ევროპის სუპერლიგა მუშაობას აგრძელებს. მართალია, 2021 წელს ევროპულმა გრანდებმა ახალ საფეხბურთო ტურნირზე უარი განაცხადეს, თუმცა მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი უეფას მუშაობით უკმაყოფილოა და ახალი საფეხბურთო ლიგის შექმნაზე ოცნებობს.

A 22 Sports-ი არის კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია სუპერლიგისთვის სპონსორების მოძიებასა და სტრუქტურის შედგენაზე, ოთხშაბათს კი გამოაცხადეს, რომ ბერნდ რაიჩარტი ლიგის ახალი აღმასრულებელი დირექტორია. გერმანელი იქამდე Deutschland Group-ის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა.

"თავდაპირველად, წამოვიწყებთ დიალოგს ევროპულ კლუბებთან, მოთამაშეებთან, მწვრთნელებთან და პოლიტიკოსებთან. შევიმუშავებთ მოდელს, რომელშიც ასახული იქნება გულშემატკივართა და ფართო სპექტრის ინტერესები.

კლუბები დღეს გადაუჭრელი ამოცანების წინაშე დგანან. მადრიდის "რეალის", "იუვენტუსის" და "ბარსელონას" პრეზიდენტებმა ცოტა ხნის წინ ისაუბრეს პრობლემებსა და გამოწვევებზე, რაც ჩემპიონთა ლიგის ახალ მოდელს ახლავს. მზად ვარ, მოვისმინო ყველას აზრი და უკეთესი გავხადოთ სპორტი, რომელიც ძალიან გვიყვარს" - განაცხადა გერმანელმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

ლაშა
ბებერ მაფიოზებს, არ ასვენებთ გამჩენი, ან უფრო სწორად ეშმაკი!
beqa
რა არასვენებს ამ ბებერს ყოველდღე რო ვუყურო მანჩესტერს ან რეალს მერე არც ეგ იქნება საინტერესო და სამუდამოდ დაასამარებთ კი თავიდან იქნება საინტერესო მაგრამ მერე მოგწყინდება აზარტი დაიკარგება ის რო წელიწადში 2 ჯერ ხვდება დიდი გუნდი ერთმანეთს მაგიტომაა საინტერესო მახსოვს რეალი ბარსა შეხვდა 4 ჯერ ერთ წელს ხოდა მეოთხე თამასში ყველაზე ცოტა ტელე მაყურებელი ყავდა ისტორიაში
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
რას გადაწყვეტს ანჩელოტი - ნეიმარი მუნდიალზე მაინც წავა?
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "როდეზს" მოუგო და ლიგა 1-სკენ ნაბიჯი გადადგა
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
და დაიწყება თავდავიწყება - მოურინიო "რეალში" ბრუნდება
საქმეში პირადად პერესი ჩაერთო - რას გადაწყვეტს ვინისიუსი და დასჭირდება თუ არა "რეალს" ახალი ვინგერი
პსჟ-ს პრეზიდენტმა სუპერლიგის დახურვაში გადამწყვეტი როლი ითამაშა
ეს პირადად პერესის სურვილია - კროოსი შესაძლოა, "რეალში" დაბრუნდეს
მოურინიოს დასაბრუნებლად "რეალს" "ბენფიკასთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევს
"უკრაინაში ხალხი იხოცება და ჩვენ სუპერლიგაზე ვჩხუბობთ?.." - პსჟ-ის პრეზიდენტმა სუპერლიგა გააკრიტიკა