მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებს კვლავ ვერ დაეხმარა ბითაძე, მეტოქეს კი - NBA-ს და ევროლიგის მოთამაშეები. ჩვენმა გუნდმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თავიდან სანაძის სამქულიანით დავწინაურდით, შემდეგ 5 წუთი შეტევაში ქულების აღება ვერ მოვახერხეთ და მეტოქე წინ გავიდა. აქედან მოყოლებული, ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად თამაშობდა. შესანიშნავად შევიდა შეცვლაზე ბექაური და პირველი მეოთხედი 1 ქულით მოვიგეთ.

მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო. თამაშში კარგად ჩაერთო ბურჯანაძე და 5 ქულით გაქცევა შეძლო. ესპანელთა მწვრთნელმა სკარიოლომ წუთშესვენება აიღო, მერე მოწინააღმდეგემ ანგარიში გაათანაბრა, პირველი ტაიმი კი 6 ქულით მოვიგეთ.

მესამე მეოთხედის დასაწყისში ორივე გუნდმა შეტევაში შეცდომები დაუშვა, არეული თამაში წავიდა, მეტოქემ წინ გასვლა მოახერხა, თამაში ქულა-ქულაში წავიდა. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა შენგელია და შერმადინი დაასვენა და დასკვნითი პერიოდის წინ ესპანელები 3 ქულით დაწინაურდნენ.

ისევე, როგორც მთელი შეხვედრა, მეოთხე მეოთხედიც დაძაბული გამოდგა. ტრიბუნები გააქტიურდნენ. მაკფადენმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, სანაძის სამქულიანით წინაც გავედით. საფინალო სირენამდე 34 წამით ადრე ანდრონიკაშვილმა მოწინააღმდეგეს ბურთი მოჰპარა, ჩააგდო, 3 ქულით დავწინაურდით, 18 წამით ადრე ბრიზუელამ სამიანით ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს შენგელიამ ვერ ჩააგდო და ძირითადი დრო 67:67 დასრულდა.

ოვერტაიმში ანდრონიკაშვილის ძალისხმევით წინ გავიჭერით. ტრიბუნები აგუგუნდა - "რატი, რატი, რატი". მაკფადენმა სამიანი ჩააგდო, ორი საჯარიმოც მიაყოლა და მსოფლიოს ჩემპიონი დავამარცხეთ.

ჩვენი გუნდიდან 18 ქულა შერმადინმა ჩააგდო (მარგი ქმედების 22-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა), 17 ანდრონიკაშვილმა (8 ოვერტაიმში), 16 მაკფადენმა (8 პასი), 12 შენგელიამ (10 მოხსნა, 7 პასი), 8 სანაძემ, 5 ბექაურმა, 3-3 ბურჯანაძემ და ჯინჭარაძემ. სტუმართაგან 14 ქულით ყველაზე შედეგიანი აროსტეგი იყო.

კიეზა
უფალო დალოცე საქართველო...წარმატებები ყველა ქართველს..ქართულ სპორტს..ქართულს და ქართველს...ასეთი სიხარული კარგა ხანია არ მიმიღია...
დავით 67
კაი ერთი. აბა ჩვენზე უკეთესად რომ ეთამაშა, კი მოგვიგებდნენ. "ბრძნულ "აზრებს მოეშვი
ვახო
დიდი მადლობა გუნდს ამ ემოციებისთვის! დიდი ხანია ესეთი ტრილერი არ მინახავს. ღმერთმა გაგიმარჯოთ თითოეულს!
koSmar
ეს გუნდი თუ მსოფლიო ჩემპიონია მაშინ გადაშენებულა კალათბურთი
tngh
გილოცავთ, გილოცავთ... გილოცავთ!!! ყველას, ყველას, ყველას!!!
ფანი
უპირველეს ყოვლისა ვულოცავ ყველას გამარჯვებას და იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრები კიდევ მოუმატებს. ბევრი რამაა გასასწორებელი ჩვენს თამაშში და დარწმუნებული ვარ ზუროსი ამას ხედავს. ამასთან, ზედმეტი ეიფორია საჭირო არ არის. ეს იყო ესპანეთის ნაკრების ასე რომ ვთქვათ დუბლშემადგენლობა. იციან რომ გასულები არიან და უახლოესი რეზერვი მოსინჯეს. არ იყო არცერთი ენბიეის მოთამაშე, და არც ერთი მოთამაშე რეალიდან და ბარსელონადან. თუმცა არც ეს ესპანელი ახალგაზრდები არიან ადვილად დასამარცხებლები, რა თქმა უნდა. გუშინდელი თამაშში ისევ გამოჩნდა ის ხარვეზები რაც უკრაინასთან - სწრაფ კალათბურთში მოვიკოჭლებთ, დაცვა დასალაგებელია განსაკუთრებით პერიმეტრზე, და რაც მთავარია სამქულიანები! მაგრამ უკრაინასთან თამაშისგან განსხვავებით გუშინ, გარდა მოგებისა კიდევ იყო ერთი დიდი სიხარული - საქართველოს ნაკრებში გამოჩნდა, როგორც იქნა, მაღალი დონის გამთამაშებელი - ანდრონიკაშვილის თამაშმა ამის იმედი გაგვიჩინა. მოკლედ დრო არის და დარწმუნებული ვარ ნაკრები საჭირო დროისათვის ძალიან მოუმატებს.
tazo
მიყიდეს არა,შეიძლება იფიქრო,რომ მისცეს,მიყიდვით შანსი არაა,ამაში ვერავინ დამარწმუნებს!
სოსო
მეგობრებო,პირველ რიგში გილოცავთ ამ დიდებული სპორტული დარბაზის გახსნას და რა სასიხარულოა,რომ ქართული სპორტის ისტორიაში პირველად,სათამაშო სახეობაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის დამარცხება,სწორედ მისი გახსნის დღეს შევძელით. ალბათ დამეთანხმებით,რომ ეს არ იყო უმაღლესი კლასის კალათბურთი,მაგრამ ეს იყო უმაღლესი დაძაბულობის მატჩი,სადაც გამარჯვებული,ხასიათს და ნებისყოფას უნდა გამოევლინა.22 -ჯერ შეიცვალა თამაშში ლიდერი და ბოლოს, ქართველებმა,დამატებით დროში გატეხეს,მეტოქე.წინა მატჩის შემდეგ ეჭვი გამოვთქვი,რომ თამაშის დაწყებამდე,რაღაც მოხდა,რის გამოც საქართველოს ნაკრები საბრძოლველად მზად არ იყო მეთქი და ცნობილი გახდა,რომ ბითაძის ტრავმამ,ზედ თამაშის დაწყების წინ,მთლიანად დაგვიშალა თამაშის გეგმა,გუნდმა ვერ მოახერხა,ვერც ერთი საკონტროლო თამაშის ჩატარება და ამ ორი ფაქტორის გამო,გუნდური თამაში არ გამოგვდიოდა.ბიჭებს ერთმანეთის არ ესმოდათ,მერე კი,უკვე უკიდურესად მობილიზებულმა უკრაინამ სულ გაგვათითოკაცა და ყველაფერი თავზე ჩამოგვეშალა.სხვათა შორის მსგავსი დაგვემართა ფეხბურთში მონტენეგროსთან იმ ავადსახსენებელ ფინალშიც,როცა თამაშის წინა დღეს გაირკვა,რომ გუნდის ლიდერი კვარაცხელია ვერ ითამაშებდა და გუნდი წინასწარ დაშლილი გამოვიდა სათამაშოდ.ეს ყველაფერი ჩვენი ნაკრების თამაშს,წუხელაც ეტყობოდა,რამდენჯერმე დავკარგეთ ბურთი,ერთმანეთის ვერ გაგების გამო,მაგრამ ესპანეთის ნაკრებიც შეუთამაშებელი ჩანდა და მათაც მსგავსი შეცდომებით გვიპასუხეს.სათამაშო პრაქტიკის უქონლობა,ჩვენ ბიჭებს,ამ თამაშშიც ეტყობოდათ,სხვანაირად ვერ ავხსნი,შერმადინის მიერ გაფუჭებულ ორიდან ორ ჯარიმას,მაგრამ წუხელ უკვე მაინც გაცილებით უკეთ ვისროდით და რაც მთავარია,უფრო უკეთ იყო გადაწყობილი და კრიტიკულ მომენტში,მაყურებლის დიდი მხარდაჭერის დახმარებითაც,შევძელით მატჩში გარდატეხის შეტანა.ბექა ბექაურმა სასწაული მონაკვეთი ჩაატარა,ზედიზედ ორი დაფარებით და აღებული ქულებით,იქ ჯინჭარაძემ იბრძოლა ლომივით,აქეთ რატიმ ჯერ მატჩის ბოლოს, შემდეგ კი დამატებით დროში აიწყვიტა და ესპანელთა ნებისყოფაც გავტეხეთ.არაფერს ვამბობ ძირითად ხუთეულზე,რომლებმაც უზარმაზარ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას გაუძლეს და ლომის წილი დაიდეს გამარჯვებაში.სხვა რომ არაფერი,თორნიკემ უკრაინასთან თითი მოიტეხა მაგრამ იქაც ხომ იბრძოლა და წუხელაც სულმთლად ნამდვილი ლომი იყო.გმადლობთ ბიჭებო,წუხანდელი საღამოსათვის,რომელიც ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.მერე რა,თუ ესპანელები უძლიერესი შემადგენლობით არ იყვნენ,ჩვენც ხომ, ასევე ვიყავით და ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე,ყოველი კაცის დანაკლისი,ჩვენთვის გაცილებით უფრო მტკივნეულია,ვიდრე ესპანელებისათვის.რატი ანდრონიკაშვილი,ყოველთვის იმით გამოირჩეოდა,რომ ნებისმიერთან თამაშში,თამამად იღებდა თამაშს საკუთარ თავზე,წუხელაც გადამწყვეტ მომენტში გააკეთა სასწაული ჩაჭრები და გარდასახა ქულებში,მერე სამქულიანიც და თამაშის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო.მაკფადენმა სამქულიანით,მეტოქის შანსები საბოლოოდ გაანულა.ამ ბოლო ორმა თამაშმა დაადასტურა საქართველოს ნაკრებების შესახებ დამკვიდრებლი აზრი,რომ ჩვენს ნებისმიერ ნაკრებს,ნებისმიერ სახეობაში,შეუძლია წაროუდგენელი მატჩების მოგება და ასევე წარმოუდგენელი მატჩების წაგება.იმედია მომავალში წარმოუდგენელი გამარჯვებები დააჭარბებს, დამარცხებებს.დღეს კი გავიხაროთ, ამ წარმოუდგენელი გამარჯვებით!გილოცავთ!
საბედნიეროდ ესპანეთი გუშინ ჩვენზე უარესად თამაშობდა
პანგი მუნი
ბრავო საქართველო
ბეჟან კოპიტნარი
ბრავო ბიჭები,საამაყოები ხართ.
K
Andronikashvili ramdeni clisaa?? Da am tamashis mère gindat damajerot ro ukrainas tamashi ar miyides ???
გუსანი
კარგი იქნება , მაგრამ ამ შემადგენლობით ვეჭვობ ესპანეთი ფავორიტი იყოს უკრაინასთან.
დავით 67
ანდრონიკაშვილი რა მაგარი ბიჭი ყოფილა! ნაღდი თავადი). არ ვიცი ვინ აკლდა და ვინ არა ესპანეთს, მე ის ვიცი რომ მოვიგეთ! დღეს მაგრები იყვნენ ბიჭები და ასე გაეგრძელებინოთ
ალექსანმდრე
ხო არ უბერავ სი...ო! ცხვირი გაქვს გასატეხი...
beqa-ს
არ იცი სად ცხოვრობ? მანდ ხომ თეთრი ან შავი იციან, ან ქოცი ან ნაცი. როგორ თუ არ იცი? ) ყოვლისმცოდნე ვაიპატრიოტებმა დაგაყარეს დისლაიქები. ნუ გიკვირს
ვვვ
მადლობა, რომ გურასპაულის მადლობები და ესპანეთის ჰიმნი მომასმენინეთ. სულ მინდოდა და ვერ ვახერხებდი
ბს
არა მხოლოდ აფხაზეთის ომის დროს, უკრაინული უნა-უნსო 2002 წლამდე (დააკვირდით თარიღს) კოდორის ხეობიდან მოსვენებას არ აძლევდა ღრუსებს და მათ დამბაშებს, მარა ზოგიერთ ტვინგადაბრკნებულს ვერ გააგებინებ ამას! ადმინ ნუ მბლოკავ, სიმართლეს ვწერ, გადაამოწმეთ! ამ ტიპს ანტი უკრაინულ გამოხტომას უქვეყნებ და მე რატომ არ მაძლევ საშუალებას ვუპასუხო?
გიორგი
გუნდი, რომელიც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს დაამარცხებს, იმსახურებს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშოს!!!
ფ
....მამის შიმშილი.
გუსანი
მადლობა ბიჭებს და ესპანეთთსაც დღესასწაული არ გაგვიფუჭა... მადლობა რატის... ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, დავამარცხოთ ჩვენი ერის ეშაკი -არასტაბილურობა და მოდუნება..ვფიქრობ ძალიან დამოკიდებულები ვართ მაკფადენზე და მის სროლებზე, თუმცა იმიტომაც გვყავს , წაუა სროლები მოგების შანსი გვეზრდება ერთი-ორად, არადა განწირულები ვართ წასაგებად...დიდი ხნის სტაჟი მაქვს გულშემატკივრობის და ეს პრობლემა სულ იდგა ქართულ კალათბურთში. თოკოზე ბევრია დამოკიდებული და პირველ რიგში მიზანის გამოსწორება და უაზრო შეცდომების შემცირება, აბა დანარჩენში ბრდღვნის, შერმადინის უკეთ გამოყენება გვმართებს, აი სანაძე/ბურჯანაძის იმედი უკვე გადამეწურა, არ ვიცი ევროპაზე ზუროსი როგორ მოახერხებს ნაკრების რესურსის გაზრდას-მარტო მამუკელაშვილი და ბითაძის დამატება გვეყოფა? ! წინ საქართველო, ევროპა გველოდება!
irakli81
გილოცავთ გამარჯვებას. უკრაინასთან თამაშამდე, ერთი ამხანაგური შეხვედრა რომ გვქონოდა, იმასაც მოვიგებდით. სისულელეა იმის თქმა ,რომ თითქოს თამაში მივეცით. განსაკუთრებით აღმაფრთოვანა ანდრონიკაშვილის თამაშმა,ნამდვილად ახალი ვარსკვლავი გვეზრდება.
კონსტანტინე
შენ იმაშიც იქნები დარწმუნებული, რომ ესპანეთმაც დღეს მოგვცა ეს თამაში. ვაი შენს პატრონის უბედურს!
ილიავარ...
დიდი ალბათობით ესპანეთი მოუგებს უკრაინას, შესაბამისად მომდევნო ეტაპზე ჩვენი მთავარი და რეალური კონკურენტები იტალია და ისლანდია იქნებიან... ისლანდიასთან ორივე თამაშის მოგება ხოლო იტალიასთან ერთიც საკმარისი უნდა იყოს "ვგონებ" წინ ბიჭებო წინ!!!
მამუკა
დღეს ახალი ვარსკვლავი გაბრწყინდა ანდრონიკაშვილის სახით. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები,ეს ბავშვი უდიდესი ტალანტია და უმაღლეს მწვერვალებს დაიპყრობს.
გია
ბაგაცკის,"ჩვენი სალამი"!
zazas
ჩვენ რომ ვიცით ის....
Dito
კი მეორე იყო ბარსელონა რეალის ბასკონიას შემადგენლობა ყავდა ენბ სამი მოთამაშე აკლდა ჩვენ 2 ენბ ორი მოთამაშე გვაკლდა
გოგა
ეხლა ჩვენ გვაწყობს, ესპანეთის მოგება უკრაინასთან და 2 მოგებით გადავალთ მეორე ჯგუფში, 2 მოგებით ისედაც გადავდივართ, მაგრამ უკრაინას ჩამოვიშორებთ
Soso
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო ამ მაგარი თამაშისთვის მადლობა დღევანდელი დღისთვის იმ ადრენალინისთვის რაც მთელმა საქართველომ მიიღო, ვერდავიჯერებ უკრაინას თამაში მიცეს ამ ბიჭებმა 3 დღის შეკრებილები იყვნენ უკრაინა ორი თვის არ წავიდა თამაში მაგიტომ მოხდა რაც მოხდა მე ასე მჯერა
კახაბერი
ვაა, უკვე 65 ტვინ ბიერი რუსთმეხოტბე ვაჭარიც აქაც შემოცვივდა და ლაიქებით გულს იჯერებენ (?!), აბა კ ა რ გ ა დ მოიძიეთ -რუსეთ- საქართცელოს აფხაზეთის ომში- ვ ი ნ გვიდგა გვერდით,ვინ გაიყვანა და გადაარჩინა 10 000-ბით ქართველი ლტოლვილი, რომელსაც ღრუსები გვიხოცავდნენ,ვინ ი ბ რ ძ ო დ ა და იღუპებოდა ჩვენთან ერთად(?!),ან-2008 წლის- საქართველო -ღრუსეთის (დღესაც ღორების იმპერია) ომში- ვინ და რომელი ერები დაგვიდგნენ გვედით(?!), ... ძ მ ე ბ ი ისინი არიან ვინც გვერდრით გიდგანან მტრებთან ომში! თქვენ მაშინ ალბათ ღრუსეთში ფულს ,,ღუნავდით,, არაა(?!), იმ ღრუსეთში, რომელმაც ქართველობას ეთნოწმენდები მოგვიწყეს 2 ძირძველ ქართულ რეგიონში და 25 %- ტი დღესაც ოკუპირებული აქვთ,თან იქ რომ ქართულ უძველწს ტაძრებს რ უ ს უ ლ ა დ ათეთრეებენ(?!), ალბათ ამიტომ -არ გაგიგია,და ამიტომ არ იცი- ,,ვინ დაადგინა,,არაა (?!)
Xtf
ღირსი ხარ იმის რაც უკრაინაში ხდება სულ შენ ტყავზე რო გადაიაროს
ზურა
ე ბიჭო თუ გგონია რომ ნაკრები თამაშებს იძლევა, საერთოდ როგორ უყურებ. მეორე კიდე, უკრაინა რაც დამოუკიდებელი გახდა ყველა ომში ჩვენს გვერდით იდგა, სხვა რომელ ქვეყანაზე იტყვი იგივეს ან სხვა უფრო მაგარი მოძმე ქვეყანა ან თუნდაც ერი რომელია?
კახაბერი
გაიხართ, ნალე ესპანეთის 1- ნაკრებს უნდა მოვუგოთ!
Nukri
ყოჩაღ ბიჭებს ასეთი თავდადებული თამაშისთვის, ესპანეთი მეორე შემადგენლობით იქნება თუ მესამეთი, მაინც ესპანეთია, ასე რომ ეთამაშათ უკრაინასთან კარგი იქნებოდა, მაგრამ არ ვიცი რატომ
საბა
სასწაული თამაში იყო...გავიმარჯვეთ!!!!!!!!!!!!!!!
კახაბერი
დაანებე თავი ღ რ უ ს უ ლ დემაგოგია - პროპაგანდას ...საქართველოო - რუსეთის აფხაზეთში ომის დროს- ს ა დ იყავი და რ ა ს აკეთებთი, რუსეთში ფულს ხომ არა (?!), ან 2008 წლის - საქართველო- რუსეთის ომის დროს(?!),ან ... ... მტერი და მეგობარი თუ აქამდე ა რ იცი, ვერც გაიგებ(!)
გიგა
მადლობა ძმებო ამ სიხარულისთვის.მადლობა ზუროსს.მადლობა ყველა მოთამაშეს.განსაკუთრებული მადლობა რატის. გენაცვალეთ ეგრე გააგრძელეთ.
ბექა
არა ბიჯო რუსები არიან ძმები :)
zaza
უკრაინის ნაკრების მწვრთნელს რა???????????????????? -........................
ვახო...
ფანტასტიკაა, უბრალოდ ფანტასტიკა! უდიდესი წარმატებები საქართველოს ნაკრებს!
მინდია
ბექაურის უამრავი ბლოკშოთი აღსანიშნავია, ანუ ბითაძე-შერმადინი-ბექაური, სამი სრულფასოვანი ცენტრი როდის გვყავდა, ამას დამატებული უმაღლესი კლასის ფორვარდები შენგელია და მამუკელაშვილი, გამთამაშებლები ტედი და რატი, მშვენიერი თაობა გვყავს კალათბურთშიც და ფეხბურთშიც.
კ.მარქსი ფ.ენგელსი
აბა ვინ არიან ძმები? დედა რუსეთი თუ ოსმალეთი .? :)
Joko
ბაგაძკის გამოიღეეეეეეეეეეეეეეე!!!!!!!
Drago
evropas movigebt daimaxsoveet chemi sityvebi
კუ კობსონი
isev agrdzelebt imis mtkicenas rom misca nakrebma matchi ukrainas. ra ver gaiget rom procesia mzadebis. aravis araferi ar misces. ar gamogvivida araferi mashin. dges isiamovnet da naxet nakrebis dzala da bevri uceb qomagad ikca vinc gushin akilikebda. ar sheidzleba egre. nakrebi chvenia yvelasi da unda vuqomagot yvela matchze. carmatebebi nakrebs! super darbazi miviget madloba mtavrobas
zura222
ეხლაც არ დაიჯერებენ რომ უკრაინელებს მისცეს (კი არა მიაცემინეს ჩვენმა ლიბერალებმა) ის თამაში ? ასე რომ ეთამაშათ უკრაინასთან მინიმუმ 20 ქულით მოუგებდნენ !
ზურა
შენი ძმები რუსები არიან არა ? ფუჰ შენი ...
დიმა
ისე 2018 წელს ამაზე ძლიერ ესპანეთს, უკრაინამ 11 ქულით მოუგო.(ეს მათთვის ვისაც ჰგონია, რომ უკრაინას მივეცით).
beqa
რა დიზლაიკები დააყარეთ კითხვა არიციით ვიკითხე ვერ ვერკვევი და თუ ერკვევით დაწერეტ აკლდა ვინმე თუ არაა!!. (?)ეს ნიშანი კითხვის დასმის ნიშანია.
GIO
ეგ იმ ხალხს კიტხე რომლებიც უკრაინელებმა აპჰაზეტიდან გემებიტ გამოიყვანეს და სვანეტიდან ჰაერიტ ცჰვენ კარტველებს მოკლე მახსოვრობა არ უნდა გვკონდეს
arturchik
მეორე სასტავიც არიყო ესპანეტი
მინდია
სანამ ანდრონიკაშვილს იტყვის, დამთავრდა თამაში
გივი
აუ ეხა ამ ჩიტს აუხსენი რო სპორტი სპორტის და ნუგავთ ბიჭო გაღუნული ტვინები...ხან მოიგებ ხან წააგებ
ბოკინიო
ესპანელები ყველა ესპანეთის ჩემპიონატში თამაშობს. და ესპანეთის ჩემპიონატი მეორე საუკეთესო კი გაზ მსოფლიოში!!! მეორე ბუღაძე და მამუკელაშვილი არამგონია პატარა ძალა იყოს და ეგენი რო გვყოლოდა სუ სხვა დონე ვიქნებოდით ჩვენც.
მასტერს
გილოცავთ ყველას და მადლობა გუნდს ასეთი ბრძოლისთვის! სული და გული ჩადეს თამაშში! და კიდევ, ვინც თამაშს ესწრებოდა, დამეთანხმება, რომ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის გულშემატკივარს! ბრავო!!!
ქომაგი
უკრაინა პირად შეხვედრების მაჩვენებლით გვისწრებს, ასე რომ 4 ქულაზე მეტით წაგება არ შეიძლებოდა

უკრაინელებს რა დამსახურებისთვის მივეცით თამაში, რომელი ჩვენი ძმები ეგენი არიან, ვინ დაარქვა ან ვინ გადაწყვიტა მასე ???????????????????????????
zaza
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო.წარმატებებით გაგეხარებინოთ მომავალშიც. რაც არ მომეწონა ეს გურასპაულის კომენტატორობა იყო. ნერვებისმომშლელია მისი ფამილარული ტონი.რატი,თოკო,დუდა.გიო.ტედი.რეპორტაჟი მიყავს თუ კლასელების სუფრასთან თამადობს?
ირაკლი
მადლობა ბიჭებო! ეს იყო დიდებული მატჩი!
გივი
აეეეეეეე...აეეეეეეე....აეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
იაკობ
სიამოვნებით უყურებს და სამწუხაროდ იტრაბახებს კიდეც: აი როგორ გუნდს მოუგეთ, დიდი ანგარიშითო.
rigiti
სასწაული თამაში, მადლობა ბიჭებო. უკრაინა ეხლა თქვენი ჯერია, ლოგიკურად უნდა დაანგრიოთ ესპანეთი!!!!!
გგგ
კარგია, მარა ამ ესპანეთს უკრაინამც, რომ მოუგოს არ გამიკვირდება, თუმცა იმედი მაქ ვერ მოუგებს.
Just Supporter
სულ მიცემ-მოცემა როგორ გელანდებათ ასე მასიურად არ მესმის)) პროფესიული სპორტია, ყველას ყველასთან შეუძლია მოგება და წაგება. ერთ დონეზე სულ ვერ ითამაშებ. მითუმეტეს ჩვენი დონის ნაკრები, სადაც სტაბილური და მაღალი კლასის 5-7 კალათბურთელია მხოლოდ და როტაცია შეზღუდული. ამის გამოც არის რომ შეგვიძლია ესპანეთს, ლიტვას, საბერძნეთს მოვუგოთ და შემდეგ უკრაინა-ბელგია დონის გუნდებთან წავაგოთ
ბესო
გილოცავთ ბიჭებო მაგრად გამახარეთ, სულ ესე გამარჯვებულებს გევლოთ.
Gia
Gilocavt.tumca mgonia ukraina saqartvelo da espanetma ori mogebit gadaiyvanes.tumca ukrainastan mogebas es mogeba jobda.koificientebic kargad dasves.
jacob
ყოჩაღ ბიჭები, მაგარი თამაში მოიგეს, ისტორია დაწერეს ახალ სპორტის სასახლეში მსოფლიო ჩემპიონთან (მერე რა რომ გადახალისებული შემადგენლობით იყვნენ)! რატიმ "ოვერტაიმში"ცეცხლი დაანთო!!!
გიორგი
უკრაინის მწვრთნელს აყურებინეთ ეგ თამაში
სოსო
რატი ანდრონიკაშვილი,ჩვენი ლუკა დონჩიჩიიი!!
მევერიკი
ოხ ეხა ბაგაცკისის სახე მანახა რაა!!!!
ლევანი
ეგრე რა, ეგრე რა, რატი შვილო, შენ უმაგრესი ქართველი ხარ! შენ გაიხარე, ისე როგორც მე გამახარე. გაუფრთხილდით ქვეყნის სახელს, პრესტიჟს, თორემ დაცინვის მეტს ვერაფერს მიიღებთ, ასეა ეს. საქართველოს გაუმარჯოს!!!
ალექსანმდრე
ეხლა დავრწმუნდი, რომ დაუთმეს უკრაინას. საღოლ ბიჭებს, თუმცა უკრაინა არ იყო ღირსი, რომ მივეცით თამაში.
შალვა 73
მადლობა აბსოლუტურად ყველას, ვისაც იოტისოდენა წვლილი მაინც მიუძღვის ამ გამარჯვებაში, განსაკუთრებით რა თქმა უნდა ილიას ზუროსს და ბიჭებს. მადლობა თავდადებისთვის!!! წინ ახალი და დიდი გამარჯვებებისკენ!!! სა-ქა-რთვე-ლო!!!
გოგა
ბრავო ბიჭებო
beqa
ესპანეთს ბევრი მოთამაშე აკლდაა?
G.LA
გილოცავთ ყველას. ყოჩაღ ბიჭებო, მადლობა და წარმატებას გისურვებთ.
მოსეხონელი
ვინც ბიჭებს უთხრა უკრაინასთან დათმეთ თამაშიო.მოკითხვა მათ კახურად გულშემტკუვრებისგან.გილოცავთ ყველას გამარჯვებას.
დავითი...
ასე რა თქვე დალოცვილებო... გილოცავთ ყველას,წარმატებები მუდამ და ყველაფერში,დაგვაწყდა ნერები უკრაინასთან,ალბათ მართლა შეიცოდეს და აჩუქეს თამაში ვითომდა მოძმე ერს,თუ დაინახავენ კარგია... წარმატებები ბიჭებს,წარმატებები ნაკრებს...
irakli
მადლობა ბიჭებს ამ სიხარულისთვის, ზუროსი გენიოსია
რამაზ
გილოცავთ ყველას... მადლობა კალათბურთელებს ასეთი ბრძოლა-თამაშისთვის და სიხარულის მონიჭებისთვის.

რომ დადგნენ ჩვენები და დღეში ათასჯერ ისროლონ ვარჯიშზე სამქულიანი არ შეიძლება ?????????????????????? მაგარი იყო, განსაკუთრებით რატი............
მინდია
ამ ბიჭებს რომ გოგა და სანდრო დაემატებათ მერე ნახავთ, დიდი მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის!!!
Avto
ამ და ასეთი თამაშის მერე თუ კიდე ვინმეს ეპარება ეჭვი უკრაინისთვის თამაშის მიცემა და კიდე შეიყაროს ნაცარი თვალებში ისეც ავსებული ექნება....
sormona
გილოცავთ მეგობრებო ამ მართლაც და ისტორიულ გამარჯვებას!!!! მოკითხვა უკრაინის ტრენერს საქართველოდან!!!
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
13 მაისს დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება | საქართველო IV კალათაშია
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია