ქუთაისის "ტორპედოს" Facebook-გვერდი სოციალურ ქსელში კლუბის განცხადებას ავრცელებს:

"საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობა მიზანშეწონილად მიიჩნევს, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და მოსაზრება ეროვნული ჩემპიონატის პირველ 3 ტურში გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგების გამო გულშემატკივართა მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილების შესახებ.

"ტორპედოს" ერთგული გულშემატკივარი გუნდისგან ყოველთვის მაღალ თამაშის ხარისხსა და შედეგს მოითხოვს, რომელიც კლუბის მოთხოვნის ანალოგიურია. მივიჩნევთ, რომ გუნდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და ფაქტებზე გააზრებული და არა ნაჩქარევი გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული.

ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ ჩატარებულ სამ შეხვედრაში მოპოვებული მხოლოდ ერთი გამარჯვება არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგი, თუმცა მთელი რიგი მიზეზების გამო ამ ეტაპზე რადიკალური საკადრო ცვლილებების განხორციელებისგან თავს ვიკავებთ. ვთვლით, რომ ჩემპიონატის საწყის ეტაპზე მყოფი გუნდისთვის, რომელიც შეთამაშების სტადიაზეა, საუკეთესო გამოსავალი არ იქნება ცვლილებები.

დღეს „ტორპედო“ ახალი ხელმძღვანელობით, ახალი მწვრთნელებითა და ახალი ფეხბურთელებით, შენების პროცესის საწყის ეტაპზეა და ყველაზე მეტად გუნდს ახლა სჭირდება გვერდში დგომა, რომელიც გულშემატკივართა მხრიდან ტორპედოელებს არასოდეს მოკლებიათ", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ტორპედოს" გულშემატკივრებმა გუნდის მწვრთნელის, გია ცეცაძის გათავისუფლება მოითხოვეს.

ლ.გიო-ს
ცეცაძეს თავგამოდებით იცავ,გვემალება ცეცაძე იცის თავას სახელი რაც არის,პირველ რიგში კაცი უნდა იყო რომ მწვრთნელი გახდე,ცეცაძე არც ერთია და არც მეორე..მოუწევს ტორპედოდან წასვლა..
qomagi
ჭიაბრიშვილი ტორპედოში იმუშავებდა მაგრად ოღონდ 3-4 წელი უნდა აცადონ.ტორპედოში ზოგი ისეთი ფეხბურთელია რომლებმაც უკვე კარგა ხანია თავისი რესურსი ამოწურეს.
გულშემატკივარი
ყოჩაღ, განრისხებული მედია თავის ძალას აჩვენებს. ვინ არის მწვრთნელი, მთავარია მედია უნდა ჰყავდეს მადლიერი, მათ ცეცაძე კი არა მსოფლიო დონის ქეცბაიაც კი წააქციეს. აბა რა ეგონა ცეცაძეს შერჩებოდა თურქული ინცინდენტი? თორემ 50 წელზე მეტი გულშემატკივრობის სტაჟი მაქვს და უიშვიათესი გამონაკლისის გარდა გუნდში მისულ ახალ მწვრთნელს თავიდანვე შედეგი ქონოდეს არ მახსოვს, მით უმეტეს, თუ ახალი გუნდის გაკეთებისას. ამის უახლეს მაგალითს შოთა წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობას იმავე მოთამაშეებით აგრძელებს ვინც იქ დახვდა, ანუ შეთამაშებული ბიჭებით. და ბოლოს გაგახსენებთ ციტატას თებერვლის პრესიდან. "სიბრაზისგან მაქსიმალურად ვცდილობ მშვიდად გადმოგცეთ: საქართველოდან ამდენი კილომეტრით მოშორებით ჩასული Geo Team გია ცეცაძემ მატჩიდან გაუშვა". ამიტომ ტორპედოს ნადვილ ფეხბურთის გულშემატკივარს ვთხოვ, თავი შეიკავონ, გონივრულ ვადამდე, გუნდის შინაურ საქმიანობაში ჩარევისგან. გუნდს მის ხელმძვანელობას ახლა ზედმეტი წნეხი სწორი ნაბიჯებიდან გადაახვევინებს. წარმატებები ტორპედოს!
ლ.გიო-სს
ნაცი რა შუაშია, სეზონი ახლა დაიწყო და 1 თამაში მოიგო და 2 წააგო, რა ეგრევე გაშვებაზე დაიწყეთ საუბარი, მანჩესტერ სიტის დონის გუნდი გყავთ თუ როგორაა, ცენტრფორვარდად მჭედლიძე გყავთ, რომელსაც 5 წელია ფეხბურთი არ უთამაშია.
gio
ამ კაცს ყველა გუნდიდან აგდებენ და რომ დანიშნეს რას ელოდებოდნენ ამ მწვრთნელისგან
რეზო
ეს ის ხალხია ვისაც თავმოყვარეობა და ღირსება აქვს და ფეხბურთით ცხოვრობს, და კარგად ხედავს ინტრიგანს.კლავიატურის ლომო!
ზურა
ეს ის გულშემატკივარიაჩემპიონები,რომ გახდნენ და დინამოზე სკამებს,რომ ლეწავდნენ?
ზაზა
შარშან ბეწვზე გადარჩა ტორპედო გავსრდნას მაგრამ ცეცაძემ ასე თუ გააგრძელა წელს ვერ გადავრჩებით. აცადეთო რო იძახით , გუნდს აშკარად არ ეტყობა მწვრთნელის ხელი ყველა მის ჭკუაზე თამაშობს და მეტი რაღა უნდა აცალო სანამ მთლად არ ჩავიძირებით?
niko
ვფიქრობდი რომ ახალი, სოლიდური მფლობელი, საბოლოოდ დასვამდა წერტილს "ტორპედოს" გაუთავებელ ფიასკოზე, მაგრამ თავშივე დიდი შეცდომა, დაუშვა, ნულოვანი პროფესიონალური ცოდნითა და საეჭვო რეპუტაციის და მორალის სუბიექტს მიუნდო და ტრადიციების მატარებული კლუბი, თავისი ქომაგით უფრო მეტად კრიზისში შეიყვანა.
ჯანო
დევდარიანი(ცქიფო), ტყებუჩავა, სოსიაშვილი.
ლ.გიო-ს
გაზრდილხარ და ჭკუა მოგმატებია,იქნებ დატოვო კოორდინატები რომ შეგეხმიანოთ და ჭკუა დაგვარიგოთ,ისე ნაცი რომ ხარ არ გიტყდება?
გოჩა
ტორპედო ახალი კოლექტივია და ამ სეზონზე ნუ ელოდებით რაიმეს..რადიკალურად ვერც ახალი მწვრთნელი შეცვლის რაიმეს..ამ კაცმა მოიყვანა ეს ფეხბურთელები და უკეთ შეუძლია რაიმე გააკეთოს ვიდრე ვინმეს.ის ახალი კიდე თავისას მოიყვანს და ასე დაუსრულებლად..
torpedo
ჭიაბრიშვილი მოიყვანეთ...
torpedo
ცეცაძეს არც ერთ გინდში არ ქონია შედეგი, აცადეთ იქნებ აქ მაინც ისწავლოს რამე. სამწუხარო იქნება თუ გუნდს ჩაძირავს და მერე უკვე გვიან იქნება. წარმატებები ტორპედოს.
გიზოგ
სამწუხაროა, რომ ტორპედოს ასეთი სულსწრაფი გულშემატკივრებიც ჰყავს. მახსენდება, რამდენს ლანძღავდნენ რა სიტყვებით ჩხეტიანს, როცა პირველად მოვიდა მწვრთნელად ტორპედოში, სანამ სიტუაციას დაალაგებდა. შემდეგ, როცა ტორპედო ჩემპიონი გახადა და თასისმფლობელი, თანაც არა ერთხელ უცებ შეცვალეს ლანძღვა-გინება ცამდე აიყვანეს, რომელსაც ნამდვილად იმსახურებდა კიდეც ქუთაისის ეს პატრიოტი კაცი. ამიტომ სწორად მიმაჩნია ტორპედოს ხელმძღვანელობის პოზიცია რადიკალური ღონისძიებებისგან თავის შეკავების შესახებ. აქვე მინდა ვთხოვო საქართველოსთვის საყვარელ ტორპედოს გულშემატკივრებს, მათაც შეიკავონ რადიკალური ქმედებებისგან თავი და აცალონ მწვრთნელს მუშაობა, რომელსაც ჩემპიონობა მის მომზადებულ არა ერთ გუნდს აქვს მოპოვებული. წარმატებები ტორპედოს ქართული ფეხბურთის სადიდებლად.
sormona
იმედია სეზონის ბოლოს არ ინანებთ ამ დაკარგულ დროს და ქულებს
tngh
გუნდი რამოდენიმე თვეში არ კეთდება... მოითმინეთ და დაელოდეთ.
ლ.გიო
ტორპედოს ქომაგები სააკაშვილს მაგონებენ.მიშასაც ჰგონია რო დედამიწა მის გარშემო ტრიალებს და დემოკრატიის შუქურაა და ტორპედოს ქომაგებსაც ჰგონიათ რო ვინმე რამეს ეკითხებათ და მინიმუმ მილანის დონის გუნდია ტორპედო.
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
კალანდაძე პლოცკის "ვისლას" ფეხბურთელი გახდა
ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
უდიდესი სენსაცია - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
პირველი ვარჯიში ახალ კლუბში - ქოჩორაშვილის პორტუგალიური კარიერა ოფიციალურად დაიწყო
აბრაჰამი წავიდა - ახლა "რომაში" მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მიქაუტაძეა
ეს გუნდი პსჟ არაა - ლუის ენრიკემ მის მიერ გაწვრთნილი საუკეთესო კლუბი დაასახელა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
მახაჩევს გადაუსწრო - ილია თოფურია მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლია!
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
ვიდეო, რომელიც ბევრს ამბობს - ილია თოფურიას რეაქცია, როდესაც პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტის ხმა გაიგო [VIDEO]
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
პსჟ-სთან მარცხმა მესის რადიკალური გადაწყვეტილებისაკენ უბიძგა?
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა