საქართველოს 2007 წელს დაბადებულთა გუნდმა ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე სამონაწილეოდ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში იმყოფება. როგორც წესი, ჩვენი გუნდი ერთ წრეს ითამაშებს, რომლის განმავლობაშიც 5 მატჩს გამართავს და თბილისში დაბრუნდება. ჩვეულებრივ, ევროპის ლიგა სამ წრედ, შემოდგომაზე, ზამთარსა და გაზაფხულზე იმართება, რის შემდეგაც, საუკეთესოები ტიტულისთვის ბრძოლას პლეი ოფში აგრძელებენ.

საქართველოს 15-წლამდელთა გუნდმა ევროპის ლიგა 2 გამარჯვებით გახსნა. ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს გამართულ პირველ შეხვედრაში შვედურ “ბლექბერგ ბასკეტს” 63:45 მოუგო. ჩვენს გუნდში 15 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო შედეგი გიორგი ნიკოლაევმა დააფიქსირა 9 ქულა და 6 მოხსნა ნიკოლოზ კობაიძის ანგარიშზეა.

მეორე მატჩი დაძაბული გამოდგა. ქრთული გუნდის მეტოქე უკრაინული გუნდი PUSH გახლდათ, რომელსაც ჩვენებმა დაძაბულ ბრძოლაში – 47:44 მოუგეს. გიორგი ნიკოლაევმა ამჯერად 23 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. მის შემდეგ ყველაზე მეტი – 6 ქულა გიორგი ასათიანმა მიითვალა. 2-დან 2 გამარჯვებით საქართველო 2007 ლიდერთა შორისაა.

ჩვენი გუნდი ვილნიუსში კიდევ 3 მატჩს გამართავს:

საქართველო 2007 – ჰონკა (ფინეთი) 29 ოქტომბერი, 14:30

ურა ბასკეტი (ფინეთი) – საქართველო 2007 29 ოქტომბერი, 19:00

საქართველო 2007 – ტაურაგე (ლიეტუვა) 30 ოქტომბერი, 11:30

საქართველო 2007 ლიეტუვაში ამ შემადგენლობით იმყოფება:

გიორგი ნიკოლაევი, ლუკა ტაბაღუა, გიორგი ცაგარეიშვილი, ნიკიტა მესხი, ლუკა ლომიძე, შიო შიოშვილი, დავით ვაშაკიძე, დავით მირზაშვილი, გიორგი ჭირაქაძე, გერა ჭეიშვილი, ნიკოლოზ კობაიძე, მამუკა ასათიანი

მთავარი მწვრთნელი: ნიკა ცინცაძე

GBF.GE

მოქალაქე
რაც დავინახე ამ გუნდიდან კარგი მიდგომა დაიწყო ,რომ მაღლები აირჩიეს და ამ მწვრთნელებს კარგი შეხედულება აქვთ. მაგრამ ვიტყვი 17 წლის ბავშვი არის 207სმ სიმაღლის და რატო მას არ აქცევენ ყურადღებას ეს მაინტერესებს.ახლა ზის სახლში და აღარ ვარჯიშობს რადგან აბიტურიენტია. ერთი იჩაგრება და მეორეს მხრივ ამ ნაკრებიდან კარგი ტენდენციაა.ასე 3 წლის წინაც უნდა ყოფილიყო.207სმ ბავშვი ერთ დღეში ხომ არ გაიზრდებოდა 1 წლის წინ 204 იყო და ყურადღება ნული.
სოსო
თუ სტატისტიკის მიხედვით ვიმსჯელებთ,ერთი კაცის გუნდია და სხვები,სტატისტებად გვევლინებიან.ასე არაფერი გამოვა.გუნდური კალათბურთი უნდა ითამაშონ და ყველა განვითარდეს.წელს უკვე გამოჩნდა,რომ ჩიხში შევდივართ და დიდ ტლაპოში აღმოვჩნდებით ჩაფლული.
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
[VIDEO] დოსუნმუს ბრწყინვალე მატჩი, ჩხუბი და გაცოფებული იოკიჩი - "დენვერი" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დამარცხდა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა