ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის პრეს-დირექტორმა ვიქტორ იგნატოვმა ადგილობრივ NOVA-სთან საუბარში თბილისში მომხდარი ავტოავარიის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც ნაკრების ფეხბურთელ ტედორ ნედელევს ოპერაცია დასჭირდა, რომელიც 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მას თავის ქალა აქვს გატეხილი და თავში მინის ნატეხი ჰქონდა.

ის წინ მიმავალი ავტობუსის უკანა სავარძელზე იჯდა, სადაც შეჯახება ყველაზე ძლიერი იყო. ნედელევი თბილისში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ერთი კვირა დარჩება.

"მადლობა ღმერთს, ტოდორ ნედელევი დასტაბილურდა. მთელი ღამე საავადმყოფოს წინ ვიყავით. თავის ქალაზე ოპერაციას საჭიროებდა. მადლობა ღმერთს, ყველას რეაქცია ძალიან სწრაფი იყო და ადეკვატური და მჯერა, რომ ეს გადამწყვეტი იქნება მისი სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის.

რა თქმა უნდა, ყველა შოკშია. არ შეიძლება მსგავსი რამ აღწერო, თუ არ გქონია განცდილი. ჩვენ ნამდვილად შოკირებული ვიყავით მომხდარით.

ჩემი აზრით და ექიმების თქმით, თოდორ ნედელევის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ამ სწრაფი რეაქციის წყალობით ყველაფერი უკვე კონტროლირებადია. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი არის ის, რომ სამ თვეში ის სრულად გამოჯანმრთელდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი გამოჯანმრთელების ნაწილი თბილისში იქნება მინიმუმ ერთი კვირა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რის შემდეგაც გადაიყვანენ ბულგარეთში და იქ გააგრძელებენ მკურნალობას. ფიზიკურად არავინ დაშავებულა. ყველას გვინდა, რომ "ტოშკო" რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდეს და საფეხბურთო მოედანს დაუბრუნდეს", - ამბობს იგნატოვი.

ვაჟა
ეს ყველაფერი კარგი მაგრამ 10-15 წლის წინ საქართველო-ბულგარეთი ერთ ჯგუფში თამაშობდნენ, ბულგარეთში თამაშის დროს საქართველოს ჰიმნის შესრულებისას ბულგარელებმა სტვენით აიკლეს სტადიონი, დავუშავეთ რამე ?
vazha
ეს ყველაფერი კარგი მაგრამ 10-15 წლის წინ საქართველო-ბულგარეთი ერთ ჯგუფში თამაშობდნენ, ბულგარეთში თამაშის დროს საქართველოს ჰიმნის შესრულებისას ბულგარელებმა სტვენით აიკლეს სტადიონი, დავუშავეთ რამე ?
fani
ნამდვილად უნდა გამოვხატოთ პატივისცემა და თანადგომა დაზარალებული ფეხბურთელის მიმართ, ხოლო ჩვენმა ნაკრებმა "შეიცოდო"-ს ბულგარელები და შედარებით მოკრძალებულად მოუგოს. ასე მაგალითად, 2-0 ან 3-1 საკმარისი იქნება
ბექა
ბაზარი არაა და 7-0 მოვუგოთ
zura222
100% აუცილებლად უნდა გაკეთდეს !
კაპიტან გარდენბურგი
აუცილებლად!
კახა ქ.
აუცილებლად უნდა გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა ფეხბურთელის მიმართ და საერთოდ მთელი გუნდის მიმართ,რომლებმაც მიუხედავად უეფას შეთავაზებისა,არ დათანხმდნენ მატჩის გადადებას.თუნდაც იმ ფეხბურთელის გვარის სკანდირების და ტაბლოზე გამოჯანმრთელობის სიტყვების ანთებით
jiha
ვერ გავიგე, რა არის სირცხვილი? რაც შეიძლებოდა ყველაფერი გაუკეთდა, ყურადღება არ დაჰკლებია
ამი
კარგი იქნება, თუ ქართველი გულშემატკივრები მორალური მხარდაჭერიასა და კეთილგანწყობის ნიშნად ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელებს გასახდელიდან მოედანზე გამოსვლის დროს ტაშით შევხვდებით. ეს ჩვენს ფეხბურთელაბსაც გააძლიერებს მორალურად.
ლუკა
სირცხვილია, და სათანადო ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ ბულბარელებისადმი. რომ ვერ ხვდება ამას 'ხალხი' ეს საშინელებაა.
status quo
სირცხვილი რატომაა,ყველაფერი ხდება.მთავარია,რომ გადარჩა.
პელე
ხო ავარია კარგი არ არის არასდროს, მაგრამ უბედური სემთხვევები ხდება ხოოლმე, იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება და ჩვენი ბიჭებიც მოუგებენ ფეხბურთში ))))
ზურა
სირცხვილი რა არის? ეს არის შემთხვევა რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ დაზღვეული არავინ არსად არაა. ნუ დაიწყებთ ახლა თვითგვემას
გიორგი კაჭკაჭიშვილი
მაგარი სირცხვილია. სტუმარი გუნდი სასტუმრომდე უსაფრთხოდ ვერ მიიყვანო!
baggio
ძალიან, ძალიან ცუდი,ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს. მაინც გადამეტებული მგონია ეს ,,შოკირებული,, განცხადება
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
უეფამ ბულგარელებს საქართველოსთან მატჩის გადადება შესთავაზა - ბულგარელების პასუხი ცნობილია
კობიაშვილი ინციდენტსა და ბულგარელი ფეხბურთელის დაშავებას გამოეხმაურა
"ძალიან მიყვარხარ, გული მწყდება, რომ...!" - ნედელევის მეგობარი გოგონა თბილისში მომხდარ ავარიას ეხმაურება
"ბრწყინვალე ამბავი საქართველოდან" - ბულგარელები ნედელევის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებენ
დაშავებულმა ბულგარელმა ფეხბურთელმა საქართველო დატოვა
ტოდორ ნედელევი: პროფესორმა ინგოროყვამ მეორე სიცოცხლე მაჩუქა