"ჰალის" ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში წერს:

"წლების მანძილზე ჩემი და ჩემი ძმების ერთ-ერთი საყვარელი პროექტი იყო საფეხბურთო თერაპია, რომელიც რეგიონში მცხოვრები მოზარდებისთვის ფეხბურთის თამაშის, დამეგობრების და სოციალურ აქტივობებში ჩართვის შესანიშნავი საშუალებაა. ჩვენი ფონდის მიერ ორგანიზებულმა პროექტმა სხვადასხვა ტურნირის, აქტივობის და ფესტივალის ფარგლებში 1000-მდე მოზარდი გააერთიანა. არაერთი პარტნიორის, საელჩოს თუ მეგობრის დახმარებით საქართველოს 6 რეგიონში ბევრი რამ გაკეთდა როგორც ინფრასტრუქტურის განახლების, ისე მოზარდებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობის გაჩენის კუთხით.

ფეხბურთის თამაშის ხელმისაწვდომობის ზრდის გარდა, მნიშვნელოვანი იყო და დღემდე რჩება რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდებისთვის განათლების მიცემის დამატებითი შესაძლებლობაც. რეგიონში და განსაკუთრებით სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვის ნებისმიერი სიახლე, აქტივობა და წახალისება მიცემული შანსია, რომელსაც ბევრი მათგანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია. ზოგიერთის შემთხვევაში ეს შანსი შეიძლება იყოს ფეხბურთის თამაში, სხვების შემთხვევაში - წიგნები, შემეცნება და ა.შ.

სინანულით უნდა ვთქვა, რომ ხშირად გვიჭირს ჩვენი ყურადღების იმ ქალაქებისა და სოფლებისთვის დათმობა, სადაც უამრავი ნიჭიერი მოზარდი ელემენტარული საჭიროებების გარეშე ცხოვრობს. ამის ფონზე, ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება საქართველოში არსებული 64 ბიბლიოთეკა დარჩეს ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამის გარეშე, როგორიცაა ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია. ამ პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, 64 ქალაქის ბიბლიოთეკა სრულიად ახალი წიგნებით მარაგდება.

არ ვისაუბრებ დეტალებზე და არც იმაზე, რა მიზეზით შეჩერდა ეს პროექტი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა რამეა: არცერთი მოზარდი და რეგიონში მცხოვრები ადამიანი არ უნდა დარჩეს განახლებული ლიტერატურის და საჭირო წიგნის გარეშე. რთულ პირობებში ცხოვრების პარალელურად, წიგნი შეიძლება ერთ-ერთ იშვიათ შესაძლებლობად ჩავთვალოთ, რაც ცხოვრებას უფრო ხალისიანს, საინტერესოს და იმედით სავსეს ხდის.

ამიტომ, ვერთვები ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის შევსების პროექტში და ჩემი გადაწყვეტილებით, სრულად დაფინანსდება 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესყიდვის და განახლების პროგრამა, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს.

ჩემს ჩართულობას აქვს ორი მიზანი: გადარჩენა და წახალისება - გადარჩენა უმნიშვნელოვანესი პროექტის და წახალისება მკითხველისა და ახალი თაობის, რათა მეტი მოტივაციით გააგრძელონ სწავლა და შემეცნება.

მადლობა შესაძლებლობისთვის საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას. იმედი მაქვს, პროექტში აქტივობების სახით არაერთი სპორტსმენი, მწერალი და მოზარდებისთვის საყვარელი ავტორი ჩაერთვება", - წერს არველაძე.

გიორგი
რა უცნაურია, ამდენი კომენტარი გაკეთდა და სისულელე ჯერ არავის დაუწერია?! სად არის ის ხალხი, გესლიან ენებს რომ იქნევენ ბასრი მახვილებივით? ;-) ნუთუ ამ ინფორმაციას ვერაფერი უპოვნეთ? ვერ დავიჯერებ რომ ის ხალხი გამოსწორდა! აბა თქვენ იცით, ველოდები ბოღმა კომენტარებს! არველაძეებს მადლობა! დადებითი პიროვნებები არიან!

და ახლა ალბათ ვინმე მაინც მოიცლის უარყოფითი კომენტარის დასაწერად... მადლობა შოთას! უწიგნოდ არც სპორტი ვარგა.
სოსო
გმადლობ შოთი!ინტერნეტი, წიგნს ვერასოდეს შეცვლის.
გიგა
ამ ნიუსის წაკითხვის შემდეგ ვირწმნე, რომ კაცობრიობა გადარჩება!!! გადარჩება, რამეთუ ასეთი ღირსეული ადამიანები არსებობენ!!! ვფიცავ კაცობას, ნამდვილად ცრემლი მომადგა თვალზე! ეს იცის სპორტის და წიგნის ერთობლოვმა სიყვარულმა, კარგ ქართულ ოჯახში აღზრდამ! ყველა ქართველის სიამაყეა ეს კაცი!!! ღირსეული მამულიშვილი!!!
ვახო...
ბრწყინვალე წამოწყებაა... წარმატებები!
გ55
გაიხარეთ ძმებო არველაძეებო, პატრიოტი ხალხი. სიმართლე გითხრათ არც მეგონა ბიბლიოთეკები რომ კიდევ არსებობდა, ყველას გუგლეში აქვს თავი ჩაყოფილი და ბევრ ფეიკსაც წამოკრავს ხელს.
inviz9
გენაცვალე შოთი, თვალებზე ცრემლები მომადგა. წარმატებული და ღირსეული ადამიანი იყავი საფეხბურთო მოედანზეც და ასეთად დარჩი მის გარეთაც. ღმერთმა კიდევ ბევრი წარმატება მოგცეს-მეამაყები
nika7
მაგარი კაცი ხარ შენ შოთი
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"ნაპოლისთვის" მზად არ არის" - მარადონა უმცროსმა "კვარას" შემცვლელი გააკრიტიკა
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
"ამდენი კარგი თამაშის შემდეგ დროა, პრემიერს პირობა ჩამოვართვათ, რომ..." - შოთა არველაძე
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
"ეს ჩვენი ქვეყნისთვის დღესასწაული იყო" - შოთა არველაძის ვარაუდი, თუ რამდენ გოლს გაიტანს "კვარა" მიმდინარე სეზონში
ჩაკვეტაძემ ვერ ითამაშა - "უოტფორდმა" "ჰალთან" ქულები გაიყო
შოთა არველაძე კვლავაც მოწოდების სიმაღლეზეა - ნახეთ სახალისო ვიდეო მარბელადან [VIDEO]
ჩაკვეტაძის "უოტფორდი" "ჰალთან" წაგებას გადაურჩა
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
საბა არველაძესთან ერთად "ჰალში"! - შოთას გუნდმა თურქებს ლობჟანიძის ტრანსფერზე ოფიციალურად მიმართა!
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება