პოლიტიკოსი იაგო ხვიჩია ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

"77

თაობის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი ეს ესაა ცხოვრების მთავარ გამოწვევას შეეჭიდა და იქაა სადაც უნდა იყოს. ფეხბურთში არაფრის წინასწარმეტყველება არ მოსულა, მარა საღი აზრის დონეზე, დიდი შანსია, რომ უახლოესი ათი წელი მის ნიჭზე და მონდომებაზე აეწყოს ნაკრების შეტევა.

თუ ნაციონალური ფეხბურთი გიყვარს შეუძლებელია მას პატივი არ სცე და მის განვითარებას არ დააკვირდე. ერთი “პრობლემაა”პოლიტიკაზე საჯარო საუბარი არ უნდა.

ან როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში საჯაროდ პოლიტიკაზე ილაპარაკოს ადამიანმა, რომელსაც უნდა ყველას ევასებოდეს იმ საქმის გამო რასაც აკეთებს? გვაქვს კი ჩვენ ახლა ასეთი სიტუაცია?

რამე მართლა რომ თქვას ან ქოცად გამოაცხადებენ ან ნაცად. რად უნდა ეს? ზოგადად, რატომ ექცევიან უპატივცემლოდ? თავის გუნდს და იქ დარჩენილ მეგობრებს საჯარო სკანდალებით რო არ დაემშვიდობა და მათზე უარი რო არ თქვა?

ეს რატომ უნდა გაეკეთებინა? ახლა მისი თვალით შეხედეთ აქაურობას, როცა შანსი მიეცა ჩამოვიდა და ამ ქვეყანაში რამდენი ხანიც შეეძლო ითამაშა, მერე სწორ ადგილას წავიდა და იქ თამაშობს სადაც მარადონას უთამაშია, როგორც იქნა დიდი ფეხბურთის შანსი მიეცა და უნდა დაამტკიცოს, რომ საკუთარ პოზიციაზე ინსინიეს შეცვლაც კი შეუძლია.

იცით ვინ არის ინსინიე? შესაძლოა თაობის ყველაზე ნიჭიერი იტალიელი ფეხბურთელიც კი. სამშობლოში კი ამ დროს კონცერტებს უწყობენ.

დეპოლარიზაციის და ევროინტეგრაციის იმედი გვაქვს 6 თვეში, როცა იმაზეც კი არ შევთანხმებულვართ, რომ უფროსები იმას მაინც არ უნდა აგინებდნენ ვისაც ბავშვები ბაძავენ.", - წერს ხვიჩია.

ZIKO
იაგო ხვიჩია კი არა მთელი საქართველო უცხადებს კვარას თანადგომას.სანაიებო მაქარაშვილებო შუბლაძეებო და გვარამიებო დააყენეთ ერთი ადგილი თქვე ქვეყნის წურბელებო თქვე ფულზე გაყიდულო მონებო კვარას და ქვეყნის პატრიოტ ხალხს თავი დაანებეთ თორე ცუდად წაგივათ საქმე.რაო თემურა ალასანიამ ახალი დირექტივები მოქცათ? ააა თქვე ბოღმიანებო და პარაზიტებო თქვენა ჰაა.
ვავას
"ყიდვა", ალბათ, იმიტომ გელანდებათ, რომ თქვენთვის ჩვეულებრივი ამბავია ეგ. ხოლო ის, რომ ადამიანს თქვენგან განსხვავებული აზრი შეიძლება "ყიდვის" გარეშე ჰქონდეს, ეს გაუგებარი და "არაჩვეულებრივი" ამბავი.
ვავა
ქოცების ნაყიდი გირჩის ნაგავი.
გუსანი
ხშირად ჭეშმარიტებას ღაღადებენ, იმის იქით რას ფიქრობენ არ ვიცი, მაგრამ სათქმელს სწორედ გადმოცემენ, ბევრ რამეში ვეთანხმები, ყოველშემთხვევაში უცნობს, ვიღაც მაჭარაშვილს, ღუდუშაურს და კიდევ ვიღაცეებს არ გვანან,საკუთარი აზროვნება რომ არ აქვთ და რასაც ჩასძახებენ იმასაც შეფუთულად ვერ გადმოცემენ.... ვაი ..საქართველო?! კვარაცხელიას კი სრულ მხარდაჭერა, არ იყო ვალდებული და არც უნდა გაემწვავებინა საკითხი, თავდასხმები მერე გენახათ პოლიტიკურ თემებზე თუ წამოიკიდებდნენ ხვიჩას გინდა იქაური მედია და გინდა აქაურები. სწორად გათვლილია: გაემიჯნა ამ საკითხს, სხვა მნიშვნელოვან საკითხეზე უნდა კონცენტრირდეს რომ გაცემული ავანსები გადაჭარბებულად გაარეალუროს, წინ ხვიჩა! ამღვრეული საქართველოს გახარება ხელგეწიფება...
ზურა
ამ კაცზე ადექვატური ჩვენ პარლამენტში არავინაა მგონი, ვეთანხმები
zura222
ნეგრელიშვილის ჰავიტუსით ნუ საზღვრავთ ხალხი ! ნეტავი მაგის ჭკუა და წესიერება ქონდეთ ნახევარ პარლამენტს მაინც !!
ინსინიე პაპა
მეგრელიშვილი სადა გყავს იაგო? იმან აგვიხსნას ვინ იყო მარადონა)))
ილია
100%
ალეკსანდრე
სრულიად ხელოვნურად და არაფრისგან ააგორეს ეს უაზრო და არაფრის მომცემი აჟიოტაჟი, ორმა პროვოკატორმა {მაქარაშვილ-სანაიამ} ხვიჩას წინააღმდეგ, რომელიც ისევ ამ ორ არარაობას მიუტრიალდება
სოსო
უკვე მაგარი საგუჟეთია!!!
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ლევანტესთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა და "ვილიარეალს" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეათე გოლი გაიტანა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეათე გოლი გაიტანა
ლუნინმა ბოლოს და ბოლოს "რეალის" დატოვება გადაწყვიტა
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები - ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ
ალონსომ "მარსელი" იუარა - ესპანელისთვის ფრანგულ გუნდში არასტაბილური სიტუაციაა
BBC: ვოლტემადე "ნიუკასლის" დატოვების ვარიანტს განიხილავს
რუსთავის აკადემიამ გოგონათა გუნდებისთვის საკალათბურთო ინვენტარი მიიღო
დანიასთან საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით დაიწყო
[VIDEO] ხვიჩას მოპოვებული პენალტი, დუეს დუბლი - პსჟ-მ "მონაკოს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] 7 გოლი, გაძევება და ქამბექი - "გალათასარაიმ" სპალეტის "იუვენტუსი" გაანადგურა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
20 წ. | თასი უკვე თბილისშია!
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
კიტეიშვილის ტრავმა მძიმე არ გამოდგა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
პულისიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდება? - "მილანის" ვარსკვლავი სამ გუნდს სურს
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
ყოჩაღი ო'ნილი - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელმა კლუბიც ჩაიბარა
"რუსების გარეშე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი უნდა აღვადგინოთ" - იაგო ხვიჩია
[VIDEO] ხვიჩას მოპოვებული პენალტი, დუეს დუბლი - პსჟ-მ "მონაკოს" თამაში შემოუტრიალა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება და მთავარი ინტერესი კვარაცხელიას მიმართ
Opta: კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე ტიერი ანრის ანტი-რეკორდი გაიმეორა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა