ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

იტალია საქართველოზე გაცილებით კარგი გუნდია - კონორ ო'ში

იტალია საქართველოზე გაცილებით კარგი გუნდია - კონორ ო'ში

იტალიის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა, ირლანდიელმა კონორ ო'შიმ Sports Mail-თან საუბარში განაცხადა, რომ იტალია 6 ერში თამაშს იმსახურებს და საქართველოზე გაცილებით კარგი გუნდია.

"ძალიან ადვილია შეკითხვის დასმა იტალიის შესახებ, თუმცა, როცა მათი თამაშის სტილს უყურებ, ცალსახად, ისინი საქართველოზე უკეთესები არიან. იტალია ფრანკოს ხელმძღვანელობით კარგი რაგბის თამაშს ცდილობს.

ეს საკითხი სულ დგას და იქნება: "რა უნდა მოხდეს 6 ერთან დაკავშირებით? დაქვეითების ინსტიტუტი უნდა ამუშავდეს თუ არა? მიმაჩნია, რომ იტალიამ ელიტაში ადგილი დაიმსახურა და ჩემი აზრი არასდროს შეიცვლება, ის კი გულისხმობს, რომ რაგბის განვითარებას უნდა შევუწყოთ ხელი. ჩვენი მიზანია ძლიერი საქართველო და რუმინეთი, ასევე, ოკეანეთის ძლიერი ნაკრები გუნდები გვყავდეს. როგორ უნდა განვავითაროთ რაგბი?

ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ისეთი გადაწყვეტილების მიღებაა, რომელიც არამც და არამც არ უნდა დავუშვათ. ყველას უნდა გვსურდეს საქართველოსა და რუმინეთის მსგავსი გუნდების განვითარება, მაგრამ, ამასთანავე, არ ჩავკლათ რაგბი იმ ქვეყანაში, რომელშიც ის მაღალ დონეზეა".

ირლანდიელი მიიჩნევს, 2018 წელს, იტალიის მიერ საქართველოს დამარცხება (28:17) მნიშვნელოვანი დეტალია და აცხადებს, რომ საქართველოს ძლიერი ფორმა იმის დამსახურებაა, რომ უმაღლესი დონის გუნდებს პერიოდულად ეთამაშებიან, ხოლო იტალიას კი ტიერ 1 გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველ კვირას უწევს.

"იტალია მეორე დონის ნაკრებებს არ ეთამაშება და არც ამხანაგურ შეხვედრებს ატარებს. ხალხს ბევრი ფიქრი მოუწევს იმისათვის, თუ როგორ ეთამაშონ საქართველოს 6 ერში, ნაცვლად იმისა, რომ ეს თამაში 500 სხვადასხვა ვარიანტის დასამუშავებლად გამოიყენოს. ეს სხვა შეჯიბრებაა", - თქვა ო'შიმ.

• სოსო

როდესაც საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებებმა,6 ერის ქვეყნების დამარცხება დაიწყეს ევროპის ჩემპიონატზე,იქ მონაწილეობა შეწყვიტეს.ამით ჩვენ მაგ დონეზეც კი,ძლიერ გუნდებთა თამაშის საშუალება მოგვისპეს და ამით ჩვენ, ზრდის საშუალება წაგვართვეს.ბოლო ასაკობრივ მსოფლიო ჩემპიონატში ჩვენი შედარებითი წარუმატებლობა,პირველ რიგში ამისი შედეგი იყო. დიდ ნაკრებებშიც,ეგენი არ დაუშვებენ,რომ ჩვენ მათ დონეს მივუახლოვდეთ.ჩვენ ეროვნული რესურსებით ვცდილობთ განვითარებას,იტალიის ნაკრები კი ბოლო ორი წელი,მეც მომწონს,თუმცა მოთამაშეთა მნიშვნელოვანი ნაწილი,ნატურალიზებულია და ქვეყნის შიდა დონეს,მათზე დაყრდნობით ვერ შევაფასებთ.ასე რომ მათი ნამდვილი ნაკრები,არა მგონია ჩვენზე მაღალ დონეზე თამაშობდეს.მეორე მხრივ,ჩვენი განვითარების მთავარი ბერკეტი,სწორედ 20 წლამდე ნაკრებში დაფრთიანებული ბიჭები იყვნენ და მათი განვითარების შეფერხებით,დიდი ნაკრების განვითარებაც შეფერხდება.შარშან ახალგაზრდული მსოფლიოს თასი ვერ ჩატარდა.ორიოდე წელში,დიდ ნაკრებში ის ბიჭები დაიწყებენ მოსვლას,რომლებსაც ასაკობრივ ჩემპიონატებში,მსოფლიოს გრანდებთან ნათამაშები არა აქვთ და ეს,აუცილებლად დაბლა დასწევს,მათ სათამაშო დონეს.ცხადია,რომ ისევ ფრანჩაიზში უნდა ვეძებოთ ხსნა,თუმცა ასე ყირაზე დაყენებულ ფედერაციას,არაფრის გაკეთება არ შეეძლება და კიდევ დროს ვკარგავთ.

• გიორგი

დღეს რომ იტალია გვჯობს და კიდებ ბევრი სხვა გუნდი, ეს საკამათო არ უნდა იყოს. მაგრამ იტალიის მწვრთნელი ხედავს ჩვენი მორაგბეების პოტენციალს და ამიტომაა შეშინებული. რომ არ ეშონოდეს, სიხარულით დათანხმდებოდა ფლეი-ოფს. სამწუხაროდ, ამ პოტენციალის გამომყენებელი არ გვყავს, არც სამწვრთნელო გუნდში და არც რაგბის კავშირში. ეს შინაური ამბავია და იტალიის მწვრთნელმა არ შეიძლება იცოდეს. ის ვერც კი წარმოიდგენს, რომ ამგვარი ბარდაგია ქვეყანასა და რაგბშიც.

• Tengo

ფეხბურთში უმწრთვნელოდ, რაგბში ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე რაც ხდება ყველა ვხვდებით, ეს ზოგადად მთავრობის პოლიტიკაა სპორტის მიმართ, შესაბამისად იტალიას კი არა, ამ ჩვენს მაჩანჩალა ჯგუფში ვერაფერს ვეღარ მოვიგებთ

• გლახუნა

ჯერ ერთი ძ ა ლ ი ა ნ კარგად ვიცი რაგბი (მითამაშია), მერე -მგონია აქ-ან მიზანმიმართულად რუსი პროპაგანდისტები საუბრობენ, ან უბრალოდ უმეცრებაა- დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ - მაქსიმუმ 3 თვეში რომ დაინიშნის საქართველოში -თბილისში - საქართველო -იტალია - 100-%-ით მ ო ვ ი გ ე ბ თ, მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფო რეგრესის პროცესშია უკვე 8 წელი, შედეგად ეროვნული აღტკინება- შემარეთება დაქვეითებული და ა.შ. და ა.შ. მაგრამ -ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს, სწორ შემადგენლობას თუ დავაყენებთ, სწორად თუ მოვამზადებთ კონკრეტულად ამ თამაშზე ფიზიკურად, მენტალურად, შ ე მ ა რ ტ ე ბ ი ს - განწყობის მაღალი ხარისხით,თუ ყველა რესურს დღეს ქართულ რაგბში გამოვიყებთ (საფრანგეთში ყველაზე საუკეთესოებს)...მოვიგებთ მინიმუმ- 6-9 ქულით!!! - და იტალია 10 წელი რომ ვერ უგებს ბობოლებს,ჩვენ- 3-4 წელიწადში მათ დ ა მ ა რ ც ხ ე ბ ა ს დავიწყებთ, მერწმუნეთ!

• ვვვ

გუსანს - ეგ ყველაფერი მართალია, მაგრამ პლეიოფის 1 თამაში დააქცევს ქვეყანას? თუნდაც ფორმალურად - ფორმალური სამართლიანობისთვის უნდა არსებობდეს გადათამაშების სისტემა - წავაგებთ 20-ჯერ და რაღა გვექნება სათქმელი. მარა თუნდაც ეგ მოტივაცია ცოტა იქნება ჩვენთვის? ახლა რომელიმე ტესტი რომ მოვუგოთ ირლანდიას ან შოტლანდიას, კომერციული ტურნირი ისევ კომერციულ ტურნირად დარჩება და ბობოლებს შეუძლიათ, წარბიც არ შეიხარონ... დანარჩენი ახლა, ფედერაციისა და მთავრობის გინება თუ გინდათ, აგინეთ - სხვა თემაა...

• გუსანი

რაგბი სპორტის სპეციფიკური სახეობაა, ფიზიკური დატვირთვებით, ტრავმის მაღალი რისკით ( სხვა სახეობებთის მსგავსადაც) ბევრ თამაშს ფეხბურთის მსგავად ვერ დანიშნავ, თანაც ამ დონეზე რომ შეინარჩუნეს ამ კომერციული მიდგომის ხარჯზე მოხდა და ა.შ კიდევ ბევრი ნიუანსით- ფიფასავით მდიდრებიც არ არიან. მოდი სიმართლე ვთქვად, კი გვინდა, მაგრამ მიახლოებულ დონეზეც კი არ ვართ, იგივე იტალია თუ მონდომებულად გვეთამაშენ 10 დან, თუ გინდ 20დან 20 მოიგებენ-რეალობაა. ხშირად შანსის მოცემაც რეალური პრეტენზიაა ჩვენი მხრიდან. მე ვფიქრობ თუ ფიჯის,იაპონიას, ამერიკას, კანადას და მათნაირებს ხშირად მოვუგებთ მერე დაფიქრდებიან და კარებსაც გააღებენ, ახლა კი ესპანეთს, რუსეთსაც- ძლიერი მოტივაციის მიუხედავად, ძლივს ვუგებთ. რეალობა უნდა შევაფასოდ და მეტი ვიშრომოთ

• ასეა ეს

როცა ღატაკი,უვარგისი და ბოგანო ქვეყანა ხარ,როცა ბილეთს 10 ლარი რომ დაადო სტადიონი ცარიელი იქნება ვის რაში ჭირდები.მაშინ მართლა სანახაობრივ რაგბს უნდა თამაშობდე.

• გიორგი

ჩვენი ნაკრები სამწუხაროდ უკან მიდის. არც ტექნიკით, აღარც ფიზიკური მომზადებით არ ვჯობნივართ იტალიელებს. შერკინებაშიც პრობლემები გვაქვს. გულდასაწყვეტია რაგბის ფედერაციამ კინკლაობაში, ვეტერანმა რაგბისტებმა კი ქოცებთან პარლამენტის შესვლაში გაატარეს ბოლო წლები და ეს შედეგზეც აისახება.

• შოკირებული გულშემატკივარი

ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხის ოდენობით როცა ვაჯობებთ მერე იფიქრებენ და ეს კაიხანს ვერ მოხერხდება ასეთ გაძვალტყავებულ ქვეყანაში

• ვვვ

და პლეიოფის ერთ თამაშს რა უდგას წინ?! ძალიან გადაიღლებიან ეგ ჩვენზე ძალიან ძლიერი იტალიელები?! ეს ჩვეულებრივი უსინდისობაც კი არ არის. უბრალოდ, იმ თეორიული საფრთხის გამორიცხვაა, რომ ერთხელ მართლა არ წააგოს ის პლეიოფი იტალიამ და აწყობილი მაყუთის ქარხანა არ შეუფერხდეთ. სად, სპორტის რომელ სახეობაში ხდება ასეთი სამარცხვინო რამ? თუ 6 ერი კომერციული ტურნირია და საზოგადო სპორტთან საერთო არაფერი აქვს, ჩაერთონ 6 ერის გუნდებიც ევროპის ჩემპიონატში და იმის იქით თავში ქვა უხლიათ. მოკლედ, რა, ლაპარაკიც კი ზედმეტია ამ უმსგავსობაზე...

• თემო

ეს კაცი ნამდვილად მართალია, დღეს იტალია ბევრად უფრო კარგი გუნდია და ბევრად უფრო ევროპულ, სწრაფ რაგბს თამაშოვს ვიდრე ჩვენ, 5 შეხვედრიდან შეიძლება ხუთივე მოგვიგოს. მაგრამ აქ საქმე სხვა რამეშია, ჩვენ გვინდა განვითარება, მეტი პერსპექტივა და თუ მოგვეცემა შანსი ძლიერ გუნდებს შევხვდეთ, იქნებ გადავახიოთ კიდეც მალე ბურთი ამ იტალიელებს. არ ვდაობთ, რომ ძლიერი გუნდია ჩვენზე, მაგრამ ჩვენ გვინდა გზის მოცემა, რომელიც უფრო მაღალ დონეზე აგვიყვანს და ამაში ჩვენი პოტენციალი აშკარაა. თუნდაც რვა ერზე მეორე, მესამე თამაშები გამართული რაგბით ვითამაშეთ და როცა ეს რეგულარულად გვექნება, აუცილებლად მივუახლოვდებით მათ დონეს! ჯობია ძლიერებში ვიყოთ ბოლო, ვიდრე სუსტებში ლიდერი!

იტალია იმდენად ჯობია საქართველოს რამდენადაც ჩვენ რუსეთს ვჯობნით, თანაც ბევრად სანახაობრივ რაგბს თამაშობენ. ევრობოსები სულელები კი არ არიან რომ ჯინაზე გვედგნენ. მათ უბრალოდ არ უნდათ 6 ერისთვის ერთი შეუფერებელი გუნდი მეორე მასზე უვარგისით ჩაანაცვლონ და ეს ფაქტია. ერთადერთი ვარიანტი რაოდენობის გაზრდაა და ეს ზედმეტი თავსატეხია კომერციულად, ამიტომაც იკავებენ თავს.

• ოში ოშიიი

ეეეეჰ ოში ოშიი, მეგონა ტვინი გედო თავში, გასაგებია რომ ექვსი ერი კომერციული კერძო ტურნირია და ვისაც გინდათ იმას ათამაშებთ მაგრამ იმსახურებსო რომ გაიძახი რითი იმსახურებს მაგარი მაკარონი და ყველი აქვთ? აბა 6 ერში ზედიზედ 18 თუ 20 თამაში აქვთ წაგებული და წლებია სულ ბოლოზე არიან!!! ეს იმას არ ნიშნავს რომ საქართველო ყველას დაანგრევდა მაგრამ პლეიოფის მატჩი მაინც გვათამაშეთ ხოლმე და ვინც მოიგებს ის იყოს ექვს ერში, ვერა?!

• dato

აქ ზოგ ზოგიერთები იძახიან და დრამატულად წარმოჩენენ რუსებთან მოგებულ თამასს რომელიც ალბათ ნხევარი ძალითაც არ გვითამასია უმოტივაციობის გამო თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ ურა პატრიოტს რომელიც პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ ამ თამაშს და ისეაც ახალგაზრდა თაობას კიდე უფრო დიდი წნეხის ქვეშ აქცევენ ასე რომ ვისთან უნდა განვითარდეს ნაკრები ამ თამაშებში თუ 2 წელში ერთხელ იაპონიას რო შხვდები ?

• tori

იტალიას რამდნი ხანია გამარჯვების გემო არ გაუგია?? დიდი ექვსეულის დაშლა არ უნდათ მაგათ და არა რაგბის განვითარება. მსოფლიო რაგბის ფედერაცია ვერ დგას სათანადო ადგილზე და ამიტომ ყველა თავისას აწვება. ნათელი მაგალითია ინგლისის 18 წლამდელების არ მონაწილეობა ევროპაზე.

• x.x

სწორია ეს კაცი, ნაკრები რეგრეს განიცდის, თუ არა და ყველამ ვნახეთ რუსეთთან თამაში.

• gia

იტალიას აქვს ყოველწლიურად 6 ერის გამოცდილება და ჩვენები სადღაც პორტუგალიის ყანაში და რუმინეთის ბოსტანში თამაშობენ. შეიძლება დღეს უკეთესი გუნდია თუმცა იტალიისთვის ეს მაქსიმუმია სადაცაა და უკეთესი ვერ გახდება, ჩვენ კი რეალურად გვაქვს მეტი პოტენციალი გვაქვს და 2 წელი იქ რო ვითამაშოთ + საკლუბო დონეზე თუ პრო14-ში დაგვიშვეს, იტალიას მერე გადავახევთ ბურთს თავზე. ასე რომ დღეს რო გვჯობია მარტო ეგ ვერ იქნება არგუმენტი

• master

კი არის ამ ნათქვამში სიმართლის მარცვალი,მაგრამ თუ ასეა რატომ არ უნდათ ერთი თამაში ვეთამაშოთ იმ პლეი-ოფში მათსავე მოედანზე???მოგვიგონ მარტივად და ვინ ამიღებს ხმას რატომ მოგვიგეთო?მარა შიში,შიში,გეშინიათ ქართველების,სახლში იტალიაშივე როარ ჩამოგართვათ ეგ გაბღენძილი ექვსი ერის წევრობა.რაგბში რომაა უსამართლო სისტემა,ისე არცერთ სპორტში არაა,რომ კითხოთ ყველაზე რაინდული სპორტის სახეობა,ისე თქვენი არაბიძე...

• გიორგი

უკეთესი გუნდია ვიდრე საქართველოს ნაკრები. ექვსეულში კი ცუდია

• giorgi 3

ორივე ხელით ვეთანხმები ამ მოსაზრებას რომ იტალია უფრო ძლიერი გუნდია ჩვენთან შედარებით,განსაკუთრებით ამჟამად

• რ

ესენი ასე მასიურად ამ თემაზე რომ აჭიკჭიკდნენ, ძალიან კარგის ნიშანია, ფაქტია, რომ რაგბი არაა მსოფლიოში მასიურად განვითარებული სპორტის სახეობა და ამაში დამნაშავე რა თქმა უნდა რაგბის მამები არიან, არადა რაგბი ულამაზესი და საოცრად კარგი თამაშია, სწორედ მაგ არამზადების გამოა ეს. რად უნდა ლაპარაკი, რომ როცა გუნდი ათი წლის განმავლობაში ყველა თამაშს წააგებს, ის ვიღაცამ უნდა ჩაანაცვლოს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რაგბი, როგორც სპორტის სახეობა, უნდა განვითარდეს, თუ რაგბი არაა სპორტის სახეობა და მხოლოდ ბიზნესია, მარტო საქართველოს წინაშე კი არ არიან მტყუანები რაგბის მამები, სრულიად სპორტული სამყაროს წინაშე, ვინ მისცა მათ იმის უფლება, რომ რაგბი ჯიბეში ჩაიდონ, რა, რაგბი უშუალოდ მაგ ტიპებმა მოიგონეს, რომ რაღაც ბრენდივით იყოს რაგბი და სად გაიყიდოს და სად არა, მათი გადასაწყვეტი იყოს? არანაირი არგუმენტი არაა, რომ ახლა იტალია საქართველოზე ძლიერია, რამდენად ძლიერია, ეგეც საკითხავია ამ მომენტში, რა თქმა უნდა მინიმუმ გადათამაშება უნდა არსებობდეს, განა რამდენს იზარალებენ, იტალია რომ გავარდეს, საქართველო იმსახურებს შანსს, რომ 6 ერში თამაშობდეს, ნებისმიერი სხვა ქვეყანა საქართველოს ადგილას რომ იყოს, შანსს იმსახურებს.

• ქომაგი

6 ერის ბოლოადგილოსანი ჩვენს ჯგუფში პირველ ადგილოსანს უნდა ხვდებოდეს და გამარჯვებული შემდეგ წელს 6 ერზე უნდა იღებდეს მონაწილეობას. ასე უნდა ხდებოდეს ყოველ წელს და ეს იქნებოდა სამართლიანი. თუ ასე იქნება განვითარებასაც წაადგება და სულ სხა მოტივაციას მისცემდა იტალიასაც და საქართველოსაც.

• თემო

ბაზარი არაა, მაგრამ მოდი ისე გავაკეთოთ ჩვენი ქვეყანა რო ჩვენთან მოუნდეთ შემოსვლა და მერე ჩვენ შევშფოთდეთ :დდ გენაცვალეთ ქართველებო

• dsag

როგორაა ბიჭო კარგი გუნდი, 10 წელია თამაში არ მოუგია, ეგ საქართველოს შემთხვევაში ინგლისთანაც კი გამორიცხული იქნებოდა.

• WtF

თუკი იტალიის ნაკრები ჩვენს ნაკრებზე ძლიერია (და ამ ეტაპზე ნამდვილად ასეა),მითუმეტეს არ უნდა ჰქონდეთ დაქვეითების შიში. ესე საყველპუროდ გადმოგდებული ტესტ მატჩები ვერანაირად ვერ უშველის რაგბის განვითარებას.

• თემო

ანუ რა ვერ მოგვიგებენ? გავუსწოროთ მეგობარი სიმართლეს თვალი,დღეს ბევრად ძლიერია იტალია და ადვილადაც მოგვიგებენ..

• mamuka09ze

6 ერში არ გვიღებენ, ნატოში არ გვიღებენ, ევროკავშირში არ გვიღებენ. საცხა მაინც შეგვიშვით, თქვე შობელ...

• ბქს321

ობიექტურად შევხედოთ, ვიყოთ რეალისტები და მართალია, იტალიას ამ ეტაპზე საქართველოზე უკეთესი გუნდი ყავს

• გლახუნა

როცა გაბედავენ და საქართველოში ჩამოვლენ - სათამაშოთ ...მერე ვნახოთ ...-დასკვნების გაკეთება!

"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

სავსე ტრიბუნების დროა!

"იამალის მსგავსი ტალანტია" - დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია

"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს

U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა

ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა

7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან

დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა

ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა

"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"

კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას

"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა

როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება

"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა

[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში - "ოკლაჰომამ" "ინდიანა" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა

"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს

ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ

სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე

პსჟ მზადაა ორი შემტევი "ფენერბაჰჩეს" მიჰყიდოს

გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში

მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად

რაგბის იტალიალი ლეგენდა: საქართველო "6 ერიდან" მაინც 1 წლის მერე გამოვარდება და აზრი?!

ლევან მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი იოჰანესბურგის საავადმყოფოშია

7 ლელო პირველ მატჩში - იტალიამ ნამიბიას გადაუარა

rugbypass.com. იტალიელთა მწვრთნელი ბორჯღალოსნებთან მატჩის წინ გაღიზიანებულია

კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]

იტალიელთა მწვრთნელი: საქართველოსთან მატჩის წინ ძალები უნდა აღვიდგინოთ და შეცდომები გამოვასწოროთ

საქართველო - რუმინეთი (საუკეთესო მომენტები) [VIDEO]

იტალიელთა მწვრთნელი: დიდი ზეწოლის ქვეშ ვიყავით, მაგრამ საქართველოსთან კარგად ვითამაშეთ, ახალ ზელანდიასთან - ვერა

იტალიის ნაკრებმა საქართველოს მსოფლიო რეიტინგში გადაუსწრო

"საქართველოს 6 ერში შესვლის შანსის მისაღებად 1 მოგება სჭირდება" - ავსტრალიაში მოღვაწე ექსპერტი

Planet Rugby: "6 ერის" სისტემა უნდა შეიცვალოს, საქართველო კი არ უნდა დაემატოს...

ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი

იტალიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის დიდი სხვაობაა - იტალიური რაგბის თავკაცობის კანდიდატი

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუმინეთთან

გვეყო, საქართველო 6 ერში თამაშის შანსს იმსახურებს! - უელსის ნაკრების ექსკაპიტანი