ჟოზე ალდოს დამარცხების შემდეგ ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა:

"ჩემთვის ადვილია ბრძოლის თეიქდაუნებით მოგება და ეს ადრეც, ბრძოლამდეც ვთქვი. სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული ვიყავი, თუ როგორ იცავდა ჩემი მეტოქე თავს.

ვფიქრობ, ჭკვიანურად ვიმოქმედე, რადგან მეტოქეს ჩემი პარტერში გადაყვანა უნდოდა, მე კი ზედმეტი ენერგია არ დამიხარჯავს.

ალდო ლეგენდაა, რომელსაც ფეხის კარგი დარტყმა აქვს. ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს დგომში ბრძოლით.

მეორე რაუნდის შემდეგ უფრო აქტიური გავხდი და ეს ვიგრძენი, შევუტიე, მაგრამ მუხლი დამიხვედრა და მივხვდი, რომ ძალიან არ უნდა გამერისკა, მე ხომ უდიდეს სპორტსმენს ვეუპირისპირდებოდი.

მას შეხვედრის დასრულების შემდეგაც ვესაუბრე და შემიძლიათ გითხრათ, რომ ის ძალიან თავმდაბალი ადამიანია და მინდა, ბრაზილიელს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო.

ვფიქრობ, ჩემს დივიზიონში ნებისმიერის წინააღმდეგ ორთაბრძოლა შემიძლია, ჯანმრთელი ვარ, არაფერი მაწუხებს და ოქტაგონზე 1 თვეში დავბრუნდები.

ხალხი ჟოზეს სახელს სკანდირებდა? - ამას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ. მთლიანად ბრძოლაზე ვარ კონცენტრირებული, რადგან პროფესიონალი სპორტსმენი ვარ.

გულშემატკივარმა შესაძლოა, შენი სახელის სკანდირება დაიწყოს ან მეტოქის, ეს სპორტის განუყოფელი ნაწილია.

უკვე საკმაო რაოდენობის გამოცდილება და ორთაბრძოლა დამიგროვდა იმისათვის, რომ მსგავს რაღაცებს ყურადღება არ მივაქციო. შესაძლოა, ჩემი სახელის სკანდირებას უფრო მეტი ენერგია მოეცა, მაგრამ მე უბრალოდ ჟოზე ალდოს წინააღმდეგ ვიბრძოდი და ხალხს ის უყვარს".

ჟურნალისტებმა ფაფახის გამო მერაბს კითხვა ხაბიბ ნურმაგომედოვთან მსგავსების შესახებაც დაუსვეს და უთხრეს, რომ ბრძოლის სტილიც მისნაირი აქვს...

"ჩვენ ერთი კუთხიდან, კავკასიიდან ვართ. ნურმაგომედოვი სპორტის ლეგენდაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის სულ სხვანაირი და მას ვერ მივბაძავ. ჩვენი კულტურა საერთოა, მაგრამ რელიგია სხვა.

ხაბიბი რუსეთის სახელით ასპარეზობს, ადრე დაღესტანელებს კი დამოუკიდებელი ქვეყანა ჰქონდათ.

ხედავთ ამ რუკაზე საქართველოს? - 2008 წელს რუსეთმა მისი ცენტრალური ნაწილი მიითვისა, როდესაც მე დავიბადე კი დასავლეთით აფხაზეთი. რუსეთი ოკუპანტია, რომელსაც ჩემი ქვეყნის 20% აქვს მითვისებული.

ისინი ამას აკეთებენ უკრაინაშიც, სადაც უამრავი მშვიდობიანი მოსახლე იხოცება, ჩვენ კი ვერაფერს ვაკეთებთ...

ჩემი დიდი პატივისცემა და ხაბიბს, მაგრამ მე მერაბ დვალიშვილი ვარ", - თქვა დვალიშვილმა.

ბოლოსკენ მერაბმა ქართველებს მშობლიურ ენაზე მიმართა და თქვა, რომ საქართველო ძალიან უყვარს და გვერდში დგომისთვის მარდლობას იხდის.

მან ქართველ სპორტსმენებს წარმატებები უსურვა და თქვა, რომ ყველაფერი წინაა.

T.q
საღოლ მაგრა იცი აშკარად
"ობიექტური შემფასებელი"-Irakli-ს
ჯერ ერთი, ალბათ გინდოდა გეთქვა: "დავაცდენინეთ" და არა "დავაცდევინეთ", და მეორე, ვის გულისხმობ? ვინ არ თქვა,რომ რუსეთი ოკუპანტია? იქნებ კონკრეტულად გვარები დაგესახელებინა? ეს აბსურდული "ბრალდება" ვირუსულად ვრცელდება ამდენი წლის განმავლობაში და გათვლილია ეფექტზე: ბევრჯერ ნათქვამი პასუხგაუცემელი ტყუილი დროთა განმავლობაში ფაქტად აღიქმებაო.
ვახო...
აბსოლიტურად ადეკვატური და მართალი სიტყვები... უდიდესი წარმატებები მერაბს მომავალში!
tl
არც ჩოხა-ახალუხია ქართული ნაციონალური ტანსაცმელი არც ფაფახი. არც ქართული კულტურაა თვითმყოფადი.ქართული კულტურის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ უნიკალური შეზავებაა ცივილიზაციების, საუკუნეთა განმავლობაში. თვითმყოფადი კულტურა ასეთ პატარა ერს ბუნებრივია ვერ ექნება, რაც ჩვენია იმით ვიამაყოთ ნუ გავაზვიადებთ, უაზროდ.
Irakli
რაც ამდენი წელი ქართულ ოცნებას ვერ დავაცდევინეთ ამ კაცურმა კაცმა უცებ გააგონა მთელს მსოფლიოს, წამატებები ამ ქართველ ვაჟკაცს!
ისიდორე
ქართველი ვაჟკაცი სულით მებრძოლი. წარმატებები
T.q
გენაცვალე გულში და სულში ქართველო! მაგრამ ერათიც მინდა გითხრა რომ ჩვენი და ქისტების ან ლეკების ან ნებისმიერი ვინც კავკასიელს უწოდებს თავს მათ კულტურას ჩვენ კულტურასთან არანაირი საერთო არ აქვს ეს ყველა ქართველმა უნდა იცოდეს ამის ხაზ გასმა აუცილებელია ქართული კულტურა თვით ნაბადი და ყველა კულტურისგან მკვეთრად გამოყოფოლია აქ კომენტარებში დაიწერა ეს ფაფახი ზედმეტი არისო. არ არის ზედმეტი ნურ მაგამედამ რომ წამოიხურა ფაფახი მანაც არ იცის ეტყობა რომ ჩოხა ახალუხი და ფაფახი ქართული ნაციონალური და აქ მხოლოდ საქართველოში დაბადებული სამოსია! და მაგამედას გონია რომ კავკასიური ან სულაც ჩეჩნურია, არა ქართული სამოსია. და მერაბი თუ ამ კომენტარს წაიკითხავს შემთხვევით თუ მოხდება ეს მინდა იცოდეს რომ ამაყები ვართ ქართველები მისით და გვაბედნიერებს. ყელში სიამაყის ნერწყვს ძლივს ვყლაპავთ და თვალები სიამაყის ცრემლებით გვაქ სავსე რომ წარმატებით ასპარეზობ და მსოფლიოს გააგებინე საიდანა ხარ ვინა ხარ და ვისი გორისა ხარ. გენაცვალე, მინდა წარმატებები გისურვო და წინ დიდი გამარჯვებები კიდევ და ასევე მინდა მოკრძალებით გითხრა რომ ქართული კულტურა ამხელა ასპარზზე მსოფლიოს გასაგონად სხვას არ შეადარო ჩვენ ვართ ჩვენ და ჩვენ გვაქ ჩვენი კულტურა რომელიც არის ქართული რომელიც არის ასევე ქართული სამოსიც და ეს ყველაფერი დაიბადა აქ საქართველოში! სამეგრელოში, აფხაზეთში, ოსეთში-(ეს ტერმინი არასწორად არის გაჩენილი), კახეთში, იმერეთში ქართლში, რაჭაში, ჯავახეთში, საინგილო-ჰერეთში,სვანეთში, თუშეთში, დუშეთში,ხევსურეთში, ყაზბეგში. ჩემო ქართველო ჯიგარო როცა მსოფლიოს აცნობ შენ თავსა და შენს ქვეყანას და ამაყებს გვხდი და ერის ტკივილსაც რუსეთის ოკუპაციასაც ხმამაღლა იძახი შენ ნამდვილად ერის კაცი ხარ! ამიტომ რაც ჩამოვთვალე ჩემო გულო და ჯიგარო მინდა რომ ქართული არავისას არ შევადაროთ იმიტომ არა რომ სხვების კულტურას პატივს არ ვცემთ პირიქით რა საკადრისია სხვისი ვაჟკაცობისა და კულტურის უპატივისმცემლობა მაგრამ როგორც შენ ხარ მერაბ დვალიშვილი და არა მაგამედოვი ისეა ქართულიც მხოლოდ ქართული! და სხვას არ გაუჩნდეს ამის მითვისების სურვილი როგორც ერთერთი ჩვენი მეზობელი აქტიურად ამას ცდოლობს!
რონი
საღოლ მერო კაი კაცი ხარ. ქოცებს კი გაუტყდათ რუსები რო აძაგე მაგრამ ეგ არაფერი ცივი წყალი დალიონ.. მალე დაგედოს ჩემპიონის ქამარი
გრიშა
მერაბის მიმართ ყველა დადებით ნათქვამს ვეთანხმები და ყველა სიკეთეს ვუსურვებ.მაგრამ ეს ქოხი ნამეტანია....ვინ ქვაბულიძე და ვინ მეცხვარე....
G.LA
ყოჩაღ მერაბ, გილოცავ. მაგარი კაცი ხარ. ძალიან გამიხარდა შენი წარმატება. ასე უნდა დააფიქსიროს ყველა სპორტსმენმა ოკუპაცია. ეს არა მარტო განაცხადია ოკუპაციისა, არამედ თქვენც სპორტსმენებს სულ გაგიმაგრებთ და უფრო უტეხი გახდებით. ჩვენც და თქვენს თავსაც დაეხმარებით ამით. ჩვენ
გიორგი
ოკუპაციაზე ასე უნდა აკეთებდეს განცხადებას, ყველა ქართველი სპორტსმენი!!
ირაკლი
გენაცვალე მერაბ მაგ ქართულ სულში❤️მიბაძეთ სხვა სპორტსმენებმაც და გააპროტესტეთ ოკუპაცია!!!!!!!
Lasha
შენ გენაცვალე !
რატი
კაცი ხარ კაცური. ყოჩაღ!
გულშემატკივარი
მერაბ მაგარი ხარ, გვიყვარხარ ყველას! გილოცავ გამარჯვებას, ყოველთვის წინ იყურე და ყველაფერი კარგად იქნება.
[VIDEO] ნურმაგომედოვი, რომელსაც დვალიშვილთან რემატჩი სურდა, ნოკაუტით დამარცხდა
"მე არ მძულს რუსი ხალხი, მძულს რუსული პოლიტიკა და რუსეთის მთავრობა" - დვალიშვილმა მახაჩევის განცხადებას უპასუხა
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
მნიშვნელოვანი გაძლიერება შეტევაში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - ევერტონმა ორი ფეხბურთელი დაიმატა
"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა
კარგი ამბავი სანაკრებო შესვენების წინ - კიტეიშვილი მოედანს უბრუნდება
28 წლის გოლეადორი საფრანგეთში - "ლილმა" აიასე უედა დაიმატა
სათადარიგო საზონოვი და "ხეტაფეს" მარცხი "ოსასუნასთან"
წიტაიშვილი "ბარსელონასთან" არ ათამაშეს - "რაიო ვალეკანო" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-1 დილა. დამსახურებული 3 ქულა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-2 მეშახტე. სენსაცია ქუთაისში! ჩხეტიანმა წარსულზე გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-0 იბერია 1999. დაღლილი "იბერია" "გაგრასთან" დაეცა
"მადლობა ღმერთო, რომ არგენტინელი ვარ" - მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
დუბლიორი თუ კონკურენტი მამარდაშვილისთვის - "ლივერპული" ბელგიელ მეკარეს ყიდულობს
"უზარმაზარი წარმატებების მიღწევის იმედი მაქვს" - ბარკოლა "ლივერპულში" გადავიდა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
WU15 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარებობა ისრაელთან გამარჯვებით დაასრულა
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
"ვინ, თუ არა "კვარა"? - ნასრიმ "ოქროს ბურთზე" საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
"ასე არ შეიძლება. ერთი და იგივე კუნთის მასა გვაქვს" - მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელს დასცინა
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"როდესაც ფეხბურთელს დეპრესია აქვს, უნდა დაიცვა" - არგენტინის ნაკრების ფსიქოლოგმა "ატლეტიკო" გააკრიტიკა
"ქართველებს არ აფასებენ, მერაბ, მაგარი ხარ!" - მაკრეგორი დვალიშვილის გამარჯვებას ეხმაურება
"მე არ მძულს რუსი ხალხი, მძულს რუსული პოლიტიკა და რუსეთის მთავრობა" - დვალიშვილმა მახაჩევის განცხადებას უპასუხა
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
დიდი ორთაბრძოლის წინ - მერაბ დვალიშვილის წაგებაზე ცნობილმა რეპერმა 238 000 დოლარის ფსონი განათავსა
"მინდა ხალხმა იცოდეს საიდან ვარ" - მერაბ დვალიშვილი UFC-ში უმნიშვნელოვანესი ბრძოლის წინ
სეჰუდო: მაგ ორ ბრიყვს მე მივეცი საშუალება, რომ მეორე ადგილზე იბრძოლონ
[VIDEO] ცუკერბერგის მეუღლე ქმრის დანახვისას გაოცებული დარჩა - მერაბ დვალიშვილი Facebook-ის დამფუძნებელს დაუპირისპირდა
"ლეგენდასთან ჩხუბი ჩემთვის დიდი პატივია..." - მერაბი ბრაზილიელ ექსჩემპიონს დაუპირისპირდება
"ეს სიგიჟეა, მახაჩევისთვის ამის უფლება არ უნდა მიეცათ" - მერაბ დვალიშვილი
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
დეინა უაითი: თუ ფიქრობთ, რომ ალდო არ იმსახურებს სატიტულე ბრძოლას, მაშინ...