ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მან ქართველი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკოს შეადარა.

"ხვიჩა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და "ნაპოლიში" თამაში შესანიშნავად დაიწყო. ღმერთმა ქნას, ყველაფერი ასე გაგრძელდეს. იტალიაში მას შესანიშნავი პრესა აქვს და ის თაყვანისმცემლების ახალი კერპი ხდება.

კვარაცხელია ავლენს ინდივიდუალური უნარების მაღალ დონეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ყველაფერი მთელი კარიერის განმავლობაში შეინარჩუნოს, როგორც ამას ანდრეი შევჩენკო აკეთებდა.

ეს ის დონეა, რასაც მან უნდა დაუმიზნოს, რადგან ქართველს დიდი მომავალი აქვს. ყველა ნიჭს შრომა სჭირდება. ამიტომ მან უნდა გამოიჩინოს ტიტანური ძალისხმევა, რათა ევროპულ და მსოფლიო ფეხბურთში თავი დაიმკვიდროს და ვარსკვლავი გახდეს.

შეიძლება ხვიჩა შევჩენკოზე უკეთესი იყოს? - ანდრეიმ "ოქროს ბურთი" მოიპოვა. თუ კვარაცხელიაც ამას შეძლებს, შემდეგ უკვე საუბარი შეიძლება", - უთხრა გაზაევმა Sport24-ს.

რამინ სულაქველიძე
ამიტომ არ უნდა წავიდეს ნაპოლიდან ...შევჩენკომ მილანით მიაგწია ყველაფერს ,,,ეხლა ნაპოლის ჯერია
G.LA
გაზაევი როგორც მწვრთნელი ქართველებთან ერთად შედგა. მას ვლადიკავკაზის საპრტაკში ნახევარ გუნდზე მეტი ქართველები ყავდა და სპორტულ დირექტორად ვოვა იყო მაგასთან. რატომ უნდა ქონდეს ცუდი გული ჩვენზე? გაზაევს კი ვუპასუხებ, ხვიჩას აუცილებლად მწვერვალზე ვიხილავთ. ხვიჩა აღარ გაჩერდება სანამ საწადელს არ აისრულებს და მერე უკვე გამარჯვების გემოს რომ გაიგებს საერთოდ აღარ გაჩერდება. პ.ს. სომეხებს კი გირჩევთ ცოტა ფეხბურთის ისტორიას გაეცნოთ, არსებობს წიგნები, ბროშურები და გუგლშიც რაღაცას მოიპოვებთ რომ გაეცნოთ აღარ გექნებათ ცრუ წარმოდგენები საკუთარ ფეხბურთძე. ისტორიულად ურთიერთ შეხვედრებში დინამოს დიდი პლიუს ქონდა არარატთან, ასევე ახლანდელ ნაკრებსაც. თქვენმა არარატმა მხოლოდ ერთხელ მოიგო სსრკს ჩემპიონატი და თასიც იმავე წელს 1973 წ. მეტი არაფერი მიღწევა გამარჯვება არ გაქვთ. საუკეღესო ფეხბურთელებიც ქართველი ფეხბურთელები გაცილებით ხშირად იყვნენ და სომეხი ფეხბურთელი მე პირადად სსრკს საუკეთესო არ მახსოვს. ასევე სსრკს ნაკრებში ყოვლეთვის რამოდენიმე ქართველი იყო ნაკრებში და წამყვანი ფეხბურთელბიც იყვნენ ასევე კაპიტნობდნენ ნაკრებს, რასაც ვერ იტყვით სომხებზე. ტყუილების ლაპარაკი ისევ ისე გიყვართ, რაც თქვენთვისვე ცუდია სიცრუეში ცხოვრება.
კი როგორ არა
კი ძმა,მერუჟან მესიანი და აშოტ რონალდიანი არიან ახლა ყველაზე მაგრები თორემ ადრე,ყავა პელეიანიც კარგ ფეხბურთს აჩვენებდა საფეხბურთო კლუბ “ურარტუში”
რობერტი
...გაზაევი დასაფასებელი კაცია! იგი დიდ ფეხბურთს თბილისის დინამოდან დაემშვიდობა, ბოლო ორი სეზონი აქ გაატარა!
ნიკოლოზი
საუბარი ხვიჩას ეხებოდა და სადღაც ვფიქრობ,ეს სამველა კი არაა,ვიღაცამ გაიღადავა.და თუ მართლა სამველაა, შოთას სომხობასაც რომ იჩემებენ,ასე ვეტყოდი: "რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია..." ამას დაწერდა სომეხი? ისემც მაგისი რჯულია!!! გაიგეეეე სამველ-ჯან? ის როგორ იყო ტირში დათუნაშვილის ფოტო რომ ჩამოკიდეთ გამწარებულებმა?
გიორგი
შორს არც არის წასვლა, ანზორიკო გამახსენდა!
gio
თან მილანში მაშინ ვარსკვლავები თამაშობდნენ
სოსო
როდესაც შევჩენკო,მილანში გადაიყვანეს,გუნდის მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ,შევჩენკოს უთხრა,თუ სეზონში 16 გოლს გაიტან,იახტას გაჩუქებო.შევჩენკომ პირველივე სეზონში,23 გოლი გაიტანა და კალჩიოს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.მერე კი,წავიდა და წავიდა.მაშინდელი მილანი,შევჩენკოს გარეშეც ძალიან ძლიერი გუნდი იყო,ნაპოლი კი,ცოტა უფრო უარესი სასტარტო პოზიციიდან იწყებს და ვნახოთ,რა გამოვა.სათამაშო ამპლუიდან გამომდინარე,ხვიჩას ძალიან გაუჭირდება,ამ შედეგის გამეორება,თუმცა მან იმდენჯერ გაგვაოცა,იქნებ ესეც შესძლოს.მისგან უკვე აღარაფერი უნდა გვაოცებდეს.ვნახოთ და იმედი ვიქონიოთ.
სოსო
ჰო,სამველ,მართალი ხარ!სომხები ყოველთვის მაგრები იყვნენ,მაგრამ თამაშებს ჰყიდიდნენ და ქართველები ყიდულობდნენ.აბა სხვანაირად როგორ ავხსნათ,ერთ ტაიმში არარატის კარში,დათუნაშვილის მიერ გატანილი 5 გოლი,ან თასის ფინალში 3-0 ?ახლა,ისიც კი გამახსენდა,დაახლოებით 45 წლის წინ,საფრანგეთის მოქალაქე სომეხმა მსაჯმა,გვარად კიტაბჯანმა რომ გვიმსაჯა,შვეიცარიის გრასჰოპერსთან.ჩვენებმა თურმე ფული არ შესთავაზეს,მან კი იცოდა,რომ დინამოელები,სომხებს,გამარჯვებისათვის ფულს უხდიდნენ და მასაც რომ არ მისცეს,ისე უნამუსოდ იმსაჯა,სიმშვიდის და წესიერების განსახიერება,შოთა ხინჩაგაშვილიც კი გააგიჟა და მერე ,მინდვრიდან გააძევა.დინამოს კი,ბურთზე ფეხის დაკარებაც აუკრძალა,სანამ 0-4 არ გახდა,ანგარიში.ჰო!კინაღამ დამავიწყდა,ილია დათუნაშვილმა,5 გოლი რომ გაუტანა,ერევანს,.ერთ ტაიმში,ედუარდ შევარდნაძემ,დათუნაშვილის ბინას,რამდენიმე დღით,დაცვა დაუყენა,ქართველმა გულშემატკივრებმა,არაფერი ავნონ,ილიას,ეტყობა ძალიან ბევრი გადაუხადა და 5 გოლი,მიტომ გაატანინესო.ხორენ ოგანესიანიც,მართლაც ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო,მაგრამ როცა მანუჩარ მაჩაიძეს წინააღმდეგ თამაშობდა,ზოგჯერ ბურთზე ფეხსაც არ (ვერ ) აკარებდა,მანუჩარისაგან იმდენი მახსოვს,მის წინააღმდეგ,ბურთს ფეხს როგორ დავაკარებო!... ალბათ ყველა მიხვდით,რომ ვხუმრობ.ზოგს შესაძლოა მოეწონოს,ზოგს არა,ჩემი ხუმრობა,მაგრამ ის კი,ვიცი,რომ მიუხედავად ძალიან პრინციპული დაპირისპირებებისა,ქართველი და სომეხი ფეხბურთელები,მოედნის გარეთ მეგობრობდნენ და ძალიან კარგად იცოდნენ,ერთმანეთის ფასი.ასევე იყო კიეველებთანაც.მათთან მუდმივი დაპირისპირებების მიუხედავად,ჩერნობილის საშინელი კატასტროფის დროს,სწორედ ქართველებმა გამოიხიზნეს,საფრთხეს გამოქცეული უკრაინელი ფეხბურთელების ოჯახები.დღესაც ბევრი უკრაინელი აფარებს თავს საქართველოს და ბევრი რუსიც ემალება,უკრაინელებთან საომრად წასვლას,საქართველოში.როდესაც სომხეთი,საშინელმა მიწისძვრამ დააქცია და უამრავი ადამიანი დაიღუპა,მაშინაც ჩვენ ვიყავით,ვინც პირველები დაეხმარნენ მეზობლებს და არც ამას არასოდეს დავაყვედრით,ჩვენს მეზობლებს.რადგან მთავარი სწორედ ეს არის.გაჭირვებაში ჩავარდნილს,მტერსაც კი ხელი უნდა გაუწოდო,არათუ მეზობელს და ნათესავს.შენ,შენი გააკეთე და იმის შეგნება იკმარე,რომ ადამიანს დაეხმარე.ის თუ არა,ღმერთი აუცილებლად დაგიბრუნებს მადლს.შესაძლოა შენ ვერც მიხვდე,ვერც გაიგო,მაგრამ აუცილებლად დაგიბრუნებს.შენ,ან შენს მოყვასს.
jorj
7 ნოემბერს, ზუგდიდში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის განათების კონსტრუქცია წაიქცა. შემთხვევის შედეგად, პირველადი ინფორმაციით, არავინ დაზიანებულა, თუმცა დაზიანდა მიმდებარედ მდგარი ავტომობილები. შემთხვევის ფოტოები არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო განჭვირვალობა საქართველომ“ გაავრცელა. გამჭვირვალობის თანახმად, ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონი თავდაპირველი გეგმით 2018 წელს უნდა გახსნილიყო, შემდეგ – 2020 წელს, თუმცა მშენებლობა დღემდე არ არის დასრულებული, მშენებლობაზე გაწეულმა ხარჯმა კი, ჯამში, 13.5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
პლეხანოვზე გაზრდილი
სამველ ავოეიანს: - სუსკაც ელი ტო!

კიო, როგორ არა. სამველ პეტროსიანი და ხორენ ოგანესიანი სჯობდნენ ყიფიანს და ჩივაძეს. მაგას ნიკიტა სიმონიანიც კი არ იტყოდა
Gudam mamedovi
Azerebi ufro magar fexburts tamashoben
ზურა
მაააშ... ლევონ იშტოიან!..
სამველ ავოიანი
სომხები უფრო მაგარი ფეხბურთელები იყვნენ და არიან ვიდრე ქართველები. მე თბილისელი ვარ და ორივე ქვეყნის გუნდების თამშები ვიცი.
რამაზ კაჭარავა
გაზაევი კარგი ადამიანია. მისთვის უცხოა ბოღმა და ქართველების სიძულვილი ჩერჩესოვისაგან განსხვავებით. ქართველებთან ძმაკაცობს და არასოდეს არაფერი ცუდი არ უთქვამს ჩვენ ქვეყანაზე და ქართველებზე. გაზაევი დიდ პატივს ვცემ.
zura222
ამას ეტყობა სვაბოდაზე ყოფნა მოსწყინდა ! ქართველის და მითუმეტეს უკრაინელის ქებამ თუ პუტინამდე მიაღწია მაგადანი უკან დარჩება სადღაც ტაიმირზე გადაასახლებენ DDD
რა ხდება სინამდვილეში - დავითაშვილმა შეიძლება ჩემპიონატის პირველი ტური გამოტოვოს
გოჩოლეიშვილი "ჰამბურგის" ფეხბურთელი გახდა
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა
"ნაპოლი" ფრანგულ "ბრესტთან" დამარცხდა
კვარაცხელია გაზაევმა ისევ შეიყვანა ტურის სიმბოლურში
[PHOTOS] მილიარდერი შეყვარებული ჰყავს - ვინ არის კვარაცხელიას თანაგუნდელის ლის მეგობარი გოგონა
ანდრეი შევჩენკო: მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის არ არსებობს
ვალერი გაზაევი: კვარაცხელიასავით მაღალ დონეზე ჩვენთან არავის შეუძლია ითამაშოს
"ნაპოლი" "ჟირონას" მცველს შეიძენს
კვარაცხელია გაზაევმა აღიარა - მისმა ფასმა 2-3 მილიონით მოიმატა
პსჟ-ის ახალი მეკარე ეყოლება - შევალიე კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება
შევჩენკო უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად არ აირჩიეს
"ის დღეს ჭირისუფალია" - კალაძემ შევჩენკოს უპასუხა
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
"პატრიოტი და ღირსეული კაცია!" - გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ აღაფრთოვანა
ანდრეი შევჩენკოს 18 წლის შვილი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
ოფიციალურად: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის დასახელდა
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
შევჩენკოსა და კიდევ სამ ფეხბურთელს დღეს "მილანის" დიდების დარბაზში შეიყვანენ
რასპადორიმ გეზი მადრიდისკენ აიღო?
"პატრონის კვერცხების ლოკვა უყვარს" - სლუცკი გაზაევზე ირონიულად ხუმრობს
Victory - ვიქტორ ოსიმენი "გალათასარაის" ფეხბურთელი გახდა
ევროპის სუპერთასი, ევრობასკეტი და სხვა ამბები - რას ვნახავთ აგვისტოში
პაველკომ სასამართლო დავა მოიგო - უკრაინის ხელისუფლებას მისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდაც მოუწევს
"ხელფასების ზღვარი, მხოლოდ 3 ლეგიონერი და ბელარუსული გუნდების დამატება" - გაზაევი პრემიერლიგის რეფორმას გეგმავს
სიმეონე "ნაპოლიდან" მიდის, მაგრამ იტალიაში რჩება