ქართული და მსოფლიო რაგბის ლეგენდა მამუკა გორგოძე საქართველოს პირველი ლიგის გუნდს, სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

"ყაზბეგი" პირველი ლიგის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე სატურნირო ცხრილს 29 ქულით ლიდერობს და სამით უსწრებს უახლოეს მდევარ თბილისის "არმიას", რომელსაც 21 მარტს, 14 საათზე, "ხვამლი არენაზე" მასპინძლობს. გამარჯვების შემთხვევაში, სტეფანწმინდელები დიდ 10-ში აღზევებისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამენ.

"ყაზბეგის "რიგებში "ლელო-სარასენსისა" და "ბორჯღალოსნების" ყოფილი მორაგბეები მერაბ კვირიკაშვილი და ირაკლი ყიასაშვილი თამაშობენ, რომელთა თხოვნით, უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, ვარჯიშზე საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მორაგბე მივიდა, რომელიც სავარჯიშო პროცესში სრულად ჩაერთო:

"ჩემი მეგობრები – მერაბ კვირიკაშვილი და ირაკლი ყიასაშვილი დამიკავშირდნენ და მთხოვეს, "ყაზბეგს" უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ კონკრეტული დეტალების დამუშავებაში დავხმარებოდი. არ ვიცი, ეს ერთდღიანი, ერთჯერადი მუშაობა რა შედეგს გამოიღებს, მაგრამ ამ ბიჭების საქმისადმი მიდგომით, მონდომებით და პროფესიონალიზმით აღფრთოვანებული დავრჩი. ისინი მოტივირებულები არიან და რაც მთავარია, მარტივად ითვისებენ ყველაფერს, ხასიათს კი მოხევეებს ვერავინ დაუწუნებს. ვნახე ხაზის ვარჯიშიც და ბურთი არ დავარდნიათ! მთლიანობაში, ვარჯიში ჰგავდა არა საქართველოს პირველი ლიგის, არამედ უმაღლესი დონის გუნდის ვარჯიშს და ვფიქრობ, ისინი დიდ 10-ში თამაშს იმსახურებენ"– განაცხადა მამუკა გორგოძემ.

წყარო: rugby.ge

გიორგი
ასეთი პრეზიდენტი იდეალურია რაგბის კავშირისთვის, მაგრამ კარგად მესმის რატომაც იკავებს თავს მამუკა. მარტო ვერაფერს გახდება, თუ გამგეობაში წესიერი და გონიერი ხალხი არ ეყოლება. ასეთების დიდი დეფიციტია, სამწუხაროდ.
კობი
დარწმუნებული ვარ, ბევრი შეთავაზება ექნებოდა წამოდი პარლამენტში დაჯექიო. ყოჩაღ, რომ არ დათანხმდა!
ისიდორე
კაცები უნდათ რო?
დ
კენჭი იყარე მამუკა და გაწმინდე რაგბის კავშირი უღირსი და უაზროდ ამბიციური კაცებისგან
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება
WorldRugby-მ მერაბ კვირიკაშვილის ლელო გამოარჩია [VIDEO]
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია