22 წლის პერსპექტიულმა მცველმა ლუკა ლაკვეხელიანმა "მეზეკოვეშდში" სერიოზული ტრავმა მიიღო და თითქმის მთელი სეზონი გაუცდა. ლუკას მდგომარეობის გასარკვევად უნგრეთში დავუკავშირდი და ინტერვიუ ჩამოვართვი, რომელიც ვფიქრობ, ჩვენი მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება.

- პირველ რიგში, თქვენი ჯანმრთელობის ამბავი გვაინტერესებს. საკმაო ხანია, რაც აღარ გამოჩენილხართ...

- რეაბილიტაციის კურსს უკვე ექვსი თვეა გავდივარ, თუ ყველაფერი კარგად განვითარდა, შემდეგის სეზონისათვის სათამაშოდ მზად უნდა ვიყო. ტრავმა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით.

- ჩვენი მოთამაშეების ხშირი ტრავმიანობა გვაღელვებს. რამდენად ხართ მასზე მიდრეკილი?

- ასეთი სიმძიმის დაზიანება პირველად მივიღე, აქამდე მიკროტრავმები თუ მაწუხებდა. ამისგან დაზღვეული არავინაა, შეიძლება ფეხის არასწორად დადგმამაც კი დაგაზიანოს. დიდი უქმობის შემდეგ, რა თქმა უნდა, საგანგებო რეჟიმი და ყურადღება დამჭირდება.

- თქვენი გუნდის მდგომარეობას როგორ შეაფასებდით, ხელმძღვანელობა რამდენად კმაყოფილია? ასევე, უნგრეთის ჩემპიონატის დონეზე რას იტყოდით?

- მას შემდეგ, რაც სამწვრთნელო შტაბი მთლიანად შეიცვალა, გაუმჯობესდა შედეგები და ახლა ყველა და მათ შორის, ხელმძღვანელობა კმაყოფილია. უნგრეთში განვითარებისათვის ყველა პირობაა - კარგი სათამაშო მინდვრები, სათანადო გაშუქება.

- იყო თუ არა "მეზოკოვეშდშის" გარდა სხვა ვარიანტები და რას აპირებთ მომავალში?

- სხვა კონკრეტული შეთავაზება არ ყოფილა, ამ გუნდს ჰქონდა დიდი ინტერესი და გადამიბირა კიდეც.... დარჩენის საკითხზე ჯერ არაფერი ვიცი.

მიმაჩნდა, ეროვნულ ლიგაში საკუთარი თავი ამოვწურე, ახალი ეტაპი და გამოწვევები იყო საჭირო.

- მაინც, რა დონეა უნგრეთის ჩემპიონატში და რამდენად გაგიჭირდათ ფიზიკური გამძლეობის კუთხით?

- აქ საშუალო ევროპული დონეა. უფრო მეტად ძალისმიერი ფეხბურთის მიმდევრები არიან. ვერ იტყვი, რომ ჩემპიონატში მცველებს ძალიან უნდა გაუჭირდეთ, თუმცა არც დაბალი კლასის მეტოქეებია .

როცა საქართველოდან ჩამოდიხარ, რა თქმა უნდა, გარკვეულ სირთულეებს აწყდები, უფრო მაღალი ტეპია, თუმცა თუ მოინდომებ, ყველაფერს ეჩვევი.

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თქვენ პოზიციაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში პრობლემა იდგა, ახლა კი სანაკრებო შანსი გურამ გიორბელიძემ მიიღო. როდესაც ფორმაში იყავით, შანსს იმსახურებდით?

- ვფიქრობ, იყო პერიოდები, როცა შეიძლებოდა დამეცვა ეროვნული ნაკრების ღირსება.

გიორბელიძეს ეროვნული ლიგიდან ვიცნობ, მან კარგად ითამაშა და წარმატებებს ვუსურვებ. ნაკრებში ასპარეზობა კი ყველას ოცნებაა!

გენა
აგერაა გორის დილა და მისი ჯანი.
სოსო
ასაკობრივ ნაკრებში,ლუკა ნაკრების ერთერთი ლიდერი იყო,თუმცა როგორც მახსოვს,ფეხი მოსტეხეს და დიდი ხანი გაუცდა.ტრავმის ხასიათში,შესაძლოა ვცდები,მაგრამ ყოველ შეთხვევაში,მას ხანგრძლივი ტრავმა,ნამდვილად ჰქონდა.კარგია,თუ შეძლო და დაივიწყა.წარმატებებს,სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,ლუკას.ძალიან ტექნიკური,სწრაფი ფლანგის მცველი იყო და ნაკრებისთვის,ნამდვილად მეიმედებოდა.ახლაც მეიმედება.მთავარია გამოჯანმრთელდეს.
შოკირებული გულშემატკივარი
- ჩვენი მოთამაშეების ხშირი ტრავმიანობა გვაღელვებს. ლუკა ლაკვეხელიანი: "ამისგან დაზღვეული არავინაა, შეიძლება ფეხის არასწორად დადგმამაც კი დაგაზიანოს"... ახლა უკვე ვიცი ჩვენი ფეხბურთელები ასე ხშირად რატო ტრამვიანობენ ფეხს არასწორად დგამენ და ვინმემ რო ასწავლოს სწორად დადგმა ხო აღარ იტრამვიანებენ
დავით
წარმატებები ლუკა. შენი იმედი გვაქვს ნაკრებში. აბა შენ იცი შრომა არ შეწყვიტო.
"დიდი შეცდომა დავუშვით, ნაკრებში რაღაცები აურ-დაურიეს... მჯერა, მუნდიალზე უნდა გავსულიყავით... ახლა ვინ იღებს პასუხისმგებლობას?! - გველესიანმა სანიოლზე და წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა
კვარაცხელიას პსჟ-მ მომავალი სეზონისთვის ახალი ფორმა წარმოადგინა
ჩუბინიძემ "ბორნმუთთან" პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
პსჟ-ს შურისძიება - როგორ ითამაშებენ ერთად ვინისიუსი და კვარაცხელია?
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
ფულის გამო სულ გაგიჟდნენ - მუნდიალზე და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავენ
კარაგერს ესპანეთის ნაკრები არ მოსწონს
რა ახლოს ვიყავით მოგებასთან - მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უელსთან დამარცხდა
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალისტების ვინაობა ცნობილია
ჰაიკ ჰოვაკიმიანი ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორია
პსჟ მეკარეს პორტუგალიურ გუნდში გაუშვებს
ბრუნო გიმარაეში "არსენალის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა - "მეთოფეები" მეორე წინადადებას ამზადებენ
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ფეხბურთისგან ასე დავიტანჯებოდი. ბოდიშს ვიხდი" - მუსლერა
[VIDEO] ბიელსამ ჟურნალისტი მაგრად შეაშინა
7-ქალა | მოლდოვაში ორიდან ორი
ბელგიამ ახალი ზელანდია გაანადგურა, ეგვიპტე პლეი-ოფშია
[VIDEOS] ჰიუსტონში ისტორია დაიწერა - კაბო ვერდე პლეი-ოფში ითამაშებს!
[VIDEOS] დემბელეს ჰეთ-თრიკი - საფრანგეთმა გადახალისებულ ნორვეგიას სძლია და ჯგუფიდან ქულათა მაქსიმუმით გავიდა
20 წ. | ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი - საქართველო
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
ლუკა ლაკვეხელიანი უკვე "მეზეკოვეშდშია"
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
ეროვნული ლიგის XVI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში
თბილისის "დინამომ" ლუკა ლაკვეხელიანი დაიმატა
ოფიციალურად - ლაკვეხელიანმა "მეზეკოვეშდთან" სამსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა