საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალაში ცენტრალური სტადიონის მშენებლობა დაათვალიერა. სტადიონის მშენებლობაზე ასევე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე გასახდელი ფეხბურთელებისთვის, 650 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, სტადიონზე დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა, მოეწყობა საპარკინგე სივრცე. ასევე მოხდება არსებული ტერიტორიის შემოღობვა. სტადიონის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო მოედნის საძირკველსა და მოედნის საფარის დაგებას, ასევე, საჭირო ინვენტარს, ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. პროექტი 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

განახლებული სტადიონით სართიჭალის საფეხბურთო კლუბი "შტურმი", ადგილობრივი ბავშვთა და ასაკობრივი გუნდები ისარგებლებენ.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): "მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება და ბედნიერება, რომ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა იქნება ძალიან მალე სართიჭალაში. როგორც პირველ გუნდს, ასევე ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, ძალიან მაღალი დონის სტადიონზე ივარჯიშონ და ითამაშონ. ეს ხელს შეუწყობს მათ წინსვლას და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტ ბავშვს გაუჩნდება სურვილი ჩაერთოს, ითამაშოს ფეხბურთი, გახდეს ამ კლუბის წევრი, რაც ძალიან მისასალმებელია ჩვენთვის.

ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სართიჭალისთვის, არამედ მიმდებარე სოფლებისთვის და რეგიონისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას. გვიხარია, რომ ერთობლივად ვიღებთ ამ პროექტში მონაწილეობას.

GFF.GE

კახა ქ.
ამ ზუგდიდის სტადიონის ამბავი შავ ლაქად დაგრჩებათ.რამდენი ხანია ადგილიდან არ იაძვრის.ან ის ბეტონის კედელი მოან გრიეთ ან რაღაც ქენით.ან ვინმე დაესაჯათ ან რამე გააკეთეთ საერთოდ რომ ამდენი მილიონები წყალს გაატანეთ.ასეთი რამე არცერთ ქვეყანაში არ ხდება,თუმცა ეს ხომ საქართველოა,ქართულ-ჯიგრულ პონტში......
dato
საინტერესოა რა ბედი ეწია ზუგდიდის სტადიონს? ნუთუ ხარვეზების გამოწორება და სტადიონიუს დასრულება გამოყენება არ შეიძეელბოდა? მგონი 3 წელი გავიდა
გიორგი
ზუგდიდში ხო ააშენეთ :)
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
სართიჭალის ახალი სტადიონის დათვალიერება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე