ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"La Gazzeta dello Sport-ის ვარდისფერი ფურცლების გარეკანზე და ნეაპოლელების ოცნებები..." - ფრანგული მედია ხვიჩას განვლილ გზაზე წერს

"La Gazzeta dello Sport-ის ვარდისფერი ფურცლების გარეკანზე და ნეაპოლელების ოცნებები..." - ფრანგული მედია ხვიჩას განვლილ გზაზე წერს

ხვიჩა კვარაცხელია ახალ გუნდში გამორჩეულ თამაშს განაგრძობს. იტალიური პრესის გარეკანზე მოხვედრის შემდეგ, ამჯერად ხვიჩაზე ცნობილი ფრანგული გამოცემა footmercato ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

ქართველი ტალანტი, მეტსახელად "ზიზი", რომელიც "ნაპოლიში" უკვე ცეცხლს ანთებს

მას შემდეგ, რაც "ნაპოლიმ" შეტევის მთავარი ვარსკვლავი ლორენცო ინსინიე დაკარგა, კლუბი ჯოჯოხეთურ, გარდამავალ გზას გაივლის. იტალიელის შემცვლელი ხვიჩა კვარაცხელია აღმოჩნდა, რომელიც ქალაქში ფეხის წვერებზე ჩამოვიდა და უკვე აღფრთოვანებულია ნეაპოლური გარემოთი. კლუბში ჩატარებული 487 მატჩის, 138 გატანილი გოლისა და 96 შედეგიანი გადაცემის შესრულების შემდეგ ლორენცომ ახალი გამოწვევა მიიღო და MLS-ის ბინადარ "ტორონტოში" გადაბარგდა. "ლურჯებს" მისი შემცვლელი სჭირდებოდა. საბოლოოდ აირჩიეს 21 წლის მოთამაშე, რომლის მიმართ ინტერესს გამოხატავდნენ "იუვენტუსი", "მილანი", მიუნხენის "ბაიერნი", "ლიდს იუნაიტედი" და "ტოტენჰემი".

აფეთქება "რუბინში" და სამშობლოში დაბრუნება

კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო, გადავიდა "რუსთავში", ქართული კლუბიდან მოსკოვის "ლოკომოტივს" იჯარით შეუერთდა. ხვიჩამ საუკეთესო თვისებები სწორედ აქ გამოავლინა, ჩაატარა 10 მატჩი და 2018/19 წლებში რუსეთის თასის გამარჯვებულიც გახდა. საზღვარგარეთ პირველი ჩატარებული სეზონის შემდეგ "რუსთავთან" კონტრაქტი გაწყვიტა და "რუბინში" გადაბარგდა. ყაზანში რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცა. შესანიშნავი დრიბლიორი, გამორჩეული პასის კულტურითა და მომენტების ბრწყინვალე დაგვირგვინების უნარით. "რუბინში" 3 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა. ჩაატარა 73 მატჩი, გაიტანა 9 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ხვიჩამ კონტრაქტი გაწყვიტა და სამშობლოში, კერძოდ, ბათუმის "დინამოში" გადავიდა. ამ ტრანსფერით "რუბინი" საბოლოოდ ჩაიძირა და რუსეთის D2 ლიგაში გავარდა, ხვიჩა კი განვითარებას განაგრძობდა, თერთმეტ მატჩში შემტევმა 8 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, თავისი გუნდი საქართველოს ჩემპიონატის გათამაშების ლიდერად აქცია. "ნაპოლიმ", რომელსაც მარცხენა ფლანგის შემტევი სჭირდებოდა, მომენტი იდეალურად იგრძნო, შესაძლებლობა გამოიყენა და ახალგაზრდა ფეხბურთელი 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა.

"ნაპოლიმ" აღმოაჩინა "ზიზი"

ხვიჩა ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრების მთავარი ვარსკვლავია. გარემარბს 17 მატჩში უკვე 8 გოლი აქვს გატანილი. მისი გრძელი გვარის გამო კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი შეწუხებული იყო, თუმცა მალევე იპოვა გამოსავალი და განაცხადა: "მე მას ძიძის დავარქმევ". ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც გვარის პირველ ხუთ ასოსთან დაკავშირებით "კვარას" უწოდებენ, ამ სეზონში აპირებს, თავისი გვარი მთელ მსოფლიოს გააგონოს. უდიდესი პოტენციალი აქვს, რომელიც ბოლომდე უნდა გამოავლინოს. გუნდს წინასასეზონო მზადებაზე დიდი ამბიციებით შეუერთდა და განაცხადა:

"ნეაპოლში ყოფნა დიდი სტიმულია. მე დიდ გუნდში მოვხვდი და აქ იმისთვის ვარ, რომ ვითამაშო და გუნდს მაქსიმუმი მივცე. ბევრი შეთავაზება მივიღე, თუმცა, როგორც კი "ნაპოლი" დამიკავშირდა, ბევრი არც მიფიქრია. ვგრძნობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიო".

ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენი ნეაპოლში უკვე შეაფასეს

ქართველი კრიშტიანუ რონალდუს დიდი გულშემატკივარია. სწორედ პორტუგალიელის საპატივცემულოდ აიღო 77-ნომრიანი მაისური.

"ის ჩემი ინსპირაციის წყაროა. ჩემი საყვარელი ნომერი 7-ია, თუმცა ეს ნომერი ორმაგ იღბალს მაძლევს".

თამამად შეიძლება ითქვას, რომ აკლიმატიზაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს. მონაწილეობა მიიღო ორ ამხანაგურ მატჩში. განსაკუთრებით გამოსარჩევია მეორე მატჩი სერია B-ს ბინადარ "პერუჯას" წინააღმდეგ, ხვიჩამ ვიქტორ ოსიმენთან ბრწყინვალე გათამაშების შემდეგ ოსტატურად ითამაშა და ლამაზი გოლი გაიტანა. 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა პირველ 2 მატჩში, ხვიჩა კვარაცხელია კარგად იწყებს. ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ La Gazzeta dello Sport-მა ვარდისფერი ფურცლების გარეკანზე გამორჩეული სათაური გამოიტანა:

"ეს არის კვარაცხელია, რომელიც მაესტრო ლუჩანოს ძალიან მოსწონს, მას უფრო მეტ დროს უთმობს და მისგან ბევრს ელის".

სპალეტის განცხადებით, ხვიჩა კვარაცხელია სადებიუტო სეზონს სერია A-ში თავისი ნიჭით აღნიშნავს. ნეაპოლური გუნდის გულშემატკივრები უკვე ოცნებას შეუდგნენ...

• დ

ანტენტოკუმპოს გვარის წარმოთქმა თავიდან წარმოუდგენლად მიმაჩნდა, მაგრამ ახლა შუაღამეს რომ გამაღვიძოს ვინმემ, ზეპირად ვიცი. ასე მოგიწევთ იტალიელებო ამ გვარის დამახსოვრება და მერე არც ზიზი და პიპი აღარ დაგჭირდებათ. კვარაცხელიაა ჩვენი კარგი ბიჭი.

• კაკაო

ხვიჩიას თქმას რა უნდა თუგინდა კვარას ატარებთ რა იტალიელები კვარა რა ძნელი სათქმელია . წარმატება ხვიჩიას ღმერთმა ხელი მოგიმართოს ვაჟკაცო გენაცვალე გულში მაგარი კაცია

• xxxx

და ისიც უთხარით ნეაპოლელებს, ვაჟამ შემოგითვალათ და უარი არ აკადროთ-თქო.

• გომორძგუა მარგალეფც

ძუკუზე შეურაცხყოფას ნუ მიმიყენებთ ვაჟა მას,ძუკუ სუფთა მეგრული სახელია ისევე როგორც ხვიჩა

• zura222

იტალიელები ფრანგები ან სხვები კიდევ თუ იკითხავენ ვინ არიან ქართველები და რა ხალხიაო ლეგენდარული ვიტორიო დე სიკას ამ ფილმის ლინკი უნდა დავუდოთ-- https://www.youtube.com/watch?v=eieY-WX-NW4 და ვუთხრათ გაინტერესებთ ვინ არიან ქართველები ? მაშინ 30:17 დან უყურეთ რას ამბობს იტალიელი მასწავლებელიო !!

• ვაჟა მასწავლებელი

ვისაც ნაცნობები გყავთ ნეაპოლში თუ შეგიძლიათ გაუგზავნეთ, რომ გააგებინონ იტალიელებს: ფორცა ხვიჩა-კვარა-კოჩი და ამ სამი სახელიდან ერთ-ერთი დაუძახონ ხვიჩას. ზიზი-პიპი-კუკუ-ძუკუ თავის ფეხბურთელებს დაუძახონ.

• roma

დამბურძგლა. 10000% გეთანხმები ძმაო. ჯერ სად ხართ ხვიჩაზე უფრო შორს გავიგონებთ ვიდრე დღეს გვესმის. ღმერთი შენსკენ

• სოსო

ეს საფრანგეთში იტალიური გაზეთიდან გადაბეჭდილი სტატიაა.ფრანგებს ზიზი მოეწონებოდათ,რადგან ზიზუ,მათი სათაყვანებელი ზიდანის მეტსახელია და მსგავსება,მათთვის სასიამოვნოა.თუმცა ეს ცოტა ადრინდელი სტატიაა ფაგადაბეჭდილი.დღეს კი,თითქმის ყველა,თითქმის შეუცდომლად წარმოთქვამს კვარაცხელიას.ისე სწრაფად მოაწონა თავი,რომ შუალედური სახელი,"კვარა"გამოტოვეს და პირდაპირ სრულ გვარზე გადავიდნენ.ხვიჩამ თუ ასე განაგრძო,ერთ თვეში მის გენეალოგიასაც გამოკვლევენ და როგორმე იტალიასთან დააკავშირებენ.რა თქმა უნდა ვხუმრობ,მაგრამ ნეაპოლელები ისეთი გიჟი გულშემატკივრები არიან,შეიძლება მართლაც გააკეთონ.ღმერთმა ქნას,ხვიჩამ ამისი საბაბი მისცეს და ჩემი წინასწარმეტყველება გამართლდეს.დღეს კი,მის ბათუმელ მეგობრებს ვუსურვებ წარმატებას,პოლონელებთან ბრძოლაში.რა თქმა უნდა შეუძლიათ და უნდა გაიმარჯვონ.წარმატებას ვუსურვებ საბურთალოს ბიჭებსაც.თუ ისე ითამაშეს როგორც შეუძლიათ,რუმინელების გამოგდება,სენსაციურად კი არა,კანონზომიერებად გამოჩნდება.

• ქომაგი

ფაქტია: კვარაა ასეთი თავისუფალი ადამიანი და არ აკომპლექსებს საკუთარი გვარი და სახელი, თორემ დანარჩენი საქართველოს უმრავლესობას ზუკა, ბუკა, გუკა და კუკა ჰქვია უკვე. თორნიკე, შალვა, გობრონი, ცოტნე, გუბაზი, ლუარსაბი, სიმონი, მანუჩარი, ერეკლე... ეს სახელები ვიცით რომ გმირებს ერქვათ, მაგრამ თანამედროვეობაში გვიტყდება, რადგან გოიმები ვართ. ნახეთ გერმანელების, სკანდინავიელების, ისლანდიელების სახელები. ჩვენსავით არავინ ეუცხოვება ეროვნულობას. ყოჩაღ ხვიჩა! მიხარია, რომ მის მაისურზე სრულად ეწერება საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი გვარი. თავისუფალი ადამიანების თავმოყვარეობა სწორედ ასეთი მწამს. ქუგგალე ხვიჩა!

• შავი კაცი

არვიცი ვის როგორ მაგრამ მომწონს ხვიჩას მიდგომა ზედმეტ სახელყან დაკავშირებით.. პირადად მე უკვე მაღიზიანებს აურელიო და ყველა ვინც ძიძის თუ ზიზის დარქმევას ცდილობს!! მიდი რა ხვიჩ აალაპარაკე ქართულად!!! მათი ზედმეტი არაფრისმთქმელი სახელები რომელიც უნიათობის გამო მოიგონეს საკუთარ შვილებს დაარქვან რომ ადვილად წარმოთქვან... ,,ფორცა კვარა''

მავთულხლართი ზურიკოს შესანარჩუნებლად - "სენტ-ეტიენი" ქართველის "სტრასბურგში" გასხვისების წინააღმდეგია

[VIDEO] ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმმა" პლეი-აუტის პირველი მატჩი ფრედ დაასრულა

"იცით, გული რაზე მწყდება?" - ლაკაზეტმა მიქაუტაძეზე ისაუბრა

იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება

"ორივე შემტევი მოგვწონს" - დეკუს "ბარსას" სატრანსფერო სამიზნეებზე ჰკითხეს

იამალი "ბარსელონასთან" 2030 წლამდე გაახანგრძლივებს

24 მაისს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის დიდი შოუ გაიმართება!

გადაწყდა - მოდრიჩი "რეალს" დატოვებს

ქალთა ნაკრებმა ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო

უშბაზე ექსპედიციის დროს ალპინისტი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა

1 ნაბიჯში როლან გაროსთან - ბასილაშვილი კვალიფიკაციიც ფინალში ითამაშებს

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა

"როცა საქართველოში ეს ვნახე, კულტურული შოკი მივიღე" - "რუსთავის" იაპონელი ფეხბურთელი

იოლანდამ "ნაპოლის" "ჩუმი ლიდერი" დაასახელა

16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა

2024/2025 წლების სეზონის MVP შეი-გილჯეს ალექსანდერი გახდა

"იცით, გული რაზე მწყდება?" - ლაკაზეტმა მიქაუტაძეზე ისაუბრა

[VIDEO] "ინდიანას" საოცარი ქამბექი - "პეისერსმა" სტუმრად "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა

"დინამო ბათუმმა" თელავში ნავსი გატეხა, "გაგრა"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

"ბარსელონამ" ფლიკს კონტრაქტი გაუგრძელა

[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა

დემბელე: ახლა "ოქროს ბურთზე" მნიშვნელოვანი ჩემპიონთა ლიგაა

თქვენ ეს შეგიძლიათ? ხვიჩას კი შეუძლია...