წლეულს “საბურთალოს” შეუერთდა ნოდარ იაშვილი, რომელიც 2014-18 წლებშიც იცავდა დედაქალაქელთა ღირსებას. ამპლუით მცველი თბილისურ კლუბში ჯერ პირველი ლიგის, 2018 წელს კი ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა. რა მოლოდინები აქვს და რა მიზნებით დაბრუნდა “საბურთალოში”, ამას უშუალოდ ფეხბურთელისგან გავიგებთ:

- “საბურთალოში” დაბრუნება სასიამოვნოა იმით, რომ ამ კლუბში დავიწყე პროფესიული კარიერა, ფეხბურთელად აქ ჩამოვყალიბდი. ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. მიხარია, რომ ეს არჩევანი გავაკეთე და კვლავ “საბურთალოს” მაისურა მოვირგე, ამით ბედნიერი ვარ. გუნდთან ერთად ხუთი წელი გავატარე. ამ ხნის განმავლობაში ბევრი გამარჯვება და სიხარული მახსოვს - გავხდით როგორც პირველი ლიგის, ასევე ეროვნული ლიგის გამარჯვებულები. ისეთი პატარა კლუბისთვის, როგორიც “საბურთალოა”, მაშინაც დიდი მიღწევა იყო.

ვიცოდი, სადაც მოვდიოდი - კარგი გარემო დამხვდა, შეკრული გუნდი, კვალიფიცირებული ფეხბურთლები…

- შეთავაზებას მალე დათანხმდით?

- სიმართლე გითხრათ, ბევრი არ მიფიქრია, რადგან ნაცნობ გარემოში ვბრუნდებოდი. “საბურთალო” ამბიციური გუნდი იყო ყოველთვის და მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ასეთ გუნდში თამაში კი ყოველთვის სასიამოვნოა. ყველაფერი შედეგებიდან ჩანს - “საბურთალო” სეზონს ტიტულის გარეშე არ ასრულებს, რაც პატარა ამბავი ნამდვილად არაა.

რა თქმა უნდა, იყო მთავარი მწვრთნელის ფაქტორიც - ლევან კორღალიძე ახალგაზრდა და პროგრესირებადი მწვრთნელია. ჩვენი ხედვები ემთხვევა ერთმანეთს.

- წლეულს რას ელით “საბურთალოსგან”?

- ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეგვიძლია, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არაა. სამეულისთვის ყოველთვის იბრძვის “საბურთალო”. წელს, ვფიქრობ, რომ ჩემპიონობაც შეუძლია. გუნდში ძლიერი ფეხბურთელები არიან თავმოყრილნი. “საბურთალო” ყოველთვის ითვლებოდა პერსპექტიულ კლუბად. გუნდს აქვს თავისი აკადემია, რომელიც სისტემატურად იღებს შევსებას. ამავე დროს, გამოცდილი ფეხბურთელებიც თამაშობენ.

- ორ კვირაში სუპერთასის მატჩია. როგორ ელოდებით ბათუმის “დინამოსთან” მატჩს?

- მეტოქე ძლიერი გუნდია და პატივს ვცემ, თუმცა მჯერა, რომ მოვიგებთ და სეზონს ტიტულით დავიწყებთ. გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა, ძირითადში ადგილი არავის აქვს გარანტირებული. ვარჯიშები მაღალ დონეზე მიმდინარეობს, საინტერესო საწვრთნელი პროცესი გვაქვს. ეს ყველაფერი მაძლევს იმის საფუძველს, რომ ასეთი მოლოდინი მქონდეს. ფსიქოლოგიურად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება წარმატებული სტარტი.

- მართალია, ამპლუით მცველი ხართ, მაგრამ კარიერის განმავლობაში 3 გოლი გაქვთ გატანილი. აქედან ერთი ბურთი “საბურთალოს” მაისურით. გახსოვთ ის გატანილი გოლი?

- რა თქმა უნდა, მახსოვს. ეს “საპოვნელასთან” მატჩში მოხდა. “მიხეილ მესხზე” ვთამაშობდით და 0:1 ვაგებდით. შემდეგ გავათანაბრეთ. ბოლოს ისე მოხდა, რომ გამარჯვების გოლი მარცხენა ფეხით გავიტანე. თავისთავად, კარგი შეგრძნებაა, როდესაც გოლს გაიტან და შენიანებს გამარჯვების მიღწევაში ეხმარები, მაგრამ არანაკლები შეგრძნებაა, როდესაც საგოლე გადაცემებს აკეთებ.

- ხშირად საუბრობენ, რომ ჩვენს პირველობაზე ძნელია გამარჯვების მიღწევა და ზოგადად თამაში. ეთანხმებით?

- იოლი მატჩი არსად გელის, გნებავთ, გასვლით შეხვედრაში და გნებავთ, საკუთარ კედლებში. ბრძოლის გარეშე, მაქსიმალური მობილიზაციის გარეშე, რთულია 3 ქულის აღება. წლეულს, ვფიქრობ, კიდევ უფრო დაძაბული პირველობა იქნება და ერთბაშად რამდენიმე გუნდი იბრძოლებს ჩემპიონობისთვის. ძალიან აკლია ჩვენს პირველობას გულშემატკივარი. იმედია, უფრო მეტი ქომაგი ივლის მომავალში სტადიონზე.

- ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

- ოჯახი! მათგან ყოველთვის ვგრძნობ გვერდში დგომასა და დახმარებას. შარშან რთული წელი მქონდა. სწორედ ჩემმა ოჯახმა გადამალახინა ეს არასასიამოვნო დრო. “საბურთალოს” გულშემატკივრებს ვპირდები, რომ ყველა მატჩში მაქსიმალურად დავიხარჯები. ვეცდები, ჩემი წვლილი შევიტანო გუნდის განვითარებასა და წარმატებაში.

fcsaburtalo.ge

გიო
მაგრად მიყვარხარ..პირველ რიგში ძალიან მაგარი ადამინი ხარ და ასევე კარგი ფეხბურთელი.. მე მჯერა შენი,მჯერა რომ ყველაფერი გამოგივა..შენს გვერდით ვარ სულ სიცოცხლის ბოლომდე ლომოოოოოოო..
დინამოების დაპირისპირება და სადებიუტო გოლები
"დილამ" და "ტორპედომ" გაიმარჯვეს
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა: მოგებები 10 კაცით
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს
ტატანაშვილი, თარგამაძე და იაშვილი "საბურთალოს" დაემშვიდობნენ
ეროვნული ლიგის I ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
საქართველოს თასის ფინალური მატჩის შემდეგ, გულშემატკივრებმა სტიუარდებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს [VIDEO]
ნოდარ იაშვილი "საბურთალოდან" თბილისის "დინამოში" გადავიდა
თბილისის "დინამოს" მცველი: ჩვენი ოცნებაა, სტადიონი გაივსოს; მჯერა, მინდორს თავაწეულები დავტოვებთ
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში
ნოდარ იაშვილი თბილისის "დინამოდან" "საბურთალოში" გადავიდა
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს