საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილმა კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით განცხადება გაავრცელა.

"იოსებ, ფიქრობ, რომ რაგბი წაიღე?! ჯიბეში ჩაიდე?! გპირდები, რომ მხოლოდ მცირე გაუგებრობად დარჩები ისტორიას!

10 მარტს, იოსებ ტყემალაძე აირჩია პოლიციამ, სპეცრაზმმა და სხვა ვიწრო ინტერესების ხალხმა. პოლიცია და სპეცრაზმი იდგა მორაგბეებს და ტყემალაძეს შორის!

მადლობა ყველა ნამდვილ გულშემატკივარს ვინც იმ დღეს, რაგბის დასაცავად და უსამართლობის გასაპროტესტებლად მოვიდა. ეს მხოლოდ ერთი წაგებული მატჩია! გპირდებით, რაგბს დავიბრუნებთ!

ბრძოლა ეხლა იწყება!" - წერს აბუსერიძე.

აბუუუუ
სამარცხვინო ეს ყველაფერი . შენ ამბიციას გადავაყალოთ რაგბი?. შენ რა ღირებულებები და ფასეულები უნდა გადასცე მომავალ თაობას ? შენნაირ მწვრთნელთან ბავშვსაც არ მიიყვანენ
გიორგი
გარდა იმისა, რომ უდიდესი სპორტსმენი იყო,მამუკა გორგოძემ გვიჩვენა, რომ იგი გონიერი და უაღრესად წესიერი ადამიანია. ეს ორი თვისება აკლია აჯანყებულთა ბანაკს.
გიორგი
ტყემალაძეს რა განათლება აქვს არ ვიცი, მაგრამ აზრის გადმოცემა არ უჭირს. ამას ვერ ვიტყვი აბუსერიძეზე. თუმც ეს მთავარი მაინც არ არის. მთავარია, რომელს სურს და შეუძლია პრობლემების მოგვარება. აბუსერიძეს ეს არ შეუძლია, რომც უნდოდეს, რაც სამწუხაროა.
ლაშა
უბრალოდ მაინტერესებს აბუს განათლებას რომ უწუნებთ ტყემალაძეს რა განათლება აქვს ან გარემოცვაში ვინ ყავს საჭიროდ განათლებული? და მერე აბუს გარემოცვას გადახედეთ. P.S. ისე გორგოძილასაც უნდა დაეფიქსირებინა საჯაროდ თავისი პოზიცია.
გრიშო
აშკარაა, რომ ბიძინას ფულებმა რაგბისტების, ჯერ განვითარება შემდგომ დეგრადაცია გამოიწვია.. ეს კაცი ყაჩაღს მაგონებს. იმედია ვცდები.
გენა
100% სიმართლე
ჰავლაბრელი ტიღუა
ბატონო აბუ, რით ვერ გაიგე, რომ რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობა, რაგბის თამაში არ არის. აქ საჭიროა გქონდეს მართვის უნარი, იყო გამოცდილი მენეჯერი და მოიზიდო ინვესტიციები და არ იყო დამოკიდებული იმაზე თუ რას გადმოგიგდებს ბიუჯეტი. შენ კი რომელ ამ სპეციალობაში ხარ დახელოვნებული? ჯერ იყო და რაგბს თამაშობდი და სასწავლებლად არ გეცალა, თამაშს თავი დაანებე, პარლამენტში დაგდეს და კუნძივით იდე იქ, 4 წელი ხმა არ ამოგიღია, გამოხვედი პარლამენტიდან და პრეზიდენტობა მოინდომე, როდის მოიცლი ორი წიგნი, რომ გადაიკითხო და რამე სპეციალობა მიიღო? რაგბის მწვრთნელის პოსტი, რომ იყოს დასაკავებელი, შენ გვერდში დავდგებოდი, მაგრამ ვიცი, კაცი, რომელიც ისეთ საქმეს კიდებს ხელს, რომლის აინუნშიაც არ არის, იმისთვის მოდის, რომ ფული იშოვოს. ამაში კი მხარს ვერ დაგიჭერ.
Status quo
დაგვანებეთ თავი,თქვენ ყველას მანდ გინდათ ფულის კეთება.სამშობლო და საქმე ფეხებზე გკიდიათ და ამიტომ ნეიტრალური ხალხი არ დადის მსგავს ღონისძიებებზე,გინდ მიტინგზე და გინდ თქვენს აქციებზე.
გიორგი
კო ბატონო.

კარგი რა აბუ დამშვიდდი, რაგბის თუ გიყვარს მაგის გამო მაინც დამშვიდდი !!! რა პრეზიდენტი რის პრეზიდენტი ან პარლამენტში რა უნდოდა საერთოდ ?!
პავლე
ყველაფერში დაბლა დაბლა ვშვებით. აგერ რაგბის ჯერიც დადგა. ალბათ, აწი რუსებს რომ ვასიამოვნოთ ეგაა ჩადებული ამ ყველაფერში (პოლიტიკაში, ეკონომიკაში,სპორტში). არ გეკადრებათ საქართველოს ამაგიან სპორტსმენებს პოლიტიკაში დგომა. ამით ვერც სპორტს შველით და ვერც პოლიტიკაში გეთქმებათ სიტყვა. რატომ არ აიმაღლეთ ხმა პარლამენტში მსხდომმა სპორტსმენებმა? ამას რომ რეგბისტებს აკადრებდნენ ვინ დაიჯერებდა?
gatuzo
ჯერ ერთი ბევრ რამეზე მეტყველებს ის ფაქტი რო მოითხოვეს 26 მილიონი, დაპირდნენ 17 მილიონს და ჩაურიცხეს 12. თავიდანვე გაწირეს ამ არეულობისთვის რაგბის კავშირი. მეორე, ტყემალაძის ძირითადი მხარდამჭერები იყვნენ ძირითადად გამგეობის ხალხი. ანუ ის ხალხი, ვინც ბიუჯეტს განკარგავდა. აბუსერიძეს ძირითადად მხარს უჭერდნენ კლუბები, რომლებსაც ბიუჯეტთან არაფერი ესაქმებოდათ. დასკვნები თავად გამოიტანეთ ახლა...
Zaza
პროგრამა არვიციდა ორმოც მილიონ ლარამდე უნდა დაიხარჯოს წელიწადში იქნება ფრანჩიზა და მიაწობიან ბავშვთა რაგბს ასევე ეს რაც მოკლედ ისაუბრა ტყემალაძემ იქედან გამომდონარე ხო კიდე ხუთი მილიონი აქვთ გარღვევა არიან უმაყუთოდ საქმეა სასამართლოში გადავემული მოთხოვნილი იქნა ოცდაექვსი მილიონი ლარი მიიღეს 17 მინუს ხუთი მილიონი და გახდა თორმეტი ხოდა აქ აირია მონასტერიც ატყდა ბახაბუხი გაწევგამოწევა სროლა და თავპირის მტვრევა არა შენ შეჭამე არა პავლემო ხოდა ხოდა მიადგენ ისევე ბიძოს იმან კიდე დაახვიეთ აქედან თქვე ბიუჯეტის მღრნელებოო მერე მივიდნენ მეორეჯერ ამ ერთადერთხელ ნუ გავგწირაო ხოდა ფინანსებიც შენ აკონტროლეო აი ეგა კაციც მოიყვანა მაყუთიც თავისი მოაქვს და თვითონაც განკარგავს რო მერე აბუს და სვანიძისნაირების ჯიბეში როარ აჩხრიალდეს .და საქმე გაკეთდეს
ექსპერტი
მე მეცი პატივი გაჩერდი არ გინდა
დათო
ეხლა უნდა დაოკდე, ითანამშრომლო ახალ პრეზიდენტთან და მომავალ არჩევნებისთვის მოემზადო, ბოღმის ნთხევით ემტერები ქართულ რაგბსაც და საკუთარ მხარდამჭერებსაც. ისე სულ თქვენი მხარდამჭერები რომ სჩანან იმათი მხარდამჭერები რომ მოკრძალებულნი არიან არ ნიშნავს არაფერს? აბუზე და მაჩხანელზე ნაკლები დამსახურება აქვთ გორგოძეს, მეკოს, ხამაშურიძეს, ნემსაძეს, ლაბაძეს და სხვებს? ცოტა აზრზე მოდით, ტეხავს მაგრად
ნოდო
ჩემი შენ გითხარიო რასაც აბრალებს თვითონ უნდოდა იმის გაკეთება მარა დარჩა გაოგნებული ეგონა ქართული ოცნება დაკრიშავდა მარა ნურას უკაცრავად :)
ზურა
იდიოტობანას თამაშში მოვიდა სულ უცხო და აგახიათ რაგბი!!! აი სიმართლე თუ გინდათ!!! როგორც დაიცავი შენი ამბიციები და გახდი პრეზიდენტი,ისე მიხედავდი ქართულ რაგბს! იმდენი ქენით ვეტერანებმა,ახლანდელებმა და ყველამ ვისაც ქართულ რაგბში სიტყვა გეთქმით,რომ მშენებელმა დაითრია ფედერაცია,ადამიანმა,რომელსაც რაგბის ბურთით პასის გაკეთებაც კი არ ეცოდინება!!! თქვენ ყველამ ერთად დაასამარეთ ქართული რაგბი!!! რუსებმა შეასრულეს საწადელი!!!
ზურა
იდიოტობანას თამაშში მოვიდა სულ უცხო და აგახიათ რაგბი!!! აი სიმართლე თუ გინდათ!!! როგორც დაიცავი შენი ამბიციები და გახდი პრეზიდენტი,ისე მიხედავდი ქართულ რაგბს! იმდენი ქენით ვეტერანებმა,ახლანდელებმა და ყველამ ვისაც ქართულ რაგბში სიტყვა გეთქმით,რომ მშენებელმა დაითრია ფედერაცია,ადამიანმა,რომელსაც რაგბის ბურთით პასის გაკეთებაც კი არ ეცოდინება!!! თქვენ ყველამ ერთად დაასამარეთ ქართული რაგბი!!! რუსებმა შეასრულეს საწადელი!!!
ლუკა
რას გამოაცხადებს რამდენჯერაც კითხეს იმდენი იძახეს გეგმა არ გვაქვსო. ჯიმშელაძემ და კიდევ რამოდენიმემ კი აღნიშნეს კონკრეტულ სპორტულ პრობლემებს სად ხედავენ და თუ მიხედავენ ერთად რა აჯობებს. ეს კიდე სუ ილანძღება და იმუქრება, პირადულ ზიზღს ვერ მალავს. ისე აქტიურად მოთამაშე რაგბისტი ბევრია ამათში? არ ვიცი. და ეხლა მოთამაშე ახალგაზრდას რა მომავალს უტოვებენ ასე?

ეგ წელიწადზე მეტი ხანია არ გაჟღერებულა და ეხლა ვინღა გააღჟერებს? თუ კანონიერი გზებით იმუქრება, ერთადერთი ვარიანტი სასამართლოს გადაწყვეტილებაა და თუ მოლებს და დერეფნებს დაუყენებს სახლთან, ბევრად წამგებიანი იქნება. ფაქტია, ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. რახან ფულის გადამხდელთან ვერ გაარკვია, იმიტომაც მოხდა ასე. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა.
ლუკა
ეეეე... აბუ, საქმის და თავის მტერია. იმდენს შვება, მჯერა ბიჭების მაგრამ წამითაც არ ვენდობი საქმეში ამის ბოღმის და უუნარობის შემხედვარე. უსამართლობაზე მეტად ბრაზიანი უვიცობა არის საწყენი. მაგრად გატეხე აბუ, ძალიან მაგრად. იმდენი გააფუჭე უკვე, რომც გახდე პრეზიდენტი და შეაკვდე რაგბს. ვერ გამოასწორებ გინდა სიდა გინდაც გარე რაგბში.
QT
აბუ კიდე იმუქრება. ამასწინათ დავწერე და გავიმეორებ, ეხლა უკვე გვიან არის, მაგრამ მედიის საშუალებით, გაგვაცანი პროექტი, მოსვლის შემთხვევაში რის გაკეთებას აპირებდი რაგბისთვის. იგივე მაინტერესებს აწ არჩEული პრეზიდენტისაგან რა უნდა გააკეთო, მიზნები და ამოცანები და ამ ამოცანების გადაჭრის გზები.
ვეტერანი
არ ჩაგივიდათ ფეხი ბიჭებო?!
პაატა
დაოკდი აბუსერიძე...
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
"შავი ლომი" | ორი გამარჯვებით შოტლანდიიდან
"შავი ლომი" | გადაადგილებებით "გლაზგო ვორიორსთან"
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ირაკლი აბუსერიძე: მშენებელმა ტყემალაძემ ისიც არ იცის, ლელო რამდენი ქულაა
დაძაბულობა რაგბის სამყაროში... ირაკლი აბუსერიძე "სპორტალში" [LIVE]
ირაკლი აბუსერიძე: გამოდით - მშენებლის დაცვა ქართულ რაგბს განაჩენს გამოუტანს!
ირაკლი აბუსერიძე: თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ოთხშაბათს შევხვდებით!
ან გვექნება რაგბის კავშირი, ან კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია - ირაკლი აბუსერიძე
აბუსერიძე: ტყემალაძის არჩევის აქტში უფრო მეტი დარღვევაა, ვიდრე ჩემი არჩევის აქტში იყო