ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • პარაძიუდო
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები
                  • MMA

TEAMtalk The Telegraph-ის საპირისპიროდ - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო!

TEAMtalk The Telegraph-ის საპირისპიროდ - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო!

<p>რამდენიმე დღის წინ ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ თუ კვირას 7 ივნისს "რეალის" საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, კლუბი სამშაბათს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელზე 150-მილიონიან წინადადებას გააკეთებს.&nbsp;</p> <p>&nbsp;</p> <p>დღეს დილით გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The Telegraph-მა გაავრცელა ცნობა, რომ ფლორენტინოს საუბარი "ბაიერნის" 24 წლის ფრანგ ვარსკვლავ მაიკლ ოლისეზე ჰქონდა, რასაც კიდევ ერთ-ერთი პოპულარული საიტი TEAMtalk არ ადასტურებს და &nbsp;The Telegraph-ის სტადიიდან რამდენიმე წუთში ჩვენთვის მეტად საინტერესო ცნობაც დაწერა.&nbsp;</p> <p>&nbsp;</p> <p>გამოცემის ინფორმაციით, მადრიდული გუნდიდან სანდო წყარომ შეატყობინათ, რომ "ბლანკოსს" პსჟ-ის ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას დამატება სურს და გუნდში ამ ტრანსფერის განსახორციელებლად შიდა სამუშაოები უკვე დაწყებულია.&nbsp;</p> <p>&nbsp;</p> <p>"რეალში" კარგად ესმით, რომ მიზნის მიღწევა ურთულესი იქნება, თუმცა გათვალისწინებით იმისა, რომ კვარაცხელიას ოცნება "სამეფო გუნდში" ასპარეზობაა, შესაძლო გარიგებისთვის იმედიანად განაწყობთ.&nbsp;</p> <p>&nbsp;</p> <p>TEAMtalk&nbsp; აღნიშნავს, რომ თუ ხვალ 7 ივნისს პერესი კიდევ ერთი ვადით გახდება "რეალის" პრეზიდენტი, რაც მოსალოდნელი ამბავია, "ბლანკოსი" პსჟ-ის კვარაცხელიას თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართავს.&nbsp;</p>

  • ფიგუ

    თუაშაულის პატრონი ტყეეში მაჟალოს ეძებდაო. მეთუ მკთხავ ამჟამად პსჟ უპირველესი გუნდია მსოფლიოში და ხვიჩა არსადაც არ უნდა წავიდეს სანამ ენრიკე დაარაბიი ახალგაზრდა, ამბიციური და უსვი(როგორი საჩუქრები უძღვნა გუნდის ითოეულ წევრს და ხუთას თანამშრომელს]გუნდის პატრონი ჰყავს. რაც კვარამ უნდა გააკეთოს ის არის, რომ მესამედ უნდა მოიგოს ევროპის თასი და რეალს ჩამოართვას ჰეგემონობა და პსჟ გადააქციოს ყველასათვის საოცნაბო გუდად.და შეეშვას ნაკოლკები დატყმას, ნუ დაემგვანაბა პოლიტანოს. [შეხდოს რონალდოს,ლევანდოვსკის,მიულერს....]დაგააკეთოს ხშირად მესხის ფინტი.

  • გიორგი

    ჯერ არ ვიცით ვის გულისხმობს პერესი, მაგრამ ყველაფერს რო თავი დავანებო, ენრიკესგან მოურინოსთან წასვლა თან ხვიჩას ტიპის ფეხბურთელისთვის გონივრული საქციელია? და რატომ, რეალის დიდი ისტორიის მიზეზით?

  • სვანსკი

    ენრიკემ ვინც გამოყარა ყველა თუ არა ნახევარი რეალშია შეყრილი,რეალს რა დაალაგებს? თავად გაუწონასწორებელი მოურინიოც იქაა.ბებერი პრეზიდენტი გიჟი მწვრთნელი და ეგოისტი ფეხბურთელები. კვარა მანდ უნდა მივიდეს?

  • minadora

    100%

  • ამატაკი

    ბევრს გვინახავს უწინდელი ფეხბურთი თავისი უმაგრესი ვარსკვლავებით, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად გასათვალისწინებელია, დროს თავისი მიაქვს და დღეს უტოპიაა იმას მიაწვე, რომ ვინმე ერთი ფეხბურთელი გაათრევს მთელ გუნდს დიდი მიზნებისაკენ. ეს იმ დროს იყო შესაძლებელი როცა პელე, მარადონა და გნებავთ ზიდანი, რონალდო ფენომენი აგორებდნენ ბურთს. დღეს ფეხბურთი ლამის მეცნიერებად აქციეს, უამრავი ჩახლართული ტაქტიკური სქემებით და ფიზიკური მომზადების მეთოდოლოგიების დანერგვით. რაც არ უნდა დიდი იყოს დღეს ფეხბურთელი, პოტენციალის სრულად გამოსავლენად აუცილებელია მისთვის შესაფერის ტრენერთან ტანდემი. ამაში ხვიჩას ნამდვილად გაუმართლა, ჯერ სპალეტიმ დაუმუშავებელი ალმასისაგან ნამდვილი ბრილიანტი შექმნა, ხოლო შემდეგ ენრიკეს გრავირებამ ხომ სრულიად სხვა ბრწყინვალება მიანიჭა ხვიჩას ტალანტს. ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ პერესმა აუცილებლად ხვიჩა იგულისხმა, მაგრამ ერთი რამ უეჭველია: დღესდღეობით ხვიჩასნაირი ბიჭები აძლევენ კარგ გუნდებს საჩემპიონო მუხტს და განუმეორებელ ბრწყინვალებას.ეს კარგად გამოჩნდა წლევანდელ არსენალთან საფინალო შეხვედრაშიც და თუნდაც ლიგის მთელ საპლეიოფო მარათონზე.ამას ჩვენ თუ მივხდით, რათქმაუნდა ჩვენზე ადრე მიხვდებოდა პერესიც. სწორედ ამიტომაც, ჟურნალისტის დაზუსტებაზე ნახევარმცველს ხომ არ გულისხმობთ, შემტევები ისედაც გყავთო, მიუგო რომ არასოდეს არის ზედმეტი. რეალს თავისი საქმეები აქვს მოსაგვარებელი დიდების დასაბრუნებლად, ჩვენ კი ჩვენს ბრილიანტს ვუფრთხილდებით, რთული იქნება ენრიკესნაირ ტრენერთან განშორება, ყველაფერი იმის გათვალისწინებით რაც უკვე ვთქვი.

  • დავით

    მესმის, რომ თქვენ რეალის ფანი ბრძანდებით, მაგრამ საიდან მოიტანეთ, რომ პსჟ ასი წელი ვეღარ მოიგებს ლიგას?! :) ))) ისიც გასაგებია, რომ ხვიჩას ბავშობის ოცნება რეალში თამაშია, მაგრამ ინფანტილიზმში გადავარდნა კარს არაფერს მოიტანს: ჯერ ერთი სრული სისულელეა ფეხბურთელმა დატოვოს გუნდი, სადაც თამაშით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და გადავიდეს გუნდში, სადაც უზარმაზარი კონკურენცია ექნება თუნდაც ვინისიუსის სახით (ჩემის აზრით ხვიჩა ვინისიუსზე გაცილებით უკეთესია, მაგრამ ვინისიუსი უკვე თამაშობს რეალში და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს). ამის მაგალითია შევჩენკო, რომელიც იტალიაში დაფრინავდა და იმ დროს, ვფიქრობ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო. გადავიდა ინგლისში და... ყველამ ვიცით რა შედეგიც მივიღეთ.

  • პირველ რიგში

    პირველ რიგში მგონია, რომ პერესი კვარას არ გულისხმობდა. თუ კვარაზეა საუბარი, და მაგას სმშაბათს გავიგებთ თუ ისევ პერესი დარჩა პრეზიდენტად, უნდა გაირკვეს ჯერ რა არის პსჟ-ს პოზიცია. იქნებ აწყობთ ან უნდათ გაყიდვა და სხვა გეგმები აქვთ? ყველაფერი ხდება. დონარუმაც გაყიდეს შარშან. ანუ ლუის ენრიკესთან ხვიჩას ღირებულება მეტად გაიზარდა და ენრიკეს აზრი მნიშვნელოვანი იქნება მაგ შესაძლო ტრანსფერისთვის. მეორეს მხრივ, უნდა გაირკვეს რა გეგმები აქვს მადრიდს. რას უპირებენ ვინისიუსს რომელიც იგივე პოზიციაზე თამაშობს და არც ისე ურიგოდ? როგორია მაურინიოს-პერსესის საფეხბურთო პროექტი? ყველასათვის ცნობილია, რომ ცენტრში პრობლემები აქვს მადრიდს და იმ გუნდში სადაც ემბაპე თამაშობს ის გუნდი დიდ ვერაფერს იგებს. (საფრანგეთის მაგალითს ვიხილავთ წელს მსოფლიოზე.) და მასეთ გუნდში ხვიჩას რა ესაქმება?! როცა ეგ გაირკვევა მერე უფრო შესაძლებელია აზრის გამოტანა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მართლა ხვიჩაზეა საუბარი, იმის და მიუხედავად გადავა თუ არ გადავა, ეს ინტერესი და სამშაბათამდე ამდენი დებატი ამ თემაზე მის ფასს და რეიტინგს აუცილებლად გაზრდის და ეს მხოლოდ მისასალმებელია.

  • სოსო

    რეალში პიკს მიაღწიეს ზიდანმა, ორივე რონალდომ, ფიგუმ, რობერტო კარლოსმა, ბექჰემმა, კაკამ, ბეილმა; პირიქით უკან წავიდნენ აზარი, მაკმანამანი, მორიენტესი, ოუენი და ა.შ. ანუ იფრინა ყველა სუპერვარსკვლავმა და არა ორი და სამი სეზონის მოთამაშეებმა. კვარა მაქსიმალისტია და თუ მართლა იქნება წინადადება და მასზეც იქნება დამოკიდებული, უნდა წავიდეს, რადგან მერე შეიძლება მთელი ცხოვრება ინანოს. პიროვნებიდან გამომდინარე, კვარა მადრიდის პუბლიკის გმირიც გახდება და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ფინანსურადაც. ეგ ჩემზე კარგად იცის პერესმა და ვფიქრობ, რომ სწორედ კვარას უმიზნებს. გარდა ამისა, პარიზმა შეილება ლიგა ასი წელი ვეღარ მოიგოს და რეალი დღეს თუ არა, ხვალ მაინც მოიგებს, კვარას დახმარებით, თუ მის გარეშე

  • ჟორა

    როცა ხელშეკრულებაზე გაქვს ხელი მოწერილი შენი სურვილი ბევრს არაფერს ნიშნავს. აქ პირველადი ხელაიფის სურვილია, მისი თანხმობის შემთხვევაში დგება ხვიჩას სურვილის ჯერი, ხელაიფი კი 150-200 მილიონად იმ ოქროს ჩიტს არ შეელევა, რომელმაც ორი ლიგა მოიგო და კიდევ რამდენს მოიგებს ვინ იცის. დაიმახსოვრეთ ყველამ: ხვიჩას გარეშე პსჟ ძლიერი გუნდია და არა უძლიერესი.

  • .

    მგონი რეალისტები გავაბრაზეთ,იმის თქმით,რასაც ვფიქრობთ!არა უშავს,დაფიქრდებიან და საქმეც გამოაჩენს,რომ ჩვენ ვართ მართლები.მაინც მგონია,რომ კვარა ურჩევნიათ რეალს და ჩვენ მოსაზრებას გაიზიარებენ.

  • ლევანი

    მითუმეტეს მოურინიოსთან

  • gel-100

    ვფიქრობ კვარა არ უნდა წავიდეს პსჟ დან და დავწერ რატოც, საუბარი მიდის იმაზე რო ამ ფორმაციის პსჟ დაასახელონ ფეხბურთის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად, ისეთად როგორიც თავის დროზე იყო მილანი, როგორიც იყო ბარსა, როგორიც იყო ბაიერნი და რეალი, როგორიც იყო ბრაზილიის ნაკრები, ანუ შესაძლებელია პსჟ ეპოქალურ გუნდად დასახელდეს მით უმეტეს თუ მომავალ წელს მესამე ლიგასაც მოიგებენ და ამ ყველაფერში კვარაცხელიას როლი იქნება ერთ-ერთი წამყვანი და რატო უნდა წავიდეს კვარა ასეთი გუნდიდან დაშლილ რეალში მიუხედავად იმისა რო ბავშვობის ოცნებაა მისი რეალში თამაში არ მესმის, ჩემის აზრით მომავალ წელსაც უნდა დარჩეს პსჟში სადაც წლევანდელზე უფრო დიდი როლი ექნება და გუნდის ლიდერი იქნება დემბელესთან და ვიტინიასთან ერთად და თუ მესამედაც მოიგეს ლიგა მერე უკვე რეალი ბევრ დათმობაზე წავა კვარას გულისთვის და ამით უნდა ისარგებლოს კვარამ და თავისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გადავიდეს რეალში, პირობები უნდა იყოს დიდი ხელფასი 7-ნომრიანი მაისური და ძირითადში თამაშის გარანტია და თუ ეს პირობები დაუკმაყოფილეს მაშინ კი მართლა უნდა გადავიდეს რადგან კონკურენციაში უპირატესობა ექნება თუ ნომერიც მიცეს ესეიგი ვინის გაყიდიან და ამხელა ფასის გადახდის შემთხვევაში სკამზე ვიღაცა აკადემიიდან ამოწეული კადრის ან ახალგამოჩეკილი ვარსკვლავის გამო ვერ დასვავენ

  • გიორგი

    ამ ეტაპზე, ასეთ არეულ-დარეულ რეალში გადასვლა რამდენად გონივრულია, არ ვარ დარწმუნებულო

  • -

    რომელ გუნდშიც კი ხვიჩა გადადიოდა, ყველა გაუმართავი და უჭკვიანესი ექსპერტების დაწუნებული და უპერსპექტივო იყო. მაგრამ სადაც წავიდა, ყველა ჩემპიონი გახადა. ფეხბედნიერი ქართველია. ჩვენ ყველა გარედან ვუყურებთ, ხვიჩა და მისი გარემოცვა კი შიდა სამზარეულოს იცნობენ, იციან რა უკეთესია. ტანაც დრო ისეთი დაჩქარებულია , რომ არაფერია გასაკვირი გუნდების სწრაფ ცვლაში. მოკლედ , ღმერთმა ხელი მოუმართოს სადაცაა და სადაც წავა, იქაც. ყველგან ვუგულშემატკივრებთ.

  • ზაკო

    ეტყობა ფეხბურთს კვარას მერე უყურებ

  • კახა

    ეს იგივე იქნება ხვიჩასთვის, როგორც ჩვენი წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის გამარჯვება დიდგორზე. პატარ პატარა ომების მერე მსოფლიო შეძრა ქართველების გამარჯვებამ დიდგორზე. აი ასე შეძრა ხვიჩამაც თავის საქმეში მსოფლიო. წარმატებები ჩვენ სიამაყეს

  • სიმართლე

    ფეხბურთის ისტორიაში პსჟ ყველაზე ძლიერი გუნდია და ქართველსაც მის სიძლიერეში დიდი როლი აქვს. გადამწყვეტი როლი არა, მარა დიდი როლი.

  • გიგა

    კვარა თუ გადავა რეალში, მაშინ მისი ბოლო იქნება "გორის დილა", რადგანაც ამდენი გადასვლა_გადმოსვლა კარგ არაფერს მოუტანს.

  • თუ შეთავაზება იქნება

    დიდ მაყუთზე პსჟ და კვარა უარს არ იტყვიან.

  • დავით

    სიტყვა-სიტყვით გეთანხმებით. აქ - გუნდი ისეა აწყობილი, როგორც კვარას ჭირდება. იქ - რა მოხდება არავინ იცის. ფეაულრად კი დღეს პსჟ სუპერგუნდია, რომლის ლიდერიც კვარაა და მისი დატოვება არამგონია ჭკვიანური იყოს.

  • გიორგი

    თუ ეს სიმართლეა მეც მგონია რომ ეხლა წასვლა რეალში საეჭვო გადაწყვეტილება იქნება. თამაშის ხარისხით და სადღეისო მიღწევებით პსჟ რეალს არაფრით ჩამოუვარდება, პირიქით აღემატება. თან რეალში ეხლა ბარდაგია, ვინისიუსი და მბაპე გულაობენ, და ან დალაგდება კიდევ ერთი-ორი წელი ან არა. მეორე, რეალი რაც უნდა იყოს რეალია და იქ გაშინაურება დამატებითი პრობლემების აკიდება იქნება. აქ კი უკვე ლიდერებშია. ხვიჩა ეხლა სულ ზევით და ზევით მიიწევს, და იმედია შეცდომას არ დაუშვებენ და ამას კითხვის ქვეშ არ დააყენებენ. ენრიკემ გაახანგრძლივა კონტრაქტი და მისგან არ უნდა წავიდეს ხვიჩა.

  • ცბიერი პერესი

    პსჟ დღეს ის გუნდია რომელსაც მყარად უპყრია ხელთ მსოფლიო უმაღლესი დონე საკლუბო ფეხბურთში. კვარა ამ გუნდის სული და გული გახდა ამ სეზონში. მეტს რას ინატრებდა კაცი? რეალი საფეხბურთი პიკია კლუბებს შორის თავისი ისტორიით. მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ისტორიით. არ მგონია მართებული იყის რეალში გადასვლა ვინისიუსის და მბაპეს კონკურებტად. კვარა ჩემთვის უკონკურენტოა მაგრამ რა წყაკქვეშა დინებებია ამ ეტაპზე რეალში? პერესი ამით პსჟ-ს დაასუსტებს სულ მცირე, მაგრამ კვარა რას მოიგებს ეგაა საკითხი. პერესმა მბაპეც გადაიყვანა პსჟ-დან მაგრამ სიტუაცია რეალში უფრო აირია. ჩემი აზრით არც თანხაა დასახარბებელი 150 მლ რადგან ამ ფასად პსჟ არც განიხილავს და არც კვარა არ იჩქარებს ასეთი პსჟ-დან მბაპეს განსადიდებლად რეალში გადავიდეს.

  • გიგო პაპა

    როცა ხვიჩა მივიდა ნაპოლიში, ოსიმენი მბაპეზე ნაკლები ეგოისტი და თავხედი იყო? ბოლოს როგორი გახდა? ასე მოუვა მბაპესაც. ხვიჩას სხვა ძალა და ქარიზმა აქვს. ვერც ჭირვეული ვინისიუსი დაუდგება წინ. შეიძლება ისე მოხდეს, ელმასივით სკამზე გადასვას. ნუ, თუ მანამდე საერთოდ არ დატოვებს რეალს. აუცილებლად უნდა გადავიდეს ხვიჩა, ულაპარაკოდ. ხელფასიც მეტი ექნება, ხალხის სიყვარულიც და დაფასებაც მთელ მსოფლიოში. სად პსჟ და სად ყველაზე ტიტულოვანი გუნდი მსოფლიოში. სამუდამოდ ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული ფეხბურთის ისტორიაშიც. მე პროგრამა მაქსიმუმად, რეალში ხვიჩას გარდა, მამარდასა და ჟორჟის თამაშს განვიხილავ. თუ მამარდა ვერა, ჟორჟთან დუეტი მაინც. ხოლო სამომავლოდ, ალბათ ბართიშვილის(მომავალი მესის) თამაშს ან რეალში, ან ბარსაში.

  • .

    მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ლიდერია და არეულ რეალში რა დარჩენია?!არ მჯერა მაგ ამბის და მგონი არც არავის სჯერა.შარშან,მთლი ზაფხული რუსულენოვანი სპორტული ბლოგერები ხვიჩას რეალში გადასვლაზე,იქ ვარჯიშზე და უკვე ჩატარებულ საწვრთნელ თამაშზე წერდნენ,ნახვებს აგროვებდნენ,მაგრამ ხომ ვიცით,რომ რეალურად არაფერი ყოფილა?ეგ ამბები,ზაფხულის ბოლოდე გააგრძელეს,სანამ პსჟ ოფიციალურ ტურნირებზე სათამაშოდ არ დაეწყო.უნამუსო კაცი,საკუთარ დედასაც შეაგინებს,კაპიკების საშოვრად(ჩვენთან უფასოდაც აგინებენ,ჩემი დედაო...) და კვარაზე სპეკულაცია გაგვაკვირვებს ქართველებს?!მომავალში როცა ყველაფერს მიაღწევს,შესაძლოა ბავშვობის ოცნების ასასრულებლად გადავიდეს კიდეც,მაგრამ იქამდე ძალიან შორია და ეგეც შესაძლოა.მხოლოდ შესაძლოა.

  • დავით 67

    როგორც ვიცი მისი აგენტი ეხლა მისი მამაა. ეყოფათ ჭკუა და გონება რომ იქ და საერთო არსად არ წავიდეს.ძალიან მაგარ ქვეყანაშია და ძალიან მაგარ გუნდში. სადაც კარგად გრძნობს თავს იქ უნდა იყოს. ნაპოლიში არ იყო მატერიალურად კარგად და გამართლებულიც იყო მისი წამოსვლა. ეხლა სისულელე იქნება

  • ABARA

    იუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი 2029-მდე აქვს გაფორმებული, იმ შემთხვევაში თუ რეალი პსჟ-ს კვარას თაობაზე მიმართავს, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა, გარდა იმისა, რომ შეაფასებს შეთავაზებული თანხის მიზანშეწონილობას, აუცილებლად მოისმენს ხვიჩას აზრსაც, რაც საბოლოო ჯამში გადამწყვეტი იქნება, რადგან თუ ფეხბურთელს გადაწყვეტილი აქვს სხვა კლუბში გადასვლა და მას სახელშეკრულებო ბერკეტებით აიძულებ დარჩეს, შედეგს მაინც ვერ მიიღებ, რადგან დემოტივაცია ფეხბურთელის თამაშის ხარისხზე, რაოდენ დიდი პროფესიონალიც არ უნდა იყოს ის, მაინც აისახება. პარიზელებს არ ჭირდება ბრილიანტი, რომელიც მათ სიკეთეს იმ ხარისხით ვეღარ მოუტანს, რომელსაც ისინი მისგან ელიან, ამიტომ თუ თანხა სოლიდური იქნა, რაც გახმაურებული 150 მილიონი ნამდვილადაა და ამავდროულად ჩვენებურმაც გამოთქვა რეალში გადაბარგების სურვილი - დიდი ალბათობით ტრანსფერი განხორციელდება. რაც შეეხება ფლორენტინო პერესის რებუსებს - მე მაინც ვფიქრობ, რომ ის ხვიჩას გულისხმობდა,ან როგორც მინიმუმ ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ განიხილავს, რადგან ხვიჩას სახით ის მხოლოდ შესანიშნავ ფეხბურთელს კი არ იყიდის, არამედ იყიდის თილისმას, რომელსაც ტიტულები მოაქვს და სწორედ ესაა პერესის სურვილის ლეიტმოტივი.

  • პაატა

    ხვიჩამ ნაპოლის ახალი ისტორიული ფურცელი გადააშლევინა, პსჟ-შიც საოცარი ისტორიული მომენტის თანამონაწილე და ამ სეზონის მთავარი შემოქმედია! იმედია არსად წასვლას არ აპირებს, ჩემი აზრით უნდა დარჩეს და პსჟ-ს ზედიზედ მესამედ მოაგებინოს ლიგა, აი ეს იქნება ევროპულ ფეხბურთში მართლაც ისტორიული შედეგი!!! რეალი დიდი გუნდია და რა საკვირველია იქ ყოფნა დიდი პატივიცაა, მაგრამ უფრო მაგარი ახალი დიდი გუნდის დაბადებაში მონაწილეობა იქნება! როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ხვიჩამ მთელი მსოფლიოს დასანახად უკვე გვასახელა, ასე რომ დიდი მადლობა ამ ბიჭს ყველაფრისთვის! პ.ს. ისე ვიღაც ბრიყვმა რომ დაუწერა მეორე ქართველი ფეხბურთელია ვინც ლიგა მოიგოო;))) ძალიან საცოდავები არიან ვინც სხვაობას ვერ ხედავს!

  • Levani

    მბაპე ნაგლი ვერ ნახეთ საფრანგეთის ჯგუფურ ფოტოზე დეშამის მაკრონის და მისი ცოლია თუ რაც არის იმათზე წინ რო გამოიჯგიმა? ეგ არის აუტანელი გაუთლელი ეგოისტი ტიპი,შეიძლება ლიგა ვერასდროსაც ვერ მოიგოს გუნდმა სადაც ეგ იქნება. საფრანგეთმა მსოფლიო რო მოიგო მაშინ 18 წლის იყო და ჯერ პახაობდა,მერე აუვარდა თავში. წელსაც ჩაბანძდება საფრანგეთის მართლა კარგი შემადგენლობა მბაპეს გამო. ნაპოლიში მარიო რუის და ზელენსკის ვაგინებდით პასს არ აძლევენო. აგერ პსჟ-ში გადასარევი ბავშვებია დუეც ვიტინიაც და სხვებიც და მაინც გვგონია რომ პასს არ აძლევენ და რეალში თუ გადავიდა მბაპეს და ვინისიუსის ცემა მოგვიწევს ალბათ.. ნუ სახლი ხო აქვთ სადმე და დავუპადიეზდებთ

  • საჩინო

    ძალიან მეწყინება თუ ხვიჩა რეალში გდავა. როდესაც ბარსელონას გულშემათკივარი ხარ ეს ბუნებრივია.ზოგიერთს ისე აქვს თავში ავარდნილი რეალის უალტერნატივობა ,როგორც ნატო-ევროპის.რეალი არის მწვერვალი და მორჩა,წერტილი.როგორც ნათქვამია ,კატეგორიულობა სიჭკვიანესთან არ ასოცირდება.რეალი იყო და არის უზურპატორი ,მტაცებლური ბუნებით და მისი ადრინდელი და ახლანდელი წარმატებებიც დიდწილად ,რომ სწორედაც ასე აღიქმება. დღესდღეობით კი ის სულაც გაკოტრებულია,როგორც მეწინავე,როგორც ავტორიტეტი. რაც შეეხება თავად ხვიჩას,რას გადაეკიდეთ ამ ბიჭს,ერთხელ წამოცდა ბავშვობაში რეალს "ვბალეშჩიკობდიო" და იქნებ ახლა ,როცა ჭკუა მოემატა და გამოცდილებაც მიიღო,სულაც აღარ არის იმ აზრზე და აღარც ეოცნებება ის გუნდი?

  • ლაურენტა ბაბუ

    ორ წელიწადში?:))გორის დილაშ ითამაშებს კვარა, მიქაუტაძე და მამარდა :)))

  • .

    ახლა მთავარია გაიმარჯვოს,მერე კვარაცხელიაზე მოთხოვნასაც გაუგზავნის პსჟს,მაგრამ არაფერი გამოუვა და რეალისტებს მოუბოდიშებს.ასეო,ისეო,ბევრი ვეცადეო,მაგრამ არაოო!

  • lasha

    რეალსი ქართველი არის ეპოქალური მოვლენა. ეს არის აქსიომა და განხილვას არ ექვემდებარება. კვარაც შანსი არაა უარს ვერ იტყვის. საერთოდ რეალში მოხვედრა არის ფეხბურთელისთვსი კარიერული მწვერვალი. ისე როგორც რიგითი ჯარისკაცისთვის გენერლობა. ეხლა არ გამომიხტენ აქ ბარსას ფანები :) ნუ წელს გამორიცულად მეჩვენება. თუმცა სსაზლოა გარგდენ და მომავალ ზეზონში ან 2 წლის მერე დაუთმოს პსჟემ. საერთოდ ფეხბურთელის სურვილს ვერაფერი გადაეღობება.

  • nika

    როცა რეალი გეძახის გადადიხარ, არანაირი 2-3 წელი აქ არ მოქმედებს, მიდი კვარა შენი დროა.

  • Beto

    გაშიფრე მაზგაჩ? 😂😂😂😂

  • ჟორა გაბრიჭიძე

    უახლოესი 2-3 წელი ხვიჩა არსად წამსვლელი არ არის, თუ წავიდა ეს იქნება მისი აუნაზღაურებელი შეცდომა. მბაპე- ვინისიუსის გუნდში ხვიჩას არაფერი ესაქმება. დღევანდელი შედეგებით იყო მსოფლიოს ყველაზე ძლიერი გუნდის ლიდერი და გადახვიდე გაურკვეველი მომავლის მქონე გუნდში, უდიდესი შეცდომაა, რაც საღ აზრზე მყოფმა კაცმა არ უნდა გააკეთოს.

  • ეს ხაფანგია

    გადავა და მოურინიო მოსპობს. იტალიაში ერთ ერთ თამაშისაც ისე ზიზღით უყურა კვარაა და მერე ლამის სცემა რო ალბათ ეხლა ბოლომდე ბოლოს მოუღებს:))

  • ალექს

    რეალი ამ მომენტისთვის გუნდი არ არის და მხოლოდ კვარა გუნდად ვერ აქცევს. მითუმეტეს სანამ მბაპეა იქ გუნდი ვერასდროს შედგება. ამ ეტაპზე ხვიჩა უნდა დარჩეს, მითუმეტეს თუ ვიტინია-ნევეში-დემბელე რჩებიან. მომავალ სეზონშიც ლიგის ნომერ პირველი ფავორიტები იქნებიან.

ჩუბინიძემ "ბორნმუთთან" პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა

ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა

"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს

20 წ. | ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი - საქართველო

27 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება

თბილისის "დინამომ" გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა

"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ

"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა

"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა

20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან

ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს

ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა

"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა

20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა

პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა

ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული

"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია

აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე

ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია

მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება

"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე

მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ

"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს

ბებერი ხარისა რქანიცა ხნავენო - პერესი მერვედ გახდა "რეალის" პრეზიდენტი

დუბლიორი თუ კონკურენტი კვარაცხელიასთვის - პსჟ ნიდერლანდების ნაკრების გარემარბის დამატებას გეგმავს

საიბარის კარგი პერიოდი აქვს - ბრაზილიას გაუტანა და ახლა "ბაიერნში" გადავიდა

ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას

რაფინიას შეცვლის - რამდენად რეალურია ბარკოლას "ბარსელონაში" გადასვლა?

"ეს მატჩები არ გვჭირდება, რატომ ღელავთ ამ გუნდებზე?!" - რიოლო, რომელიც კვარაცხელიას აკრიტიკებდა, ახლა მუნდიალითაა უკმაყოფილო

"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა

პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა

"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია

მოურინიოს პირველი მოთხოვნა პერესს - "რეალი" კალაფიორის დაუკავშირდა

მამარდაშვილთან მიდის თუ კვარაცხელიასთან - დიომანდეს მომავალი თითქმის გაირკვა

იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია

ოლისე კვარაცხელიასთან ერთად შეუტევს - რამდენად შესაძლებელია ტრანსფერი?

"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა

"არსენალი" ბარკოლას თაობაზე პსჟ-სთვის წინადადებას ამზადებს

აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე

"ბაიერნი" ოლისეს 500 მილიონადაც არ გაყიდის

პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა

პერესი ოცნების ასახდენად უკან არაფერზე დაიხევს - ცნობილი გახდა, რამდენს შესთავაზებს "ბაიერნს" ოლისეს სანაცვლოდ

"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა

[VIDEO] "ბაიერნმა" გერმანიის თასი მოიგო - ჰიონესს მოურინიოს სტუმრობა არ ესიამოვნა

გულისხმობა თუ არა კვარაცხელიას - The Telegraph-მა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც პერესი 150 მილიონს იხდის

პსჟ მალე ორი შემტევის გარეშე დარჩება