შაბათს, 14 აგვისტოს, სან დიეგოში UFC-ის მორიგი ღონისძიება გაიმართა.

საბრძოლო საღამო როგორც ყოველთვის პრელიმების ბრძოლებით დაიწყო, ივენთის ბოლოს კი მთავარი შეხვედრებით გაგრძელდა, მივყვეთ თანამიმდევრობით. აქვე გეტყვით, რომ მოგება/წაგების ბალანსი ახლანდელი შედეგებითაა დაწერილი.

იუსუფ ზალალი (10-5-1) - და’მონ ბლექშერი (12-4-1)

ბრძოლა 3 რაუნდს გაგრძელდა, მებრძოლები გარდამავალ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გამარჯვებულის ვინაობა მსაჯებმა ვერ გადაწყვიტეს, რის გამოც, გულშემატკივრისგან ნეგატიური კომენტარები მიიღეს. უნდა ითქვას, რომ გამარჯვებასთან ახლოს ზალალი იყო, მაგრამ დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა.

ჯეისონ უიტი (19-9) - ჯოშ კუინლანი (6-0)

გამარჯვებულის გარეშე დასრულებული ბრძოლის შემდეგ, გულშემატკივარმა ნამდვილი სანახაობა იხილა. პირველი რაუნდის საწყის სტადიაზე მებრძოლებმა კარგი დარტყმები გაცვალეს. აქედანვე ნათელი იყო, რომ ეს ბრძოლა მეტად საინტერესო იქნებოდა. პირველივე რაუნდში გამარჯვება ჯოშ კუინლანმა მოიპოვა და სავარაუდოდ, ორგანიზაციაშიც თავისი ადგილი დაიმკვიდრა.

ოდი ოზბორნი (11-5) ტაისონ ნამი (21-12)

მესამე ბრძოლაში ფავორიტად მიჩნეული ოდი ოზბორნი ბრუტალური დარტმით ნოკდაუნში ჩავარდა. იამაიკელმა მებრძოლმა შეცდომა დაუშვა, ზედმეტად იაქტიურა, რის გამოც, ტაისონმა უმძიმესი მარჯვენა საფეთქელში მოარტყა და ოქტაგონზეც უგონოდ დასცა.

გაბრიელ ბენიტეზი (23-11) - ჩარლი ონტივერო (11-9)

მორიგი ბრძოლა გაბრიელ ბენიტეზსა და ჩარლი ონტივეროს შორის შედგა. დაპირისპირებაში ფავორიტად ბენიტეზი მიიჩნეოდა, მიუხედავად დასაწყისში ამერიკელი მებრძოლის აქტიურობისა, მექსიკელმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა და ტექნიკური ნოკაუტით ვადამდელი გამარჯვება აქტივში ჩაიწერა.

სინთია კალვილიო (9-5) - ნინა ნუნეში (11-7)

მეხუთე ბრძოლაში ერთმანეთს სინთია კალვილიო და ნინა ნუნეში დაუპირისპირდნენ. მებრძოლები რამდენიმე რაუნდის განმავლობაში დარტყმებს ცვლიდნენ, თუმცა გარდამტეხი უპირატესობის მოპოვება ვერცერთმა შეძლო, საბოლოო ჯამში, მსაჯთა გადაწყვეტილებით ნინა ნუნეშმა გაიმარჯვა.

მარტინ ბუდაი (11-1) - ლუკას ბრზესკი (8-2)

სლოვაკსა და პოლონელს შორის ბრძოლა საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა, თავდაპირველად მებრძოლები აქტიურად არ უტევდნენ და ერთმანეთის შეცდომას ელოდებოდნენ, 3 რაუნდის შემდეგ, მსაჯების გადაწყვეტილებით ბრძოლის გამარჯვებული მარტინ ბუდაი გახდა.

ანჟელა ჰილი (14-12) - ლუპი გოდინეზი (8-3)

პრელიმის ბოლო ბრძოლაში ერთმანეთს ანჟელა ჰილი და ლუპი გოდინეზი დაუპირისპირდნენ. ერთმანეთს კარგი მოჭიდავე და კარგი დამრტყმელი შეხვდა. ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, გამარჯვება გამოცდილმა ანჟელა ჰილმა მოიპოვა.

გადავიდეთ მთავარ ბრძოლებზე

ბრუნო სილვა (22-8) - ხერალდ მერშანტი (35-15)

მთავარი ქარდის ბრძოლა ზუსტად ისე გაიხსნა როგორი მოლოდინიც იყო. ორ რაუნდიანი დაპირისპირების შემდეგ, მესამეში ხერალდმა ბრუნო ჰუკით ოქტაგონზე დასვა მახრჩობელა ილეთი გაუკეთა და გამარჯვებას დაეუფლა.

პრისცილა კაშოერა (12-4) - არიანა ლიპსკი (14-8)

ბრძოლა მალევე დასრულდა, გამარჯვება პრისცილამ მოიპოვა და ოქტაგონიც ცეკვა-ცეკვით დატოვა.

დევინ კლარკი (13-7) - აზამატ მურზაკანოვი (12-0)

შეხვედრის ფავორიტად მურზაკანოვი მიიჩნეოდა და რუსმა მებრძოლმა სტატუსი გაამართლა. მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით, ვადამდელი გამარჯვება მოიპოვა და კვლავ დაუმარცხებელია.

იასმინ ლუსინდო (9-0) - იაზმინ იაურეგი (13-5)

ორივე მებრძოლმა დაპირისპირება სანახაობრივად წარმართა, მეტიც, პუბლიკამ თავგანწირვა ოვაციებით დაუფასა. ცეცხლოვანი და დაუნდობელი ბრძოლის შემდეგ, გამარჯვებული იაზმინ იაურეგი გახდა.

ნეიტ ლენდვერი (16-4) - დევიდ ონამა (10-2)

ივენთის დასრულებასთან ერთად, ბრძოლებიც უფრო სანახაობრივი გამოდგა, აუტსაიდერად წოდებულმა ნეიტ ლენდვერმა მრისხანე მეტოქე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ორგანიზაციაში მორიგი გამარჯვება ჩაიწერა.

მარლონ ვერა (20-7-1) - დომინიკ კრუზი (24-4)

ღონისძიების მთავარი ბრძოლა მერაბ დვალიშვილის წონაში გაიმართა. დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მეტნაკლებად მოულოდნელი დასასრულით ჰქონდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარლონს მოწინააღმდეგე კარგად ჰყავდა შესწავლილი და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოიპოვა. პირველ ორ რაუნდში კრუზი მეტოქეზე აშკარად უკეთესი იყო, რაც გაცვლილ დარტყმებსა და ასახულ ქულებში გამოიხატებოდა. ეკვადორელ მებრძოლს საწყისი რაუნდების დათმობა, ენერგიის შენახვა და დარჩენილ ორ რაუნდში აგრესიული შეტევა ახასიათებს. სწორედ ეს ბრძოლაც ასე წარიმართა, მე-4 რაუნდში ვერა გააქტიურდა და ამერიკელს ფეხით სახის არეში მძიმე დარტყმა მიაყენა, რის შედეგადაც, დომენიკი ოქტაგონზე უგონოდ დაეცა და ბრძოლაც დათმო.

მოგეხსენებათ, UFC-ის 278-ე ივენთზე მონაწილეობას მიიღებს მერაბ დვალიშვილი, რომელიც ლეგენდარულ ჟოზე ალდოს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი ფალავანი, დიდი ალბათობით, მარლონ ვერას შეხვდება, მათში უკეთესი კი, სავარაუდოდ, საჩემპიონო ქამარს შეუტევს.

შეგახსენებთ, ამავე წონაში ჩემპიონი ალჯამაი სტერლინგი 23 ოქტომბერს ტიჯეი დილაშოუსთან ქამრის დაცვას შეეცდება.

მომზადებულია გიორგი გუგულაშვილის მიერ

როდის გამართავს თოფურია მორიგ ორთაბრძოლას - ქართველი ჩემპიონის წარმომადგენელი განმარტავს
მახაჩევს გადაუსწრო - ილია თოფურია მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლია!
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
როდის გამართავს თოფურია მორიგ ორთაბრძოლას - ქართველი ჩემპიონის წარმომადგენელი განმარტავს
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
მახაჩევს გადაუსწრო - ილია თოფურია მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლია!
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა