საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ხელშესახებად რეალურია. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა რეიკიავიკში ისლანდიის დამარცხებით მუნდიალზე გასასვლელად უდიდესი ნაბიჯი გადადგა, რომელიც უფრო რეალური გახდება, თუკი ორშაბათს, 14 ნოემბერს, იტალიას დავამარცხებთ. აქვე დავაფიქსირებთ, რომ დამარცხების შემთხვევაში შანსები შეგვიმცირდება. საქართველოს ნაკრებს ისტორიულ მიღწევამდე გასასვლელად იტალიის შემდეგ დარჩენილი ორივე მატჩი აქვს მოსაგები – ჰოლანდიასა და თბილისში ისლანდიასთან. თუმცა ისლანდიაში მოგებით დამუხტული ქართველები ისე არიან შემართულნი, რომ იტალიის დამარცხებით შანსების კიდევ უფრო გაზრდას გეგმავენ.

საამისოდ ჩვენს ნაკრებს განწყობა აქვს და მონდომება არ აკლია. თბილისი არენაზე გამართულ ვარჯიშზე ილიას ზუროსმა კალათბურთელები კონკრეტულ, იტალიელთა წინააღმდეგ შემუშავებულ სპეციალურ ტაქტიკურ მონახაზზე ამუშავა და შესაბამისი კომბინაციებიც დაამუშავებინა. ვარჯიშმა მეტად ნაყოფიერად ჩაიარა, რის ბოლოსაც დარბაზში ჟურნალისტები შემოვიდნენ და მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ჩვენი ნაკრების წევრებს კომენტარები ჩამოართვეს.

შემადგენლობა უცვლელია: საქართველოს ნაკრები იტალიას იმ 12 კალათბურთელით დაუპირისპირდება, რომლებითაც 2 დღის წინ ისლანდიას მოუგო. მატჩი თბილისი არენაზე 19:00 საათზე დაიწყება.

GBF.GE

გიორგი
მემგონი დროა იტალია ამოვატრიალოთ ! განარჯვება ბიჭებო!!!!
სიმართლეს
რა ლონდარიძეს და ფევაძეს აღარ ჯობია? ტყუილად რო ზიან სკამზე. ლიგა ენდესას გამოცდილება აქ ბოლობოლო რაც ნახევარ ნაკრებს მეტს თუ არა არ დაესიზმრება.
tngh
ძნელი თამაშია. იტალია ტრადიციული და ძლიერი გუნდი... წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!!
Aleko
Kalatshi burts ver agdeben da raunda dauxazos zurosma
Givi
Wina tamashi berishvilma shemoatriala 3 samquliani rom chaagdo bolo meotxedshi da mikvirs ratom axexines skami evropaze? warmatebebi nakrebs...
დ
მე რასაც ვუყურე ისლანდიასთან თამაშს, ბოლობდე გაშიფრული ვყავდით მაგათ შტაბს, აი ახლა, განმეორებით თამაშში ისლანდიასთან უნდა გამოჩნდეს ზუროსის კლასი, იმედია ისიც გაშიფრავს ისლანდიის არცთუ რთულად გასაშიფრ ნაკრებს, ალბათ 80% შეტევებისა ჩვენგან მარცხნივ ვითარდებოდა, უმეტეს შემთხვევაში კალათამდე მიდიოდნენ და ფარქვეშ გვიგდებდნენ მეტრანახევრიანი ტიპები, პერიმეტრზე თუ გამოჰქონდათ, სრულიად ცარილ კაცს მისდიოდა ბურთი, ესაა, რომ ვერ აგდებდნენ სამიანებს. ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი. მთელი თამაში ეს არ დამთავრდა.
irakli81
არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს იტალიასთან თამაშს თუ სახლში ისლანდიას და Hოლანდიას ვუგებთ გავდივართ.
სიმართლე
იმიტომ არაა რომ არ წავაგოთ
თენგაბი
თოკოს იმედი ყოველთვის მაქვს და ვფიქრობ 20 ქულაზე მეტს მოგვიტანს. ასევე შერმადინმა და მაკფადენმა უნდა გაიხსენონ ძველი დრო და 20-20 ქულაზე უნდა ავიდნენ. უნდა იყოჩაღონ სანაძემ, ბერიშვილმა, რატიმ, ცინცაძემ და საერთო ჯამში 30 ქულა მაინც დადონ. თუ კი დანარჩენებიც, რაიმეს შეძენენ გუნდს, კარგი დაცვის პირობებში, გამარჯვება გარანტირებული გვაქვს. ჩემი აზრით ბითაძემ დროზე უნდა შეიცვალოს კლუბი, სადაც სათამაშო პრაქტიკა მეტი ექნება, ან ევროპაში დაბრუნდეს და აქაური ექსტრა კლასის კალათბურთელობა ჯობია ნბა-ში ჩაკარგვას. სანდროზეც იგივეს ვიტყოდი, ევროლიგის ვარსკვლავობა ჯობია ნბა-ში სათამაშო დროის ლოდინს. ბურჯანაძე შეუშვით დარბაზში და მთელი დღე სროლებში ივარჯიშოს. მანამ არ გამოუშვათ, სანამ 50 %-იან შედეგს მაინც არ დადებს. ასევე ნაკრების სხვა კანდიდატებს. და ფიზიკაში, სისწრაფესა და გამძლეობაში მოუმატონ. ნამეტან პრიმიტიულ კალათბურთს თამაშობენ ჩვენი კალათბურთელები, არავითარი კოლექტიური, გუნდური შეთამაშება, ძირითადად ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გავდივართ ფონს. ზუროსი და ჩვენი რამდენიმე ახალგაზრდა მწვრთნელი რამდენიმე თვით ნბა-სი სტაჟირებაზე გავუშვათ. ვთხოვოთ ზაზას დაგვეხმაროს, გოლდენში ან რომელიმე გუნდში სტაჟირება მოგვიგვაროს, რომ მერე ამათ კალათბურთელებს ტაქტიკური აზროვნება, უბურთოდ მოძრაობა და კომბინაციური თამაში ასწავლონ. ბეჟანიშვილი სადაა? დროა ახალგაზრდებიც ჩავრთოდ ეროვნულ ნაკრებში, იმათ ნაცვლად, მარტო სიაში რომ ირიცხება და ნაკრებისათვის სარგებელი არ მოაქვს
ბს
ვნახავთ საღამოს რა კომბინაციები დაამუშავეს! მგონია რომ ისევ ინდივიდუალური ოსტატობის იმედზე უნდა ვიყოთ. კომბინაცია არა, კვახი! ღმერთმა ქნას ვცდებოდე!
ფეოლა
არ ცალიათ ბიძია, ხვიჩასპორტ.გე გახდა ეს საიტი. ხვიჩაზე ვაფანატებ, ნაპოლის თამაშებით ვიძინებ და ვიღვიძებ, მაგრამ ნამეტანი მოსდით, სხვა რაღაცეებიც ხდება სპორტულ სამყაროში. არ შეიძლება საიტი ჩამოსქროლო და ტოპ 10 სტატია ყველა ხვიჩაზე იყოს.
ტტტ
ბურჯანაძე რატომ არაა ნაკრებში?
aburjga
რაც არ უნდა სქემები ხაზო, რაც არ უნდა ავარჯიშო კალათბურთელები თუ მავანს ღვთისგან მომადლებული ნიჭი არ აქვს და ბურთს კალათში ვერ აგდებს, არაფერი გამოვა! ღმერთმა ხელი მოუმართოს ჩვენს ნაკრებს, ძალიან მინდა მათი წარმატებით გავიხარო, მაგრამ.......
Odala
ასეთ ამბებს სულ მცირე დალაგებული სტატია უნდა მიუძღვნა და არა ეს აბდა-უბდა.
მერაბი
ვუსურვოთ ბიჭებს წარმატება და შევინარჩუნოთ ოპტიმიზმი!
ესპანური მედია: კრახი და კოლაფსი - არაამქვეყნიურმა და "ჭკუიდან გადასულმა" შენგელიამ რიდთან ერთად შეუძლებელი შეძლო
[VIDEO] შენგელიას და რიდის 69 ქულა - საქართველოს ნაკრებმა გმირული თამაშით ესპანეთს 22 ქულა ამოუქაჩა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
გენერალური რეპეტიცია ესპანეთის წინ: ჯიკიჩმა შემადგენლობა უცვლელი დატოვა
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
მექსიკის ნაკრების მეკარემ 41 წლის ასაკში დაასრულა კარიერა
ნეიმარმა შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა დაასრულოს
მესი ნაკრებთან ერთად ბუენოს-აირესში არ გაემგზავრა
გადაწყდა - ბელგიის ნაკრებს ვან ბომელი ჩაიბარებს
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ფოთში XIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი 2026" გაიმართა
[VIDEO] უნაი სიმონმა და იერემი პინომ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს
"სლოვანის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, "იბერია 1999" ფეხბურთელებსა და სტაფს 1 მილიონიან პრემიას გაუკეთებს
[PHOTO] ვინისიუსის ცნობა გაგიჭირდებათ - ბრაზილიელმა პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა
ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
დაღუპა არგენტინა - შირერმა ფინალში ფერნანდესის გაძევებას სულელური უწოდა
[VIDEO] მესი ქმედება, რომლის გამოც არგენტინელი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ევრობასკეტი 2017. 1/4 ფინალი: სლავური ნახევარფინალი [VIDEO]
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
მამუკელაშვილის გარეშე - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა [VIDEO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები იტალიასთან ხუთი ქულით მარცხდება
საქართველოს ნაკრები სტუმრად იტალიასთან დაძაბულ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
აშშ-მა იტალია გაანადგურა და ნახევარფინალში გავიდა
ზუროსი: ასეთი თამაშით ევრობასკეტზე ბევრს მივაღწევთ