რაგბის კავშირის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის 100-მდე მოედანი მოეწყობა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ‘აია არენაზე’ რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასა და მორაგბეებთან შეხვედრისას განაცხადა.

45 ლოკაციაზე სარაგბო მოედნების მოწყობის ინიციატივით საქართველოს მთავრობას რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ მიმართა. რაგბის განვითარების გეგმის მოწონების შემდეგ მან აღნიშნა, რომ საუბარია სამი სხვადასხვა ტიპის მოედნის მოწყობაზე:

„რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევის დღიდან, გუნდთან ერთად რაგბის განვითარების გეგმის შემუშავებაზე დავიწყეთ ზრუნვა, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში იყოს სარაგბო ინფრასტრუქტურა. მოკლე პერიოდში ყველა რეგიონი აღვწერეთ და შევადგინეთ სამი ტიპის მოედნის პროექტი, სხვადასხვა საფარითა და ტრიბუნებით. გეგმა წარვუდგინეთ მთავრობას და მივიღეთ პირობა, რომ მოედნები 45 ლოკაციაზე მოეწყობა“.

„უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 2022 წლიდან, ეტაპობრივად, საქართველოს ყველა რეგიონში ბავშვებს ექნებათ წვდომა სარაგბო ინფრასტრუქტურაზე, რაც კიდევ უფრო მეტი მასშტაბით მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ისეთი თაობების, სპორტსმენების და კაცების აღზრდა, როგორებიც არიან მამუკა გორგოძე, დავით კაჭარავა, გიორგი ნემსაძე, მერაბ კვირიკაშვილი, მერაბ შარიქაძე, დავით ზირაქიშვილი და ბევრი სხვა, რომელთაც ასახელეს საქართველო მსოფლიოს მასშტაბით“.

„ეს არის იმ დიდი საქმის გაგრძელება, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წლების წინ დაიწყო და რამაც მოგვიტანა ის წარმატებები, რითაც მთელი ქვეყანა ამაყობს. სწორედ რაგბის ამ წარმატებებმა და პოპულარობამ გააჩინა მოთხოვნა, რომ ყველა რეგიონში იყოს სარაგბო ინფრასტრუქტურა“.

“აღნიშნული განვითარების გეგმა დაგვეხმარება რაგბის გააზრებაში, როგორც არა მარტო სპორტის, არამედ როგორც ეროვნული იარაღის და ქართული გენისა და ისტორიის ბუნებრივი გამოხატულების. ასევე ხელს შეუწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას რეგიონებში, სხვადასხვა ქვეყნებიდან სპორტსმენები შეძლებენ ჩვენს ლამაზ ბუნებაში ჩამოსვლას და გადამზადებას, რაც გამოიწვევს დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას და სხვადასხვა ტურისტული სეგმენტების განვითარებას”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტსმენებს მინიჭებული სიხარულისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა:

„ჩვენს საამაყო მორაგბეებს, ჩვენს საამაყო და ლეგენდარულ სპორტსმენებს, მინდა, დიდი პატივისცემით მოგესალმოთ და მადლობა გითხრათ, როგორც მთავრობის მეთაურმა და როგორც რიგითმა მოქალაქემ იმ დიდი სიამაყისა და სიხარულისთვის, რომელიც თქვენ მოგინიჭებიათ ჩვენთვის, მთელი ერისთვის. რაგბი რომ ჩვენი თამაშია, ეს თქვენ თქვენი მიღწევებით, თქვენი გმირობით დაამტკიცეთ. ის შედეგი, რომელიც თქვენ ამ ძალიან მოკლე პერიოდში დადეთ, ნამდვილად მისასალმებელია“. „ფონდმა „ქართუმ“ და კერძოდ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა,რაგბის განვითარების საქმეში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. სოლიდური ინვესტიციების ჩადება 12 წლის წინ დაიწყო და თითოეული ჩადებული ლარი კონვერტირდა რეალურ, ხელშესახებ შედეგში. ეს არის სწორად განსაზღვრული, დაგეგმილი და განხორციელებული ინვესტიციების შედეგი“.

„ის, რომ დღეს ჩვენი პატარა ქვეყნის, მაგრამ ძალიან ძლიერი და დაუმარცხებელი ქართველი ხალხის რაგბის ნაკრები მსოფლიოში მე-12 ადგილზეა, ეს ნამდვილად საამაყოა. ჩვენი ამბიციაა, მსოფლიო ხუთეულში შევიდეთ და ამას ყველა ერთად გავაკეთებთ – მთავრობა, კერძო სექტორი დარა თქმა უნდა თქვენ. მაქსიმალური მხარდაჭერა გექნებათ მთავრობისგან, ბიზნესისგან, რათა გავაორმაგოთ მიღწეული შედეგი“.

„განვითარების გეგმა ითვალისწინებს 100-მდე ახალი სპორტული ლოკაციის განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა მუნიციპალიტეტში ათეულობით ბაზა აშენდება, რათა ასეულობით, ათასობით გულანთებული ახალგაზრდა ჩავრთოთ ამ სპორტში და ჯანსაღ ცხოვრებას შევუწყოთ ხელი. რაც მთავარია, ჩვენ ვნახეთ, რომ რაგბში განსაკუთრებულად წარმატებულია ქართველი ხალხი. სწორედ აქედან გამომდინარე, თქვენ იმსახურებთ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას და ხელშეწყობას. ჩემი მხრიდან, მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ თქვენ გექნებათ სრული მხარდაჭერა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"აია არენაზე" გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ვეტერანი "ბორჯღალოსნები" და "ბორჯღალოსანთა" კაპიტანი მერაბ შარიქაძე:

„დასაფასებელი და სასიხარულოა სახელმწიფოს მხრიდან ასეთი თანადგომა და ინტერესი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი საბოლოო ჯამში ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს, არა მხოლოდ სარაგბო კუთხით, არამედ ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის საქმეში“.

rugby.ge

დემე
მაგდენი ფული საკლუბო რაგბში რო ჩაედოთ არა? სირცხვილია, ყველა რუსული კლუბი ქართულზე ძლიერია თქვენ მაინც არ გიტყდებათ? შავი ლომი მართლა მაგარი წამოწყებაა მაგრამ ლიგის გაძლიერების გარეშე არც ეგ გუბდი იქნება სტაბილური. ნახევრადპროფესიონალური როგორ უნდა ერქვას იმ ქვეყნის ლიგას რომელიც 12 ადგილზეა ამ სპორტში? ქვედა დივიზონები კიდე საერთოდ სამოყვარულო ლიგებად ითვლება . აქედან მოდის ყველაფერი..
დათო
დიახ, ჩვენ გვჯერა, სოციალიზმი იქნება და კომუნიზმი აშენდება სსსკ ყრილობების მასალები გამახსენდა, ლამაზ იდეებს სახავდნენ, დიდი გეგმები ჰქონდათ, გრანდიოზულ საქმეებს ეჭიდებოდნენ, მაგრამ
Simartle
სუმოს მიხედეთ,სუმოს.მოედანიც უფრო მცირეა საჭირო და სახელმწიფო ბევრ ფულს არ დახარჯავს. ერთ ქვეყანაშია პოპულარული და შანსი გვაქვს მეთორმეტე კი არა მეორე ვიყოთ მსოფლიოში
ჟორა
კარგი და მნიშვნელოვანი საქმეა.ეტყობა ყველა 100 საწარმოს( რომელიც ბატონმა ბიძინამ ააგუგუნა) თავისი რაგბის მოედანი ექნება და მშრომელი ხალხი სამუშაოს დასრულების შემდეგ გაერთობა ვარჯიშით,რათა ფორმა შეინარჩუნოს და მოიმკის წონაში ( აბა გაივსო ქვეყანა იაფიანი,ასე ვთქვათ კაპიკად პროდუქტებით) ესენი ეტყობა უკვე აღარც ეწევიან, რაღაც ქიმიაზე დასვეს.
დათო სიმართლე
წავიდა ფულის კეთება ტყემალაძის სამშენებლო ბიზნესით, აბა ტყვილა ხო არ იბრძოლა ამდენი ფედერაციის პრეზიდენტობისთვის. ამათმა როდემდე უნდა ხრან ხალხის და ქვეყნის ბიუჯეტი ???
7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
ტოკიოს ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელები 1 მლნ ლარს, ვერცხლის მედლის მფლობელები - 500 000 ლარს, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი 250 000 ლარს მიიღებენ [VIDEO]
საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისის თანამშრომლობა კიდევ 4 წლით გაგრძელდა
იოსებ ტყემალაძე: "შავი ლომის" მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე
"ედი ჯონსი? - მაისაშვილზე სხვადასხვა ქვეყნებიდან მივიღეთ წინადადებები" - იოსებ ტყემალაძე
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს
"ეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება" - უეფას პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი მისწერა
ღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება
იოსებ ტყემალაძე MARCA-სთან - "2027 წელს ჩვენს ხმას ბევრი გაიგონებს"
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვარაცხელიას შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
ღარიბაშვილი 2023 წლის ჩემპიონატს ეხმაურება, მასპინძელი ქალაქი კი შეიცვალა
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა
"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს