რუსმა საფეხბურთო კომენტატორმა გეორგი ჩერდანცევმა kazved.ru-თან ინტერვიუში „რუბინის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია აქო.

- ამ სატრანსფერო ფანჯრისას აქტიურად განიხილებოდა ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლა. როგორ ფიქრობთ, რომ მაინც წასულიყო, ეს რამდენად ძლიერ დარტყმას მიაყენებდა „რუბინს“?

- მე ვთლი, რომ ეს საკითხის არასწორად დასმაა. თვით „იუვენტუსმა“ ვერ შეძლო რონალდოს შენარჩუნება, „ბარსელონამ“ კი - მესის ფინანსური მიზეზების გამო. თანამედროვე ფეხბურთში ეს სავსებით ნორმალურია, როდესაც ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი მიდის კლუბში, ორი სეზონი თამაშობს, მისი ფასი იზრდება, შემდეგ კი კლუბი გადაყიდის იქ, სადაც ფულს გადაიხდიან, ვინაიდან ფეხბურთი არა მარტო გართობაა, ეს რაც არ უნდა იყოს, ბიზნესია.

კლუბმა უნდა იარსებოს, ფული გამოიმუშაოს, მათ შორის საიჯარო თანხები დაფაროს, ზუსტად ის, რაზეც ჩვენ თქვენთან ვისაუბრეთ. ეს ნორმალური მოვლენაა, ნებისმიერი კლუბის არსებობის ერთ-ერთი ხერხი და მათ შორის „რუბინისაც“. ამიტომ თუ ვინმეს სარფიანად გაყიდვა მოხერხდება, ჩემი აზრით, ეს მენეჯმენტის შესანიშნავად მუშაობის დადასტურებაა, რომელმაც „რუბინში“ გადასვლაში დაარწმუნა, კარგად გამოაჩინა საერთაშორისო დონეზე, ჩემპიონატზე და მისი ფასი გაიზარდა.

დენის მაკაროვისა და ხვიჩას ადგილზე სხვები უნდა მოვიდნენ, არანკლები ტალანტის მქონე ფეხბურთელები. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა მათი შემცვლელების მოძებნას. ასეთი პოტენციალისა და ნიჭის მქონე ფეხბურთელებს ქუჩაში ვერ იპოვით.

„რუბინს“ შეგვიძლია მივულოცოთ, რომ ასეთი ბიჭები მოიძია და ფული გამოიმუშავა. შემდეგ მათ წარმატებული სეზონი ჩაატარეს და გუნდს გასულ სეზონში მეოთხე ადგილის დაკავებაში დაეხმარენ. გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ მსგავსი ტალანტის მქონე და ძლიერი ფეხბურთელი, მით უმეტეს ახალგაზრდა და პერსპექტიული, ახლანდელ დროში რუსეთის ლიგის გუნდში 2-3 სეზონზე მეტხანს გაჩერდება. ეს უბრალოდ არარეალურია.

- როგორ ფიქრობთ, რომელ ჩემპიონატში შეეძლება ხვიჩას გადასვლა? ბევრი ამბობს, რომ ინგლისში კარგად გამოჩნდებოდა. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- მე ვფიქრობ, რომ ეს უნიკალური ტალანტის მქონე ფეხბურთელია. მე მგონია, მას აბსოლუტურად ნებისმიერ ჩემპიონატში, ნებისმიერ გუნდში შეუძლია ითამაშოს. „ბარსელონას“ ადგილზე მესის ნაცვლად ავიყვანდი.

რაც შეეხება ინგლისს, იქ ასეთი ფეხბურთელები უყვართ: სწრაფები, ტექნიკურები. თუ ჯანმრთელობამ არ უმტყუნა, ძალიან კაშკაშა კარიერა ექნება. მას შეუძლია თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მოთამაშე გახდეს.

ვავა
მარტლა რა გჭირთ? ღადაობთ ალბათ? რასაც წერთ თუ კითხულობთ? რაის "ბარსა" და მესი? დაეშვით მიწაზე!
სოსო
ხვიჩა ჩვენია და მისი წინსვლა რომ გვინდა,ეგ რა სალაპარაკოა,მაგრამ მესის ადგილს რომ სთავაზობს,ეს მართლაც რევერენსია.მესი უფრო მარცხენა ფლანგელია,რომელიც ცენტრისაკენ შემოდის და საოცარი სიზუსტის პასები თუ დარტყმები აქვს,მოედნის ხედვასთან და დისპეჩერულ ჩვევებთან ერთად.ხვიჩა კი,მარცხენა ფლანგელია და ვერდ პასის კულტურით თუ მოედნის ხედვით ედრება მესის.მადლობა ჩერდანცევს,ხვიჩას დაფასებისათვის,მაგრამ მთლად სერიოზულად და პირდაპირი გაგებით,მისი ნათქვამი არ უნდა გავიგოთ.20 წლის მესიმ,ესპანეთის პირველობაზე 14 გოლი შეაგდო და რეალს,ჰეთ-თრიკი შეუსრულა.ასე რომ, მეტი კომენტარი,საჭიროდ აღარ მიმაჩნია.მეორე მხრივ დღევანდელი ბარსელონას ფლანგელები,ხვიჩასაგან მიუწვდომელ მანძილზე სულაც არ არიან და შესაძლოა, მანაც ეს იგულისხმა.
მამუკა
და დღევანდელი ბარსელონას რომელი ფეხბურთელი ჯობია კვარას. დემბელე? ბრაიტვაიატი? თუ გავაგრძელო კიდევ. კვარამ რონალდოსავეთ თუ იმუშავა მის ტავზე აი მერე გაჩვენებთ როგორ შეუძლია მას თამაში. პ.ს ისე ცნობისათვის ბარსელონას დონე უკვე ამ სეზონიდან სევილია, ვილიარელაზე დაბალაა ჩამოსული რომ იცოდეთ
giorgi
ბარსელონა არა ისა კიდე თქვენ ფეხბურთი მონაყოლით იციით?> ფრაიბურგში თუ დაიმკვიდრა ადგილი კიდე კარგი იქნება ამეტებზე
aburjga-s
რა მოწიე?
ზვიო
ხვიჩას აქებს,მაგრამ რუსეთის ყველაზე სირი კომენტატორია,ამის ქება, დაახლოებით გვარამიამ რომ გაქოს,იგივეა.
aburjga
მართალია ეს რუსი კომენტატორი! ნამდვილად უნდა წაეყვანა ბარსელონას! 20 წლის მესის არაფრით ჩამოუვარდება! მეტი თუ არაა?!

ხვიჩა მართლაც მაგარი და ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ მესის ჩანაცვლება? ეს უკვე ზედმეტი მოუვიდა ამ რუსს.
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენი" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] გაძევება, სამი პენალტი და მიქაუტაძის გოლი
[VIDEO] მიქაუტაძემ ესპანურ გუნდთან მატჩში ანგარიში გახსნა
ოფიციალურად - შევალიე პსჟ-ს ფეხბურთელია
"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო
[VIDEO] მიქაუტაძემ ესპანურ გუნდთან მატჩში ანგარიში გახსნა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები რასმუს ჰოილუნდის საქციელით უკმაყოფილოები არიან
იურმალადან კაუნასში ჩასულმა ნაკრებმა “კაუნო არენაზე” ივარჯიშა
"ჩელსიმ" მუდრიკი პრემიერლიგის განაცხადში არ შეიყვანა და ნომერიც წაართვა
კონფლიქტი ამოწურულია - ტერ შტეგენი დათმობაზე წავიდა და კაპიტნის სამკლაური დაუბრუნეს
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
შევალიე უკვე პარიზშია - სად მიდის დონარუმა?
ქოჩორაშვილი სადებიუტო გოლთან ახლოს იყო - "სპორტინგმა" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
L'Équipe: დავითაშვილი და სტასენი ნავიდან გადახტომას ცდილობენ - "სენტ-ეტიენმა" მათ კარი გამოუკეტა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
საქმე სერიოზულადაა - "რეალი" პსჟ-ს შემტევის გამოსყიდვას გეგმავს
პსჟ-ს ტრანსფერი 67 მილიონი დაუჯდება და ახალწვეულს უდინეში წარადგენს
ჩაკვეტაძე "უოტფორდს" პირველ ტურში ვერ დაეხმარება
მამაცაშვილმა შვედეთში გუნდი შეიცვალა
გრიზმანი შესაძლოა, სერხიო რამოსის თანაგუნდელი გახდეს
პირადი კონტრაქტი შეათანხმა - გარნაჩო "ჩელსის" მიუახლოვდა
გირასიმ "ალ-ჰილალში" გადასვლაზე და მაღალ ხელფასზე უარი განაცხადა
UEFA-მ რუსულ კლუბებს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 10 მილიონ ევროზე მეტი ჩაურიცხა
ვიტინიამ დაასახელა პსჟ-ს ფეხბურთელი, რომელიც "ოქროს ბურთის" მოგებას იმსახურებს
ხვიჩა "ბარსელონაში" - წერს რუსი კომენტატორი
უდიდესი აღიარება! - ცნობილმა რუსმა კომენტატორმა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
კვარაცხელიას პსჟ-ის რეკორდი - მსგავსი რამ "ოქროს ბურთის" დაჯილდოვებაზე ჯერ არ ყოფილა
ᓠᓣᕡᕔᓑᓘ ᕡᕐᓑᓐ ᓙᕕᕘ
ჯაბა კანკავა: ევროპალიგის ფინალის გამოტოვება არ მემუქრება
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
[PHOTOS] მილიარდერი შეყვარებული ჰყავს - ვინ არის კვარაცხელიას თანაგუნდელის ლის მეგობარი გოგონა
ოფიციალურად: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის დასახელდა
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა