ევროპული ჩემპიონატები წელს შედარებით, ადრე დაიწყო, რისი მიზეზიც ნოემბერ-დეკემბერში დაგეგმილი მუნდიალია. საწყისი ტურები ტრადიციულად, კვირაში მხოლოდ 1-ელ იმართება. ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" მე-3 ტურის მატჩს კვირას, 28 აგვისტოს, ფლორენციაში, "ფიორენტინას" წინააღმდეგ

ითამაშებს. ამის შემდეგ შეხვედრები შუა კვირაშიც ჩატარდება, ამასობაში კი ჩემპიონთა ლიგა და იტალიის თასის გათამაშება დაიწყება. როგორც ჩანს, ლუჩანო სპალეტიმ ერთკვირიანი შუალედი ზედმეტად მიიჩნია და ოთხშაბათს, 24 აგვისტოს, სერია "ც"-ს ბინადარ "იუვე სტაბიას" ამხანაგურად გაეჯიბრება.

ნეპაოლურ კლუბში ახალწვეულები არიან და სავარაუდოდ, მათ ამ მატჩში დიდი დრო მიეცემათ - ჯოვანი სიმეონე, ჯაკომო რასპადორი და ნტანგი ნდომბელე, ასევე მეკარე კეილორ ნავასის გაოფიციალურებასაც ვარაუდობენ. საინტერესოა, მიეცემა თუ არა დრო ხვიჩა კვარაცხელიას.

აქვე გეტყვით, რომ ხუთშაბათს, 25 აგვისტოს, "ნაპოლის" მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაირკვევა. ასე რომ, იტალიის ჩემპიონატის მე-3 ტურამდე "კვარას" გუნდს საინტერესო ამბები ელის.

"ნაპოლი" 2 ტურის შემდეგ უდანაკარგოა, კვარაცხელიას ანგარიშზე კი 3 გოლი და 1 საგოლე პასია. რაც შეეხება "იუვე სტაბიასთან" მატჩს, ის 19:45 საათზე დაიწყება და "ნაპოლის" "ფეისბუქგვერდზე" მისი ყურება ამჯერად უფასოდ შეგეძლებათ.

zura222
რანაირი ხელები აქვს ოსიმენს D ეგ არ უნდა დაეცეს და თუ დაეცემა ხელები არ უნდა შეაშველოს ტანს თორემ მაკარონივით გადაუტყდება DD
ქ. გ.
"იუვე სტაბიასთან" სპალეტიმ სათადარიგო ფეხბურთელები დააყენა Sirigu Zanoli, Ostigard, Jesus, Olivera Ndombele, Elmas Politano, Raspadori, Ounas Simeone
Winter
ჯანმრთელი იყოს და ტრავმები არ მიიღოს. ყველაფერს შეძლებს. უკვე ვეღარ წარმომიდგენია ხვიჩას ჩავარდნილი თამაშები, თუმცა რათქმაუნდა ეგეც შეიძლება იყოს და ამ დროს მაქსიმალურად უნდა ვუგულშემატკივროთ, იმაზე მეტადაც კი როცა გოლების გატანისას ვგულშემატკივრობდით. მახსოვს შვედეთთან დუბლის მერე მთელმა საქართველომ გააღმერთა, მაგრამ მერე კარგა ხანი უგოლო სერია წაუვიდა და უკვე იმაზე საუბრობდნენ აქ, რომ ის შვედეთთან გაუვარდა და სინამდვილეში ბევრი არაფერი ფეხბურთელია, გოლები ვერ გააქვს, მაღალი დონის გუნდში ვინ იყიდის და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ ეგ ხალხი ახლაც აქაა, უბრალოდ ჯერ არ ჩანან. მომენტს ელოდებიან.
1xkx
ნაპოლის კალენდარს გადავხედე და ჯერ გრანდებთან სულ გასვლებზეა (რატომღაც) უკლებლივ ყველა თამაში. სეზონის პირველ წრეში. მერე გაზაფხულიდან იწყება მაგათთან ყველასთან სახლში თამაში. ერთადერთი გამონაკლისი არის იუვენტუსი, მაგათ ჯერ არ ეთამაშებიან საერთოდ იანვრამდე და იანვრის მერე ექნებათ მაგათთან ორივე თამაში. ამ მინცა მონცა პაჭი პუჭი გუნდებთან აქვთ ჯერ მარტო ყველასთან სახლში თამაში. ანუ ნაპოლის სულ გასვლაზე აჯახებენ გრანდებს ჯერ რატომღაც, ასე რომ გასვლაზე ექნება ჯერ ხვიჩას გრანდებთან ყველა თამაში, სერიოზულად მაქსიმალურად უნდა მოემზადოს თორე მერე იტყვიან აი არაფერი არ გამოუვიდაო. მილანში ბებერი ახ###რი იბრაგიმოვიჩი ელოდება ვერ მოუნელებია შვედეთს ორი გოლი რომ გაურჭო
ქ. გ.
Radio Kiss Kiss Napoli გალეონი: "კვარა ფენომენია. ნაპოლი სკუდეტოს მოიგებს. იუვე? მეოთხე ადგილი სასწაული იქნებოდა!"
ქ. გ.
იუვენტუსის გულშემატკივრები შოკში არიან და ერთმანეთს ეკითხებიან: "ამ ბიჭს როგორ გავაჩერებთ?"
პირველი ვარჯიში ახალ კლუბში - ქოჩორაშვილის პორტუგალიური კარიერა ოფიციალურად დაიწყო
აბრაჰამი წავიდა - ახლა "რომაში" მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მიქაუტაძეა
"მოსკოვის "დინამოში" თამაში ყველას სურს" - გაგნიძეს დარჩენის ამბავს კარპინი გადაწყვეტს
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ სილქნეტის ქსელში!
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი
ოსიმენი "ნაპოლის" პრობლემაა - შეიძლება ერთი წელი უქმობა მოუწიოს
"ოსიმენი "ნაპოლიში" ვეღარ დაბრუნდება, გეტყვით, სად გააგრძელებს კარიერას" - ფედელემ ნიგერიელზე ისაუბრა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ინტერ მაიამისთან" მატჩში?
შეთანხმება მიღწეულია - "ნაპოლი" კვარაცხელიას პოზიციაზე ფეხბურთელს პსვ-იდან იმატებს
რა თქვეს ნამატჩევს მესიმ და კვარაცხელიამ?
დე ლაურენტისმა პოლიტანოს საქორწილო საჩუქარი გაუკეთა