ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადაწყვეტილი ტრანსფერის შესახებ მოსაზრება სხვადასხვა სპეციალისტმა გამოთქვა.

ფაბიო კაპელო (იტალიელი მწვრთნელი): "არა, კვარაცხელიას შესახებ არაფერი ვიცი, მისი თამაში არ მინახავს, რადგან იტალიაში შეუძლებელია რუსეთის ან საქართველოს ჩემპიონატს უყურო. თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა: რადგან "ნაპოლი" რომელიმე ფეხბურთელს ყიდულობს, ე.ი. ის მართლა მაგარია".

ვლადიმერ ვაისი (საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი): "ხვიჩას შეუძლია სერია A-ში თავი წარმოაჩინოს. საჭირო კლასი რომ არ ჰქონდეს, "ნაპოლი" მისით არ დაინტერესდებოდა. სამი წლის წინ ძალიან ახალგაზრდა ხვიჩას საქართველოს ნაკრებში მივეცი შანსი. ვიცი რა მისი სათამაშო მახასიათებლები, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ გამოუვა. ვფიქრობ, "ნაპოლი" იმისათვის ყიდულობს, რომ ინსინიეს პოზიციაზე შანსი მისცეს.

ეს დიდი ტრანსფერია. ხვიჩას "ნაპოლიში" გადასვლა თავად მისთვის და ქართული ფეხბურთისთვის კარგი ნიშანია. ხვიჩა ძალიან ნიჭიერია, გონიერია. თუ საქმეს სათანადოდ მოეკიდება, დიდი კარიერა ელის. "ნაპოლისთვის" შესანიშნავი ფეხბურთელია. ინსინიეს მსგავსი თვისებები გააჩნია. ამიტომაც ყიდულობენ".

ფრანკო კამოცი ("სპარტაკის" პრეზიდენტის მრჩეველი): "ხვიჩა კარგი მოთამაშეა, მაგრამ რუსეთსა და იტალიაში ასპარეზობა სრულიად სხვა რამაა. დააკვირდით მირანჩუკსა და შომორუდოვს. მოდით, ვნახოთ".

რინატ ბილიალეტდინოვი ("რუბინის" ყოფილი მწვრთნელი): "ხვიჩა გამოკვეთილი დრიბლინგის მქონე ფორვარდია. პრობლემების ინდივიდუალური მოქმედებით გადაჭრას ცდილობს. ასეთები ნებისმიერ ჩემპიონატში მოახერხებენ ადაპტაციას და ყოველთვის მოთხოვნადები არიან. თუმცა იტალიაში დაცვითი მოქმედების კულტია. ხვიჩასთვის თავისი დრიბლინგის დემონსტრირება ადვილი არ იქნება. შეიძლება შეეჯახოს იმას, რომ წონით მსუბუქია. ამიტომ საჭიროა ადაპტირება, კუნთოვანი მასის მომატება. არსებობს მეთოდიკა, რომ ამ დროს სისწრაფე არ დაკარგოს. როგორ დაამყაროს ბალანსი სისწრაფესა და კუნთოვან მასას შორის - ესაა საკითხავი.

მაგალითისთვის ქართველი ჯანო ანანიძე მახსენდება. ძალიან იმედისმომცემი იყო. შემდეგ გაირკვა, რომ მისი მსუბუქი წონა და ტრავმებისადმი მიდრეკილება პრობლემა გახლდათ. ეს მაგალითი თვალწინ მიდგას და არ გამიკვირდება, თუ ხვიჩას კარიერაში რაღაც მსგავსი ექნება, მაგრამ ის ჩვენი მოთამაშეა. როგორც ჩემიანს, ისე ვუსურვებ წარმატებას".

ანატოლი ბიშოვეცი (სსრკ ნაკრების ექსმწვრთნელი): "ხვიჩას ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინებით, "ნაპოლიში" თავის წარმოჩენის კარგი შანსი აქვს, მაგრამ ეს ძნელი იქნება. თავისი შესაძლებლობების რეალიზაციისათვის მისთვის მთლად შესაბამისი ჩემპიონატი არ აარჩია. იტალიაში ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური მონაცემები, ბრძოლის წარმართვის უნარი და შესაძლებლობის ზღვარზე თამაში. მხოლოდ ტექნიკა არაა საკმარისი, აუცილებელია იყო უნივერსალური: თავდაცვა, დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება. მით უმეტეს, ვხედავთ, როგორ რთულად გამოსდის ეს მირანჩუკს.

ჩემს პრაქტიკაში კოლივანოვის გამო იტალიაში ჩასვლა და მისი მხარდაჭერა მომიწია, რადგან ეს საკმაოდ რთულია. კვარაცხელიას ადაპტაციის ადვილი პერიოდი არ ელის. ამისთვის მზადყოფნა მართებს. ადაპტაციის თვალსაზრისით ისეთი ჩემპიონატი უნდა აერჩია, სადაც უფრო ნიჭიერ და შეტევითი პოტენციალის ფეხბურთელებს ანიჭებენ უპირატესობას. სერია A მისთვის მთლად შესაფერისი არაა.

ხვიჩას სითბოთი ვეკიდები. გარდა კეთილი სურვილებისა, არაფერი შემიძლია ვუთხრა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ კვარაცხელიასი არ მჯერა, არამედ იმისათვის, რათა მზად იყოს".

იგორ კოლივანოვი ("ფოჯას" და "ბოლონიას" ყოფილი თავდამსხმელი): "მართალი გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებს, ის სად გადავიდა. ეს მისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ისე კი, გადავიდა და გადავიდა. ის ხომ რუსი არაა. სიმართლეს გეტყვით - საერთოდ არ მაღელვებს.

გაქაჩავს თუ არა იტალიაში? მას ფეხბურთის თამაში შეუძლია. ეს ცალსახაა. იქაური ჩემპიონატი მარტივი არაა. იქ სათამაშოდ ყველაფერი გააჩნია. კარგი სისწრაფე, ტექნიკა. მნიშვნელოვანია, როგორ შეერწყმება კოლექტივს. ადვილი არ იქნება, მაგრამ ის არასტანდარტული მოთამაშეა".

იური სიომინი ("ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი): "ხვიჩა გუნდში გადავიდა, სადაც ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებენ. ინსინიე წავიდა და კვარაცხელიას მის მაგივრად აიყვანენ. მწვრთნელი სპალეტია, რომელიც კარგად იცნობს რუსეთის ჩემპიონატს. ვფიქრობ, ხვიჩას თამაში ბევრჯერ ნახა, რაც დადებითი მომენტია.

მთავარია, ოსტატობა მუდმივად დახვეწოს. "ლოკომოტივის" შემდეგ "რუბინში" უკეთესი გახდა. იგივე ითქმის ნაკრებზეც. ეს მისი დონის ზრდის მაჩვენებელია. დრო გვაჩვენებს, გაქაჩავს თუ არა სერია A-ს დონეს. აუცილებლად იტალიური უნდა ისწავლოს, რათა გუნდში მათიანი გახდეს. ნეაპოლი საქართველოს ჰგავს. თავის კარგად წარმოსაჩენად ბევრი რამ ხელს უწყობს. წარმატებას ვუსურვებ. ძალიან დამწყდა გული, როდესაც "ლოკომოტივიდან" წავიდა, მაგრამ ასეთია ცხოვრება".

დმიტრი რადჩენკო (რუსეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი): "ჩემი აზრით, გასაგებია, ასეთი სეზონის მერე ძლიერი ჩემპიონატიდან შეთავაზება რომ ექნებოდა. ჩემთვის ეს სიურპრიზი არაა. "ნაპოლის" შესაბამის ფეხბურთს თამაშობს. მით უმეტეს, მწვრთნელი სპალეტია. ვფიქრობ, ხვიჩა იქ არ დაიკარგება. მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ!"

გია
გაქაჩავს. მეტსაც იზამს. შრომისმოყვარეა, ფეხბურთზე შეყვარებულია, გონიერია, თავში არ აუვარდება. ყოჩაღ. გახსოვდეს მთელი საქაღტველო შენ გიყურებს და გულშემატკივრობს. წარმატებები!!!!!!!!!!!!!!
ნუკრი
ერთი კაცი მაგის დამჭერი არაა,ორი და ხშირად სამი გადადიან მის გასაჩერებლად.ისიც იცის მაგ დროს თავისუფალ პარტნიორს როგორ მიცეს პასი და მერე გაეხსნას და მოჭრილი გაუშვას შორეულ ცხრიანში.სამიდან ერთიც რომ შეაგდოს საკმარისია.მაგარი კაცია,შრომა უყვარს,ფეხბურთი უყვარს.რუბინის ბაზაზე ცხოვრებას ნაპოლის ბაზაზე ცხოვრება და ვარჯიში რომ ჯობია ეგეც ცხადია.ნაპოლის სტაფს მისთვის ხელშეწყობა არ შეეშლება.ხოდა გაქაჩავს და მეტსაც იზამს.ჯანმრთელობა და წარმატებები!!!
ILIA
გაქაჩავს ფაიზაღი ტო ბაზარი არაა... ნუ ანადგურებთ ქართულ ენას! ხვიჩა ,,ნაპოლის'' ლიდერად იქცევა.
ჰაჰა
მთავარი რაოდენობა არ არი, მთავარია სწორი მიმართულებით გაშვება.
ვახო
სპეციალისტებიდან ყველაზე მეტად ბიშოვეცს ვეთანხმები, იტალიაში გამორჩეულად ძლიერ დაცვას თამაშობენ და ზედმეტად ბურთის ტარებისთვის ფეხს მოგაჭამენ!რაც შეეხება საფეხბურთო მოთხოვნებს ყველა ტოპ ჩემპიონატში ის ძალიან მაღალია, მაგრამ იტალიას და ვირი ფერადკანიანი მცველებით დაკომპლექტებულ საფრანგეთს ხვიჩასთვის ყველაზე ნაკლებად ვისურვებდი...მთავარია ბურთი ხშირად არ დაკარგოს და არ დაავიწყდეს,რომ დრიბლინგი კარგია ,როდესაც მას გაგრძელება მოჰყვება... ყველაფერი ისევ მის შრომისმოყვარეობაზე და საფეხბურთო ინტელექტზე იქნება დამოკიდებული, თუმცა იღბალი არანაკლებია. მოკლედ წარმატებები ხვიჩას თავის თავის და ქვეყნის სასახელოდ!

ეს ამდენი რუსული გემი სად იპოვეთ?
Sonder.K
იგორ კოლივანოვი (ფოჯას და ბოლონიას ყოფილი თავდამსხმელი): "მართლი გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებს, ის სად გადავიდა. ეს მისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ისე კი, გადავიდა და გადავიდა. ის ხომ რუსი არაა. სიმართლეს გეტყვით - საერთოდ არ მაღელვებს.
Michael
წონით მსუბუქი აღარ არის. შარშანდელ ვიდეოებს რომ ვნახულობ ისეთი გამხდარია იქ და წელს ბევრად აქვს მომატებული ფიზიკაში. სისწრაფე არ დაუკარგავს ამასთან ერთად. მოკლედ ძალიან ბევრს დაწერენ ახლა, ცუდსაც და კარგსაც. იმედია გაუძლებს ამ ზეწოლას და პასუხისმგებლობას. ყველაზე უფრო მენტალური სიძლიერე ჭირდება.
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
კაპელო: "კვარა" პსჟ-ში სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
კაპელო: კრიშტიანოს არ აქვს მესის, მარადონას და რონალდოს გენია
სსრკ-ის ნაკრების ექსმწვრთნელი: რუსეთში ცხოვრება კი არა, არსებობაა - რომელი კარგი ლეგიონერი ჩამოვა აქ?
კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები
სიომინი: ხვიჩა "ნაპოლიში" მარადონაზე ნაკლებად არ თამაშობდა - "ოქროს ბურთი" შეიძლებოდა მიეცათ
კაპელო: "ატალანტას" გაუმართლა, რომ მხოლოდ ექვსი გოლი გაუშვა
კვირკველია საძაგელი იხვის ჭუკი იყო - "რუბინის" ექსმწვრთნელი
"ქართველების შანსი ნულის ტოლია" - ნეპომნიაშის ახსოვს პროგნოზი თუ - Не помнит?
"კვირკველიას საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად ტყუილად არავინ დაასახელებდა"
"იმსახურებდა თუ არა "ოქროს ბურთის" სიაში მე-12 ადგილზე გასვლას?" - სიომინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
სიომინი: ხვიჩა თავის უმაღლეს დონეს ინარჩუნებს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?
მოიპოვებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს" - რუსეთში აზრთა სხვადასხვაობაა
გელა კეტაშვილი: ყველა მატჩი ნემსებით ვითამაშე, მათ შორის ფინალიც
"დასძლევს ხვიჩა "ნაპოლიში" კონკურენციას თუ იჯარით გაუშვებენ?" - რამდენად საფუძვლიანია რუსების ეჭვები
"ხვიჩა უმატებს და ნებისმიერი გუნდისთვის სასარგებლო იქნება" - "რუბინის ყოფილი მწვრთნელი
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა
"დღევანდელი მსაჯობა მაფიაა" - კაპელოს მკაცრი კრიტიკა და შესაძლო გამოსავალი
"ხვიჩას იტალიაში გაუჭირდება" - ბიშოვეცი
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
"როცა კარგად ხარ და გენდობიან..." - რატომ დარჩა საბა კვირკველია "რუბინში"
"ხვიჩას "ნაპოლიში" გადასვლა მახარებს და თავისი უნდა დაამტკიცოს" - რუსეთის ნაკრების ექსფეხბურთელი
საბა კვირკველია: ხუთი კლუბია დაინტერესებული, მაგრამ წასვლა არ მინდა
"პსჟ თუ "არსენალი"? - კაპელომ გამარჯვებული ივარაუდა
ვაისის ღირსეული საქციელი - ლუქსემბურგთან მატჩის წინ კაშია და კანკავა დაასვენა
სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
სიომინი: პსჟ-სთვის ხვიჩას ტრავმის მიღება დიდი პრობლემაა
ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ
სანიოლი ამჯერად სლოვაკეთშია - შეხვედრა კანკავასთან კაშიასთან და ვაისთან
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა