საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი იქნება და ეს ამბავი უკვე ყველასთვისაა ცნობილი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ საბა კვირკველიას დავუკავშირდით და მოსაზრებას დავეკითხეთ.

"სანიოლი ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო და როგორც მწვრთნელი, ვფიქრობ, რომ საკმაოდ მაღალი დონისაა.

ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთი დიდებული კარიერის მქონე მოთამაშესთან და ერთ-ერთ უძლიერეს ფეხბურთელთან ერთად მოგიწევს მუშაობა.

ვფიქრობ, რომ სანიოლი ფეხბურთელებს ძალიან ბევრ რამეს გვასწავლის. რა თქმა უნდა, ფედერაციამ კარგი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საუბარია საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელზე, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულზე...

მოუთმენლად ველი სანიოლთან ერთად მუშაობას და იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ", - ამბობს კვირკველია.

x.x
არ დაიღალეთ ამდენი ნეგატივის ლაპარაკით? ვაცადოთ, ვნახოთ, კარგი ფეხბურთელი იყო, ფეხბურთში კარგადაა ჩახედილი, მადლობა ვუთხრათ, რომ დათანხმდა საქართველოს ნაკრების ხემძღვანელობას. (ამას ბევრი ვერ გაბედავდა)
vaxo
საინტერესოა 25 ნაკრების მოთამაშისგან რა ნიშნით ეს შეირჩა? კარგი ორატორია?გონებამახვილია თუ ავტორიტეტულია? ალბათ პრინციპულია რპლ-ს რომ არ ღალატობს.
სერგო
"როგორც მოსვლით-ისე წასვლით გაგვახარე", ეს პირველ რიგში თვითონ უნდა ესმოდეს. პირველი დარტყმა ნაკრების ბოლო ორი თამაშის გამოხმაურება იყო, სანამ საბოლოოდ არ გაბ ..ები არ მოეშვები?
ზაალ
საბა დარაგოი, თქვენი კარიერის მთავარი და გადამწყვეტი თამაში, თქვენ სამწუხაროდ უკვე წააგეთ. ეს პირადად ჩემთვის, როგორც ჩვენი ეროვნული ნაკრების #1 ქომაგისათვის დიდი დარტყმა იყო. სამომავლოდ რა თქმა უნდა უსურვებ წარმატებებს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს და თუ ეს ჩემს სიცოცხლეშივე მოხდება, ამას არაფერი აჯობებს.
ლშა
დაფიქრდით , ცხადაძეს რანაირად მოიყვანდნენ? , კაცი იყო და მოხსნენს და ეხლა ისევ დასვამდნენ ? რატო გჯერათ ზღაპრების?
სერგო
სანამ გეტყვიან და მიგითითებენ კარისკენ, თავმოყვარე ადამიანი, ნებისმიერი პოოფესიის რეალობას უნდა ეგუებოდეს ლამაზად წასვლა რჩეულთა ხვედრია და ოდესღაც საამაყო ადამიანმა სასაცილოდ არ უნდა გაიხადო თავი.
ჯაბა
არაფერი პირადული საბა! ყველაფერს თავის დრო აქვს, ადამიანი უნდა ხვდებოდეს როდის მთავრდება კარიერა, მსახიობს, სპორცმენს ვფიქრობ სანამ წარმატებულია და სასაცილო გახდება, ღირსეული კარიერული ფინიში უნდა შეძლოს.
მამუკა
მგონი კაშია კვირკველიას დუეტი ცენტრში შეიცვლება დვალი ხოჭოლავას დუეტით,რადგან ესენი ლიგაზე თამაშობენ და სათამაშო პრაქტიკაც აქვთ.
N
ვაის გავეყარეთ და ვილის შევეყარეთ!
ushangi
არც მე მომეწონა ფედერაციის ეს გადაწყვეტილება,მე ცხადაზე უფროუკეთესივარიანტი მგონია.წარმატება ვუსურვოთ ნაკრებს.
სოსო
რატომ გიკვირს?გადამწყვეტი თამაშებისათვის,ძალიან ცუდ ფორმაში მოვიდა და ცხადაძის სამართლიან ნათქვამზე,ისეთი რეაქცია ჰქონდა, რომ გულშემატკივრის ნდობა და კეთილგანწყობა,მთლიანად დაკარგა.ხვიჩას არყოფნაში და ოქრის ტრავმიანის თამაშის დროს,მას უნდა აეღო ლიდერობა,მას კი,ნორმალურად სირბილის თავიც აღარ ჰქონდა.გვახსოვს მისი თამაშები ნაკრებშიც და ლოკომოტივშიც,როცა ლოკომოტივს შეტევაზე მიუძღოდა და გადამწყვეტი გოლები გაჰქონდა.ამ ჯერზე კი,წონა მომატებული და "ისე რა"თამაშობდა.ხალხი, კიდევ დიდხანს ვერ დაუვიწყებს ამას.ძალიან,ძალიან უნდა ეცადოს,რომ დაუვიწყოს.მთელი გულით ვუსურვებ,რომ დაგვავიწყებინოს.მასაც და გია გრიგალავასაც.
თემო მ.
მაგას მე მგონი ისევ ცხადაძე ჯობდა
არჩი
გაოცებული ვარ კომენტარების ავტორების განწყობით. საბა კვირკველია საერთოდ თუ დაკარგავს ფორმას, ასე აუგით მოხსენიების ღირსი მაინც არ არის. ნაკრები უსულგულო და უჯიგრო არ არის, თამაშობს ისე - როგორც შეუძლია. დიდი ხანია თაობა არ გვყოლია, მაგრამ ამის მიზეზი სპეციალისტებმა უნდა თქვან, მე გულშემატკივარი ვარ. ვისაც ფეხბურთი უყვარს და მით უმეტეს ქართული, ასე უგულოდ და ნიჰილისტურად არ ისაუბრებს.
alexandre
შენ პირს შაქარი, საბა! წარმატებები!
ლაშა
შენ კი "ელი მოუთმენლად", მაგრამ ვფიქრობ გულშემატკივარი სიახლეს და მოტივირებულ ცვლას ელოდება.
kaxi
სამადლოდ ჯუღელმა პარაშუტი მოგაწოდა, "როტორის" სახით, თორე ნაკრებს კი არა... შენ თუ დაგიძახა და ...
ალიკა
ყველა ლაპარაკობს სანიოლის საფეხბურთო კარიერაზე, თუ რა დიდებული კარიერა ქონდა, რა მაგარი ფეხბურთელი იყო და ა.შ. და არავინ არ ლაპარაკობს სამწვრთნელო კარიერაზე, იცით რატომ? არ ქონია ამ ჩემისას და იმიტომ. რაც ქონდა ისიც არაფრის მთქმელია. მე პირველად გავიგე მთავარ მწვრთნელს ფედერაცია უნიშნავდეს თანაშემწეებს და კონტრაქტში უწერდეს ხშირად ჩამოდი ჩვენს ქვეყანაშიო. დამთავრდება ეს ციკლი, წავა ვილი, წაიღებს ფულს და ჩვენი ნაკრები დარჩენა ისევ ისეთი უსულგულო და უჯიგრო. პოლიქრონიოოოოოონ, პოლიქრონიოოოოოონ, პოლიქრონიოოოოოონ
კვარაცხელია და ოსიმენი კვლავ ერთად? - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პსჟ-მა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
პრიზი პსჟ-ს ფეხბურთელსაც ერგო - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე საუკეთესოები დაასახელეს
"სულელი ვარ" - ლუის ენრიკე თვლის, რომ პროვოკაციის მსხვერპლი გახდა
[VIDEO] ნევეშმა კუკურელიას თმაში მოქაჩა, ლუის ენრიკე პედროს ყელში სწვდა - პსჟ-მ განცხადება გაავრცელა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..
"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია