ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩების მეორე სათამაშო დღის ანგარიშებში დიდი სხვაობები დაფიქსირდა და რამდენიმე განმეორებით შეხვედრას აზრი დაეკარგა.

კვიპროსის ჩემპიონი "აპოლონი" ჰაიფის "მაკაბისთან" ისრაელში 0:4 დამარცხდა. რევაზ ინჯგიას (არ უთამაშია) გუნდს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დიდი ჯაფა დასჭირდება.

ლიეტუვის "ჟალგირისის" ზღაპარი ჩემპიონთა ლიგაზე დასრულდა, ისინი ნორვეგიულმა "ბოდო გლიმტმა" არ დაინდო - 5:0. თუმცა, აღსანიშნავია რომ მათ მინიმუმ, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპი განაღდებული აქვთ.

შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ქართველი ლეგიონერების 2 გუნდი ინარჩუნებს, თუმცა ჩვენებურებს არც აქ უთამაშიათ. ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" პოლონეთში კიევის "დინამოსთან" წააგო - 0:1. ლუკა გუგეშაშვილის (სათადარიგო) "ყარაბაღი" საკუთარ მოედანზე გიორგი ხარაიშვილის (განაცხადში არ ყოფილა) "ფერენცვაროშს" დაუზავდა -1:1.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შანსი სომხურმა "პიუნიკმაც" დაკარგა. სერბეთის ჩემპიონმა "ცრვენა ზვეზდამ" ისინი 5:0 დაამარცხა. მოგეხსენებათ, უახლოეს საათებში სერბულ კლუბში ირაკლი აზაროვის წარდგენას ველით.

"ცრვენა ზვეზდას" აქაური ფეხბურთის ვარსკვლავი დეიან სტანკოვიჩი წვრთნის. გამორჩეული მატჩი ჰქონდა 23 წლის განელ ფორვარდ ოსმან ბუკარის, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. დიდი ალბათობით, პლეი-ოფის ერთი წყვილი უკვე ვიცით - "ცრვენა ზვეზდა" - ჰაიფის "მაკაბი". ამ ორიდან ერთ-ერთი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

სერბებმა შეხვედრა 10 ფეხბურთელით დაასრულეს - ერთწუთიან მონაკვეთში 2 ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს 31 წლის მარცხენა მცველი მილან როდიჩი. მას კარიერის დიდი ნაწილი რუსეთის ჩემპიონატში აქვს გატარებული. ირაკლი აზაროვს კონკურენციის გაწევა სწორედ მასთან მოუწევს და ვფიქრობთ, ჩვენებურს ეს არ უნდა გაუჭირდეს.

აქვე გეტყვით, რომ სერბეთის სუპერლიგა 13 აგვისტოს გაგრძელდება და სანაკრებო პაუზამდე 7 ტური ჩატარდება. 4 მატჩის შემდეგ "ცვრენა ზვეზდა" უდანაკარგოა, მე-2 ადგილს კი გიორგი მერებაშვილის ყოფილი კლუბი "ვოივოდინა" იკავებს.

juve
მერებაშვილის ყოფილი
ფირუზა
ზურიკოც იქნემა თუ მილანი იყიდის.)))
ანდრო
სამწუხაროდ ჩვენ არაფერი გველოდება არც მომავალში. ისევ ფუჭი იმედები. დავრჩით კვლავ სხვაგან მოთამაშე ქართველების შემყურე. კარგია კვარაცხელიას და სხვათა წარმატება, მაგრამ ჩვენ საკლუბო ფეხბურთს ამით რა?
მამუკა
ბოლოს ჩვენც ეს გველოდა, უბრალოდ კონფერენს ლიგას გავინაღდებდით. კვარას გარდა, ლიგაზე ალბათ მხოლოდ აზაროვი გვეყოლება
პირველი ვარჯიში ახალ კლუბში - ქოჩორაშვილის პორტუგალიური კარიერა ოფიციალურად დაიწყო
აბრაჰამი წავიდა - ახლა "რომაში" მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მიქაუტაძეა
"მოსკოვის "დინამოში" თამაში ყველას სურს" - გაგნიძეს დარჩენის ამბავს კარპინი გადაწყვეტს
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
ოფიციალურად: ქართველების "შახტარს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება
ქართველების "შახტარს" ცნობილი თურქი ფეხბურთელი ჩაიბარებს
Geo Team: საქართველოს ნაკრების მეკარემ ცნობილ ბერძნულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
17 სეივი "პანათინაიკოსთან" - გუგეშაშვილის ბრწყინვალე მატჩი [VIDEO]
"ომი და ოჯახის არყოფნა ჩემთვის ძალიან რთულია" - აზაროვმა "შახტარიდან" წასვლის სურვილი გამოთქვა
აზაროვმა შეიძლება კარიერა თურქულ გუნდში გააგრძელოს
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: აზაროვის მოპოვებული პენალტი - "შახტარმა" "ბრესტს" მოუგო [VIDEO]
საქართველოს ნაკრების მეკარე ბერძნულ გუნდში გადავიდა
გუგეშაშვილის შანსი - რუსმა მეკარემ "ყარაბაღი" დატოვა
აზაროვის "შახტარი" შესაძლოა, გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტმა მწვრთნელმა ჩაიბაროს
"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება
ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა
ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]
თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა
ქართველები ევროპა ლიგაზე - კიტეიშვილმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშა
ოფიციალურად - "პაოკმა" გუგეშაშვილს კონტრაქტი გაუფორმა