საქართველოს ნაკრებმა გორში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში უზბეკეთს 1:0 სძლია.

შვედეთის დამარცხების შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა და პირველი მომენტი მისმა გუნდმა შექმნა, როდესაც სოლო-რეიდის დაგვირგვინება ყაზაიშვილმა ვერ შეძლო. კონტრიერიშისას შომორუდოვმა გაანიავა შანსი. ამის შემდეგ ინიციატივას საქართველოს ნაკრები დაეუფლა. საჯარიმოში კაშიასთან ბრძოლაში ბურთი ხელზე ჰამრობეკოვს მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, დავითაშვილს კი გოლის გატანა მეკარე იუსუპოვმა არ დაანება. სადღაც 30-ე წუთისთვის უზბეკებმა თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა მოახერხეს, თუმცა ვერ იხეირეს და სწრაფი შეტევისას ანგარიში დავითაშვილის პასით ვოლკოვმა თავურით გახსნა.

მეორე ტაიმი უზბეკებმა აქტიურად დაიწყეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. სანიოლმა 61-ე წუთზე დავითაშვილისა და ყაზაიშვილის ნაცვლად შეცვლაზე ოქრიაშვილი და კვარაცხელია შეუშვა, 71-ეზე კი გვილიასა და ვოლკოვის მაგივრად - აბურჯანია და წიტაიშვილი. ორივე გუნდის მხრიდან ბევრი იყო ტექნიკური წუნი და თამაში ნაკლებად თვალსასეირო გახდა. 83-ე წუთზე კვარაცხელიას შორიდან დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, ცოტა ხანში კი მსაჯმა შეხლა-შემოხლისთვის მოედნიდან აზაროვი და საიფიევი გააძევა. შეცვლაზე შესულმა გიორბელიძემ კვარაცხელია გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ მან კარს ოდნავ ააცილა, ხოლო მერე მის დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. ბოლოს განიევის გასროლილი კუპატაძემ მოიგერია და მატჩიც დასრულდა.

მართალია, საქართველოს ნაკრებს საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია, მაგრამ რაც მთავარია, ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ერთა ლიგის მომავალ გათამაშებას კარგი განწყობით შეხვდება.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“

საქართველო - უზბეკეთი 1:0

გოლი: ვოლკოვი (41)

გაძევება: აზაროვი (84), საიფიევი (84)

საქართველო: კუპატაძე, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, გვილია (აბურჯანია 71), კვეკვესკირი, აზაროვი, დავითაშვილი (ოქრიაშვილი 61), ლობჟანიძე (გიორბელიძე 86), ყაზაიშვილი (კვარაცხელია 61), ვოლკოვი (წიტაიშვილი 71)

უზბეკეთი: იუსუპოვი, ჰაშიმოვი, აბდულავევი, კობილოვი, საიფიევი, ჰამრობეკოვი (იულდოშევი 46), ალიბაევი (განიევი 46), შუქუროვი, ჰამდამოვი (ერკინოვი 64), მაშარიპოვი, შომუროდოვი (სერგეევი 79)

სოსო
ბიჯო,9 წელი ვერ გავისროლეთ,სულ "ასტოჩკას "აძლევდა,ახლა "ტრიპლეტი გავარდა არ გაგვიხარდეს?!ახალი თაობა მოდის,რომლებიც უკვე მთავარ როლებში ჩნდებიან და შედეგსაც დებენ,იმედი არ გაგვიღივდეს?აბა რისი გულშემატკივარი ვარ?გამიხარდა,ძალიან გამიხარდა და იმედი მომეცა,რომ ნაკრების აღმასვლა იწყება.ამდენი პერსპექტიული ბიჭი გამოჩნდა და იმედი როგორ არ მქონდეს?ვარსკვლავები შეიძლება ვერ მოვწყვიტოთ,მაგრამ ჩვენთან თამაში რომ არ ეზარებოდეთ,ისეთ გუნდად მაინც, აუცილებლად ვიქცევით.
დ
ბევრჯერ დავწერე და ახლაც გავიმეორებ, დავითაშვილი არის ძალიან პესპექტიული ბიჭი, თუ ასე გააგრძელა, როგორც იქნა ნაკრებში გამოჩნდება ფეხბურთელი, რომელიც ცენტრში ბურთს მიიღებს და პასს პასისთვის კი არ გააკეთებს, არამედ დატრიალდება, მეურვეს მოიცილებს და თამაშს გაამწვავებს, ასეთი იყო ოქრი, ასეთია კიტე და ახლა ზურიკო, მაგარი ბიჭია, მთავარია პროგრესი არ შეწყვიტოს და მაღალ დონეზე ავიდეს. ვოლკოვის დებიუტს რაც შეეხება, მთელ საქართველოს ვულოცავ მის წარმატებულ დებიუტს. ყოჩაღ დავით.
დ
კიტე გვყავს, არ ინერვიულო.
ააას
სამი მოგება ზედიზედ სასიამოვნოა ნამდვილად. ამ ტაქტიკით, რომელითაც სანიოლი ათამაშებს, ფლანგებზე და სისწრაფეებზეა აქცენტი გადატანილი და შედეგი ჯერჯერობით მოქავს, მაგრამ ნახევარდაცვის ცენტრი ყველაზე მეტად მაწუხებს, არადა ყველა ნორმალურ გუნდში მთავარი დასაყრდენი სწორედ ნახევარდაცვაა. გვილია–კვეკვესკირი შეიძლება კანკავაზე უკეთ იჭერს ბურთს, მაგრამ ხშირია შეცდომები და კონტროლი მაინც უჭირთ. ბუნებრივიცაა, არ შეიძლება პოლონეთის ჩემპიონატის სკამის ფეხბურთელები ძლიერ ნახევარდაცვის ცენტრს ქმნიდნენ. კიტეიშვილის დაბრუნება მაგ მხრივ კარგი იქნება, მაგრამ სხვა არავინ გვყავს ვისაც შეუძლია ფლეიმეიქერის როლი შეასრულოს. ლუკა გაგნიძის იმედი მაქვს მომავალში, მაგრამ ჯერ ახალგაზრდაა. მოკლედ, საფიქრალი ბევრია.
vaxo
მართლაც რომ კარგ ნოტაზე დავასრულეთ ეს ეტაპი, ერთი კითხვა რედაქციას, რა თქმა უნდა აკტუალურია "რუბინი" და "როტორო", მაგრამ არ გაინტერდებთ, ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელის მშობლიურ "სამტრედიაში" ადგილობრივ გუნდში რა ხდება, ნუთუ 25 ქართველი ფეხბურთელის რეალური პრობლემა არაა საინტერესო საზოგადოებოსთვის? მადლობა.
kaxa
უეჭველი მაგიტომ არ ათამაშეს რომ კობის რეკორდი არ დაემხო
gio gio
კარგია რო წელი გამარჯვებით დავასრულეთ,იყო ხარვეზები განსაკუთრები დაცვაში და ბურთის მიღება გადაცემაში,ამხანაგური მატჩები სწორედ მაგას ემსახურება რომ სათანადო დასკვნები გამოიტანონ მწვრთნელებმა და გამოასწორონ, ასევე მოიძიონ საჭირო ფეხბურთელები.ამ შემთხვევაში გაამართლა ვოლკოვმა.მარტამდე დიდი დროა რაც უნდა გამოვიყენოდ ამხანაგურ მატჩებისთვის.
ქომაგი
გაიხსენეთ თითოეული თამაში და მითხარით, რა იყო შეუძლებელი იმაში, რომ შვედეთთან გასვლაზე და ესპანეთთან და ბერძნებთან შინ ფრედ გვეთამაშა, კოსოვოსთვის კი აქაც მოგვეგო?! ასეთ შემთხვევაში ჩვენი მონაგარი იქნებოდა 3 მოგება, 4 ფრე და ერთადერთი მარცხი ჯამური 13 ქულით. შვედეთსაც ამდენივე უგროვდებოდა, ურთიერთშორის მატჩებით კი მეორე ადგილზე და პლეი-ოფში ჩვენ გავდიოდით. ოდნავ მეტი მონდომება, ოდნავ მეტი პროფესიონალიზმი, ოდნავ მეტი თავდადება, აცრა მოდუნებაზე 90-წუთიანი და სრულციკლიანი სტაბილურობისთვის და მაშინ მეტი გამართლებაც მოვა და ეს გუნდი ნამდვილად ხელიწიფებს დიდ ტურნირზე გასვლას. ზემოთ მოყვანილმა ციფრებმა დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ვაისის ცოტა ადრე გასტუმრების შემთხვევაში სანიოლს უკვე ეყოლებოდა გუნდი, რომელიც ამ ჯგუფიდან გავიდოდა. იმედია, მომავალი შესარჩევებისთვის შეკრავს წარმატებულ კოლექტივს. ყველაფერზე მეტად ის მაიმედებს, რომ ეს კაცი არ ცდილობს ქართული ფეხბურთის გადაკეთებას, არამედ იპოვა სათამაშო სქემა, რომლითაც ქართველებს საკუთარ ტექნიკურ და შემტევ სტილზე უარის უთქმელად შეუძლიათ თანამედროვე ფეხბურთის თამაში. წარმატებები ჩვენს გუნდს (იმედია, ფედერაცია არ შეუკრავს სანიოლს ხელ-ფეხს მირონ-ნათლულებისა თუ მამაჯიბესქელების პროტექციით).
Butxa
Kakabadze yaazaishvili arunda iqnas gamozaxebuli. Arafris maqnisia kazaishvili dadis moedanze usaqmurad siswrafe araqqvs da arc pasiss micema icia,gaxsovt albat serbetan ra gaaketa. Xolo kakabadze tamashi ar gadis shecdoma ro ar daishvas da tan rogori imena ro golia as procentiani, uazrod tamashobs.
გაგა
მსგავსი დიშოვკა თამაში არ მინახია.
რომა
ლაპარაკით ადვილია.. ეხლა რუსებს კითხე აბა აგიყვანენ 2წლით? რა სისულელეს წერ ხო იმიტო აგიყვანენ წაგიყვანენ დაგაყენებენ ფეხზე რომ მეორე თუარა მესამე წელს თავისუფალი სადაც გინდა იქ წახვიდე რა კაია... კლუბი ფინანსებს და ჯაფას რო დებს შენში ის 2წლიანს არ დაგიდებს მინიმუმ 4... ან მეტი. თავის მოვლა არიციან რა ჭამონ ის არიციან ამათგან რაუნდა გამოვიდეს საძირკველი პატარაობიდანვე უნდა ჩაეყაროს ჯანმრთელობას 20 წლის ასაკში კიარა... დაიდოს ჩამონათვალი რა უნდა მიიღოს სპორტსმენმა დღის მანძილზე არიან ფეხბურთელები თუ რაგბისტი ბავშვები გაგებაში არ არიან რაუნდა ჭამონ დღის მანძილძე ზოგს ექნება იმის საშუალება რომ ისე ჭამოს როგორც დაუწერენ და ზოგი როგორც მოახერხებს ისე შეჭამს. არ წერია არსად თითქოს დიდი საიდუმლო რამეა ისე უფრთხილდებიან...
გეგი
მასეა მასეე და დღევანდელი ფეხბურთი არის ფიზიკური გამძლეობა,ვერ გაიგო ამ ხალხმა ეს.ქეცბაია ამბობდა მახსოვს ერთხელ რომ მოტყუება და პასი მეც კი შემიძლია ახლაცო მაგრამ ფიზიკურად გავძლებო?ფიზიკაა დღევანდელი ფეხბურთი ფიზიკა და ტაქტიკა.ასეა ეს.
zura222
რუსეთში თამაშს რაც შეეხება ყველას გვინდა ხვიჩაც ზურიკოც გაგნიძეც და სხვებიც ევროპაში თამაშობნენ და რუსეთში საერთოდ არ წასულიყვნენ მაგრამ ერთი იმ ევროპას ვკიტხოთ იმათ ჭირდებათ ჩვენი "აკადემიაბის" აღზრდილი ფეხბურტელები ? შუშის ძვლები რომ აქვთ და სულის შებერვაზეც რომ იქცევიან @ გაიხსენეთ ვინ ითამაშა ასე თუ ისე კარგად ეცროპაში ? ვინც ევროპაში წასვლამდე მოძლიერდა რუსეთში უკრაინაში თურქეთში--კობიაშვილი ყაველაშვილი არველაძეები კალაძე და მორჩა სულ ესენი იყვნენ !@ მე დარწმუნებული ვარ ქინქლაძე ჯერ ამ ქვეყნების რომელიმე გუნდში რომ მოძლიერებულიყო ფიზიკურად და მენტალურად და მერე წასულიყო ევროპაში ძალიან დიდხანს ითამაშებდა უმაღლეს დონეზე ! ან ქეცბაია ავიღოთ უდიდესი პოტენციალი ქონდა ანართოსისში რომ წავიდა პირველად და იუვენტუსს რომ შეხვდნენ ინტერნეტში დევს იმ თამაშის ნაწვეტები და რა უქნა იუვეს მცველებს და ნახევარტმცველებს და მაგარი გოლიც გაუტანა იუვეს მაგრამ მერე ვეღარ მოუმატა და დარჩაა საშუალო დონის ფეხბუეთელად და იშვიათი გამონათებები ქონდა ან ეხლანდელები ავიღოთ ვინც ეგრევე ევროპაში წავიდნენ ჭამტურია მჭედლიძე და ყენია უნიჭიერესები იყვნენ და დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშათ მაგრამ სად არიან ეხლა ? ევროპაში რომ წავიდნენ ყოველ მეორე თამაშში ტრავმმებს იღებდნენ ! ჩაკვეტაძე ყველამ ვიციტ რა დღეშიცაა კიტეიშვილიც წამდაუწუმ ტრავმებს იღებს @ და ვინც ტრავმებმა არ გააწამა ისინი დარჩვენ საშუალო დონის ფეხბურზთელებად (ქვილითაია კაჭარავა ბერიძე ზივზივაძე და სხვები) ხვიჩაზე ადრეც დავწერე--ლოკომოტივში რომ გადავიდა პეპელაასავით სუსტი და ფარფატა იყო და კარგად მახსოვს ვიღაცა რუსი მცველი დაეჯახა მხრით და 3-4 მეტრში გადააგდო ! და ეხლა ? ეხლა ისე მოძლიერდა და გავირდა(ამ სიტყვის კარგი გაგებით DD) რომ მართლა ვირი რუსი მცველები უფრო დიდი ვირი ვიკინგი შვედი ფეხბურთელები ძვრას ვერ უშვრებიან ! შვედების კარში მეორე გოლი რომ გაიტანა უცხო კავს რომ შეეხედა იტყოდა რომ ეს იყო ჩამოყალიბებული ტარანის ტიპის ფეხბურთელის გარღვევა--პირდაპირ დაადო თავი და ამ პირდაპირ სირბილში ხელი ვერავინ ვერ შეუშალა ! და საიდან აქვს ეს ? ჩიფსების და ბიგმაკების ჭამისგან ?(ჩვენი თინეიჯერი ფეხბურთელები მაგებიით რომ იწამლავენ ორგანიზმს ძვლებს და კუნთეწბს და ესეც ცალკე საუბრის თემაა) საიდან აქვს და რუბინის უმაგრესი ფიზ მომზადების მწვრთნელებისგან და უმაგრესი აღდგენის ცენტრისგან ადრე მსოფლიო თასის წინ ჩვენი რაგბისტები რომ წაიყვანეს ეგეთ აღდგენის ცენტრში და გაგიჟებულები რომ იყვნენ ეს რა ვნახეთ იქედან რომ გამოვედით თოთქოს ხელახლა დავიბადეთო ! ასე რომ რუსეთი უკრაინა თურქეთი უნდა გამოიყენონ მოსაძიერებლად და ტრამპლინისთვის მაგრამ ერთი აუცილებელი შენიშვნა და გაფრთხილება უნდა მისცენ--არავითარ შემთხვევაში არ გააფორმონ იქ მრავალწლიანი კონტრაქტები ! მაქსიმუმ 2 წელი და მორჩა ! თორემ აგერ ვხედავთ ხვიჩა როგორაა შებოჭილი იმ 2024 წლამდე კონტრაქტით @ რომ ქონოდა მაგალითად 20022 წლამდე რუბინი ამ წელსვე გაყიდიდა 10 მილიონადაც იმიტომ რომ გასაგებია რატომაც !
zura222
ანუ კობიაშვილის მაფიამ არ ათამაშა კობი რომ დარჩენილიყო რეკორდსმენად ??? DDDD
შოკირებული გულშემატკივარი
გილოცავთ
გიორგი
გულოცავთ გამარჯვებას!! ერთადერთი გული მწყდება კანკავა რომ არ ათამაშებს 1 წუთით მაინც. კობიაშვილისთვის რომ არ გადაესწრო... არადა ფიფა მხოლოდ 99 მატჩს აღიარებს და კარგი იყო მე100 ეთამაშა
ABCABC
ვინც იძახით კმაყოფილი არ ვართო, რითი არ ხართ კმაყოფილი, რამეში გვაჯობეს, თუ რა ამხანაგური თამაშია შევუგდეთ და ანგარიში შევინარჩუნეთ, მეტი რა უნდა ექნათ ეხა. თავი არ უნდა შეეკლათ, რაც უნდა გაეკეთებინათ 5 იანზე გააკეთეს. უბათქუნა ხვიჩამ მარა ჰა არ გავიდა და რას იზამ. 2 მომენტი შექმნეს რეალური. ყოჩაღ ბიჭებო ესე უნდა მოიგოთ უზბეკებისნაირ გუნდთან დაცვაში გუნდი კარგად თამაშობდა და თავდასხმაშიც მშვენეირები ვიყავით მოკლედ ყოჩაღ და გილოცავთ.
პპპ123
ეეე არ გამოვა ამათგან არაფერი.
G.LA
ვოლკოვის ნახვა ყველას გვინდოდა და გაამართლა ამ ბიჭმა. ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი ვერ ქაჩავენ უკვე ნაკრებში და მადლობა უთხრათ, სანამ გინებას დაუწყებთ ტრიბუნებიდან. არ სცხვენიათ ასე რომ მოდიან ნაკრებში? მთლაინობაში თამაშით კმაყოფილი არ ვარ. უნდა გვეჯობნა ყველაფერში მარა მოვიგეთ რაც მთავარია. ნეტავ ასე მოვიგოთ ყოველთვის და ავიტანთ. ხვიჩას რომ გაეტან მაინც ასე ვიტყოდი. ხვიჩას ყოჩაღ, მარა მინდა ყოველთვის უფრო მეტი ითამაშოს, ის ლიდერია ნაკრების და ყოველთვის წინ უნდა გაუძღვეს ნაკრებს.
კარგით რა ხალხო...
ისევ იტყუებთ თავს ამ ყარაულის თოფივით გავარდნილი ომგებით და უზბეკეთთან მოგება რაღაა.ეჰ რაა.... ასე არ ხდება რა.
შაკო
ყაზაიშვილმა პასი რომ იცოდეს რას ნიშნავს, ტოპ გუნდში ითამაშებდა
Levani
მაკედონიის მერე ვწერ-ოქრი,ვაკო,ჯანო,მჭედლიძე,ჭანტურია და ა.შ. უნდა გადახაზოთთქო და მაინც და მაინც გინება უნდა წამოვიდეს ტრიბუნებიდან?ეს ოქრი თვითონ ვერ ხვდება რო ვერ თამაშობს?ან ვაკოს რაღა უნდა..ბარემ გიჩა ჯამარაული დააბრუნეთ,ადგილზე ის ამათ ბურთს არ დაანახებს
beqa
შეეშვით ამ ყაზაიშვილის გამოძახებაას ეზოს ფეხბურთს თამაშოობს არც ბრძოლა იციის
რომა
ამ თამაშმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ ყაზაიშვილის და ოქრიაშვილის პიარი უნდა დამთავრდეს!!! ვოლკოვი შესანიშნავი იყო ნათელი მაგალითი იმის როგორი უნდა იყოს 9იანი გოლის ალღო ნამდვილად აქვს ამ ბიჭს. კვარა მუდამ კვარაა. ჩაკვე და კიტე მალე ჩადგნენ ფორმაში და ამ გუნდის ყურება ერთი სიამოვნება იქნება
გივი
ყოჩაღ ბიჭებს! ეგრე გააგრძელეთ!
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
კაპიტან ჯიქიას რუსეთის ნაკრები ჯიქურ უზბეკეთსაც ვერ უტევდა
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უზბეკეთს ამარცხებს
ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან
"კვარაცხელიას თამაში ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს..." - სანიოლი
მიჯრით სამი მოგება და უკეთესის იმედი - "ჯვაროსნების" ოპტიმისტური კომენტარები
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
[VIDEO] საქართველოს ნაკრებს ახალი სათამაშო ფორმა აქვს
საქართველოს ნაკრები თბილისში ისევ არ ითამაშებს
რას წარმოადგენენ უზბეკები და რა შანსი აქვს კარგ ხასიათზე მყოფ საქართველოს?
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია