ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის “ბ” დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა ბოსნია-ჰერცეგოვინა ანგარიშით 79:75 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ტურნირი რუმინეთის ქალაქ პლოეშტში მიმდინარეობს. 3 მოგებითა და ერთი წაგებით ქართველები “ბ” ჯგუფის ლიდერები არიან.

აღსანიშნავია, რომ თამაშმა საკმაოდ დაძაბულად ჩაიარა და გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ ბოლო წუთზე გაირკვა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ტურში მარცხი იწვნია ქართველების მომგებმა ბულგარეთმა, რომელსაც ნიდერლანდებმა 70:66 აჯობა. ამით კი ის გაირკვა, რომ ქართველებს ბოსნია-ჰერცეგოვინელების ნებისმიერი ანგარიშით დამარცხება აძლევდათ ხელს.

თუმცა ბოსნიელების ძლევით ჯერ მხოლოდ ჯგუფიდან გასასვლელად ხელსაყრელ პოზიციაში ჩავდექით. შემდეგ ეტაპზე, მეოთხედფინალში რომ გავიდეს, საქართველოს ნაკრებს ჯგუფის ბოლო მატჩში ნიდერლანდების დამარცხება მართებს.

ბოსნია-ჰერცეგოვინის წინააღმდეგ საუკეთესო შედეგი გიორგი ოჩხიკიძემ დააფიქსირა, რომელმაც 27 ქულა, 3 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 7 პასი მიითვალა. 14 ქულა გიორგი სულაბერიძის ანგარიშზეა. 10-10 ქულა მოაგროვეს ლუკა ლომთაძემ და ლუკა კუჭუხიძემ, რომლის ანგარიშზე დამატებით 9 მოხსნაც დაგროვდა. 9 ქულა მოუტანა გუნდს ლუკა ალავიძემ.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 3 აგვისტოს, ნიდერლანდებთან გამართავს და ეს იქნება, როგორც იტყვიან, ყოფნა-არყოფნის მატჩი. შეხვედრა თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

GBF.GE

გუსანი
რატომ გაქვთ დიდი მოლოდინი? არ ვიცი, არც არგემენტის მომხრე ვარ თითქოს ისეთი დალაგებული ქვეყნის ნაკრებს,როგორც მაგ. ნიდერლანდებია, რატომ უნდა მოვუგოთ? იმიტომ რომ ჩვენ ცოტა მეტი ტრადიცია გვაქვს, ვიდრე მათ, ჩვენ ჩამორჩენილი ვართ და მეტი გვაქვს დასამტკიცებელი და გასახარებელი და ა.შ. მაგრამ მოტივაცია შრომით და განათლებითაც ჩამოვრჩებით და იმიტომ არ მაქვს მოლოდინი, თანაც თამაშებს ვიყურე, ასევე 20 წლიანების და ალბად ისეთივეა 16 წლიანებიც, ერთი ხელწერა,ერთი უსუსურობა კონტიგენტშიც და მწვრთნელებშიც, ნუ მოვილშით ნერვებს ამ ეტაპზე მხოლოდ ერთეულ ინდივიდებს თუ გაუმართლებთ და რამეს მოიგებენდა გაგვახარებენ დანარჩენიიიი... ?
დიმა
ბოლო წუთზე ჩაგდებულმა 2-მა სამქულიანმა გადაწყვიტა, მატჩის ბედი.სამსრთლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ბოსნია გასულია და მოტივაცია ნაკლები ჰქონდათ.ჩვენ გუნდს სტაბილურობა აკლია, ამიტომ ნიდერლანდებთან, პროგნოზი ძნელია.
ლატვიაში დასრულებულ ამხანაგურ ტურნირში საქართველომ A დივიზიონის წევრი ფინეთი დაამარცხა
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა
საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები ფიბა-მ წილისყრით ევრობასკეტის ჯგუფებში გაანაწილა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ სილქნეტის ქსელში!
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი
18-წლამდელთა ნაკრების წარუმატებელი სტარტი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში
საქართველოს U18 ნაკრები ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს U18 ნაკრები პლეი-ოფში ვერ გავიდა და ბრძოლას მე-9 ადგილისთვის აგრძელებს
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ბრძოლას 17-22 ადგილებისთვის აგრძელებს
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ავსტრიასთან 71:88 დამარცხდა