„ნაპოლიმ“ კასტელ დი სანგროში ამხანაგურ მატჩში „ჟირონა“ 3:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „მალიორკასთან“ სპარინგში დაშავდა, 24-ე წუთზე ტრავმირებული მატეო პოლიტანოს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე. მან მაშინვე გაამწვავა თამაში, ბურთი საჯარიმოს გარეთ გაზონზე დაუშვებლად დაარტყა და ოდნავ ააცილა მიზანს, ხოლო 79-ე წუთზე ქართველმა თავის მიერ მოპოვებული პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მას ისევ ძალიან უხეშად ეთამაშებოდნენ, ჯერ საჯარიმოს მისადგომებთან მოცელეს, 90-ე წუთზე კი მცველმა სახეში იდაყვი ჩაარტყა, სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი და შეცვალეს. თუმცა, როგორც ჩანს, სერიოზული დაზიანება არ მიუღია.

კვარამ 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შემდეგ საკონტროლო შეხვედრას ნეაპოლური გუნდი 6 აგვისტოს „ესპანიოლთან“ გამართავს.

კასტელ დი სანგრო. „ტეოფილო პატინი“

ნაპოლი - ჟირონა 3:1

გოლები: 1:0 ლოპესი (27), 1:1 კასტელიანოსი (57), 2:1 პეტანია (77), 3:1 კვარაცხელია (79, პენ)

დრაივა ხარ თუ შაშუბეშა
წინა თამაშში მცირე ტრამვა ჰქონდა კვარას.გუნდთან არც უვარჯიშია, მწვრთნელი აპირებდა დასვენებას, მაგრამ კაცი დაემტვრა და შეიყვანა კვარა. თავში ხელს რომ ურტყავენ მჭიდრო თამაშისგანაა?? რამდენჯერმე რომ წააქციეს ესეც მჭიდრო თამაშიგამოა? არაფერი შენ არ გესმის და რატომ წერ კომენტარს???
დრაივა
ნადირობდნენ არა თევზაობდნენ, უბრალოდ მჭიდროდ ეთამაშებოდნენ, უკვე თითქმის ყველამ იცის ბურთს რომ იღებს რის გაკეთებას აპირებს. არც ისაა გასაკვირი სასტავში რომ არ არის. აი მოწინააღმდეგე გუნდმა მე-2 ტაიმში ლამის მთელი შემადგენლობა შეცვალა და კვარაც სუსტებში შედარებით გამოჩნდა. ბიჭს დრო უნდა- დროო ევროგრანდების თამაშის სტილს რომ მოერგოს.
სოსო
წინა თამაშშიც და ახლაც,სრულიად აშკარა და განზრახ უხეშობა მსაჯებმა ისე გაატარეს,ჯარიმაც კი არ ჩასტვინეს
კაკო
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ვაჟკაცო კაცო გენაცვალე გულში მაგარი კაცი ხარ უფალმა დალოცოს და გააძლიეროს
ist
რუსებს პრემია აქვთ დაწესებული ალბათ ამის მოჩეხვაზე
H
100%. რატომღაც ბოლო წლებია ესპანეთის ჩემპიონატი გამოირჩევა უხეშობით. ამიტომაც არის ყველა თამაშში 8-10 ბარათი. მსაჯებსაც უკვე უცნაური დამოკიდებულება აქვთ იმის მაგივრად, რომ დაიცვან ტექნიკური ფეხბურთელები, რომლებსაც ასე ხდირად ხვდებათ ფეხებში თითქოს როგორც სიმულიანტებს ისე იყურებენ და ხშირ შემთხვევაში ჯარიმასაც არ დებენ.
Spain
ასე გამუდმებით ჩარტყმას ვერ გაუძლებს და ერთხელაც მიიღებს მძიმე ტრამას, იძახეთ მერე ტრავმისკენ მიდრეკილია და ფიზიკურად მზად არააო და რაღაც გამოგონილი ზღაპრები, რკინის ძვლები არავის აქვს და ყველა მიიღებს ტრავმას, სანამ უხეში თამაში წახალისებული იქნება. იმის მაგივრად რომ უხეში თამაში გააპროტესტონ იძახიან არაუშავს კიდე უარესი მოუწევს და ახლა თუ ურტყამენ ამით იმუნიტეტი აუმაღლდებაო. მეზიზღება უხეშობა და არ უხდება ფეხბურთს, ძალის დემონსტრირება ვისაც უნდა მაგისთვის არსებობს სხვა ცხოველური სპორტის სახეობები. ფეხბურთი კი თავისი სილამაზით ლამის ხელოვნების დონეზეა აყვანილი და რა დალეწვაზეა ლაპარაკი. მცირე უხეშობაზეც ეგრევე წითელი უნდა იყოს და მერე ყველა ფრთხილად ითამაშებს, და ბურთზე ითამაშებს რაც მთავარია
შავი კაცი
წინა კომენტარებს თუ გადახედავ შეამჩნევ რომ, ვიღაც წიომნად დისლაიქებს ამუღამებს)))
გიორგი
მაგ რუის ყველაზე მეტად ევასება კვარა
ზაზა
აშკარად არ აძლევდნენ პასებს.
zura
კარგი ფეხბურთელია და წინ აქვს ის დრო, როდესაც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან დააყენებენ, მაგრამ არ აქვს ჯერჯერობით ისეთი შედეგი, რომ მესის და რონალდოს შევადაროთ.
რობი
მარიო რუი აშკარად მანუჩარაა მაჩაიძე :)
Soso
ეგრე იყო განსაკუთრებით რუი რაც გაუყვანეს უფრო თამამი გახდა სულ ცოტა კიდე და მთელი გუნდი დაუწყებს ძებნას მოედანზე
zura222
ნამდვილად არ გეჩვენება მეორე შემადგენლობამ უკეთაც ითამაშა და ხვიჩასაც უფრო ხშირად აძლევდნენ პასებს და შედეგიც სახეზეა
ილიავარ...
რაც არ უნდა ამბიციურად ჟღერდეს გამარჯობა 21 წლის მესის
zura222
რა სჭირს ოლივეირას ? რატომ არ ვათამაშებენ ? ის იდიოტი მარიო რუი აშკარად სპეციალურად არ აძლევს ხვიჩას პასებს @ და საერთოდ მაგრა ატორმუზებს სეტევებს @ მეორე ტაიმი რომ უკეთ ჩაატარეს ამის მიზეზი იმ ქლიავის მოედანზე არ ყოფნა იყო !
მინდია
ძალიან მრავალფეროვანია ჩვენი ბიჭი, საოცარ ფინტებს და დრიბლინგებს აკეთებდა, მომეჩვენა, ზოგიერთ თანაგუნდელს შურს მისი და პასებს არ აძლევდნენ ხშირად, ძირითადი მოთამაშე კი არა და გუნდის ლიდერად ყალიბდება.
zaza
ხვიჩას რომ ჩაარტყავენ ეს ყველამ ვიცით, კვარას აქვს კარგი გაგებით პროვოკაციული თამაშის სტილი, როცა პირდაპირ მიდის მოტყუებაზე და მცველის გაბითურებაზე. ნაპოლის სიღრმე აქვს და ეს კარგია, ისე უფრო ტექნიკური საყრდენი და ერთი კარგი შემტევიც რომელიც ნიგერილის უკან ითამაშებდა დახატავდა.
მირო
ეგრე იყო მეგობარო
გულშემატკივარი
როგორც ყოველთვის საუკეთესო,რაც ყველაზე მთავარია ბოლომდე იხარჯება და შედეგიც იდება,ყოჩაღ!!! უფალი გფარავდეს და გეწეოდეს!!! წარმატებები და წინსვლა!!!
რეზო
არ ვიცი შეიძლება მეჩვენება მაგრამ სანამ პირველი შემადგენლობა იყო მოედანზე ხვიჩას ნაკლებად რთავდნენ თამაშში, შეცვლების მერე უფრო გამოჩნდა და ნაპოლიც უფრო დიდ უპირატესობას დაეუფლა

ერთი თამაშიც არ ყოფილა რაიმე არ ატკინონ. სრულიად უწყინარ სიტუაციაში ჩაარტყეს სახეში. რაც უფრო სერიოზული თამაშები წავა მით უარესი იქნება :(
პირველი ვარჯიში ახალ კლუბში - ქოჩორაშვილის პორტუგალიური კარიერა ოფიციალურად დაიწყო
აბრაჰამი წავიდა - ახლა "რომაში" მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მიქაუტაძეა
"მოსკოვის "დინამოში" თამაში ყველას სურს" - გაგნიძეს დარჩენის ამბავს კარპინი გადაწყვეტს
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ სილქნეტის ქსელში!
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი
ოსიმენი "ნაპოლის" პრობლემაა - შეიძლება ერთი წელი უქმობა მოუწიოს
"ოსიმენი "ნაპოლიში" ვეღარ დაბრუნდება, გეტყვით, სად გააგრძელებს კარიერას" - ფედელემ ნიგერიელზე ისაუბრა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ინტერ მაიამისთან" მატჩში?
შეთანხმება მიღწეულია - "ნაპოლი" კვარაცხელიას პოზიციაზე ფეხბურთელს პსვ-იდან იმატებს
რა თქვეს ნამატჩევს მესიმ და კვარაცხელიამ?
დე ლაურენტისმა პოლიტანოს საქორწილო საჩუქარი გაუკეთა