კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „საბურთალო“ გასვლაზე „სტიაუასთან“ 2:4 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

საკუთარ მოედანზე 1:0 მოგების შემდეგ „საბურთალოს“ რუმინული ბარიერის გადალახვის იმედი მიეცა. მასპინძლები დებიუტიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, სტუმრები კი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდნენ და ქარდავამ შორიდან ოდნავ ააცილა ბურთი კარს. შუა პირველ ტაიმში ტემპი დაეცა, თამაში გათანაბრდა და 44-ე წუთზე გოლი გავუშვით - კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს დავამ თავით მეგრელიშვილის კარში მიუჩინა ადგილი.

შესვენების შემდეგ ეჯუმამ მეორე გოლი გაუტანა ჩვენს გუნდს. მერე შეცვლაზე შესულმა გოშთელიანმა ჯინჯოლავას პასით ანგარიში შეამცირა.

ბუქარესტელები შტურმზე გადავიდნენ, რადუნოვიჩის დარტყმული ბურთი ჯინჯოლავამ ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა, საპასუხო სწრაფი შეტევისას კი ტაბატაძემ ტარნოვიანუს კარი დალაშქრა. სამწუხაროდ, ვიზავიმ კომანის გოლით მალევე მოახერხა კვლავ დაწინაურება. 87-ე წუთზე ჯინჯოლავამ საჯარიმოში მეტოქე წააქცია და რადუნოვიჩმა პენალტით გამარჯვების გოლი გაიტანა.

მიუხედავად მარცხისა, აუცილებელია აღინიშნოს ნოზაძის გუნდის თავდადებული თამაში, რისთვისაც მხოლოდ მადლობას იმსახურებენ.

ამით ქართული საკლუბო ევროსეზონი ისევ წარუმატებლად დასრულდა.

ბუქარესტი. „არენა ნაციონალა“

სტიაუა - საბურთალო 4:2

გოლები: 1:0 დავა (44), 2:0 ეჯუმა (55), 2:1 გოშთელიანი (69), 2:2 ტაბატაძე (78), 3:2 კომანი (80), 4:2 რადუნოვიჩი (87, პენ)

გაძევება: კორდეა (90+4)

სტიაუა: ტარნოვიანუ, ოვიდიუ პოპესკუ, დავა, ტამი, რადუნოვიჩი, ეჯუმა (ლიქსანდრუ 88), ოლარუ, კორდეა, ოქტავიან პოპესკუ, კომანი (უიადა 88), სტოიკა (სუხი 59)

საბურთალო: მეგრელიშვილი, გოჩოლეიშვილი, კაკუბავა, ჩადუნელი, ჯინჯოლავა, შ. ნონიკაშვილი (ო. მამაგეიშვილი 79), ქარდავა (მიოჩი 62), ლ. ნონიკაშვილი, გულიაშვილი (გოშთელიანი 62), ტაბატაძე, სიხარულიძე

თეიმურაზ კვიტაიშვილი
წავაგეთ პირწმინდად!!! დასანანი ისაა, რომ გვაჯობა სტიაუამ აშკარად...მე მგონი დამეთანხმებით.
1.2.3.4.5.
ფიზიკაში აქ ვერ ავარჯიშებენ და უცხოელსაც არ იწვევენ
odala
როცა მარტივი პასები გიჭირს, იმიტომ რომ შეშინებული თამაშობ, აღარც აუტში გინდა ბურთის გადაგდება, იმიტომ რომ უკვე ნამეტანი იქნება. პირველი ტაიმი გუნდმა სრულიად ჩასვრილმა ითამაშა და დაისაჯა კიდეც. არა და ჩანს რომ შეუძლიათ.
odala
პირველ ტაიმში ითამაშეს სრულიად მშიშარა ფეხბურთი და დაისაჯნენ კიდეც. არა და ნორმალური ფეხბურთელები ყავს საბურთალოს, მაგრამ როცა შეშინებული თამაშობ და მარტივ პასს ვერ აკეთებ, ვერ მოიგებ.
სოსო
სანაია როგორც ერკვევა ფეხბურთში ისე ერკვევი შენც კარგი ანალიზია ის საერთოდ არ უყურებს ხოლმე თამაშებს შენ მაინც იყურე
ტარასი
ახლაც აგინეთ ვახო სანაია... -ქართულ ფეხბურთში კიბოა ჩაბუდებული, რომელსაც უსამართლოდ ფულის „დათრევა” ჰქვია.
სიმართლე
ვიტყოდი შემეცოდა საბურთალო... მაგრამ თავისივე დასახული თამაშის გეგმით წააგეს. ოედანზე თუ გადიხარ ფეხბურთის სათამაშოდ გუნდმა უნდა ითამაშოს ორივე ტაიმი და კონცენტრაცია არ დაკარგოს. ეს თამაში არათუ წასაგები არ იყო არამედ მოსაგები, და კვლავ ჩააბარეს თამშია თუ თავანი. დაიწყებენ ეხლა სტიაუა და რუმინეთის ფეხბურთი, სად იყო სტიაუა როდესაც დინამო თბილისი გრანდებს ახურავდა თავზე. უპირველეს ყოვლისა ვიტყოდი რომ ფიზიკური სისუსტე ქართული გუნდების მომზადებისა არის ყოველთვის დაბალ დონეზე. ბათუმმა ვითომ დაიწყო უკეთესად მაგრამყველა აგებს. ორთაბრძოლებს და შემდგმ საშინელ სავალალო ჯარიმებს იკიდებენ. შემდგომ ყველას ერთი და იგივე [პრობლემა აქვს, თანამედროვე ფეხბურთი კონტრეშეტევებით არის ლამაძი და დისტანციების დაფერვით. რამდენი შანსი იყო წინ გააჭრის და როგორც კი ვინმე პასს ცენტრთან მიიღებდა ისევ ატორმუზებენ დაელოდებია სანამ დანარჩენებო გადმოეწყპნიან შეტევისათვის. ძოგი ამ დროს მოლასლასებს, რაც იგივე ფიზიკური მომზადების პრობლემაა. არა და აშკარად ჩანს ბიჭებს ტექნიკაც აქვთ, პასიც იციან, სისწრაფეც მაგრამ როგორც ფეხბურთელები და გუნდი სწორად არ თამაშობენ. დღევანდელ ფეხბურთში ყველაფერს თან მწვრთნელს ვერ დააბრალებ. მწვრთელები იცვლებიან ხშირად როგორც ვხედავთ ჩემპიონატში, ამის გამო ფეხბურთელებს უნდა მოეთხოვოთ პროფესიონალიზმი და მუდვიმვად ფორმაში მზად ყოფნა, ტაქტიკური განათლება და პოზიციის სწორად შერჩვა განსაკუთრებით შუა ხაზში და დაცვაში.მაგ დონეზე თამაში და გასვლა თუ უნდათ ამას თავდადება სჭირდება და ბევერი შრომა და მოგების წყურვილი და წაგების არც გაფიქრება, ფრე სახსებელიც არ უნდა იყოს
ფეხბურთი
როგორი დაქცეული ქვეყანაც არის საქართველო, ისეთი დაქცეულია ქართული ფეხბურთი. როგორც ყოველთვის პირველივე ეტაპზე ყველა ქართული გუნდი ეთიშება ასპარეზობას და ხალხი ამ ყველაფერს კომფორტულად ეგუება. კომფორმისტი ერი
ლევანი
ქართული კლუბები თამაშობენ მხოლოდ შიდა, ადგილობრივი რესურსით, ეს არის მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შეიძლება. ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნებია და გუნდებში 2 ან 3 ადგილობრივი თამაშობს, დანარჩენი ლეგიონერებია. ნორმალური ლეგიონერების გარეშე, სულ ამ წრეზე ვიტრიალებთ. ერთხელ არსენალის თამაშს ვუყურებდი და არც ერთი ინგლისელი არ იყო გუნდში. ასეა ჩემო კარგებო, კი აიწია საქ. ჩემპიონატის დონემ, მაგრამ ეს რაც ადრე იყო, იმასთან შედარებით. მთლიანობაში უსუსტესი ლიგა გვაქვს, ასე იქნება სანამ გუნდებს ფულიანი და ჭკვიანი პატრონები არ გამოუ ჩნდებათ. ესაა სამწუხარო რეალობა.
ნოდო
არაფერია სამადლობელი 1) 4 ეტაპიდან 1 ეტაპს რო ვერ ცდები კარგ ვარიანტში ორს და დინამოს შემთხვევა საერთოდ კატასტროფაა 2 შანსი ქონდა ეს ერთი მეორე თუ დააკვირდებით ანალოგიური მოხდა დინამოს შემთხვევაში დღეს მე-80 წუთზე გადიოდა და კარგ ვარიანტში ქონდა 1 გოლის გაშვების უფლება მოახერხა იმდენი რო ძირითადში წააგო ისევე როგორც ბათუმმა არადა მეორე დამატებითში სლოვაკები ფსიქოლოგიურად უბდა გაგვეტეხა 3) გადახედეთ ჟალგირისმა რა ქნა ლიგის საკვალიფიკაციოზე ყარაბახმა შერიფმა პიუნიკმა ქლაქსივიკმა სამადლობელი მაშინ იქნებოდა მეოთხე ეტაპზე რო ეომა და თავს ზემოთ ძალა არ იყო გუნდში სადაც არეული სიტუაციაა 2 დღის მისულია მწვრთნელი 4 გოლს არ უნდა გიტანდეს ვათუმის პირველ თამაშამდე პოლონეთში თავს ვიმედებდით ლეხის ცუდი ფორმით მაგრამ ვიცოდი რო მაგ მინუსების გამოყენება ქართულ კლუბებს არ შეუძლიათ
ილია
ბავშვებმა ბავშვური შეცდომები დაუშვეს.. არაუშავს.. ნუ რა რესურსიც იყო ეგ არის. 3-4 ფიზიკურად ძლიერი ლეგიონერი რომ დაუმატო ამ გუნდს, ასეთ გუნდებს გადატეხავენ წელში.
კირკე
საბურთალო ერთადერთი გუნდი აღმოჩნდა რომელსაც დაცვიდან შეტევაში სწრაფად შეეძლო ბურთის გადატანა. არც ბათუმის დინამოს გამოდიოდა ეგ, რადგან გეგუჩაძისეული ზედმეტი პასებით და ვითომ კომბინაციებით უაზროდ კარგავდნენ ბურთს და მეტოქეც ასწრებდა ხშირად დაცვაში ჩასვლას. საბურთალოში დაცვის ხაზმა ჩააგდო შეხვედრა, თორემ გააგდებდა სტიაუას. სამწუხაროდ, ალბათ გოჩოლეიშვილი, ტაბატაძე და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი წავა და ეს გუნდიც თავიდან იქნება ასაწყობი.
რრრ
რისი მადლობა რა მადლობა ყოველ წელს უკან-უკან მიდის ეს საბურთალი, ამ სტიუას თავისუფლად მოუგებდა დილა, ბათუმზე აღარაფერს ვამბობ.
იღბლიანი
მადლობა საბურთალოს ფეხბურთის თამაშისთვის! თუ გახსოვთ ლესტერის საჩემპიონო სეზონში, ლესტერს ყავდა გერმანელი მცველი რობერტ ჰუთი. დიდი ტექნიკა არ ქონდა, მაგრამ ძალიან პრაგმატულად და მარტივად თამაშობდა, შეცდომები ქონდა მინიმალური. არ შეიძლება რომ აყურებინოთ ჩვენს მცველებს ამ კაცის რამოდენიმე თამაში და თან აუხსნათ რომ როცა გიტევენ არ არის სირცხვილი აუტში, კუთხურზე ან თუნდაც უმისამართოდ მოიგერიო ბურთი.
რაბუ
მადლობა საბურთალოს
სოსო
მადლობა საბურთალოს.რაც რესურსი ჰქონდათ,იმაზე მეტი დახარჯეს,მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა.მეტოქე ვერც ტექნიკით გვჯობდა და ვერც ორგანიზაციით,მაგრამ ფიზიკური გამძლეობა არ გვეყო.პირველი ტაიმის 42 წუთიდან გავჩერდით და გოლი გავუშვით.რამდენიმე კაცი,აშკარად გამოეთიშა ბრძოლას.მეორე ტაიმში დაღლილობასთან ერთად,თანდათან აირია დაცვის ხაზი და მათმა შეცდომებმა განაპირობა გოლები ჩვენს კარში.5 სრულფასოვანი შემცვლელი რომ გვყოლოდა,დარწმუნებული ვარ ბოლომდე გავძლებდით.ორი თამაში ვნახეთ. სტიაუა,საბურთალოსთან კლასით დაახლოებით ტოლი გუნდია.რამხელა სტადიონზე რამდენი გულშემატკივარი ჰყავდა და საბურთალოს თამაშზე რამდენი გულშემატკივარი ესწრებოდა.ალბათ ამან გაამარჯვებინა სტიაუას.ბათუმმაც ბოლომდე იბრძოლა და ფრედ დაამთავრა მატჩი.ძალიან სურდათ გამარჯვება,მაგრამ აშკარა იყო კლასში სხვაობა.ბურთის მიღებით,პასის კულტურით,შეტევის თუ დაცვის ორგანიზაციით,საგრძნობლად გვჯობდნენ და გამარჯვების სურვილი,საკმარისი არ აღმოჩნდა.ბათუმელებმა უნდა ნახონ ეს თამაშები და კარგად გაარჩიონ,რამდენი მიმართულება აქვთ გასაძლიერებელი.მგონი მხოლოდ ზურიკო იყო მეტოქის ფარდი,თავისი სათამაში თვისებებით.სულ ცოტა, კიდევ ორი მისი რანგის ფეხბურთელი მაინც სჭირდება ბათუმს,მსგავსი კლასის გუნდებთან თანაბრად სათამაშოდ.კურიოზია,მაგრამ წელს ჩვენმა გუნდებმა 1,125 სარეიტიგო ქულა მოაგროვეს,ხოლო 2017-18 წლებში ,0,125 ქულა გვქონდა.ესე იგი რეიტინგი 1 ქულით გაგვზრდება და რეიტინგში ცოტა მაღლა ავიწევთ.ვფიქრობ ბათუმმა უნდა შეისწავლოს დაშვებული შეცდომები და გააგრძელოს გუნდის შენება.საბურთალოს კი,ფინანსური კრიზისიდან გამოსვლას ვუსურვებ,შემადგენლობის სტაბილურობის შენარჩუნებას და რამდენიმე კაცით შემადგენლობის სიღრმის გაზრდას.ჰო კიდევ რაც მთავარია.საბურთალოს სტადიონზე გულშემატკივრის სიმრავლეს ვუსურვებ.იმსახურებენ,თუნდაც სტიაუას გულშემატივრების რაოდენობის ნახევარს მაინც,სტადიონზე.
აბო
სად ნახეთ ბრძოლა? უსუსტესმა სტიაუამ 4 ბურთი გაუტანა. ორი უკლასო გუნდი იყო მოედანზე.
რა მაფიაა
ვალენსიას დუბლების მეხუთე დივიზიონში თამაშობენ და იმას ნაღდად ჯობია, თორე მესამე ლიგას და მითუმეტეს ლა ლიგა 2-ს ვერ ჯობია ჩვენი ჩემპიონატი საერთო ჯამში :-/
კახა
მეკარე ვერ გამოდიოდა მაღალ ბურთებზე.რამოდენიმე გოლი მაგის ბრალია.სუსტია გამოსვლებზე

მადლობა ბრძოლისთვის, არაუშავს, ჩანდა ჟილკა და იგრძნობოდა რომ მოვალეობის მოხდის გამო არ იყავით მინდროზე,მადლობის მეტი არაფერი ითქმის. იცით რა მაინტერესებს სადღაც ნახევარი წლის წინ თუ ცოტა უფრო ადრე დაიწერა რომ საბურთალომ ვალენსიასთან დადო შეთანხმება რის თანახმადაც ვალენსიის აკადემიის და მეორე გუნდის ფეხბურთელებს იჯარით გამოუშვებდნენ და პირიქითაც აქტიურად დააკვირდებოდნენ ჩვენებს, ხოდა ეს ჩაიშალა თუ რა ხდება ამ თემასთან დაკავშირებით? ძალიან კარგი წამოწყებაა ჩემი აზრით ორივე გუნდი იხეირებდა, ესპანეთის მესამე თუ მეოთხე ლიგას ნამდვილად ჯობია ელიგაში თამაში და სიღრმეებიც შეივსებოდა საბურთალოში.
Tbilis
Dzalian dabali ligaa saqartveloshi fizikurad mainc gazardet es fexburtelebi ortabrzolebshi ro shevidnen
Zviads
ფიზიკაში დაიჩაგრნენ...
ეჰჰ
ბოლომდე იბრძოლა კი არა,სერიოზული ფსიქოლოგიური და ფიზიკური მომზადების პრობლემა აქვთ.
Qocvi
Tu ibrzoles didi madloba saburtalos

მოეშვით ამ ტრაბახს. რისი იმედი ჰქონდათ? 2 ბურთს რომ გაიტან და ვერ შეინარჩუნებ, ეს არი ფეხბურთი? თბილისში 4 ბურთი მაინც უნდა გაგვეტანა და 1 ბურთის იმედად ვიყავით. არ გვეკუთვნოდა და ჩუმად ვიყოთ ჯობია
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
მიქაუტაძის დუბლი და საგოლე გადაცემა [VIDEO]
ევროპა ლიგა. 1/8-ფინალი: მიქაუტაძის დუბლი და ორი საგოლე გადაცემა - "ლიონი" მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]
"მანჩესტერში მოსაგებად წავალთ" - მიქაუტაძემ "სტიაუასთან" მატჩის შემდეგ ისაუბრა
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
საქართველოს თასის ფინალური მატჩის შემდეგ, გულშემატკივრებმა სტიუარდებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს [VIDEO]
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
მიქაუტაძემ მცველი გააბითურა და ტალიაფიკოს გაატანინა [VIDEO]
ევროპა ლიგა. 1/8-ფინალი: მიქაუტაძის ლამაზი საგოლე პასი - "ლიონმა" "სტიაუას" მოუგო [VIDEO]
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
მიქაუტაძის მეთერთმეტე გოლი - ქართველმა "სტიაუას" გაუტანა [VIDEO]