საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთის საერთაშორისო ტურნირზე, სახელწოდებით „სოლიდარობის თასი“ (International Solidarity Cup), სადებიუტო შეხვედრა დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა. ტურნირში საქართველოსა და მონტენეგროსთან ერთად კამერუნისა და ჩინეთის ნაკრებები იღებენ მონაწილეობას.

მარკო ესპოზიტოსა და ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა მონტენეგროს ეროვნული გუნდის კანდიდატებით დაკომპლექტებულ ნაკრებთან თამაში შედარებით მძიმედ დაიწყო. ვინაიდან ამ შემადგენლობისთვის ეს პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო, სტარტზე გარკვეული შეუთამაშებლობა შეინიშნებოდა. მეტოქემ საწყის წუთებში საკმაოდ ბევრი სამქულიანი ჩააგდო და დაწინაურდა, თუმცა საქართველოს ნაკრები მალევე გადაეწყო, პერიმეტრი საიმედოდ გადაკეტა და ხისტი დაცვისა თუ სწრაფი შეტევების ხარჯზე თამაშში დაბრუნდა - პირველი მეოთხედი ფრედ, 25:25 დასრულდა.

მატჩის გარდამტეხი მომენტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ქართველი კალათბურთელების სრული დომინაციით წარიმართა. სწრაფი კონტრშეტევებითა და ზუსტი შორი სროლებით ჩვენმა გუნდმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა, მეოთხედი 25:9 მოიგო და დიდ შესვენებაზე 16-ქულიანი ლიდერობით (50:36 გავიდა. მესამე პერიოდში მონტენეგრომ ერთადერთხელ მოახერხა ინტრიგის დაბრუნება, როცა ზედიზედ სამი ჩაგდებული სამქულიანით ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა, თუმცა მარკო ესპოზიტომ მოედანზე გამოცდილი მოთამაშეები დააბრუნა და თამაში ჩვეულ, საიმედო კალაპოტში ჩააყენა - მესამე მეოთხედი 62:52 დასრულდა, ხოლო საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 76:63 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ გამონაკლისს, სამწვრთნელო შტაბმა სათამაშო დრო ყველა მოთამაშეზე თანაბრად გადაანაწილა. გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა ყველა კალათბურთელმა, ვინც მოდანზე გავიდა: გუნდს 13 ქულითა და 9 მოხსნით ბექა ბექაურმა ულიდერა, 10-10 ქულა დააგროვეს ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა, ცოტნე ცარციძემ და რომან ჭინჭარაულმა (7 მოხსნა), 7-7 ქულა ჩააგდეს ლუკა ლიკლიკაძემ (5 პასი), ლევან გოგიჩაიშვილმა და ლუკა მაზიაშვილმა (7 მოხსნა, 6 პასი), გიორგი კობახიძემ 6 ქულა მიითვალა, ვილი ისიანმა - 3, გიორგი ოგბაიძემ - 2, გეგა წულაიამ - 1 ქულა, ხოლო ვახტანგ გაფრინდაშვილმა მოედანზე გატარებულ დროში 5 მოხსნა მიითვალა. ეს ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეების ძალიან კარგი სინთეზია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ 12 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითადი შეკრება იწყება და კანდიდატები მას სრულ მზადყოფნასა და ჩინურ ტურნეში მიღებული დიდი გამოცდილებით შეხვდებიან.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები მასპინძელ ჩინეთთან 25 ივლისს გამართავს. ადგილობრივი გუნდის თამაში, სავარაუდოდ, სრული ანშლაგით ჩაივლის, რაც ჩვენი კანდიდატთა გუნდისთვის კიდევ ერთი სერიოზული და მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება.

GBF.GE

სიმართლე
ე კანდიდატები რაღ არის
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
არაერთ ევროპულ კლუბში თამაშის შემდეგ, ხუან კუადრადო სამშობლოს დაუბრუნდა
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 მეშახტე. დაკარგული თუ გადარჩენილი?
"კოჭ-წვივი აქვს დაზიანებული" - "კადისმა" გოჩოლეიშვილის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
"საფონოვის ფეხით თამაში ლუის ენრიკეს აღიზიანებს" - ფრანგული მედია
მიიღებს თუ არა "კვარა" "ოქროს ბურთს" და მისი უთამაშებლობა სისტემატურ ხასიათს - ესპანელმა კომენტარი გააკეთა
რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ? - "ნუ მოკლავ ჯაფარას!"
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] "არ შემოდიხარ? ბრუნდები?" - დემბელე კვარაცხელიას სათადარიგოთა დარჩენის გამო ეხუმრა და იხალისა
მიზანს ამ სეზონშივე მიაღწევს? - რონალდო სანუკვარ ნიშნულს უახლოვდება
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
"ბედნიერი ვიქნები, თუ "ოქროს ბურთს" ის მოიგებს" - ლაპორტამ ფავორიტი დაასახელა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"მთელი მაისური, დუნდულების ზედა ნაწილი და შარვალი სპერმით იყო დაფარული" - გოგონა საფეხბურთო მატჩის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა
ენრიკემ "სლოვანთან" მატჩის შემდეგ კვარაცხელიასა და სხვა ლიდერების სათადარიგოთა შორის დატოვების მიზეზი ახსნა
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება