შვედეთთან გამარჯვებით გახარებული საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს უზბეკეთის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრით საფეხბურთო 2021 წელს დახურავს. ამის შემდეგ მზადება "ერთა ლიგისთვის" დაიწყება, რომლის კენჭისყრა 16 დეკემბერს გაიმართება, სტარტს კი მომავალი წელს აიღებს.

რას წარმოადგენს ჩვენი მეტოქე?

უზბეკეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა, თუმცა 9 ქულით ამ სტატუსის მქონე საუკეთესო ნაკრებების სიაში ვერ შევიდა. მათ ერთი გამორჩეული ლეგიონერი ჰყავთ - იტალიური "რომას" ფორვარდი ელდარ შომუროდოვი გუნდის კაპიტანია. 26 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სერია A-ში გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს, გასულ სეზონში კი "ჯენოას" რიგებში 8 გოლის ავტორი გახდა. მანამდე ის "როსტოვში" ასპარეზობდა. აზიის უკანასკნელ შესარჩევ ეტაპზე ელდარმა ერთ-ერთი ყველაზე მეტი - 7 გოლი გაიტანა.

უზბეკებს გამოცდილი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ - სრეჩკო კატანეცი. მოგეხსენებათ, მან წარმატებას სლოვენიის ნაკრებთან ერთად მიაღწია. გუნდში კიდევ ერთი საინტერესო შემტევია - მადრიდის "რეალის" კარში გოლის ავტორი ჯასურბეკ იახშიბოევი - ტირასპოლის "შერიფიდან".

2017 წლის იანვარში საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებები დუბაიში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს - ვლადიმირ ვაისმა უახლოესი რეზერვი შეამოწმა და შეხვედრა ფრედ (2:2) დასრულდა. შომუროდოვმა, რომელიც მაშინ საკუთარ ჩემპიონატში გამოდიოდა, როინ კვასხვაძის კარში დუბლი შეასრულა. "ჯვაროსნებში" სადებიუტო გოლი საბა ლობჟანიძემაც გაიტანა, რომელიც დღეს ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო წევრია.

უზბეკეთის ნაკრები სექტემბერში ჩვენს ამასწინდელ მეტოქეს, შვედეთის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრა და (1:2) დამარცხდა. სხვათა შორის, შომუროდოვმა იმ შეხვედრაშიც გაიტანა.

შეხვედრა ამხანაგურია, თუმცა ვილი სანიოლსა და მის გუნდს შანსი აქვთ, წარმატებული სერია გააგრძელონ და რეიტინგში კიდევ უფრო მეტად დაწინაურდნენ. საინტერესოა, "ჯვაროსნების" თავკაცი ექსპერიმენტებს მიმართავს თუ წინა პლანზე შედეგს დააყენებს.

მატჩი 15 ნოემბერს, 18:00 საათზე, გორში გაიმართება.

რას

[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
კაპიტან ჯიქიას რუსეთის ნაკრები ჯიქურ უზბეკეთსაც ვერ უტევდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უზბეკეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა [VIDEO]
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"კვარაცხელიას თამაში ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს..." - სანიოლი
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მიჯრით სამი მოგება და უკეთესის იმედი - "ჯვაროსნების" ოპტიმისტური კომენტარები
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
საქართველოს ნაკრები თბილისში ისევ არ ითამაშებს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ