ქართველი გულშემატკივრებისთვის "ნაპოლის" ყველა მატჩის მოახლოება, ფაქტობრივად, დღესასწაულთან ასოცირდება, ნებისმიერი შეხვედრის მიმართ დიდი მოლოდინია - ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ხომ სიამაყესა და სიამოვნებას იწვევს. "კვარამ" თამასა ძალიან მაღლა ასწია (უკვე 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს), თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იტალიის ჩემპიონატში 38 ტურია ჩასატარებელი და ყველა მატჩში გატანა და შედეგიანი მოქმედებები წარმოუდგენელია. ამაზე იტალიელი ექსპერტებიც მიანიშნებენ.

დღეს, 28 აგვისტოს, სპალეტის გუნდს მე-3 ტურში ყველაზე ძლიერი მეტოქე ეყოლება, რომელსაც კი ახლად დაწყებულ სეზონში შეხვედრია - ფლორენციაში "ფიორენტინას" ესტუმრებიან. თუკი ნეაპოლელები უდანაკარგოდ ასპარეზობენ, იტალიანოს გუნდს 4 ქულა აქვს. ფლორენციელებმა კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ითამაშეს (ჯგუფში გავიდნენ) და ცოტათი გადაღლილები იქნებიან. მათ ზედიზედ 2 ნულოვანი ფრე (0:0) აქვთ. ასე რომ, "ფიორესთვის" გოლის გატანა მარტივი სულაც არაა. აღსანიშნავია, რომ მთავარი მწვრთნელი მეკარის როტაციას მიმართავს, სერია "ა"-ში კი "ატალანტას" კარის ყოფილ დარაჯს, პიერლუიჯი გოლინის ენდობა. "ფიორენტინას" რიგებში მადრიდის "რეალიდან" იჯარით ფორვარდი ლუკა იოვიჩი ითამაშებს. მან იტალიის ჩემპიონატის საწყის ტურში გაიტანა კიდეც. აქვეა 33 წლის ვეტერანი, "მილანის" ექსნახევარმცველი ჯაკომო ბენავენტურა. გუნდის წინა ხაზშია რუსი ალეკსანდრ კოკორინი, რომელსაც 10 აპრილის შემდეგ არ უთამაშია.

ხვიჩას წინააღმდეგ თამაში "შახტარის" ყოფილ მცველს, 23 წლის ბრაზილიელ დოდოს მოუწევს, თუმცა სეზონის დასაწყისში როტაცია ამ გუნდში ჩვეულებრივი ამბავია და ბოლომდე ეს არავინ იცის. ნეაპოლურ კლუბში ახალწვეულები არიან, მათ შორის, შეტევაში, თუმცა კვარაცხელია-ოსიმენი-ლოსანოს სამეული ხელშეუხებელი იქნება... თუკი კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერი არ განხორციელდა.

"არტემიო ფრანკიზე" შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ორშაბათს, 29 აგვისტოს კი, გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" ესპანეთში ურთულეს მატჩს ჩაატარებს - მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლებს.

ვალენსიელებს ერთი მოგება და ამდენივე მარცხი აქვთ. "ბილბაოსთან" (0:1) წაგებულ მატჩში გაშვებული გოლის დროს გიორგი მამარდაშვილი ნაკლებად დამაჯერებელი იყო. იმედია, ის ჩვეულ ფორმას დაიბრუნებს. დიეგო სიმეონეს გუნდთან ქართველ კიპერს საქმე არ უნდა მოაკლდეს.

"მესტალიაზე" გასამართი დაპირისპირება თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.

ბაჩი
ქიმთუუდვი ხვიჩა ფიორეს ამდღა✊❤️❤️
100%

ქუთაისი
უარყო უკვე რონალდოს შესაძლო ტრანსფერი ნაპოლიმ ... ჭორებიაო. სპალეტიმაც და ლოურენტისმაც. და შეწყვიტეთ ჟურნალისტებმა ამაზე წერა...თქვენ ბოლოს რატო იგებთ ყველაფერს.
x.
ჩეხვას დამპლობებს და უხეშობებს ელოდეთ. იმის იმედზე ნუ იქნებით რომ არ იზავენ ან რამე. წესით სისხლს უნდა ფსავდნენ ეხლა კოკორინი და რუსები
სოსო
კრემონეზე ორივე საწყის ტურში იმსახურებდა ქულებს და თითქმის დარწმუნებული ვარ,ამ თამაშში მაინც არ წააგებს.ნაპოლისათვის ეს თამაში,ჩემპიონატში,პირველი სერიოზული გამოცდა იქნება,რადგან აქამდე მაინც უფრო დაბალი კალიბრის გუნდებთან მოუწია შეხვედრები.წუხელ,ლაციო-ინტერის შეხვედრას ვუყურე.ინტერმა დაფლითა,შეჭამა მეტოქე,მაგრამ მაინც წააგო.ძალიან მაგარი თამაში იყო.
დავით ჯ
ძალიან კარგი მიმოხილვაა, ყველა დეტალი გავიგე
ენძო
ფიორენტინას მცველები გადამალეთ!ფლორენციელი ბავშვები ტელევიზორებს მოარიდეთ!კვირას საფეხბურთო ქილერი,მეტსახელად"კვარა"მოდის!
დავით67-ს
მე მხოლოდ სათაური არ წამიკითხავს და გავიგე, რომ ვერონასა და მონცასთან შედარებით ძლიერი იგულისხმება. მეორე ნაწილზე კომენტარი მეუხერხულება
დავით 67
სათაურები შეარჩიეთ ნორმალური, როდის აქეთ გახდა ფიორენტინა ყველაზე რთული მეტოქე? და საერთოდ სიტყვა " ყველაზე" საერთოდ უნდა ამოღებულ იქნას ქართული ლექსიკონიდან.
რონალდო თუ მესი - კვარაცხელიამ კითხვაზე მოულოდნელი პასუხი გასცა
გოგლიჩიძის სამსახურით სერია A-ს ხუთი კლუბია დაინტერესებული
[VIDEO] რთულია ემოციების გარეშე უყურო - გიორგი მიქაუტაძე პარიზში საკვირაო წირვას დაესწრო, ნახეთ ქართველი ქომაგების რეაქცია
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა
U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
7-კაცას მე-7 ადგილი
18 წ. | ზედიზედ მეორედ სამხრეთ აფრიკაში
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
7-ქალა | არის პირველი მოგება!
"ნაპოლი" "ახალი კვარას" დაუსრულებელ ძიებაშია - კიდევ ერთი მემკვიდრე აღმოაჩინა
აბუაშვილი: მზად ვართ - ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები
სუპერბიჭები საქმეში - ბექაური და მაისურაძე ბუდაპეშტში ოქროს შეუტევენ
სვანაძე: გვაქვს რეალური შანსი ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ გავაკეთოთ დიდი საქმე
"ლიონის" შემტევის შეძენას "ჩელსი" შეეცდება
[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
ჯეკო "ფიორენტინაში" გადაბარგდება
თბილისის "დინამო" Vivacom თასის გამარჯვებულია
სიმაღლე ორ მეტრს აღემატება - "ნაპოლიში" ლუკაკუს ალტერნატივა ლუკა იქნება
[VIDEO] ზედიზედ მეხუთედ - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...
გადაწყდა - ლოჩოშვილი იტალიაში გუნდს გამოიცვლის
კელეჰერი წავიდა, მაგრამ პრემიერ ლიგაში დარჩა - "ლივერპულის" კარს შემდეგ სეზონში მამარდაშვილი და ალისონი დაიცავენ
კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე
ალისონი "ლივერპულში" რჩება და კონტრაქტის გახანგლძრივების იმედი აქვს
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
ბათუმის "დინამოს" საჩუქარი - გულშემატკივრებს სლოვაკეთში გამგზავრების შანსი აქვთ
Calciocremonese: გადაწყვეტილია, რომ ლოჩოშვილი ამ ზამთარს გუნდს შეიცვლის
რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა
დრამა იტალიაში - გავარდნილმა "სამპოდორიამ" მომავალ სეზონში კვლავ სერია B-ში იასპარეზოს
"ნაპოლიმ" ყველაზე ცუდ მოლოდინსაც გადააჭარბა, "არსენალმა" კვლავ უშედეგოდ იბრძოლა... - რა ვნახეთ ევრო 2024-ის წინ
[VIDEO] ასე გააცილეს მამარდა "მესტალიადან"
ლოჩოშვილი "სალერნიტანას" ფეხბურთელი გახდა
მამარდაშვილმა ბექაურს აჯობა - პრიზი ვალენსიაში
ლოჩოშვილის დებიუტი და "სალერნიტანას" მარცხი ლიდერთან