ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა ანატოლი ბიშოვეცმა, რომლის ხელმძღვანელობით საბჭოთა კავშირის ნაკრებმა 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიგო, რუსული ფეხბურთის დეგრადაციაზე ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს.

"სამწუხაროდ, ჩვენი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ინტელექტუალური IQ არ შეესაბამება თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს. განვითარებისა და სრულყოფილებისათვის გარემო არა გვაქვს. არც ერთ დონეზე. როგორ უნდა განვითარდე, როდესაც გუნდი ზაფხულ-შემოდგომაზე 19 მატჩს ატარებს, გაზაფხულზე კი 11-ს? ჩვენ ევროპულ ღირებულებებს გავეკიდეთ, 2011 წლიდან შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე გადავედით და დავზარალდით.

დიახ, ჩვენ ვუყურებთ და ვბაძავთ ევროპას; ვფიქრობთ, ვინ ვიყიდოთ, ლიმიტით ვმანიპულირებთ. თუმცა, რომელი კარგი უცხოელი ჩამოვა რუსეთში, სადაც ფეხბურთელები უფრო მეტს ვარჯიშობენ, ვიდრე თამაშობენ?

პრემიერლიგის გუნდები მხოლოდ 30 მატჩს ატარებენ. ეს ცოტაა. ვერავითარი საწვრთნელი პროცესი ოდნავადაც ვერ შეცვლის დაძაბულობითა და შემცველობით ოფიციალურ შეხვედრებს. ამიტომ მარცხდებიან ჩვენი გუნდები ევროტურნირებზე, იღლებიან მეორე ტაიმებში და ა.შ. ძნელია, ადამიანს ცურვა ასწავლო, როდესაც არა გაქვს აუზი.

ჩვენთან ქვეყნის ხელმძღვანელები 20 წელია ლაპარაკობენ წინსვლაზე, მაგრამ თუ შევხედავთ ცხოვრების დონეს, ეკონომიკას... პრეტენზიები, როგორც მე მესმის, არა იმდენად პუტინისადმია, რამდენადაც მთავრობისადმი. ამ 20 წლის განმავლობაში მან არ იცის, რას და როგორ მიაღწიოს. ღატაკთა და გაჭირვებულთა რაოდენობა გასაკვირია. ეს ცხოვრება კი არა, არსებობაა. ფეხბურთი ცხოვრების ანარეკლია", - ციტირებს ბიშოვეცს sportsdaily.ru.

rasa
140მილიონიან ქვეყანას რომ 4მილიონიანს ადარებთ ადამიანური ან ფინანსური რესურსებით და ერთ კონტექსტში მოიხსენიებთ - ეგ მთლად მართებული ვერაა. რუსეთისხელა ქვეყანას ბევრად მეტი წარმატება უნდა ქონდეს ყველა სფეროში, მაგრამ მოშლილი და დაჟანგებული მახინაა
გელა ნუგზარაშვილი
ამათაც ჯერემი სჭირდებათ ჩვენი არ იყოს.
ddgfdf
და რატომ? ბანძი უცხოური ლიგების ყურებაში რომ ამოგხდეს ისედაც უცოდინარი და ფეხბურთში ჩაუხედავი ტვინუკა.
ddgfdf
სამაგიეროდ ჩვენ წარმატებით გვატყუებდნენ, რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ რომ ბავშვთა ფეხბურთში ვდებთ ფულს ვიდრე რუსები. და ჩვენთან სტადიონს ბეტონის ზოლს უკეთებენ ნაბიჭვრები.
levani
კი, ალბათ ამბიციები გაეზარდათ და იმიტომ, თორემ ტოპ-ლიგების შემდეგ რუსეთის ლიგა მოდის რეალურად, ერთი წელს ქონდათ ჩავარდნა - ვერცერთი გუნდი ვერ გავიდა ჯგუფიდან, თორემ ზოგადად ფული მაგათ არ აკლიათ, ბრაზილიის და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებს უთამაშიათ იქ და მეტი რაღა ლეგიონერი უნდათ. ახლა მესი და რონალდო, ბოდიში...
იაგო
ნეტა რა აქვთ საწუწუნო ნაკრები მუდმოვად ხვდება მსოფლიოს და ევროპოს ჩემპიონატებზე,3-4 რუსული გუნდი მუდმივად თამაშობს ევროტურნირენის ჯგუფურ ეტაპზე. თუ თასებს ვერ იგებენ მაგნაირად აქვთ ხშირად პრობლემები იტალიას , გერმანიას , ჰოლანდიას, საფრანგეთს. ათეულ წლიანი წარუმატებლობები სჭირდა ინგლისს. ჩვენ რა ვქნათ რაზმდენი ერთზე ვიწუწუნოთ ჩვენი მთლიანი ლიგის ღირებულება ერთი საშუალო დონის რუსული გუნდის ღირებულებასაც ვერ უტოლდება
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა