დუდუ დადიანის მემორიალის პირველი ფინალისტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდია. ლექსო ლაფანაშვილის, დიმიტრი ჭელიძისა და ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ნახევარფინალში “ქუთაისი 2010” დაამარცხა. კოტე ტუღუშის გუნდმა, რომელიც ბოლო წლებში თითქმის ყველა ტიტულის მოსაგებადაა შემართული შემადგენლობიდან გამომდინარე, ამის სამართლიანი ამბიციაც აქვს, უნივერსიტეტელებთან მატჩი უშანსოდ წააგო. საბოლოო ანგარიშია 95:73, თსუ-ს სასარგებლოდ.

თსუ-ს ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და საკმაოდ კარგი გუნდია, თუმცა დღევანდელ მატჩში გუნდმა სოლიდური დახმარება მიიღო ახალწვეულისგან, გიორგი ცინცაძისგან, რომელმაც თსუ-ს შემადგენლობაში ამ სეზონში პირველად ითამაშა და ჩვეული ოსტატობით გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ცინცაძემ, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და რეკორდსმენია (201 მატჩი), ტუნისურ “მონასტირთან” კონტრაქტი გაწყვიტა და საქართველოში დაბრუნდა. თსუ-ში ის წინა სეზონში ირიცხებოდა, მაგრამ სწორედ დუდუ დადიანის მემორიალზე მიღებული ტრავმის გამო მთელი სეზონი გაუცდა. მას თსუ-სთან კონტრაქტი არ გააჩნია, თუმცა დუდუ დადიანის მემორიალზე, როგორც საერთაშორისო საზომით არაოფიციალურ ტურნირზე, თამაში შეუძლია. დარჩება თუ არა ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი თსუ-ში, რამდენიმე დღეში გაირკვევა.

ცინცაძემ არასრული 26 წუთი ითამაშა და 10 ქულა, 8 პასი, 5 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა. თუ ის გუნდში დარჩა, ეს სტატისტიკა კიდევ უფრო გაუმჯობესდება და სუპერლიგას ცინცაძის სახით დიდი კლასისა და გამოცდილების კალათბურთელი შეემატება. შედეგიანად ითამაშა ამერიკელმა ლეგიონერმა ებრიან ედვარდსმა, რომელმაც 21 ქულა, 8 პასი, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. საერთო სარგებლიანობით საუკეთესო იყო ბექა ბექაური, რომელმაც 22 ქულასთან ერთად 9 მოხსნაც მიითვალა. ქუთაისელთაგან საუკეთესოდ ითამაშა ლუკა მაზიაშვილმა 22 ქულა, 8 პასი. ჯარვის რეის ანგარიშზე 23 ქულა დაგროვდა.

თსუ საფინალო მეტოქეს ელის, რომელიც "კავკასიისა" და "რუსთავის" დაპირისპირებაში, დღეს, დაახლოებით 19:00 საათისთვის უნდა გამოვლინდეს.

GBF.GE

სოსო
იმედი ვიქონიოთ,რომ სანაკრებოდ რაღაც დონეზე მაინც,ფორმას აკრეფს.ისედაც განახევრებულ შემადგენლობიან საქართველოს ნაკრებს,სხვანაირად,არანაირი შანსი არ ექნება.
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა
"ვამაყობ ჩემი გუნდით, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ" - საქართველოს ნაკრების მწვთნელის კომენტარი საბერძნეთთან წაგების შემდეგ
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"არ იყიდება" - "ატლეტიკო" ალვარესის გაშვებას არ აპირებს
[VIDEO] ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა - გოგას კარგი მატჩი "ვაშინგტონის" წინააღმდეგ
ქოჩორაშვილი ისევ ტრავმირებულია - "სპორტინგმა" "პორტუს" მოუგო
[VIDEO] ფინალში გასასვლელად "ბარსელონას" "ატლეტიკოს" 3:0 ძლევა არ ეყო
დონარუმას გამო ტრაფორდმა "მანჩესტერ სიტის" დატოვება გადაწყვიტა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
WU17 | ჩრდ. ირლანდია 3:1 საქართველო
ზურაბ მუსელიანი "დილას" ფეხბურთელია
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
პაზი "რეალში" დაბრუნებას შიშობს - არგენტინელი "კომოში" ყოფნით ბედნიერია
პირველად 1994 წლის შემდეგ - "ტოტენჰემს" პრემიერ ლიგაში ძალიან ცუდი სერია აქვს
იამალი რეკორდების დამყარებას განაგრძობს - "ბარსელონას" ვარსკვლავმა მორიგი მიღწევა დააფიქსირა
[VIDEO] "სად არის შენი "ოქროს ბურთი"?! - ვინისიუსი მორიგ სკანდალშია... ბრაზილიელს "ხეტაფეს" ფეხბურთელმა სამაგიერო გადაუხადა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან "ლიონში" და ლიგა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
"სპორტის ისტორიაში საუკეთესოა" - მასკერანომ მესის შესახებ ისაუბრა
"გეტყვით, როგორ მოვიგერიე დუეს პენალტი" - "ლე ავრის" მეკარემ პსჟ-ისთან აღებული თერთმეტმეტრიანის საიდუმლო გათქვა
გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა
შენგელია, ცინცაძე, სანაძე - ზუროსმა ნაკრები შეკრიბა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასის მატჩი სლოვაკეთში ბრძოლაში დათმო
"ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასზე გასვლითი შეხვედრა ბულგარეთში "ბალკანთან" მოიგო
თსუ-მ "კერავნოსს" 17 ქულა გაუბათილა, მაგრამ ბოლო წუთებზე ბრძოლაში დამარცხდა
ანდრონიკაშვილის 31 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - თსუ "გიოტინგენთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
"ქუთაისმა" ესპანურ "ბილბაოსთან" ფიბა ევროპის თასის მატჩი თბილისში დათმო
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში "ქუთაისი" "ლევიცესთან" დამარცხდა და ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლა
ანდრონიკაშვილის 20 და ჯინჭარაძის 18 ქულა - თსუ "ვარეზესთან" დამარცხდა
თსუ კვიპროსში "კერავნოსთან" დამარცხდა
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა
ზედიზედ მეორედ ევროსარბიელზე | "ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასი ჩეხურ "ბრნოსთან" მარცხით გახსნა
ფიბა ევროპის თასზე სეზონის პირველი გამარჯვება "ქუთაისმა" ჩეხეთში, "ბრნოსთან" მოიპოვა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება
გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!
ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს