თბილისში, ევროპის 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, B ჯგუფის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 73:76 დამარცხდა და ჯგუფური ბარიერი ვერ გადალახა.

მესამე მეოთხედის დასაწყისში მილოშ გლიგორიევიჩის გუნდი 13 ქულით დაწინაურდა, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და მარცხი განიცადა.

ჩვენი გუნდიდან 19-19 ქულა ვლადიმერ თავაქარაშვილმა და ვლადიმერ სალარიძემ (პლუს 10 მოხსნა) ჩააგდეს, 15 - ლუკა ლიკლიკაძემ, ხოლო 9-9 - ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა და ლევან ქვარცხავამ.

საქართველოს ნაკრები 23 ივლისს მე-9 ადგილისთვის მატჩში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

გიორგი 50
ბიჭებო, იცოდეთ გული არ გაიტეხოთ. ეს ტრაგედია არ არის... გადამწყვეტ მატჩში, პრინციპულ მეტოქესთან, როცა ათასობით მაყურებელი გგულშემატკივრობს, თანაც სახლში... და წააგეებ, ვიცი გამომიცდია, მაგრად ტეხავს... მაგრამ არაუშავს, ვინც წაგების სიმწარე არ იცის, ის ვერც გამარჯვების სიხარულს აღიქვამს ჯეროვნად... თქვეენ სამწუხაროდ, ნაადრევად ირწმუნეთ გამარჯვება და მაგიტომაც მოხდა ა რ მ ო ს ა ხ დ ე ნ ი. თუმცა, შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ შესაძლოა, ჩრ. მაკედონიასთან(ჯერ მაკედონია რა არის და მერე იმის ,,ჩრდილო''), ამ მატჩში, შესაძლოა დიდი ანგარიშითაც გაგვემარჯვნა... ახლა, მთავარია სწორი დასკვნები და შეცდომები აღარ გავიმეოროთ... დაიმახსოვრეთ ბიჭებო, პირველ რიგში საკუთარ თავებზე იმუშავეთ, ბევრი ოფლი უნდა დაღვაროთ... დაიმახსოვრეთ, ძალიან ბევრი სელექციონერი სპეციალურად გაკვირდებათ და თქვენი მომავალი დასავლეთის კალათბურთს უნდა დაუკავშიროთ.... გფარავდეთ უფალი...
გუსანი
ნაკრების 3 თამაში ვნახე ,იმსახურებდა ეს ნაკრები გამარჯვებას ? , შემთხვევით რომც მოგვეგო მაკედონიისთვის? მე მგონი არა. არც სროლები, არც ხასიათი, არც ტაქტიკა, არც უნარები, მარტო ინდივიდუალური მცდელობები და ეგეც დაბალ დონეზე, ძირითად ნაკრებშიც ეგ პრობლემაა, მაგრამ 3-4 კალთბურთელი ,,ქაჩავს" შერმადინი, თოკო, ტედი და ბოლო თამაშში რატი, სამწუხაროდ ესენიც არასტაბილურები არიან, იგივე პრობლემაა 18 და 16 წლიანებშიც, გუნდური სახეობებში სხვა ტაქტიკა და უნარები ჭირდება, ეს უკვე მწვრთნელების კომპეტენცია, რაც არც ერთ თამაში არ იკითხებოდა, მოთამაშე როცა ჟონგლიორობს, კაი ბიჭობას ცდილობს და აფლავებს ზედიზედ მომენტებს, კარგავს ბურთს უაზროდ- არ უნდა დატოვო მოედანზე, შემცვლელი არ გყავს? ე.ი, შენადგენლობა არ გაქვს სწორედ შერჩეული, ან სათანადო ფსიქოლოგიური და აღმრზდელობითი მუშაობა არ გაქვს ჩატარებული და ა.შ. ყველაფერში მინუსია...პატარებს მაინც მიხედეთ სადამ დაგვიანებულა..
წაიკითხე ხმამაღლა
მამიკოს ბალღებს რო ათამაშებთ შედეგიც შესაბამისია..რა არ მოგწონთ??
სოსო
სადაც ამდენს ამბობ,ვინა არის ის როი ძალიან მაგარი კალათბურთელი,ბარემ ისიც გეთქვა.მე თბილისში არ ვცხივრობ და ვერავის შევაფასებ,მაგრამ სხვებსაც ხომ აინტერესებს.იქნებ სხვებიც დაგეთანხმონ და ერთობლივად,ზეწოლის მოხდენაც კი შეგეძლებათ.თუ არ დაგეთანხმებიან,მაშინ ბევრი სალაპარაკოც აღარაფერი იქნება.
გუსანი
უკვე დავწერე, მაგრამ ვერ ვისვენებ....ჩვენს ქვეყანაში თუ რამე წარმატებას აქვს ადგილი სხვადასხვა პროფესიებში თითქმის ყველა შემთხვევაში პირადი, ინდუვიდუალური დამსახურებების ფონზეა, სპორტი, მედიცინა, ხელოვნება და ა.შ არაინაირად სახელმწიფო, სისტემის, დარგების, ფედერაციების დამსახურება-მუშაობა არ იკვეთება. ასე ქვეყანა, ხალხი ვერ წავა წინ, ევროპა ზუსტად მაგიტომაა კარგი რომ ვისწავლოთ გუნდური მუშაობაც, ყველა ქვეყანამ მხოლოდ ასეთ ფონზე აღწევს წარმატებას, იქ პერსონალური უნარ ჩვევებს უფრო მაღალი ვალიდობით იყენებენ საერთო საქმის კალაპოტში. შედეგიც აქვთ, იგივე მაკედონიაც კი გვჯობნის : აგებდნენ და შეძლეს კონცენტრირება და შედეგსაც მიაღწიეს, (ღმერთმა არ ქნას ფეხურთშიც თბილისში მასე გაუმართლდეთ ) . არის თუ არა ეს სრული ფიასკო, მწვრთნელების და ფედერაციის, ასევე შემადგენლობის. არასწორი მენტალიტეტით იზრდებიან ახალგაზრდები.
მოქალაქე
იქნებ ფედერაციამ ახლა მაინც გაახილოს თვალები და დაფიქრდეს ამ შედეგეზე...იქნებ მიხვდნენ და დაფიქრდნენ...რომ შეცვლაა საჭირო მიდგომაზე....ფეხბურთის მაგალითი ავიღოთ დინამო ბრწყინავდა 1991 წელში და მერე დაიწყო რთვევა დაჭირდა 30 წელი და მიხვდნენ ახლა....კალათბურთსაც ნუ მივიყვანთ ამ დონემდე წლების წინ ბრწყინავს ნაკრები და რომ წავლენ ძველები ვინ მოდიან ეს 20 წლიანები ან მწვრთნელი...შედეგი იქნება ყოველთვის ფატალური..თუ არ გაახილეს თვალები
ATP 16
ის რაც ქართულ კალათბურთში ხდება , არის სრული უცოდინარობისა და არაპროფესიონალიზმის შედეგი . დავიწყოთ ფიზიკით , გამძლეობასა და სისწრაფეს , სიმძიმეების აწევით ვერ მიაღწევ , მაგისათვის სხვა ვარჯიშებია საჭირო , ავთო ბერიძემ ძალიან კარგად იცის ეგ ამბავი , თუმცა ხანშიშესულია და ვიღას ჭირდება . ყველა ვისთანაც წავაგეთ , შვედებიც და მაკედონიელებიც , სისწრაფით გვჯობდნენ და იცით რატომ ? იქ ეძებენ მასეთ ბავშვებს , ვისაც კომპლექტაციაც და ნიჭიც აქვს მაგის , აქ ყველა სიმაღლეზე აკეთებს აქცენტს და კი ვნახეთ როგორ მისდევდნენ უკან მაკედონიელ 9 ნომერს . კლასიკური სწრაფი გამთამაშებელი , სწორი მოძრაობითა და პასით . ამ დროს რას აკეთებდნენ ჩვენი გამთამაშებლებიი : უაზრო შესვლები , დაკარგვები , უაზრო სროლები , არანაირი ანალიზი თამაშის და მხოლოდ ეგოიზმზე და საკუთარ სტატისტიკაზე მუშაობა , რომ აგენტს აჩვენონ . ყველასათვის ნაკრები გახდა აუქციონი და მაგიტომაც არის ეს შედეგი , ყველა ჩვენზე პატრიოტია , შვედიც , მაკედონიელიც , კოსოვოელიც და ასე შემდეგ , რადგან იქ მსაჯის დიშვილობისა და სპონსორის ახლობლობით არ თამაშობენ კალათბუთს , არ პარლამენტარის შვილობითა და მ2 მეწილეობით . კიდევ ბევრია მასეთი ფაქტები , გვარებს გადახედეთ ვინც თამაშობს , სწორედ მაგიტომ იყო , რომ თამაშის მერე ცრემლი მარტო ვოვას თვალებზე იყო , სხვები სხვა რამეს დარდობდნენ .
მოქალაქე
მართალი ხარ? მამიკოს შვილები და მწვრთვნელი შედეგი სახეზეა...კალათბურთი უკან უკან მიდის..ვნახვათ შედეგს ..ფეხბურთზე უარესი გახდება
სოსო
წაგებულ თამაშებში,გუნდი პირველ პერიოდს კარგად თამაშობდა,მეორეში ცოტას უკლებდა და მერე სულ უარესი და უარესი .წუხელ გუნდური თამაში,საერთოდ მოიშალა.მეოთხე პერიოდში კი,გუნდური შეტევიდან აღარაფერი დარჩა.თამაშიდან სროლა,შესაძლოა არ წაგივიდეს,ან პრესინგით გაგირთულონ ჩაგდება,მაგრამ ჯარიმების ნახევარზე მეტს რომ აცდენ,ეს თუნდაც მწვრთნელს როგორ უნდა დავაბრალო?ნაკრებში რომ ხარ,ალბათ ვარჯიშიც უნდა გიხაროდეს და როცა მარტო ხარ,ალბათ სროლებზე უნდა ივარჯიშო.ჰოდა მაგის თქმას ვცდილობ,რომ თუ ჯარიმების სროლაზე სახლში არ ვარჯიშობ,ესე იგი მხოლოდ იფიციალური ვარჯიშებით შემოისაზღვრები და შესაბამისად,შენ,კალათბურთი იმდენად არ გიყვარს,რომ დიდი კალათბურთი ითამაშო.ასე არაფერი გამოვა,ბიჭებო!
გიორგი
არ იყო ეს გუნდი A -ს ღირსი. ეგ კი არა ჩრდილ.მაკედონიაც არ იმსახურებდა A ში თამაშს. გუნდურობა საერთოდ ვერ დავინახე, და მწვრთნელი თუ ჰყავს არც ეგ ეტყობოდა თამაშს. ყველა ინდივიდუალურად თავისთვის თამაშობდა. მარტო 22 ნომერს აქვს მანდ პოტენციალი და მისი გამოყენება ვერ შესძლეს. ახალგაზრდა კალათბურთელების ზრდას თუ აქცევენ ჩვენში ყურფადღებას თუ ამერიკის სტუდენტურმა ლიგამ უნდა გაგზიზარდოს?
გუსანი
ვინც ცოტას მაინც ერკვევა დამეთანხმება არანაირად იმსახურებდა ეს ნაკრები ა დივიზიონში გადასვლას რომც მოეგო, ეს დავწერე 2 თამაშის შემდეგ,კოსოვოსთან არც ვუყურე, დეტალებზე არ დავწერ, ვინც ერკვევა თავადაც შეამჩნევდა, ვინც ვერა არც ჩემს ნათქვამს გაიაზრებს და ურაპატრიოტული აღტკინებთ გამაკრიტიკებს, სროლა რომ არ ვიცით ეს არახალია, მაგრამ საჭირო დროს საჭირო ქმედებებიც რომ ვერ გამოავლინა ნაკრებმა ეს უკვე კატასტროფაა, რაც პირდაპირ მიუთითებს სამწვრთნელო შტაბის უსუსურობაზე, ზოგიერთი მოთამაშეს სათამაშო უდისციპლინობაც მკაფიოდ იკევთებოდა და მაინც მოედანზე რჩება, რატომ? მაშინ აღიარონ რომ არ გვყავს კადრი, სროლა რომ არ გვაქვს ერთია, მაგრამ დისციპლინა? იყო მომენტები რომ წინასწარ იკითხებოდა ბურთის დაკარგვა ისე უპასუხიმგებლოდ ათამაშებდნენ ბურთს, და შედეგიც არ აყოვნებდა, მწვრთნელს კი არაფერი ქონდა თადარიგში.... მოკლედ ტყუილად ვიშლით ნერვებს, იმიტომაც არც გადაიცემოდა ტვ არხებით.....ცუდი კი ის არის რომ იგივე დონეეა 18 და 16 წლიანებიცმ, არანაირი პერსპექტივა, მარტო ეგო...-ჭიას იხარებებენ ბიჭები და ფედერაცია........
მოქალაქე
არ დაბლოკოთ მესხის და შენგელიას მაგივრად უნდა აეყვანათ 2 კალათბურთელი ძაან მაგრები იყვნენ და დატოვეს...კიდო ბევრჯერ მითქვია მწვრთნელი რომელიც გვყავს ვერაფერი ისწავლა წლებია ზუროსისგან და რატო გვყავსს?სანამ ეს იქნება ახალგაზრდული კალათბურთი ვერ განვითარდება... მწვრთნელის ბრალია რომ წავაგეთ...რატიანი რატო არ ათამაშა..
ნოდო
რამდენი მატჩი მიყურებია და ასეთი არაფერი მინახავს სანამ ჩვენები მეხუთე ფოლს აიღებდნენ ოთხივე მეოთხედში თითქმის პირველი 4 ჯარიმა ყველა სასროლი აიღეს პლიუს უამრავი ფოლი როცა ბონუსში ვიყავით და კი ქონდათ ჩაგდებული 23 ჯარიმა რაც 73 % გამოვიდა ჩვენ კი მხოლოდ 9 და 12 ავაცილეთ თუ 13 თან 14 ქულა გავანიავეთ პს ისევ მაკედონია
საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები ფიბა-მ წილისყრით ევრობასკეტის ჯგუფებში გაანაწილა
საქართველოს U16 ნაკრები რუმინეთთან ბოლო წუთებზე დამარცხდა და თურქული ტურნირი დაასრულა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სტამბოლში თურქეთთან დამარცხდა
"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
საქართველოს U20 ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის უნგრეთს შეხვდება
U20. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინასთან დამარცხდა
საქართველოს U20 ნაკრებმა მე-5 ადგილი დაიკავა | სულაბერიძე ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გავიდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინას დაუპირისპირდება
საქართველოს U20 ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა და ჯგუფიდან გასასვლელად ესტონეთის ძლევა სჭირდება