საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყო. 16 საუკეთესო გუნდი რუმინეთის ქალაქ ორადეაში შეიკრიბა, სადაც 8 დღის თავზე ევროპის ჩემპიონი გამოვლინდება. ტურნირის მონაწილე 16 გუნდიდან 13 საუკეთესო ელიტურ A დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს, რაც ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია.

სადებიუტო შეხვედრაში საქართველოს მეტოქე ისრაელის ნაკრები გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებელ პერიოდში ამხანაგურ მატჩში მეტოქე დავამარცხეთ, ოფიციალურ შეხვედრაში მეტოქემ სრული უპირატესობა მოიპოვა. პირველი პერიოდი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და საქართველოს ნაკრები რამდენჯერმე დაწინაურდა კიდეც, თუმცა 10 წუთის შემდეგ ისრაელმა 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა (28-22). მეორე პერიოდში მეტოქემ მატჩზე კონტროლი დაამყარა - ზუსტი შორი სროლებითა და სწრაფი გარღვევებით ისარგებლა, რასაც ჩვენი გუნდის წევრთა შეცდომები, დაკარგვები და აცილებული ბურთები დაერთო. შედეგად, ტაიმი ისრაელის სასარგებლოდ, 21-ქულიანი სხვაობით, 57-36 დასრულდა. მესამე მეოთხედში ისრაელმა სტაბილური თამაში გააგრძელა, უპირატესობა კიდევ 4 ქულით გაზარდა (80-55) და შეხვედრის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა. საბოლოოდ, ისრაელის ნაკრებმა 22 ქულის სხვაობით, 97:75 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან შედეგიანობით გამორჩეული გახლდათ ცოტნე დგებუაძე, რომელმაც 27:35 წუთში 26 ქულა, 8 პასი და 4 მოხსნა დააგროვა და გუნდის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ლუკა გაბისიანმა 8 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა, ხოლო ბუბა კვასტიანის ანგარიშზე 7 ქულა და 3 მოხსნა დაგროვდა. მათ გარდა ქულები დააგროვეს ნიკოლოზ მარკოიშვილმა (6 ქულა, 5 მოხსნა), ლევან გაჩეჩილაძემ (6 ქულა), სანდრო კენდიმ (5 ქულა), გიგა დუმბაძემ (4 ქულა) და ლუკა ჩაველაშვილმა (2 ქულა).

ტურნირი სპეციფიკური ფორმატით მიმდინარეობს: ჯგუფური ეტაპიდან პლეი-ოფში (მერვედფინალში) ყველა გუნდი გადის. თუმცა ჯგუფში მოგებებსა და დაკავებულ ადგილს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მაღალი პოზიცია პლეი-ოფის პირველ რაუნდში შედარებით სუსტ მეტოქესთან შეხვედრის გარანტიას იძლევა.

საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას 8 აგვისტოს, ესპანეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

GBF.GE

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
[VIDEO] ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე – A დივიზიონში ასპარეზობას იწყებს
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
საქართველოს U16 ნაკრები რუმინეთთან ბოლო წუთებზე დამარცხდა და თურქული ტურნირი დაასრულა