დამატებით ტურნირიც უფრო საინტერესო გახდება და საქართველოსაც შანსი მიეცემა, მოკლედ ყველა კმაყოფილი დარჩება
თოკო
ან გამოაგდონ ეგ იტალია და ჩვენ დაგვამატონ, ან შეგვიყვანონ ჩვენც და იტალიისთვისაც უკეთესი იქნება ვინმეს მაინც მოუგებენ. ჩვენც დავეწევით
Drago
ე ბიჭო რა შეუკიკინეთ, იობრძვის ის რუსეთიც და ომობს და სულ ერთნაირად ვერ მოუგებ! მთავარია მოვიგეთ და ნელ ნელა დალაგდება ყველაფერი! რამდენი უნდა თარსოთ ნაკრები>??? მადლობა ბიჭებს იომეს და მოიგეს!მორჩა!მწვრთნელი ულაპარაკოდ უცხოელი უნდა იყოს და ძალიან მაღალი კვალიფიკაციის!
ქართველი
ვინც ოდნავ მაინც ერკვევა დღევანდელ საერთაშორისო რაგბში აბსოლუტურად ყველამ იცის რომ იტალიის გაგდება 6 ერიდან და გადასროლა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე არის გამორიცხული. უბრალოდ შანსი არარის იტალია ჩავიდეს და პორტუგალიას ეთამაშოს 5 კაციან სტადიონებზე. ზედიზედ 28 თამაშია აგებს იტალია 6 ერში უბრალოდ სასირცხვილო თამაშს აჩვრნებენ მაგრამ ეს არის წმინდა წყლის კომერციული ტურნირი და არავინ არ შეგვიშვებს ესარის რეალობა. ჩვენც ვერ ვხმაურიბთ სათანადოდ. რუსეთს რო ძლივს მოუგებ ვინ შეგიშვებს 6 ერში. დაგცინებენ და გამოგიშვებენ. ყველაზე მთავარია ამდროს რას აკეთებს მსოფლიო რაგბი? არაფერს საერთოდ არაფერს. კაი 6 ერი ჯანდაბას კომერციული ტურნირია. საერთაშორისო ტესტებიც კომერციულია?? მაგას ხო მსოფლიო რაგბი აგვარებს. ელემენტარული ნიემბრის ტესტებზე ყოველწელს კანადა ამერიკის მეტს არავის გვახვედრებენ და საკინკს მოგვიგდებენ ხოლმე და 1 ტესტს მოგვცემენ კარგ ნაკრებთან. 5 მსოფლიო თასი ვითამაშეთ და მარტო ერთხელ იყო ჩამოსული ე.წ ტიერ 1 გუნდი საქართველოში, შოტლანდიას ვგუკისხმობ. ამიტო მსოფლიო რაგბმაც ცოტა გაანძრიოს ტვინი. იმედია არდამიბლოკავთ კომენტარს
ჰაჰა
ეს კაცი სიმართლეს ამბობს და ჩვენთვის კარგს. რა თქვა? იტალია აღარ ვითარდებაო, იმიტომ რომ აზრი დაკარგაო. არც ვარდება და არც წინ მიდისო. როცა გადასასვლელი თამაში ექნებაო, უფრო მოინდომებსო, თავის მხრივ ქართველებიც უფრო მოინდომებენო. ჰოდა, რაგბიც განვითარდებაო. მე კი დავამატებ ჩვენ მიზანი გაგვიჩნდება წინსვლის და არა მარტო რუსეთთან მოგების.
gogig
ეგ ყველაფერი კარგია, მაგრამ იტალიას Ltd 6 ერის აქციების 18% ეკუთვნის. ამ პირობებში, მაგათ ვინმე გააგდებს?
ზურა
)))))))))) მეც გუშინდელ თამაშზე უნდა დამეწერა, მაგრამ დამასწარით, თუმცა მთავარია ფედერაცია დალაგდეს, ნორმალური მწვრთნელი მოვიყვანთ და შანსს ნამდვილად ვიმსახურებთ
irakli
საქართველო იმსახურებს უკვე დიდი ხანია!
მთ
გუშინდელი თამაშის ხარისხის დონით, სადაც ვართ იქაც არ უნდა ვიყოთ!!!
გენა
ამას საქართვეელო რუსეთის გუშინდელი თამაში არ უნახავს ალბათ, თორემ მაგას არ იტყოდა.
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
[VIDEO] 61:12 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც უპრობლემოდ მოუგო
ქალთა ნაკრებმა საბერძნეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ევროპა ლიგა - პლეი-ოფები მოულოდნელობების გარეშე
[VIDEO] სენსაცია კონფერენს ლიგაზე - სომხურმა "ნოამ" "ალკმაარს" მოუგო
გიორგი ცხოვრებაძე "პარი სენ ჟერმენთან" საუკეთესო იყო
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
"ხშირად ამბობენ, რომ კალათბურთი არ მაინტერესებს, მაგრამ..." - ნიკოლა იოკიჩი
"ბოდო გლიმტი" ამ მოედანზე თამაშს მიჩვეულია, მარცხს ჩემს ფეხბურთელებს ვერ დავაბრალებ" - კრისტიან კივუ
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეათე გოლი გაიტანა
[VIDEO] "ნიუკასლმა" "ყარაბაღს" პირველივე ტაიმში მოუთავა საქმე
ლუნინმა ბოლოს და ბოლოს "რეალის" დატოვება გადაწყვიტა
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები - ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ
ალონსომ "მარსელი" იუარა - ესპანელისთვის ფრანგულ გუნდში არასტაბილური სიტუაციაა
მბაპე: ეპიზოდი უნდა გამოიძიონ, პელესტრინიმ ვინისიუსს "მაიმუნი" ხუთჯერ უწოდა
BBC: ვოლტემადე "ნიუკასლის" დატოვების ვარიანტს განიხილავს
"ჩემი ქვეყნით ვამაყობ" - ანასტასია გუბანოვა საქართველოზე
მასობრივი ჩხუბი მატჩის შემდეგ - "ბენფიკას" და "რეალს" სერიოზული სანქციები ელით?
რუსთავის აკადემიამ გოგონათა გუნდებისთვის საკალათბურთო ინვენტარი მიიღო
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
"რთულ სიტუაციაში ვიყავით, თუმცა წნეხს გავუმკლავდით" - ლუის ენრიკეს კომენტარი "მონაკოსთან" გამარჯვების შემდეგ
რაგბის იტალიალი ლეგენდა: საქართველო "6 ერიდან" მაინც 1 წლის მერე გამოვარდება და აზრი?!
ლევან მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი იოჰანესბურგის საავადმყოფოშია
7 ლელო პირველ მატჩში - იტალიამ ნამიბიას გადაუარა
იტალია საქართველოზე გაცილებით კარგი გუნდია - კონორ ო'ში
კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]
საქართველო - რუმინეთი (საუკეთესო მომენტები) [VIDEO]
იტალიის ნაკრებმა საქართველოს მსოფლიო რეიტინგში გადაუსწრო
"საქართველოს 6 ერში შესვლის შანსის მისაღებად 1 მოგება სჭირდება" - ავსტრალიაში მოღვაწე ექსპერტი
Planet Rugby: "6 ერის" სისტემა უნდა შეიცვალოს, საქართველო კი არ უნდა დაემატოს...
ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი
იტალიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის დიდი სხვაობაა - იტალიური რაგბის თავკაცობის კანდიდატი
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუმინეთთან