აკროპოლისის თასის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები პოლონეთთან 76:87 დამარცხდა.

ზედიზედ ექვსი ამხანაგური მატჩის წაგების შემდეგ, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა განაცხადა, რომ ორივე ტაიმში სტაბილურობა სჭირდებათ, პოლონელებთან კი მოსამზადებელი თამაში იქნებოდა, რომელიც გაუმჯობესებისთვის უნდა გამოეყენებინათ. ეროვნული გუნდის კალათბურთელის მამუკელაშვილის თქმით, მალე ყველაფერი დალაგდება. ერთი რამ ფაქტია, ნაკრებში ისევ მოკლე სათადარიგოთა სკამია, რაც პრობლემაა და მესამე მეოთხედში იჩენს თავს. ეს განსაკუთრებით ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრებში და დატვირთულ კალანდარში ხდება თვალსაჩინო. საბედნიეროდ ხვალ გუნდს ბითაძე შეუერთდება.

პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 23:22 მოიგო. შენგელიამ 12 ქულა ჩააგდო. მეორე პერიოდის დასაწყისში ზუროსმა შერმადინი, შენგელია და მამუკელაშვილი დაასვენა, მაკფადენს კვლავ არ წაუვიდა სროლები, პოლონელები ზუსტი სამიანების წყალობით წინ გავიდნენ, პარკეტზე წამყვანი კალათბურთელების დაბრუნების მერე სიტუაცია შეიცვალა, ბოლოს მამუკელაშვილმა ჩააგდო და პირველი ტაიმი 1 ქულით მოვიგეთ.

მეორე ტაიმი ჩვენმა გუნდმა ტრადიციულად ძალიან ცუდად დაიწყო, მოწინააღმდეგემ ხუთიდან ოთხი ზუსტი სამქულიანი ჩაგვიგდო, 18 ქულით გაიქცა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი პერიოდის წინ ანგარიშის შემცირება მოახერხა - 59:67. მეოთხე მეოთხედში ზუროსმა შერმადინი დაასვენა, ქართველმა

კალათბურთელებმა სხვაობის 4 ქულამდე შემცირება შეძლეს - ეგ იყო და ეგ, დარჩენილ დროში პოლონელებმა უკეთ ითამაშეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

27 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შენგელია იყო, ანრონიკაშვილმა 10, მამუკელაშვილმა 9 (პლუს 7 მოხსნა), შერმადინმა 7, მაკფადენმა და ბურჯანაძემ 6-6, სანაძემ 5, ცინცაძემ 4, ბექაურმა კი 2 ქულა ჩააგდო. პოლონელმა მიხალაკმა 22 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 24 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თბილისში ნიდერლანდებთან გამართავს.

მასტერს
მართალი ბრძანდებით - პრობლემა სისტემაშია, რომლის შეცვლისთვის თავს არ იწუხებს არავინ! ნაკრების მეტ-ნაკლებ წარმატებასაა ამოფარებული ფედერაცია და ეს ჰგონია მხოლოდ თავისი საქმე! კონკრეტული მაგალითი: ფედერაციის გვერდზე თვითონ უდევთ "საამაყო" ნიუსი, როგორ ჩაატარეს 800(!!!)-მდე მატჩი თვენახევარში(?!) ასაკობრივ ჩემპიონატებში (უხერხულობა რომ აეცილებინათ, ზაფხულის თამაშები დაარქვეს). თუ საქართველოს საკალათბურთო ინფრასტრუქტურას, მსაჯების, მწვრთნელების და ა.შ. რაოდენობას გავიხსენებთ, იოლი წარმოსადგენია, ორგანიზების რა ხარისხზე შეიძლება ვილაპარაკოთ... უფრო ღრმად რომ არ ჩავიდეთ, ეს ფაქტიც ხომ ავლენს მომავლისადმი ზერელე, არასერიოზულ დამოკიდებულებას, რაც უახლოეს მომავალში იჩენს თავს, ჩვენდა სამწუხაროდ... ნაკრებს- წარმატებები მთელი გულით!
გიორგი
სრული სიმართლეა! და ის რაც ილია ჭავჭავაძემ ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ თქვა თავისი “ბედნიერი ერი”-თ. ამას დავამატებდი განათლების დაბალ დონეს ყველა სფეროში. ჩვენ გვაქვს მაღალი ამბიციები, მაგრამ ხშირად რეალობას მოწყვეტილი. ერთი მერცხალი კი გაზაფხულს ვერ მოიყვანს!
irakli
ასე ჩვენი გუნდი ფარჩაკდებოდეს არმახსოვს, სამიანებს უბანში ვისვრით ბიჭები ამათზე მაგარად ექვსი წუთის მანძილზე 2ქულა ავიღეთ სირცხვილია
იბერია
მე არ ვიცი ვ8ნ რას მალავს ერთიდაიგივეს რო ვუყურებ 20 წელია კია ფაქტი. ისევ გვბ9მბავენ სამქულიანებით - ყველა გუნდი ჩვენზე კარგად ისვრის. ისევ ნელი მკვდარი შეტევა და ბოლო წამზე გადაგდებული ბურთი ან 24 წამის წესის დარღვევა. ისევ უაზრო ფოლები. სკამის დახმარება ფაქტობრივად ნული ჯარიმებსაც ვერ აგდებენ. ისევ 3-4 კაცის ინდივიდუალური აფეთქების იმედად ყოფნა.ბურჯანაძე ისევ ჩხუბობს, სანაძე ისევ შეწუხებული სახით დადის შენგელია ისევ იბრძვის გიჟივით თითქმის მარტო შერმადინი ისევ სტაბილურია და კარგია.მაკფადენმა ჩააგდო ეს ტურნირი მაგრამ არა იქნება პრობლემა. სანდრო მოგვეხმარება და რატიც დალშე რავი, რა დაიმალა ასეთი და იქნება სიურპრიზი დავიჯერო ბექაური, კორსანტია, ფევაძე, ჯინჭარაძე, ბოქოლიშვილი გადავმალეთ? ყველაფერი იგივე იყო რასაც სულ ვუყურებთ - რაც ყველამ ისედაც ოცის. ერთი ის იყო რომ ხო ლიდერები არ შევაკალით ყველა თამაშს - არ დახარჯეს ძალები მაგრამ ახალი რა იქნება ნეტავ? ნეტავ რა დაიმალა ასეთი?
თეიმურაზ კვიტაიშვილი
ბითაძე თუ შემოგვიერთდა, ჰოლანდია შეიძლება დავამარცხოთ თბილისში, ვიმეორებ: შეიძლება, შანსებს 50/50 -ზე ვაფასებ...აი, მერე იტალიასთან და ევროზე სახლში, ასეთი თამაშით მხოლოდ ბულგარეთს შეიძლება ვძლიოთ. დანარჩენ მატჩებში- ბელგიასთან, ესპანეთთან, თურქეთთან და მონტენეგროსთან, უშანსოდ ვიქნებით...ევროს შემდეგ, სანდრო, რატი და გოგა ბრუნდებიან usa-ში, აი მერე ხომ საერთოდ ვერც ერთ თამაშს ვერ მოვიგებთ...
დათო
რა მდგომარეობაცაა გვეყანაში, იგივეა კალათბურთშიც. ორივე იმართება საბჭოთა/რუსული მეთოდებით.ცენტრალიზაცია, კლანები და ნეპოტიზმი. მარტივი მაგალითი - რა უნდოდა ნაკრებში ბოისას (უმცროსს ვგულისხმობ)?! ის არათუ ნაკრების, უბნის დონესაც ვერ ქაჩავდა. ახლა ეს ბატონი მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. რატომ, რა დამსახურებით? აი ასეთი მიდგომებია ყველგან. ჰოდა ბოისასნაირები რომ არაფრის გამკეთებლები არიან, სწორედ ამიტომ უწევთ შენგელიებს და შერმადინებს მარტოს თამაში. შედეგად დაკარგული ნიჭიერი კალათბურთელები და მოკრძალებული წარმატებები. ახლა წარმოიდგინეთ, თუ ნაკრებში, ყველას თვალწინ, საჯაროდ ასეთი გაუგონარი უსინდისობები ხდება, რა იქნება ასაკობრივებში და კლუბებში. გაფიქრებაც კი მზარავს. უკვე 30 წელია ჩაკეტილი წრეზე დავდივართ. და მერე გვიკვირს თუ რატომ ვერაფერში ვერ ვაღწევთ წარმატებას. პასუხი კი მარტივია - სისტემა. ჩვენ ჯერ კიდევ ძირმომპალ საბჭოთა კავშირში/რუსეთში ვცხოვრობთ და მათი კლიშეებით ვაზროვნებთ. და ვისი ბრალია ეს? მიშების, ბიძინების, შევადნაძეების? რა თქმა უნდა, არც მათ დაუკლიათ ხელი, მაგრამ მთავარი დამნაშავეები ისევ ჩვენ ვართ, ხალხი და საზოგადოება. სანამ ჩვენ არ დავძლევთ დამარცხებულისა და მონის მენტალიტეტს, სანამ არ ჩამოვყალიბდებით ძალად, რომელიც თავად უკარნახობს ხელისუფლებებს სამოქმედო გეგმას, მანამდე დავრჩებით გადიდგულებულ, კომპლექსიან და გათითოკაცებულ ჯოგად.
Dato
ხომ მარტო ზუროსი "მალავს" თამაშებს და სხვა ნაკრების მწვრთნელები ტყემალზე სხედან.)))
ალექსი
ეხლა ვნახე და ზედიზედ 9 თამაშია მესამე მეოთხედებს აგებენ.ეს მოგებულ მატჩებსაც ეხება.ერთადერთი მაკედონია რომ გაანადგურეს,მანდ მოიგეს.აშკარა პრობლემაა,რომელსაც იმედია მალე გამოსწორებენ.საერთოდ კალათბურთში მიღებულია აზრი რომ როცა მეტნაკლებად თანაბარი თამაშია,ის იგებს რომელიც მესამე მეოთხედს მოიგებს
simartle
სიმართლე თუ გინდათ საქართველოს ნაკრები თამაშობს ანტი თანამედროვე კალათბურთს თითქოს 80-იან წლების ვაკეში მოლასლასებენ დაბოლილები ანდ გაჩხერილები. ამას კალათბურთი არ ჰქვია. დროულად გარღვევაზე ვერ გადიან, ბურთს ანელებენ, სწრაფად მოძრაობაშო ტყორცნა არც ერთს არ აქვს, დროს აზლოზინებენ შეტევაში, დაცვაშიც კაცი ვერ აუყვანიათ, ან პრესინგი, ანდ ზონა არც ერთი არ უვარგათ. ბურთს ესვრიან როდესა წამი ან ორია დარჩენილი და ცენტრი ამ დროს უკან გარბის რადგან ფიზიკურად ვერ ქაჩავს სიმაღლის დამოუქნელობის გამო და ასხლეტილ ბურთზე მოწინააღმდეგის ფართან არავინ იბრძვის. თაქნ დგნან ერთი და იგივე ადგილას შეტევაში თითქოს ბირჟაზე არიან. ამას კალათბურთი არ ჰქვია. მამუ ცენტრს არ უნდა თამაშობდეს. ბურთსაც კარგად ატარებს და გარედანაც კარგად ისვრის. რადგან მაღალია იმას არ ნიშნავს რომ ცენტრი უნდა იყოს. ბურჯანაძეს და სანაძეს საერთოსდ არ გამოვუძახებდი ნაკრებში ისეთი ზანტები არიან. ბაქრაძემ 2 თამაში ითამაშა ნაკრებში და ძალიან დაბალია. მაგის სიმაღლის მოთამაშე ზედმეტად სწრაფი უნდა იყოს და გარედან კარგად უნდა ისროდეს თან მოძრაობაშიც. ბითაძეც ვერ უშველის ამ გუნდს თუ გამთამაშებლები არ ვარგანან. რა ევროპა გაუვარდათ ესპანეთის ნაკრებთან და ჰგონიათ სამეულის ღირსები არიან ევროპაში. ამერიკის ქუჩის გუნდი მოუგებთ ამათ. საშინელებაა
Me ar bar Roboti
იიიიი კარგი რა დიმა ნუ ამბობ ესე :)
მ.მ
ავი ენები ამბობენ მაშინ ევროზე ფაჩულიას ბეჭედმა აწყინა და არია სიტუაცია გუნდში.
მ.მ
გასაგებია რო ბექაურს ცენტრზე ათამაშებს, ბურჯანაძის პოზიციაზეც შეუშვი, კაცი მოხსნებზე კარგია, ამ 2 წუთიან მონაკვეთებშიც მოხსნა ბურთი. 8 თამაშში 10 წუთი არ უთამაშიათ სათადარიგოებს.
პაატა
ადმინ: იქნებ მოიპოვოთ სტატისტიკა თუ რამდენი მესამე მეოთხედი აქვს მოგებული ჩვენს ნაკრებს ზუროსის მწვრთნელობისას, არ აქვს მნიშვნელობა მოგებულ თუ წაგებულ შეხვედრებს. წინასწარ დიდი მადლობა! უმაქნისმა გურასპაულმა, თავისზე უმაქნისს სანიკიძეს გადასცა ესტაფეტა და ქმნიან ტყუილ მოლოდინებს! ყველა ასაკობტივში ისევ სრული ფიასკო, ჩემპიონატი უვარგისი და ამის ფონზე ზუროსი ამბობს რომ ევროპის სამეულში მინდა შესვლაო... ეს კაცი იყო და არის საშუალო ევროპულ დონესთან მიახლოებული მწვრთნელი!!!
Soso
რა პანიკაში ხართ თუ გახარებული წერთ ვერ გავიგე ? ზუროსი მაგარი მწვრთნელია ამხელა დონის და მნიშვნელოვანი თამაშები არასდროს გვქონია ასი პროცენტიტ ვარ დარწმუნებული თამაშს მალავს ყველა პირველი ტაიმი ვითამაშეთ მაგრად ანუ შეგვიძლია მეორეში განზრახ შემოდის ისეთი ხუთეულები ირეოდა გუნდი პსრსონალური რომ მიეღო ვინმე წამყვანს ასე არ ვიფიქრებდი ყველაფერი კარგად იქნება მაგარი გუნდი გვყავს ამასაც ვნახავთ წარმატება ბიჭებო გაგვახარეთ მაგრად მეიმედებით
ბათუ
ხალხნო ნახეთ ყველას მოვუგეთ პირველი ტაიმი და მერე იქნება და მართლა რაღაც სქემებს და ვარიანტებს ამუშავებს ზუროსი დღესაც 4 ქულამდე რო დავიყვანეთ შენგელია და შერმადინი მაინც არ შემოიყვანა და იქნებ მართლა მალავს. წარმატებები ბიჭებს 24 ში და 27დაი და ევროპაზე რათქმაუნდა p.s ბითაძეზე რამე ინფორმაცია მაინც დაწერეთ მოდის თუ არა დავიღალე იმენა ყოველდღე ლოდინოთ
დიმა
სად არიან ის ქომაგები, რომ იძახდნენ უკრაინას მივეცითო.არ კი მიეცი, მოვიგო, გემრიელად.
დიმა
გაიხარეთ ბიჭებო, ძლივს ამოვედი ვალებიდან.რა კარგია, რომ იცი წინასწარ უეჭველი წააგებ.

სანამ რამეს დაწერ, მანამდე დაფიქრება არ გაწყენს. ან ვინმესთან ახლობლობა საერთოდ რა შუაშია? შენგელია რომ გაწყვიტა წელში, 1 წუთით არ დაუსვენია და ამდენი ხალხი ტურისტებად რომ მიყავს, რაიმე აზრი აქვს? თუ ნაკრების დონეს არ აკმაყოფილებს, რა უნდათ შემადგენლობაში? გუნდს ძალა არ ყოფნის და პირწმინდად აგებს ზედიზედ მერვე შეხვედრას.
მეგრელი
როგორც მივხვდი ესპანეთთან ყარაულის თოფის ამბავი იყო
აბუბაქარი, ბონდო აქ არი?
ზუროსმა თავისი შესაძლებლობები დიდი ხანია ამოწურა. ჩაამთავრებს კონტრაქტს და ვაისივით მილიონებით ჯიბექასქელებული თვალცრემლიანი დაგვტოვებს დაახლოებით ასეთი სიტყვებით: ჩემთვის სასიამოვნო იყო ამ ბოჭებთან და ფედერაციასთან თანამშრომლობა, საქართველო ჩემი მეორე სახლია, წარმატებებს ვუსურვებ ნაკრებს. შედეგი კი გვექნება როგორც ყოველთვის ნოლი. პასუხს კვლავ არავინ არაფერზე აგებს, მდიდრები უფრო გასუქდებიან, საწყლები უფრო გახდებიან. საით მიექანები საბრალო საქართველო, რაზედ მოგიწყენია? იმიტომ ხომ არა რომ ათასი გადამთიელი ჩამოგისახლეს და შენი შვილები გაგიყარეს? ცოტაც მოითმინე და ბონდო გვიშველის, გამოდი ბონდო გამოდი, ნუ ეფარები ბუტკასა.
სააკაძე
გაუვიდა ზუროსს ვადა!
ადამიანი
ექსპერტებით სავსეა სოცქსელები :) პ.ს. ცოტა დრო დარჩა,მოვითმინოთ და ნახავთ ;)
დიმა
თამაშს ვმალავთ, აი მერე დანალულს თუ ვიპოვით ევროპის ჩემპიონები გავხდებით.ოღონდ თუ ვიპოვით
გუსანი
4 -+1 გარდა სხვა კალათბურთელი არ გვყავს, იქნებ ვინმესთან ახლობლობ და განიცდი? ის ჯობია შეახსენო- თუ სპორტსმენობა უნდა გაცილებით მეტი უნდა ივარჯიშოს.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
აქ აკომენტარებენ 13-14 წლის სკოლის ბავშვები . რაც გამოჩნდა . მახსოვს ნაკრებმა რო ყველა ამხანაგური მოიგო. ლიტვა იტალია სერბეთი და მერე ოფიციალურებში ევრობასკეტის ჯგუფიდან ვერ გავიდა . იმის მერე ვისაც ოდნავ მაინც აქ ტვინი თავში ამ შედეგებს არ უნდა უყურებდეს. მაგრამ 14 წლის ლაწირაკს გინდა ელაპარაკე გინდა არა. ოხონდ ალაყაფე და აწერიე უაზრო კომენტარები
paata
მე ესეთი სუსტი მაკრები არ მახსოვს! ვერც სამიანს ვესვრით და ვერც სამიანების სროლას ვუზღუდავთ მოწინააღმდეგეს.. პრახადნოი დვორია დაცვა

ამაზე კომენტარიც ზედმეტია. მეტოქის დასაბნევად დაცვაში კაცს სპეციალურად ტოვებდე სასროლად, კიდევ გავიგებ, მაგრამ ბურთს სპეციალურად აცილებდე, სულ ცოტა სინდისი შეგაწუხებს კალათბურთელს და რამდენიმე ყარაულის თოფივით მაინც გაგივარდება. მომკალით და არ მჯერა, რომ 180 გრადუსით შეიცვლება გუნდის თამაში. სკამზე ის ბიჭები ვინც გვყავს, რატომ არ თამაშობენ, ვერ ვიგებ. ვარსკვლავებს რომ არ ვწყვეტთ გასაგებია, მაგრამ ამ ხალხმა რა დააშავა?
ვაჟა მასწავლებელი
ბატონო ილიას სადაც დაგვპირდით, რომ ვიქნებით, მგონი უკვე იქა ვართ! ჰოლანდიასთან - ალე ჰოპ! ფოკუსი იქნება?
ლევანი
უკრაინასთან თამაშის მერე ვთქვი,ესპანეთის მერე გავჩუმდი, მარა ვინმემ ახსნას, ამათ ვინ მისცა უფლება ქვეყანა დასაცინი გახადონ? ვიინ? ეს არის სირცხვილი! რაღაც კარგი არ ხდება გუნდში, მე ასე მგონია და თქვას ვინმემ. აძალებთ ვინმე? ნუ ითამაშებენ მერე. ან ის შავი კაცი რომაა, რისთვისაა? რაღაცას მაიმუნობს, თითქოს ეზოში თამაშობდეს. აუხსნას ვინმემ ამათ, რა მაისურები აცვიათ და რა, რას ნიშნავს. მე დავიწვი სირცხვილით და ესენი ამხანაგურია, რა მოხდაო. ის მოხდა, რომ აშკარად ძალიან არ უნდათ თამაში და ძალით თამაშობენ. რაღაც ცუდი ხდება მანდ და ნეტა ვცდებოდე...
გივი
ვენი, ვიდი, ვეღარვიცი
დააT
3-იანებს ზუსტად ვერ ისვრიან, ჯარიმების გავაფუჭებაც დაიწყეს, ფარზე მოხსნა არ შეუძლიათ. საინტერესოა ერთ თამაშს მაინც თუ მოვიგებთ? 16 წლამდელები - ბოლოს ევროპაზე 2008 წ. 18 წლამდელები - ბოლოს ევროპაზე 2004 წ. 20 წლამდელები - ბოლოს ევროპაზე 2017 წ. ისიც იმიტომ რომ 2016 წელს ევროპაზე გუნდების რაოდენობა გაიზარდა 20-მდე რაც ქოცნება მოვიდა ხელისუფლებაში თვითდინებაზე მიუშვა კალათბურთი და შედეგიც სახეზეა. ქოცნებამ დარბაზიც კი სასაფლაოზე ააშენა და ამასაც ვერ ასწრებდა რომ არა ქოცნების მხსნელი კორონა. რა სიმბოლურია რომ თამაშები მიცვალებულების გვერდით ტარდება. მე ვარ ცოდო ყველა ბილეთი მაქვს - იაფიანი
სოსო
შეიძლება ფორმაში ვერ იყო და ვერ ირბინო,მაგრამ სროლაში ვარჯიში ეზოშიც შეიძლება,ასე როგორ უნდა გაგიფუჭდეს ხელი,თანაც მთელ გუნდს?!იქნებ ოფიციალურ მატჩებში მაინც დაინახონ ფარი.თუ ისევ ასე გააგრძელეს თამაში,გულშემატკივარი აღარ მივა ევროპის ჩემპიონატზე და აპარტყუნონ მერე ყურები.ისე გამოდის,უკრაინასთან სამარცხვინო თამაში,შემთხვევა კი არა,ნორმა ყოფილა

არაფერიც არ დამარცხდა, თამაში იყო 100-მდე!!! ესენი თუ თამაშს მალავენ მაშინ თასი კი არა ოსკარი აქვთ გადასაცემი რეჟისორის და მსახიობების როლების საუკეთესო შესრულებისთვის!!! ბრავო!!! ისა და რამდენი წააგეს ზედიზედ?!
Gio
Es ukve umsgavsobaa es nakrebi kiara fermaa
ნოდო
ზუროს ესაა ფორმის პიკი ? სამივე თამასში წავაგეთ მესამე მეოთხედი 7 9 და 12 ქულით მეორე ტაიმები ხო საერთოდ კატასტროფაა დაცვა სად იყო 14 სამქულიანი რა უბედურებაა კიდე კაი ევროპის ჯგუფიდან 4 გადის თორე 3 რო გადიოდეს და 2 მითუმეტეს საკუთარ ქვეყანაში ჯგუფში ჩავრჩებოდით
დათო
აბსოლუტურად ყველა თამაშის მეორე ტაიმი წავაგეთ. პერიმეტრს ვერ ვიცავთ, შეტევა, შედეგიანობა და სროლა არ გვივარგა, გამთამაშებლები თავის საქმეს ვერ ასრულებენ, მკაცრი დაცვის წინააღმდეგ ბურთს ვერ ვათამაშებთ და ინდივიდუალურად ვცდილობთ ფონს გასვლას, მაგრამ ესეც არ გამოგვდის, გუნდური თამაში არ იგრძნობა. ეს ყველაფერი გამოსასწორებელია და 24-მდე ხუთიოდე დღეა დარჩენილი. მეტი რაღა ვთქვა?! რას ან ვის უმალავს ზუროსი ვერ გავიგე? ნეტავ მართლა მალავდეს თამაშს და ვცდებოდე. ასეთი თამაშით იტალია კი არა ნიდერლანდებიც დაგვახევს ბურთს თავზე პირველივე თამაშში.
მადრიდისტი
წარმოუდგენლად სუსტი ნაკრები..სირცხვილის გრძნობაც არ გააჩნიათ..
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
13 მაისს დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება | საქართველო IV კალათაშია
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები პოლონეთს ამარცხებს
ზუროსს სჯერა, რომ დიდი საქმეების გაკეთება შეუძლიათ
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება
ევრობასკეტი 2017. A ჯგუფი: პირველი გამარჯვება სლოვენიის ანგარიშზეა
ევრობაკეტზე გერმანია მე-3 ადგილს დაეუფლა, პოლონეთი ზღაპარი დასრულდა... [VIDEO]
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია