ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

Daily Mail: საქართველო ნამდვილი სარაგბო ერია - ეს მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელებმა უნდა გაიგონ!

Daily Mail: საქართველო ნამდვილი სარაგბო ერია - ეს მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელებმა უნდა გაიგონ!

ისტორიულ მატჩში საქართველოს ნაკრების მიერ იტალიის დამარცხებას (28:19) წერილი ბრიტანულმა "დეილი მეილმა" მიუძღვნა (ავტორი ალექს ბაიუოტერი). გთვაზობთ მცირედი შემოკლებით:

"საქართველომ კირან ქროულის გუნდს უამრავი გულშემატკივრის წინაშე სძლია... ამას წინ უძღოდა ექვს ერში გაერთიანების მოწოდება, რომელიც როგორც მოსალოდნელია, კიდევ უფრო ხმამაღალი გახდება. მასპინძლები შეხვედრის დიდი პერიოდის განმავლობაში დომინირებდნენ. ეს მათთვის ღია კარის დღე იყო და შანსი, მსოფლიო რაგბისთვის თავიანთი ამბიციების შესახებ განეცხადებინათ. "ლელომ" თავისი შანსი გამოიყენა. მაისაშვილის გუნდი გამაყრუებელი ხმაურის ფონზე ამ დახურულ კარში არა იმდენად შევიდა, რამდენადაც გატეხა.

ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რაც რაგბის მესვეურებმა მხედველობაში უნდა მიიღონ. საქართველო ნამდვილი სარაგბო ერია. მას მეტი ასეთი თამაში სჭირდება, რათა თავისი ფასეულობა აჩვენოს და მეორე დონის ქვეყანაში რაგბის განვითარებას ხელი შეუწყოს. ამ მოგების შედეგად ექვს ერში გაერთიანების მოწოდებები მხოლოდ გაძლიერდება. ბევრი თვლის, რომ ამ ტურნირში ყოველ წელს უნდა მოქმედებდეს გავარდნისა და დაწინაურების სისტემა. საქართველომ თავისი სიმართლე დაამტკიცა. დროდადრო ურიგოდ არ თამაშობდნენ და სწორედ ვნება და ამ მოვლენის მნიშვნელობა გვაოცებდა წარმოსახვაში.

ატმოსფერო საოცარი - ეს რაგბის თამაშის ფენომენალური გამოცდილება გახლდათ. სიმართლე გითხრათ, საქართველო მეტს იმსახურებს. ეს იყო ღამე, როდესაც მათი ხმა ისმოდა და მისი ექო ზაფხულის ბოლომდე მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელთა დერეფნებში უნდა გაიგონ.

საქართველო მიჩვეულია იმას, რომ თბილისში ეროვნულ გუნდს 50 ათასი გულშემატკივარი უჭერს მხარს, ამჯერად კი მატჩი ბათუმში გაიმართა და პირველი ეშელონის წარმომადგენელთან თამაშის იშვიათ შესაძლებლობას წარმოადგენდა. რაგბის მიმზიდველობის გაზრდის მიზნით შეხვედრების სხვადასხვა ქალაქში ჩატარება მათი გეგმის ნაწილს წარმოადგენს და "აჭარაბეთ არენა" თითქმის გაივსო. რაგბი საქართველოში სპორტის ეროვნული სახეობაა და მისდამი მგზნებარე დამოკიდებულება ცხადია. ამის გასაგებად ბათუმში ყოფნა იყო საჭირო. ეროვნული ჰიმნი ლამაზად შესრულდა.

მატჩის პირველი მეოთხედი მასპინძლებისთვის საუკეთესოდ წარიმართა და ისეთი ხმაური იყო, სტადიონს სახურავი რომ ჰქონოდა, აუცილებლად ჩამოინგრეოდა. არენაზე დიქტორი შეუსვენებლივ მუშაობდა. ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო წარმოდგენა იყო. ის რაგბიზე გადარეულ მაყურებელს ყოველ წუთში ამხნევებდა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. იტალია მეორე ტაიმში ბურთს ხშირად ფლობდა, მაგრამ გუნდმა, რომელმაც მარტში უელსს კარდიფში სძლია, შეცდომები დაუშვა, რამეთუ გიგანტურმა ქართულმა გუნდმა წაგებაზე უარი განაცხადა. როდესაც ტანით პატარა აფრასიძემ მოედნის თავისი ნახევრიდან საჯარიმო გაიტანა - ეს რაღაც წარმოუდგენელი გახლდათ. თქვენ საკუთარ თავს კითხვას დაუსვამდით, საერთოდ მიაწვდენდა კი მიზნამდე ბურთს? და ტრიბუნებმა ისევ იხუვლა. საქართველომ გამარჯვება დაიმსახურა და საფინალო სასტვენის შემდეგ აღფრთოვანდნენ. მხოლოდ მოედანზე როდი ზეიმობდნენ. მთელი ერი ზეიმობდა. ცათამბჯენიდან ფოიერვერკები გაისროლეს. ეს რაღაც ხმამაღალ განაცხადს წარმოადგენდა".

• გიორგი

უელსთან უკვე არის თამაში დაგეგმილი 19 ნოემბერს.

• კახაბერი

მეგობარო-უკვე 7 რუს-ქოცთ,გვარგადმოკეტებულებს, ან ტვინგარუსებული-გადაგვარებული ვაჭრების- ტროლებმა-...კარგია-ო, აფხაზეთი და სამაცაბლოს ოკუპაცია-ანექსია,იქ ქართველთა ეთნოწმენდები რომ მოგიწყვეტო, უძველეს ქართულ ტაძრებს-რუსულად თეთრად რომ გაათერეს-ათეთრებენ და საქართველოს სახელმწიფოს ლიკვიდაცია,რომ უნდატ-უკვე მე-3-ედ, თან ამჯერად ,,საქართველო უქართველებოდ,,-რასაც ახორზიელებენ 2012 წლიდან და უკვე 900 მ000-ანი შყქცევადი ემიგრაცია შექმნეს...

• კახაბერი

ჭკუასუსტებს ბოდიალი გონიათ!

• რეალობას ᲩავხედოᲗ ᲗვალებᲨი

სიმართლე ვთქვათ და არც იტალიი და არც საქართველოს ნაკრების ადგილი ამ დონის თამაშით 6 ერში ადგილი არაა! იტალიის მაგივრად უნდა თამაშობდეს ფიჯი!

• irakli81

სტადიონის კომენტატორმა მართლა ტვინი დაპეპლა :) სხვა ყველაფერი დიდებული იყო.

ჩვენი 10 ნომერი მიწაზე იწვა, დახმარებას იღებდა მედიკოსებისგან და ტიპებმა ირლანდიელებმა აუტი მოაწოდეს, მსაჯმაც არ გააჩერა თამაში, გაგვიშალეს ბურთი მეტობით დადეს ლელო. ეს იყო უდიდესი უსამართლობა უელსის მოგონილ ტრავმიანობასთან ერთად შერკინებაში რომ არ დამდგარიყვნენ.

• საბა

საერთოდ არ ვყოფილვარ დღევანდელი პრეზიდენტის მხარდამჭერი მაგრამ ის ამ დღეს ზუსტად იქ იყო სადაც საჭიროება მიითხოვდა

• ლევანი

რას ბროდიალებ?

• beqa

რუსებმა რაოო?

• გიჟუას

შეცდომით წავიკითხე, ფენერბახჩეს სტადიონს გადაუსწრებს ხაშურშიო :) ამასწინათ ისეთები ქნეს მაყრებლებმა ხაშურში, რომ არც გამკვირვებია და მაგრაც ვიცინე :)

• ანდრი

ტყუილა უყურებ პორტუგალიას ალმაცერად.

• T.q

მადლობა მთარგმნელს, მადლობა ალექს ბაიუოტერს.

• Fani

საოცარი თამაში იყო საოცარი გულშემატკივრობით, 6 ერის წარმომადგენელი დავამარცხეთ, ეს შედეგი დიდი სიამაყის საფუძველს იძლევა, ამაყები უნდა ვიყოთ ქართველი მორაგბეებით ვეტერანებით და დღევანდელი თაობით, მატჩის ბოლოს კადრში მამუკა გორგოძე გამოაჩინეს, რომელმაც თავის დროზე ლომის წვლილი დადო ქართული რაგბი რომ ამ დონემდე მოსულიყო, ქართული რაგბის ისტორია დღემდე საოცარია, და ჩვენს გულებში სიამაყის და სიყვარულის გრძნობებს აღძრავს, კბილი გავუსინჯეთ ტიერ 1 გუნდს და აწინ კიდევ ხშირად მოვუგებთ, ბიჭებმა უკვე გამოსცადენ თუ რა არის ამისთვის საჭირო

• კახაბერი

,,შესანიშნავი შვიდეულის,, დროა! ოღონდ-საქართველოს ჭირდება-შერკინებაში დომინირების აღდგენა(გორგოძის თაობა -ზელანდიასაც ტოლს არ უდებდა) და რაგბში დიდი ბიჭების მოზიდვა(მაღლები -სიმაღლე-სიგანეში)-მეტი ფიზიკა, დანარჩენი ყველაფერი გვაქვს-შეგვიძლია,რომ... მოკლედ-შეგვიძლია-1-ლ-6-ლშიც დავმკვიდრდეთ,რისთვის საჭიროა-გვჭირდება-ეროვნულ ჩემპიონატებში დ ი დ ი ფინანსების ჩადება-,,დიდი 10,, ავიყვანოთ ტოპ-14-ს დონეზე, რისთვის საჭიროა-სახელმწიფოს განვითარება-განმტკიცება, მისთვის დასავლეთ სამყაროსთან სტრა-ლი პარტნიორობა-გავხდეთ ევრო-ატლანტიკური სამყაროს წევრი(ბიჭებს ფაქტიურად ფრანგები გვიმზადებენ) და არა-დავრჩეთ როგორც ვართ-ფაქტიურად რუსულ გუბერნიად-ერთ-ერთ ყველაზე ღატაკ ქვეყანად-არა მარტო ევროზონის სახელმწიფოებს შორის,რეგიონშიც კი- ყველაზე მაღალი ემიგრაციის მაჩვენებლებით, სამწუხაროდ შეუქცევადის! - აღარ უნდა იყოს რთული გასაგები!

• გიუᲨა

ხოხბებმა რომ პაიდე-სთან გაიდეს აფეთქდა კომენტარები)))ამხელა გამარჯვების შემდეგ ოცამდე კომენტარია!!!ღვარძლის ნთხევა უფრო გვეხერხება?!

• გიუᲨა

მეგობრულ თამაშს???)

• 123

მოგვეცით ყოველ ტესტებზე სამივე თამაში ტიერ1 გუბდებთან. ეგ ხომ მაინც არარის ექვსი ერი?? აი მაგალითად ეხლა პორტუგალიასთან რო გვათამაშებთ ისევ. გვათამაშეთ უელსთან ან სკოტებთან. ტესტებიც კომერციული დახურული ტურნირია???

• დ

ატანა არა მაქვს ამ მთავრობის, მაგრამ ასეთ დროს ასეთი კომენტარი უადგილოა და გამაღიზიანებელი. კარგს კარგი უნდა უწოდო და ცუდს, ცუდი. ეს კარგი დღე იყო ჩვენს ისტორიაში. პრეზიდენტის პოზირება საჭიროა, რათა რაგბის მამებმა ნახონ, რომ 6 ერში შესასვლელად მთელი ერი ერთიანია. ბოღმა კლავს ადამიანს და პიროვნებას.

• ii

აჰა, პრეზიდენტიც გაიჩითა. ვითომ რამე იყოს მისი დამსახურება. არა მგონია სხვა ქვეყნის პრეზიდენტი გარბოდეს ყველგან სადაც ნაკრები რაღაც მეგობრულ თამაშს მოიგებს.

• ATP 16

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ამ მსოფლიოზე გჯუფიდან გავიდეთ , ეს იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა მსოფლიო რაგბის მამებისათვის და ჩვენი რაგბის განვითარებისათვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ღირსეული ნაბიჯი და სტიმული . მასე დაიწყო არგენტინამ ტიერ-1 გუნდებთან თამაში და დიდი ანგარისებითაც აგებდა , თუმცა ის გამოცდილება რაც დააგროვა , შემდეგ მსოფლიო თასზე გამოიყენა და დრეს არავისათვის სასურველი მეტოქეა . იგივე გზა უნდა გავიაროთ ჩვენც და მოვიდა ის დრო , როდესაც ჯგუფიდან უნდა გავიდეთ ყველაშემთხვევაში . აი მერე კი დარწმუნებული ვარ , ბევრი რამე შეიცვლება სასიკეთოდ .

• გიორგი

ფიჯი რატომ გგონია აუტსაიდერი? მსოფლიოზე ნახავ რასაც იზამს.

• ანდრი

სტადიონის კომენტატორი - სამარცხვინო გამოგონებაა, ემოციური მწყემსი გაუთვიცნობიერებელ ჯგროს ჭირდება და არა რაგბის გულშემატკივარს.ტვინი შეჭამა. თითქმის სავსე სტადიონიც ცოტა ტეხავს, ვერ შევავსეთ :( თამაში კი იშვიათი შედგა, არ მახსოვს ასეთი ბოლოს ვნახეთ.

• ჟორა გაბრიჭიძე

6 ერის ჩემპიონატის იმ სისტემით ჩატარება, როლითაც ტარდება ამუხრუჭებს ევროპულ რაგბს. ვინ სულელმა მოიგონა, რომ ლიგიდან ლიგაში გადასვლა საჭირო არ არის? მაშინ რა სტიმული აქვს იტალიას განვითარდეს თუ 6 ერში ადგილი ისედაც დაჯავშნული აქვს? ან რა სტიმული აქვს საქართველოს რაგბს განვითარდეს და 8 ერი კიდევ ერთხელ მოიგოს თუ თავს ზემოთ მაინც ვერ ახტება? თუ 6 ერში აუტსაიდერის პირდაპირი დაქვეითების სისტემას არ აამუშავებენ მაშინ 6 ერის აუტსაიდერისა და 8 ერის გამარჯვებულის ტესტ მატჩის გამართვას რა უშლის ხელს? ამით 6 ერისთვის ხომ უკეთეს გუნდს ვირჩევთ, ანუ მიმაჩნია, რომ ამ გზით 6 ერში გადასვლის სისტემა აუცილებლად უნდა შდანერგონ. რადგან იქ გამარჯვებული 6 ერს აუცილებლად გააძლიერებს, ამით კი ევროპული რაგბი განვითარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოზე აუტსაიდერის როლში აღმოჩნდება.

• ზურა

ტიპებს არ აწყობთ რაგბის განვითარება, ვერ ხედავს ამაში დიდ მოგებას და სულ არ აინტერესებთ ხვალ რაგბი სად იქნება, 6 ერს ატარებს კომერციული ორგანიზაცია რომლის მიზანია ფულის შოვნა ზედმეტი დაძაბვის გარეშე. რაგბი მაგრად კიდიათ მაგათ!

• შეტევა

ადრეც დავსვი ეს შეკითხვა,მაგრამ პასუხი არ ქონდა არავის და გავიმეორებ :) 6 ერში იტალიია ჩანაცვლებაზე რატომაა საუბარი? რომ დავემატოთ მეშვიდე წევრად? რამე ფორმალურობა უშლის ხელს?

• შულაია

რამდეჯერ დაგვიმალა იტალია მსოფლიო რაგბის მამებმა,მაგრამ მოსახნავი პატარძალივით მაინც არ აცდა.

• გიუᲨა

6 ერიდან ნებისმიერი გამოუშვით საქართველოში,ოღონდ ბათუმში ათამაშეთ,მალე ეს სტადიონი ფენერბახჩეს სტადიონს გადაუსწრებს ხმაურში)))

• G.LA

არ მიგვიღებენ და ძალით შევამტვრევთ კარებს. მსოფლიოზე ჯგუფიდან უნდა გავიდეთ, ჯგუფში უნდა ჩავტოვოთ უელსი და ფიჯი. მერე ვნახოთ სად დაგვემალებიან.

• რა მაფიაა

ზუსტად... ეხლა რო მიგვიღონ, პირველი ორი წელი გაგვარღვევენ ძირითადად და ისევ დაიწყება თემა რო არ ვართ იმ დონის... ბევრი ტიერ1 თამაში გვინდა ჯერ და აუცილებლად გავალთ იმ დონეზე რო ყველა თამაში არ წავაგოთ და შოტლანდიები ვანერვიულოთ... ლელო ლელო საქართველო

• Mexsiereba.

ერთი კი არა 2 ეგეთი იყო უკვე სინამდვილეში თანაც კარგა ხნის წინ და მშვენივრად იციან. ირლანდიასთან და უელსთან არ ჩათვლილ მოგებებს ვგულისხმობ

• O.k.

თუ არ მიგვიღებენ არაა აუცილებელი, მთავარია გვესპარინგონ რომ იმდენივე მატჩი დაგვიგროვდეს რამდენიც პირველ გუნდებს.. მსოფლიოსთვის რომ მოვემზადოთ..

• იბერია

საოცარი სტატია.

• თომა

ძალიან მაგარი სტატიაა, თან ვისგან!!!ეს უდავოდ დიდი აღიარებაა!

• ლევან მაღლაკელიძე

ერთი ასეთიც და მიგვიღებენ

"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო

მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]

რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის

რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია

იტალიელთა მწვრთნელი: ძალისმიერი საქართველოს ნაკრები პრობლემებს შეგვიქმნის

"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]

"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"